Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფენ შუი და წითელი ფერი

stock-footage-chinese-red-lanterns-for-the-festivalწითელი ფერი ჩინეთში უძველესი დროიდან ითვლება ბედნიერების და წარმატების ფერად.ფენ შუის სივრცის ჰარმონიზაციის სისტემის მიხედვით წითელი ფერი ცეცხლის ცხელ ფერს მიეკუთვნება.ფენ შუის მიხედვით წითელ ფერს მოაქვს სასიცოცხლო და აქტიური ენერგიის ძლიერი ნაკადი.

 

ჩვენი საცხოვრებელი ადგილი გაყოფილია ბაგუას ზონებზე და თვითოეულ მათგანზე შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ ფერის მეშვეობით.

New-years-decorations-Modern-oak-side-table-and-classic-lamp-shade-also-Fancy-chinese-red-table-cloth-Chinese-new-year-trinkets-with-marvelous-designსიყვარულის და ქორწინების სექტორი განლაგებულია სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ან ოთახის კარიდან ყველაზე მეტად დაშორებულ კუთხეში.თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ შეხვედრილხართ თქვენს რჩეულს,მისი გამოჩენა რომ დააჩქაროთ,უნდა გაააქტიუროთ ეს ზონა,ასევე შეჰმატოთ საძინებელს წითელი შტრიხები.ამისათვის სულ არ არის საჭირო წითელი შპალერის გაკვრა,საკმარისია გავალამაზოთ ოთახი წითელი ჩინური ფანრით,ორი გულის ფორმის ფიგურით,გულის ფორმის რბილი ბალიშით,რაიმე წითელი ფერის თილისმით.უპირატესობა მიანიჭეთ წითელ ლოგინის თეთრეულს, საღამოობით აანთეთ წითელი სანთლები… პირადი ცხოვრება მოწესრიგდება,როდესაც lampსიყვარულზე პასუხისმგებელ  სექტორში თავს მოიწონებს წითელი ვარდების თაიგული.თუკი უფრო ნაზ  და არა ვნებიან სიყვარულზე ოცნებობთ,მაშინ ვარდისფერი აირჩიეთ.ისიც გასათვალისწინებელია,რომ ინტერიერში წითელი ფერის გამოყენებას სჭირდება წინდახედულობა ,სიფრთხილე და ზომიერება.მაგალითად,ცოლ-ქმრის საძინებელში წითელი ფერის ჭარბმა რაოდენობამ ვნების ნაცვლად შეიძლება აგრესიული განწყობის პროვოცირება მოახდინოს და შედეგად მივყავათ ჩხუბამდე.ასევე ,საძინებელში წითელი ფერის ჭარბმა რაოდენობამ ,შეიძლება გააუარესოს ძილი და ხელი შეუშალოს სრულფასოვან დასვენებას.უარესი ვარიანტია, როდესაც წითელი ფერის ზედმეტი რაოდენობა იმდენად აღაგზნებს მამაკაცს,რომ ის  “გვერდზე ყურებას იწყებს“.

სიმდიდრის სექტორი განლაგებულია შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ან ოთახის კარიდან mw_i_ching_coins_2006_bigყველაზე მოშორებულ მარცხენა კუთხეში.ამ ადგილას პოზიტიური ენერგიის თავისუფალ ცირკულირებას უზრუნველჰყოფს კაშკაშა წითელი(пурпурный) სანათი.განსაკუთრებით ეფექტურია წითლის შეხამება ოქროსფერთან.ამავე ზონაში ინახავენ წითელ კონვერტებს ფულით,რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავენ.კაპიტალის მოზიდვის სტიმულირებისთავის გამოდგება ჩინური მონეტების დასტაც,რომელიც შეკრული იქბნება წითელი ბაფთით.

bathroom postაბაზანის ინტერიერს,ჩვეულებისამებრ,აფორმებენ რბილ პასტელის ფერებში.ფენ-შუის მიხედვით სანტექნიკური კვანძი — ეს ის ადგილია,სადაც შესაძლოა წყალთან ერთად მოხდეს სახლიდან  ფულის გადინებაც.მსგავს პრობლემებს რომ თავი ავარიდოთ,აბაზანაში გამეფებული „ინ“-ის ძლიერი მოქმედება უნდა გავაწონასწოროთ „იან“-ის ენერგიით,რომელიც სრულად გააჩნია წითელ ფერს.კარგი იქნება,თუ ატაკზე დააფენთ წითელფრიან დასაფენს,ან დაკიდებთ  პირსახოცებს თბილი ფერებში.ამის გარდამ, შეგიძლიათ მილებზე შეაბათ შალის წითელი ძაფი ან წითელი ბაფთა.

ჩვენი საცხოვრებელის სამხრეთის მხარე მიეკუთვნება დიდების ზონას.მისი შენარჩუნებისათვის fan034რეკომენდირებულია მცირე ნიუანსების შეტანა.ასეთია,მაგალითად :წითელი ფერის ფარდები,წითელი სუფრა ან ხელსახოცები,დასაკეცი შირმა ან კედელზე დაკიდებული მარაო.ამაზე მეტი საჭირო არ არის,თორემ ცეცხლის ძლევამოსილი ენერგია,რომელიც ამ ზონაშია,უკონტროლო გახდება და რეპუტაციის გაუმჯობესებისა და ცნობილად გახდის ნაცვლად,ხელს შეუწყობს სკანდალების გაჩენას.

images (4)სამზარეულოში წითელი ფერი დადებითად მოქმედებს.თუმცა,აქაც, ის საერთო ფერთა გამისთვის კი არა, არამედ,ნიუანსების შესატანად გამოდგება.გამოიყენეთ წითელი აქსესუარების,ავეჯის სახელურების,სამაგიდო ნივთების,სკამების გადასაკრავების მეშვეობით.გაითვალისწინეთ,რომ წითელი ფერი არამარტო კარგ ხასიათზე გვაყენებს, არამედ მადასაც გგვრის,ამიტომ მათ ვისაც გახდომა უნდა და დიეტაზეა, ფრთხილად უნდა იყვნენ.

 

 

 

სპეციალისტები არ გვირჩევენ  წითელი ფერის გამოყენებას ამ ზონებში :

info_fengshui_pakua

კარიერის ზონაში, რომელიც შენობის ჩრდილოეთ მხარესაა;

ოჯახის სექტორში– აღმოსავლეთის მხარე;

დამხმარეთა ზონაში– ჩრდილო-დასავლეთი;

ბავშვებისა და შემოქმედების ზონაში– დასავლეთის მხარე.

ამ ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ წითელი დეტალები და ელემენტები.

ასევე მოერიდეთ წითელ ფერს ადგილებში,რომლებიც განკუთვნილია მედიტაციისათვის.

red-candle

ასე რომ წითლის დიზაინში გამოყენება ძალიან სასურველია,თიუმცა ზომიერი რაოდენობით.ჩვენი მთავარი ამოცანა,ფენ-შუის ფილოსოფიის მიხედვთ,არ არის  ჩაციკვლვა ინტერიერში ამა თუ იმ ფერის სიჭარბე ან უკმარისდობაზე,არამედ შევქმნათ ენერგიათა ბალანსი ჩვენს ბინაში.

 

 

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: