Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბონსაი

ვარდის ბონსაიალბათ ყველას გინახავთ პატარა ხეები ასევე პატარა,დაბალ ქოთანში ჩარგულები.გაგაოცათ მათმა მინიატურულობამ ,პროპორციებმა და დახვეწილობამ?გეთანხმებით,მართლა საოცარია და ამ საოცრებას ქვია “ბონსაი”.

უცნაური ხალხია იაპონელები,თავადაც მინიატურულები არიან და გარემოსაც შესაბამისს იქმნიან.ერთ მაგალითს მოვიყვან:ისტორიულად,მათი სილამაზის კრიტერიუმი ქალის მცირე ზომის ტერფი იყო.ამიტომ გოგონებს ბავშვობიდან რამდენიმე ზომით პატარა ფეხსაცმელი ეცვათ, რომ ფეხი არ გაზრდოდათ..შედეგი კი სავალალო იყო,ამ ‘ლამაზი’,პატარა ტერფის მიღმა იყო დიდი ტკივილი, დისკომფორტი და 40 წლის ასაკში გადაადგილების შეუძლებლობა!

პოზიტური მაგალითისთვის, კრეატიულობის ნიმუშია თანამედროვე იაპონური ბინები, სადაც გარემო მინიატურული და მრავალფუნქციურია.

ჰოდა,აბა ვის,თუ არა იაპონელებს მოუვიდოდა თავში აზრად, რომ ხე გაეხადათ მინიატურული…ასეთი ხე, ანუ ამგვარი ბონსაი, ხომ დიდი ხის ზუსტი მინიატურული ასლია.ის იგივენაირად ყვავილობს და ისხამს ნაყოფს, როგორც მისი სახეობის დიდი ხე.ეს ხომ გასაკვირიც არ არის, პრინციპში,რადგან ბონსაიდ ნებისმიერი ხის ნერგი შეგვიძლია გადავაქციოთ.

როგორ გავზარდოთ ბონსაი?

ადრე მეგონა, რომ იყიდებოდა ბონსაის თესლი,ჩარგავდი და გაიზრდებოდა დაჯუჯავებული ხე.მაგრამ ეს ასე არ არის, არ არსებობს ბონსაის თესლი.არის მხოლოდ რამდენიმე სახეობის ხე, რომელიც ისედაც პატარა იზრდება,ან ისე ნელა იზრდება, რომ მისგან ადვილია ბონსაის გაკეთება.

აი ვხედავთ ლამაზ და მინიატურულ ბონსაის,რა იმალება მისი სილამაზის მიღმა? რა და დიდი შრომა, წლობით ხეზე სისტემატური მანიპულაციების ჩატარება,პრაქტიკულად ხის წვალება! 10-15 წლის შრომა კი გვირგვინდება იმით, რომ პაწია, კოხტა ხეს მივიღებთ, რომელიც დიდი ხის ზუსტი ასლი იქნება 🙂

ბონსაი

მე ბონსაით სულ ახლახანს დავინტერესდი,ჯგუფიც შევქმენით “ბონსაი” , სადაც ერთმანეთს ცოდნას ვუზიარებთ(დაინტერესების შემთხვევაში, შემოგვიერთდით)..ამასწინათ ნერგები ვიყიდე და შევეცადე საწყისი მანუპულაციები ჩამეტარებიანა,ვნახოთ ამას მცენარეები როგორ გადაიტანენ და რას მივიღებ.(ამაზე შემდგომ პოსტებში 🙂 ) ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა ბონსაის შესახებ,ამიტომ მის ისტორიას არ მოვყვები.სამწუხაროდ,ცოტაა ხის ბონსაიდ გადაქცევის ინსტრუქციები ქართულ ენაზე და აი აქ თქვენი ქეთუსი დაგეხმარებათ.დავიწყე უცხოური სტატიების თარგმნა და შემდგომ პოსტებში თანდათან შემოგთავაზებთ.

ცოტა რამ ხის ბონსაიდ ქცევის შესახებ.

იმისათვის, რომ ხემ ჩვენთვის სასურველი ფორმა მიიღოს,ის დროულად უნდა გადაიჭრას ხოლმე, ტოტებს საჭირო მიმართულების მისაცემად,მავთული უნდა დაეხვეს, ფესვები უნდა გადაეჭრას,რომ შემდგომში მცირე ზომის ქოთანში მოთავსდეს.მანიპულაციები ძირითადად გაზაფხულზე ხდება ხოლმე.

როგორ ავარჩიოთ ხე ბონსაისთვის? ამისათვის ორი ხერხი არსებობს:

1. გავზარდოთ ხე თესლიდან.თესლი შეგვიძლია ნებისმიერი ზრდასრული ხისა ავიღოთ, გინდაც დღეს მირთმეული ვაშლის თესლი ავიღოთ!ჯობს ისეთი ხე გაახაროთ, რომელიც ჩვენ კლიმატში თავს კარგად გრძნობს, ანუ ჩვენს გარშემო ბუნებაშიც ვხვდებით.ასევე შეგიძლიათ უცხოური საიტებიდან გამოიწეროთ ეგზოტიკური ხის თესლი,რომელიც “ბონსაის თესლის” სახელით გვხვდება, რადგან ამგვარი ხის ბონსაი ძალიან ლამაზი გამოდის .თუმცა ისეთი ხის ბონსაის გაზრდა, რომელიც ჩვენი სარტყელისთვის არ არის დამახასიათებელი, ცოტა ძნელია,თუმცა არა შეუძლებელი.თუ მსხმოიარე ხის ბონსაი გვინდა,მაგალითად ლიმნის,ვაშლის,ალუბლის ან ნებისმიერი სხვა ხილის, მაშინ მისი დამყნობაა საჭირო ადრეულ პერიოდში.

2.მოვიტანოთ ხის ნერგი(ვიყიდოთ, ჩვენს ბაღში მოვთხაროთ, ან ტყიდან(ნებართვის აღების შემდეგ) მოვიტანოთ.უკვე მოზრდილი ნერგის მოძიებით თქვენ რამდენიმე წელს ‘მოიგებთ’ ,რაც ამ ხის თესლიდან გაზრდის შემთხვევაში დასჭირდებოდა!

3.ნერგს თუ ვერ ვიშოვით, მაშინ სასურველი ხის ტოტი მოვიძიოთ,დავაფესვიენოთ და ის გამოვიყენოთ.

ბონსაი

როდსაც ხელთ გვაქვს ნერგი,მისი ფორმიდან გამომდინარე,ვიწყებთ ოპტიმალური ვიზუალის შერცევას და ამ ვიზუალის მისათებად საჭირო მანიპულაციების ჩატარებას.ზოგჯერ ნერგი იმდენაად საინტერესო ფორმისაა, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება,ის თავად კარნახობს ფორმას.თუმცა სისტემატური გასხვლადა ფესვის შემოკლება ყველა ბონსაის სჭირდება მისი არსებობის მთელ მანძილზე.

ადევნეთ თვალყური კატეგორია “ბინსაის” შემდგომ პოსტებს და ჩვენთან ერთად დაეუფლეთ ამ ხელოვნებას.ამჯერად კი ნერგის მოძიებით დაკავდით 🙂

 

Advertisements

6 responses to “ბონსაი

  1. Shota Khazalashvili მარტი 31, 2015, 10:51 PM

    დღეს წავაწყდი შემთხვევით თქვენს პოსტებს და ძალიან გამიხარდა.
    ველოდები ახალ პოსტებს ბონსაის თემაზე 🙂

  2. Nana Gunia ივლისი 4, 2016, 8:10 PM

    madloba tqven aseti postebistvis ufalma daglocot dzalian gamaxaret gmertma gagaxarot!

  3. თამო თებერვალი 14, 2017, 4:14 PM

    გამარჯობათ ძალიან მომეწონა თქვენი ძალისხმევა მე მაქვს ადენიუმი ორიცალი და თუ შემიძლია ამგვარი ცდები ან ერთმანეთზე დამყნობა გთხოვთ მირჩიოთ როგორ გავზარდო ჯუჯა ხედ ალბათ 20ღგისწინ დავთესე ჯერ პატარებია წინასწარ გმადლობთ ☺

    • ketusi.com მარტი 7, 2017, 3:00 PM

      გამარჯობა.ადენიუმი ჯერ უნდა წამოიზარდოს და მერე კენწეროს წაცლით მიიღწევა, რომ სიმაღლეში არ იზრდება…უბრალოდ ჯერ რრაღაც ზომას უნდა მიაღწიოს

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: