Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გავზარდოთ ხე თესლიდან– ბონსაის კულტივაციის ტექნიკა.

bonsai-from-seed-070ბონსაის თესლს იაპონელები „Misho”-ს უწოდებენ

ბონსაის ხის თესლისგან გაზრდის დიდი პლუსი ის არის, რომ გვეძლევა მისი ფორმირების სრული შესაძლებლობა  ადრეულ სტადიიდან.თუმცა ამას დიდი დრო მიაქვს(სამი წელი),სანამ დაიწყება ბონსაიზე მუშაობა.

პირველ რიგში უნდა მოვძებნმოთ თესლი,ის შეგვიძლია შვენ გარშემო მოვიძიოთ,ან გამოვიწეროთ ონლაინ მაღაზიიდან,მაგრამ გახსოვდეთ,რომ არ არსებობს „ბონსაის თესლი“, რადგან ბონსაი იქმნება ჩვეულებრივი ხისგან!

თუ ადგილობრივი ხეებისგან აგროვებთ თესლს,მათი დარგვა უმჯობესია შემოდგომაზე,მაგრამ თუ სხვა დროს ჩაგივარდათ ხელთ თესლი(მაგალითად გაზაფხულზე), ან ისეთი ხის ტელი გაქვთ, რომელიც არ არის ადგილობრივ კლიმატს შეჩვეული,საჭირო იქნება „სტრატიფიკაციის“ პროცესის გამოყენება.სტრატიფიკაცია— ეს ის პროცესია, როდესაც თესლს ხელოვნურად ვამყოფებთ ზამთრის პირობებში,ეს თესლმა აუცილებლად უნდა გადაიტანოს გაღვივებამდ(ამისათვის სპეციალურ ნაზავში გარეულ თესლს რამდენიმე კვირით მაცივარში ათავსებენ). დამწყებთათვის ეს შეიძლება ცოტა რთული იყოს,ამიტომ  ჯობს შეარჩიოთ ხეების ის სახეობები,რომლებიც კარგად ეგუებიან თქვენს კლიმატს და დარგოთ მათი თესლი შემოდგომით,როგორც ამას დედა ბუნება აკეთებს!

როგორ გავზარდოთ ხე თესლიდან

  1. შეარჩიეთ დაახლოებით 15 სმ სიღრმის ქოთანი,რომელსაც ექვება ნახვრეტი.
  2. ძირში (ქოთნის დაახლოებით ¼)უნდა ჩავყაროთ ხრეშისა და აკადამას ნაზავი პროპორციით ½– ½-ზე.(აკადამა– მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული თიხა.ის ბონსაისთვის განკუთვნილი მასალაა,რომელიც გრანულების სახით არის.გამოყენების წინ უნდა გაიცრას.ორ წელიწადში ის იშლება, ამიტომ ნაზავს გამოცვლა სჭირდება ხოლმე)
  3. შემდეგი ფენა შედგება ერთმანეთში არეული აკადამა, ხრეში და კომპოსტისგან (ტორფი,პერლიტი და ქვიშა)შეფარდებით:½ -¼ -¼-ზე.ამ ფენით ქოტანი ისე შევავსოთ, რომ კიდემდე 3 სანტიმეტრი დარჩეს.
  4. ზედაპირზე დაალაგეთ ტესლი 2-5 სანტიმეტრის დაშორებით,დისტანცია თესლის ზომაზეა დამოკიდებული.
  5. დაფარეთ თესლი იგივე ნაზავით, რაც პუნქტ 3-ში იყო მოყვანილი.
  6. ფრთხილად მორწყეთ,ისე, რომ თესლი არ მოშიშვლდეს და არ გადაადგილდეს.

bonsai-seedbed bonsai-seeds

bonsai-seeds2  bonsai-seeds-soil

ქოთანი დავდგათ გარეთ,ნათელ ადგილას.მივაქციოთ ყურადღება, რომ მიწა სულ ნესტიანი იყოს(და არა სველი!).გაზაფხულზე თესლი გაღვივდება,არც გადაჭრათ და არც გადარგოთ ის მომდევნო გაზაფხულამდე.ზაფხულში შეგიძლიათ ცოტა სასუქი შეიტანოთ ხოლმე.ერთი წლის შემდეგ წამონაზარდები შეგვიძლია განვაცალკევოთ და გადავრგოთ უფრო დიდ ქოთანში.სამი წელი შეუძღუდავი ზრდა მაინც დასჭირდება, სანამ ნერგი მზად იქნება პირველი პროცედურისთვის.

ნერგიდან ბონსაიმდე

რახან უკვე გაამრავლეთ ხეები თესლებიდან,შემდგომი ნაბიჯი იქნება ახალგაზრდა ნერგებზე წლების განმავლობაში ისეთი მანიპულაციაბის ჩატარება, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ბონსაის ხეს მოგვცემს.ეს გამოცდა იქნება თქვენი მოთმინებისთვის,სამაგიეროდ ბონსაის ფორმირებისას თავიდან  აირიდებთ მის გადაჭრას.

1 წლის

young-bonsai-010

 2 წლის

young-bonsai-0153 წლის

young-bonsai-020

4 წლის

young-bonsai-030

10 წლის

young-bonsai-040

17 წლის.

bonsai-from-seed-070

Advertisements

9 responses to “გავზარდოთ ხე თესლიდან– ბონსაის კულტივაციის ტექნიკა.

  1. Evellini მარტი 4, 2015, 10:43 AM

    gamarjoba. dzalian saintereso postebi gaqvs ❤ miyvars aq shemodzvroma xolme.

    kitxva maqvs erti: teslad nebismieri shemidzlia gamoviyeno? shemodgomaze blomad migrovdeba shindis kurkebi da patara bonsai shindis xeze uars ar vityodi 😀 tan tu msxmoiare iqneba..

    • ketusi.com მარტი 7, 2015, 5:00 PM

      გამარჯობა.ყოველთვის მესიამოვნება თქვენი სტუმრობა ❤
      ნებისმიერი ხე შეგიძლიათ გაზარდოთ კურკისგან,თესლისგან,ნერგისგან და ტოტისგან 🙂 უბრალოდ თუ გინდატ,რომ კარგი ნაყოფთაც ისიამოვნოთ, მაშინ უნდა დაამყნოთ.

  2. kutukamus აპრილი 15, 2016, 1:20 AM

    A very unusual place for the Winston 🙂

  3. tato tatishvili იანვარი 4, 2017, 4:51 PM

    https://www.facebook.com/groups/1743792855908526/?ref=bookmarks ბონსაის მოყვარულთა კლუბი

  4. darknessrose იანვარი 9, 2017, 3:11 PM

    გამარჯობა, 2კვირის წინ ვიყიდეთ პატარა ბონსაი არ ვიცი რა ხეა სანამ სახლში მოიტანდნენ მანამდე გადააგდეს ხის აღწერა და ყველაფერი 😐 ხო და იქნებ დამეხმაროთ, როგორ შემოვახვიო ალუმინი, ფესვები და ტოტები გაზაფხულზე გადავჭრა? და კიდე ერთი პრობლემა შემექმნა, ხეს ვრწყავ დილა-საღამოს, საღამოთი ვბან და დილით იმდენ წყალს ვუსხამ რომ ნახვრეტიდან გამოვიდეს, შუაგულ მზეზე არ დევს და ღამე შემომაქვს ოთახში, მაგრამ ფოთლები ჩამოსცვივდა და ზოგი გაუხმა :/ აღარ ვიცი რა ვქნა :/ დამეხმაროთ იქნებ 😥

    • ketusi.com იანვარი 10, 2017, 2:17 PM

      გამარჯობა,არცერთ ხეს არ უნდა ამდენი მორწყვა!ბონსაი არის იგივე ხე,როდესაც გაუშრება მიწა-მაშინ უნდა მოირწყას ,ისიც ზომიერად,რომ ფესვების ლპოვბა არ გამოვიწვიოთ,ეხლა ზამთარია, შესაბამისად მორწყვაც უნდა შევზღუდოთ,ბონსაი უნდა იმყოფებოდეს ღია ჰაერზე, ის ჩვეულებრივი ცხეა, უბრალოდ ვაჯუჯავებთ(რაღაც დოზით სადიზმია 😉 ) მანიპულაციებით,,,ზამთარში არაფრის გაკეთება არ შეიძლება(მავთულებს ვგულისსხმობ), …ჩვენ გავქვს ფვერდი ფბ-ზე და იქ დადეთ სურათი და დაწერეთ და მცოდნეები დაგეხმარებიან,
      https://www.facebook.com/groups/660732487368660/

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: