Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩემი ოცნების სახლი

სახლიჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში,როდესაც ადამინი პითეკანთროპი იყო და არა ’ადამიანი’ ,ის უკვე ხვდებოდა,რომ უამინდობისას რაიმეს უნდა შეეფარებინა თავი და ამიტომ გამოქვაბულებში სახლდებოდა. მაშინ მას გონებამ უკარნახა  ”კარების’ შემცვლელი მოეფიქრებინა –ეს კი  უკვე კომფორტზე ზრუნვაა!რაც უფრო ვითარდებოდა ადამიანი, მით უფრო მეტად უჩნდებოდა მას სურვილი ქონოდა საკუთარი კერა–სადაც თავის ოჯახს აცხოვრებდა.ასე ნელ-ნელა ’გაჩნდა’ მცნება ”სახლი”.აგერ უკვე ათასწლეულები გავიდა და შეიცვალა ყველაფერი, თუმცა სურვილი, რომ ადამინს თავისი,კომფორტულად მოწყობუილი ’ბუნაგი’ ქონდეს–ისევ აქტუალურია და სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია!

კაცობრიობის განვითარების ისტორიის მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ისე, მიმოხილვა იყო,რომელმაც მიგვიყვანა მცნება ”სახლამდე”.ხოდა ,მოდით, ’გადავახტეთ’ ათასწლეულებს და ვნახოთ დღეს რა სიტუაციაა.

დღევანდელი ტექნოლოგიების ფლობა კაცობრიობას წარმოუდგენელი კომფორტის შექმნის საშუალებას აძლევს.მრავალფეროვანია სამშენებლო მასალებიც და ასევე არქიტექტურაც.და რა თქმა უნდა თუკი ფინანსებიც ხელს გიწყობს,მართლაცდა ’ოცნების სახლი’ რეალობადაც იქცევა!

ხოდა მანამდე კი ჩემს ჯერ-ჯერობით საოცნებო სახლის აღწერას შევუდგები!

მე მიყვარს მცნება ’სახლი’ ,მაგრამ თბილისში კორპუსის ბინაში ცხოვრება მირჩევნია რატომღაც.კერძო სახლის ქონა ძალიან მინდა  სააგარაკედ და უკვე ზოგადად მაინც ვიცი როგორი უნდა იყოს.

ძალიან მიყვარს ხის,ქვის და შუშის ფაქტურის კომბინაცია.ეს ერთმხრივ თანამედროვეცაა და მეორემხრივ რაღაც სიმყუდროვის შეგრძნებას ჰმატებს ინტერიერს!

მე არ მიყვარს დიდი,სტანდარტული სახლები

აი ასეთი ვიზუალი ექნება:

ან ასეთი:

ან ასეთი:

აუცილებლად ტერასა!რაღაც აივნისმაგვარი.აივანზე გასასვლელი კარი გასაწევი!

შიდა ეზოც–აუცილებლად!სადაც ლამაზი კუთხე იქნება მოწყობილი.ასეთი ეზო ვერ წარმომიდგენია ბასეინის გარეშე! ასე რომ, აი ასეთი ბასეინი მინდა,რომელიც უფრო ტბას გავს და არა ’ცივ’ აუზს 🙂

მისაღები ოთახი ნათელი,შუშებიანი და თან –არავითარი ფარდები!

მყუდრო კუთხე,სადაც მშვიდად,სასიამოვნო გარემოში ცხელ ყავას დავლევთ და ხედით დავტკბებით:

თუმცა ლამაზი საღამოების გასატარებლად აუცილებლად იქნება ბუხარი–ისიც თანამედროვე დიზაინის!

შიდა სივრცე –გაშლილი!ისიც ,სასურველია, ქვით მოპირკეთებული.

საძინებელიც ძალიან ლამაზი უნდა იყოს!ან სულაც ისეთი აი,მე რომ მაქვს ’რეალში’(აი აქ  და აქ ნახეთ)

სტუმრის საძინებელიც გათვალისწინებული მექნება 🙂

აბაზანა! აქ მაინც მექნება სივრცე და როგორიც მინდა ისეთს გავაკეთებ–აი ასეთს!

დიახ,დიახ ,ბუხარიც მექნება!მეორე აბაზანაც არ მაწყენდა ისე 🙂 იმას კი ჩემს აბაზანას მივამგვანებდი.

აუცილებელია სახლის გარშემო ტერიტორიის გალამაზებაც!მექნება ულამაზესი ბაღი!

მერე კი ამ ამ კიბეებით ჩავალ ტბასთან:

მემგონი შეგექმნებოდათ წარმოდგენა ჩემს სამფლობელოზე,ხო?

ეხლა ის ღა დამრჩა,რომ ამ ყველაფრის რეალიზება მოვახდინო და მერე,რა თქმა უნდა, თქვენც დაგპატიჟებთ სასიამოვნო დღის გასატარებლად!

4 responses to “ჩემი ოცნების სახლი

შენი კომენტარი