Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე

Colorful_cloth-abstract_design_wallpaper_background_glare_1920x1200

ფერი მარადისობის დინამიური სიმბოლიკაა, დროულ სივრცეში გამოხატული;
ასევე ის სამყაროს აღქმის  ერთ-ერთი საშუალება

სიტყვა  “ფერადის” გაფიქრებაზეც კი უამრავი ჭრელაჭრულა ასოციაცია გვიტივტივდება გონებაში.აქ არის ფერადი ბუშტები ჩვენი ბავშვობიდან,ფერადი ფანქრები,ფერადი სიზმრებიც კი,რომლებსაც ყველა ვერ ხედავს.მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ცისარტყელა წარმოგვიდგება თვალწინ თვალწარმტაცი 7 ფერით.მიმოვიხედოთ გარშემო,დავაკვირდეთ ცას და მცენარეებს, შენობებს და ადამიანებს…

ფერები არის  ყველგან და ყველაფერში.ფერების გარეშე ჩვენი ცხოვრება სულ სხვაგვარი იქნებოდა. ფერების მნიშვნელობა კარგად არის გადმოცემული ქართულ ენაში სიტყვების “ყველაფერი” და “არაფერი” -ს ეტიმოლოგიის მეშვეობით .ფერების არსებობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანზე,მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და მსოფლმხედველობაზეც კი.ფერებით აღიქვამს სამყაროს ბავშვიც, მისი სწორი ფსიქიკური განვითრებისთვის არის აუცილებელი, რომ მის გარშემო ყველაფერი იყოს ნათელ,ხალისიან ფერებში,ამიტომაც ჩვენ მუდამ ვზრუნავთ,რომ საბავშვო ტანისამოსი, სათამაშოები და გარემოც კი   ჭრელი და ხალისიან ფერებში იყოს გადაწყვეტილი ,ამავდროულად ,ფსიქოლოგის აზრით ფერი არის ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დიაგნოსტიკის მაჩვენებელი.

Baby-Nursery-Paint-Color.საბავშვო ოთახი

დღეს ფსიქოლოგებს საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული თეორია  აქვთ იმის შესახებ,თუ როგორი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აქვს ადამიანს კონკრეტული ფერების მიმართ.ფერები  განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოუთითებენ. ეს კარგად ჩანს განსხვავებული ფერის ტანსაცმლის შერჩევაში, ხალხურ გამოთქმებში, წეს-ჩვეულებებში და ა. შ.

ფერები გთავაზობთ ძირითადი ფერების დახასიათებას:

 წითელი ფერი. პირველეს ყოვლისა, სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური    მნიშვნელობა მრავალფეროვანია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს, ომს. უძველესი დროიდან წითელი აგრესიულობის და სექსუალობის სიმბოლოა. წითელი ფერი ძირითადი ჰერალდიკური ფერია. ის რევოლუციის, ბრძოლის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის ზოგიერთი ტომი ბრძოლის წინ ტანსა და სახეს წითელი ფერით იღებავდა. კართაგენელებს და სპარტელებს ომში წითელი ტანსაცმელი ეცვათ. წითელი ასევე ძალაუფლებასა და დიდებას ნიშნავს. ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორის მეუღლეს შეეძლო წითელი ფეხსაცმლილს ტარება რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, წითელი ვნების ფერია. თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამი, ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია. ამასთანავე – ალტრუისტი. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები. წითელი ფერი ენერგიულობის სიმბოლოა, მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე და ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს. მაგალითად, სამხედრო ტყვეები, რომლებიც წლების მანძილზე იძულებული იყვნენ გაუსაძლის პირობებში ეცხოვრათ, ყველაზე უფრო ხშირად უარყოფენ ამ ფერს. წითელ ფერს უმეტესად მოზარდები ირჩევენ.

თეთრი ფერი. იგი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან თეთრი ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა. ქრისტიანულ ტრადიციებში თეთრი ღვთიურ სინათლესთან კავშირს აღნიშნავს. თეთრი ფერით გამოსახავენ ანგელოზებს, წმინდანებს, მართლმორწმუნეებს. ზოგიერთ ხალხში თეთრ ფერს მეფეები ატარებდნენ, რაც მათ დიდებულებას უსვამდა ხაზს.თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. მაგალითად, სლავები მიცვალებულს თეთრ სამოსს აცმევდნენ და თეთრ სუდარას აფარებდნენ. აფრიკისა და ავსტრალიის ზოგიერტ ტომში კი მიღებულია სხეულის თეთრი ფერით შეღებვა ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში. ჩინეთში და აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში თეთრი გლოვის ფერია. თეთრი ფერი სხვა ფერების სინთეზია, ამიტომ “იდეალურ’ ფერად მოიხსენიებენ. ამ ფერს შესაძლოა ირჩევდეს ნებისმიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც ხელს არავის კრავს.

შავი ფერი. როგორც წესი, შავი ფერი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს ადამიანს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწირათ, სახე და ხელები შავად ჰქონდა შეღებილი. შავი თვალები დღემდე სახიფათოდ ითვლება. შავად მოსავენ პერსონაჟებს, რომელთა გამოჩენაც სიკვდილს მოასწავებს. ითვლება რომ არსებობს კავშირი შავ ფერსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის. ზოგიერთ აფრიკულ ტომში ძალიან მუქი ფერის კანის მქონე ქალები კარგ საყვარლებად ითვლებიან.  ასე რომ, შავი ფერისადმი შესაძლოა დადებითი დამოკიდებულებაც არსებობდეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავი ტანსაცმლის ტარება უყვართ, ხშირად ცხოვრებას შავ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილი არიან დეპრეესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩება. შავი ფერის ტანსაცმლის ხშირი ცვლა ღია, მკვეთრი ფერის ტანსაცმლით პესიმისტური განწყობის პერიოდულ გამწვავებაზე მიუთითებს. ხოლო შავი ფერის მუდმივად ტარება კრიზისულ მდგომარეობის მაჩვენებელია და ახასიათებს სამყაროს, ან საკუთარი თავის მიუღებლობა. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა აქვთ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. ნორმის ფარგლებში, შავი ფერი , როგორც წესი, უარყოფილია ხოლმე.

ყვითელი ფერი. ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც მზის ფერი, შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი. თუმცა, ამავე დროს ავადმყოფობასთან და სიკვდილთან, იმქვეყნიურ სამყაროსთან ასოცირდება. ზოგიერთი ეროვნების ქალები ყვითელ ტანსაცმელს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან ის გამორჩეულ ფერად ითვლებოდა, მაგალითად, მონღოლ ქალებს ეცვათ ყვითელი ტანსაცმელი წითელი ქამრით. Aამავე დროს, აზიის ზოგიერთ ქვეყნებში ყვითელი დარდის და გლოვის სიმბოლოა. ევროპაში ყვითელი დროშა კარანტინის მანიშნებელი იყო, ყვითელი ჯვარი კი – შავი ჭირის. სლავ ერებში ყვითელი ეჭვიანობის და ღალატის სიმბოლოა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ. როცა ეს ფერი უსიამოვნოა, მაშინ საუბარია ისეთ ადამიანზე, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი და რომელთანაც ძნელია ურთიერთობის აწყობა. ყვითელი ფერი ენერგეტიზმის ფერია. ხშირად მას უპირატესობას ფეხმძიმე ქალები ანიჭებენ, ან ისინი, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებს.

ლურჯი ფერი. სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, ჰერალდიკაში კი – სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას. “ცისფერი სისხლი” კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტს “ლურჯს” უწოდებენ. გარდა ამისა, ლურჯი ფერი ახლოს დგას შავთან და მსგავს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ძველ ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან ის გლოვის ფერია. ფრანგები ელდას “ლურჯი შიშის” სახელით მოიხსენიებენ. თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. Aამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. მოკლედ, ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს, უარყოფა კი – პირიქით, ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ. ავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება.

მწვანე ფერი. ბალახისა და ფოთლების ფერია. სხვადასხვა ხალხებში ის ახალგაზრდობის, იმედის და მხიარულების სიმბოლოა, თუმცა ხანდახან მოუმწიფებლობის და არასაკმარისი სრულყოფილების აღმნიშვნელიცაა. წვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ხანდახან დამთრგუნველი იყოს. ირანელებისთვის მწვანე ფერი, ერთის მხრივ, სწრაფ განვითარებასთან და სიახლესთან ასოცირდება, მეორეს მხრივ – დარდთან და უბედურებასთან. შასაფლაოს, მაგალითად, “მწვანე სახლს” უწოდებენ.პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს. მწვანე ფერი საკუთარ თავში მოიცავს ფარულ პოტენციურ ენერგიას, რომელსაც ნებისყოფის ჩართვა და მობილიზება სჭირდება, ამიტომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ. ექსცენტრული ადამიანები კი, რომელებიც მიზნის მიღწევას არა ქმედებით, არამედ ემოციის ჩართვითახერხებენ, ამ ფერს უარყოფენ. ამასთან ერთად, მწვანე ფერს გაურბიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე მყოფი ადამიანები.

ფერიადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ინფორმაციას სხვა ფერებიც გვაწვდის. მაგალითად, ნარინჯისფერი მეოცნებე და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანების ფერია. ჰერალდიკაში ეს ფერი პირფერობას და ცინიზმსაც აღნიშნავს. ვარდისფერი – სიცოცხლის ფერია. ვინც მას უპირატესობას ანიჭებს, შეუძლია უმნიშვნელო მიზეზზეც განერვიულდეს და გაღიზიანდეს. პრაგმატულ ადამიანებსთვის კი ვარდისფერი მიუღებელია. იისფერი ადამიანში ინფანტილიზმის, მუდმივად თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილების სიმბოლოა. ამ მხრივ იისფერის მიღება-უარყოფა თავისებური ინდიკატორია ფსიქიკური და სქესობრივი მომწიფებისა. ფერთა სიმბოლიკა დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ბიზნეს-რეკლამაში. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი, შავი,წითელი – ეს ის ფერებია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ელიტური სეგმენტის საქონლის შესაფუთად, რადგან ისინი “ძვირფას” ფერებად ითვლება. მართლაც, მაღალი ღირებულების საქონელი ხშირად გხვდება შავ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში. შავი ფერი ეფექტურად გამოყოფს ლოგოტიპს (მაგ. ოქროსფრად შესრულებულს). ეს იმიტომ კეთდება რომ მყიდველის ყურადღება არა მის შეფუთვაზე, არამედ თავად საქონელზე გამახვილდეს, რითაც ხაზი გაესმება მის პრესტიჟულობას. მაგ. მ მეთოდს იყენებენ ისეთი ძვირადღირებული სასმელთა მწარმოებლები, როგორიცაა John Walkerდა Beck Label–ი. ეს მიდგომაა გამოყენებული ძვირფასი სუნამოებისა და მამაკაცთა ოდეკოლონების შექმნისას. წითლისა და ყვითლის კომბინაცია, პირიქით, დაკავშირებულია სიხარულის, სითბოს, მხიარულების განცდასთან. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ფერს იყენებენ Mc Donald’s –ი და ჩაი Lipton-ი. თავისი ასოცოაცია აქვს მწვანისა და ცისფრის კომბინაციას , რომელსაც მაისის დილის ფერებს უწოდებენ. მისი გამოყენება მიღებულია მაშინ, როცა ხაზი უნდა გაესვას საქონლის სიახლეს. არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან მყიდველში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი გამოუვალ, სუიციდურ მდგომაეობას ასახავს. იგივე ეფექტი აქვა თეთ წარწერას ძალიან მუქ, შავ ფონზე. ფერთა გამას უკვე აქტიურად იყენებენ კომერციული და საყოფაცხოვრებო მიზნითაც. მაგალითად, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად რამდენიმე ფერის, ან ფერთა კომბინაციის გამოყენება გარკვეულ ემოციურ-საქმიან გარემოს ქმნის. ცისფერი ფერი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ინფორმაციის ათვისებას უწყობს ხელს. ამიტომ ამ ფერს “მოლაპარაკებების” ოთახში იყენებენ. ცისფერთან ახლოს მდგომი ლურჯი ფერი კი, პირიქით, ყურადღებას ფანტავს და შრომისუნარიანობას აქვეითებს. წვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის თავის ტკივილს, დაღლას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს წნევას. წითელი ფერი სისხლში ადრენალინის შემცველობას ზრდის., შრომისუნარიანობას ამაღლებს და რეკომენდირებულია მოდუნებული, ნელა მომუშავე ხალხისთვის. ითვლება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაფერი თეთრად, შავად და რუხადაა შეღებილი, ადამიანები საჭიროების გარეშე დიდხანს არ ჩერდებიან.(წყარო )

ფერები

ადამიანის შინაგანი განწყობის დასადგენად  ფსიქოლოგები 1940-იან წლებში მაქს ლუშერის მიერ შექმნილ “ფერთა ტესტს” იყენებენ,რომელიც ვრცელ ინფორმაციას იძლევა თქვენი ხასიათის და ემოციური მდგომარეობის შესახებ,ეს ინფორმაცია იმდენად ზუსტია,რომ ადამიანები გაოგნებულები რჩებიან.ლუშერის ტესტი მოიცავს 21 კონკრეტული ფერს,რომელთა პრიორიტეტების მიხედვით თანმიმდევრული არჩევა ნათელს ხდის პაციენტის იმწუთიერ შინაგან მდგომარეობას.ამ ტესტს თბილისში ერთი გამოცდილი ფსიქოლოგი აკეთებს(თუ გინდათ საკონტაქტო ინფორმაციას მოგაწვდით),თუმცა ზედაპირული ტესტის გაკეთება ინტერნეტითაც შეიძლება.ამისათვის გადადით ამ ლინკზე : ლუშერის ტესტი

თმა

ადამიანი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თურმე თმის ფერიც კი განსაზღვრვს ადამიანის  ხასიათს.მაგალითად ზოგადი დახასიათებით ქერათმიანები რბილი ხასიათის, მეოცნებე, მელანქოლიური და სენტიმენტალური ადამიანები არიან. ჟღალთმიანები ჯიუტები და თავმოყვარეები არიან,შავთმიანი
ძლიერი, სერიოზული და ჭკვიანი ქალია.წაბლისფერთმიანი მხიარული და ნიჭიერი ქალია. უყვარს მოგზაურობა, ზედმეტად კომუნიკაბელურია და მეგობრებს ადვილად იძენს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი არ უყვარს.

shutterstock_115317019ჯერ კიდევ 4000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩამოყალიბდა სულიერი დისციპლინაა ფენ-შუი,რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფერებს.ფენ-შუის მიხედვით ყველა ფერს მისთვის დამახასიატთებელი მნიშვნელობა აქვს.ასე მაგალითად:

შავი წარმატებული კარიერაის,ძალაუფლების და ემოციური თავდაცვის ფერია.

იასამნისფერი სულიერი ამაღლების,გონებრივი მონაცემების გაუმჯობესების და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ფერია.

ლურჯი დამამშვიდებელი,მშვიდობიანი,საიმედო,სარელაქსაციო და სიბრძნის ფერია
ლურჯი დედამიწის ყველაზე დიდი მოცულობის მატერიის ფერია,ისეთის,როგორიც არის წყალი და ცა.
თეთრი ნიშნავს სიწმინდეს,თავდაჯერებულობას
ასევე თუ თეთრს ოქროსფერთან ან ვერცხლისფერთან შეახამებთ—მიიღებთ საიმედო და მშვიდ ატმოსფეროს.
ვერცხლისფერი სანდო და რომანტიულ გარემოსქმის

ოქროსფერი სულიერად გამამხნევებელი,ღვთიური ცნობიერების ფერია

ყვითელი მხიარული,მეგობრული და თბილია,ის მზის სხივით გაჯერებულია და აღნიშნავს მოძრაობას,თუმცა ყვითელი ზედმეტი რაოდენობით — შფოთვას იწვევს.
სტაფილოსფერი გვძენს ორგანიზებულობას,კრეატულობას,ადვილად მივაკუთნებთ თავს რაიმეს.

წითელი არის ფუფუნების,მიმზიდველობის და ავდაჯერებულობის ფერი.ის ასევე უზრუნველჰყოფს დაცვას და მოაქვს იღბალი.წითელი ძლიერ იქცევს ყურადღებას.
ყავისფერი ფერი გვეხმარება გულმოდგინე მუშაობაში და აზლიერებს ფუძეს.

აი ამგვარ განმარტებებს აძლევდნენ ჩინელები ფერებს და მათ წარმატებით იყენებდნენ ჩაცმულობაშიც და ინტერიერის მოწყობაშიც,რასაც დღესაც ჰყავს მიმდევრები.

ასევე ფერების ადამიანზე ზემოქმედებას და მათ კვლევას საფუძველი ჯერ კიდევ  ძვ.წელთაღრიცხვის V საუკუნეში ჩაუყარეს ემპიდოკლემ და დემოკრიტემაც,მათ პირველებმა სცადეს აეხსნათ ცალკეულ ფერთა ბუნება.

21o0752

ფერი სხვადასხვა რასის თვალსაჩინო გნმასხვავებელი ნიშანიც არის,თუმცა ფერი განსაზღვრავს არამარტო კონკრეტული რასის წარმომადგენლის ფსიქოტიპს,არამედ ფიზიოლოგიასაც.საინტერესოა რასების ფერებიც: ევროპელი-თეთრი,ნეგროიდი-შავი,მონღოლოიდი-ყვითელი,ამერიკული (ამერიკანოიდული),ანუ ინდიელი (წარმოქმნილია მონგოლოიდურისგან)-წითელი,ავსტრალოიდური(წარმოქმნილი ნეგროიდულისგან)-შავი.

კაცობრიობის ისტორიაზე ერთი თვალის გადავლებითაც კი ცხადი ხდება,რომ  კანის ფერი რასებს შორის დაპირისპირების ან არათანაბარ პოზიციაში დაყენების მიზეზი გამხდარა.მსოფლიო იტორიიდან ჩვენ ვიცით,რომ ამერიკის კონტინენტზე ევროპელების გამოჩენა კონტინენტის მკვიდრ წითელკანიან ინდიელთა ტომებისთვის ღმერთების გამოჩენის ტოლფასი იყო.დიახ,მათთვის იმდენად უჩვეულო იყო თეთრკანიანი ადამიანის ხილვა,რომ ისინი ღმერთებად შერაცხეს.თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კორტესისთვის,რომ უმკაცრესად გასწორებოდა აცტეკებს.ვგონებ ეს პირველი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტი იყო!თუმცა არა უკანასკნელი!ამერიკის კოლონიზაციის დროს  ევროპელთა მიერ აფრიკელი რასის მასიური დატყვევება და მონებად ქცევა ,შემდგომი მათი ექპლუატირებაც  გარკვეულწილად კანის ფერს უკავშირდება.მხოლოდ შავი კანის ფერის გამო სდევნიდნენ  და ხოცავდნენ ადამიანებს ორგანიზაცია “კუკლუქსკლანის” წარმომადგენლები.

REV397908

შავკანიანების დამონება

evt110217204700654

მაფრთხილებელი ნიშანიჩვენს ყოფაში ზოგიერთი ფერი კონკრეტულ ასოციაციებსაც იწვევს.აი მაგალითად, ის, რაც წითელი ფერით წერია ,აბრა იქნება ეს,წარწერა თუ ნიშანი,ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასთან,გაფრთხილებასთან ან განგაშის ნიშანთან ასოცირდება,ამიტომ ყურადღებასაც იქცევს.ეს ყველაფერი წითელი ფერის ზემოქმედებით აიხსნება,რადგან ის ძლიერი გამაღიზიანებელია ტვინისთვისაც და თანაც დადგენილია,რომ წითელი ფერი ყველაზე კარგად ჩანს შორ დისტანციაზეც.შუქნიშნის ფერებთაგან “გაჩერების” მანიშნებელი ხომ სწორედ წითელი ფერია!

როგორც ერთხელ ამ ჩემ პოსტში ვახსენე,ფერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია,რადგან წითელი ტანსაცმელი,ფეხსაცმელი ან ბიუსჰალტერის ზორტიც კი მამაკაცს უფრო მეტად აღუძრავს ლიბიდოს,ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი.ეს ფაქტია.კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევების შედეგების მიხედვით ეს კავშირშია ხილთან.როდესაც ვაშლი,ალუბალი,მარწყვი წითლდება,ეს ნიშნავს,რომ საკმარისად მწიფეა,რომ მივირთვათ.ამგვარად წითელი ფერი ასოცირდება ჯილდოსთან.იგივე რეაქციას იწვევს ლურჯი.ლურჯი ფერი ქალის  ჯინსების ფერთან ასოცირდება.გამოკითხვებმა ცხადჰყო,რომ მამაკაცისთვის ქალის ყველაზე სექსუალური სამოსი ჯინსის შარვალია და არა კაბა,ან სხვა სახის შარვალი.

rhianna-red-shoes

კონკრეტული ბრენდები ფერების ამგვარ მახასიათებლებს კარგად იყენებენ და ხშირად ფერი მათი სავიზიტო ბარათიც კი ხდება. მაგალითად TBC ბანკის ხსენებაზე ჩვენს გონებაში მაშინვე ცისფერი ფერი ამოტივტივდება ხოლმე,ხომ ასეა? სტაფილოსფერი აქვს “საქართველოს ბანკს” არჩეული და ამიტომ სარეკლამო რგოლებით და აბრებით ცდილობს სტაფილოსფერთან შეგვიქმნას ასოციაცია.

ამგვარ მეთოდებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებშიც ნაყოფიერად იყენებენ.

TheColorsOfTheWeb2010სარეკლამო ინდუსტრიაში რეკლამის შექმნისთვის გამოყენებული ფერების  ზეგავლენასაც არანაკლები ყურადღება ექცევა,ვიდრე  სიუჟეტს.მონიტორზე გამოჩენილი ზოგიერთი ფერი აღიზიანებს ადამიანს, ზოგიერთი კი,კონკრეტულ ემოციას უკავშირდება.ასე,მაგალიტად მწვანეს იყენებენ იმ საიტების დიზაინში, რომელიც ბუნებასთან,ეკოლოგიურად სუფთა საკვებთან არის დაკავშირებული,საბავსვო საიტები კი ძირითადად სტაფილოსფერით და წითლით ფორმდება.

Fruits+and+vegetables+separated+by+colour+groupsიცოდით, რომ სხვადასხვა ფერის პროდუქტი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე? საკვების ფერი ენერგიის ფორმაა, რადგან სხვადასხვა ფერის საკვების მიღების შემდეგ ადამიანებს სიხარული და კმაყოფილება ეუფლებათ.მაშ ასე:
წითელი – ავსებს ენერგიით, მატებს ძალასა და მოტივაციას, აკაჟებს ორგანიზმს.

ნარინჯისფერი – გამოაქვს შლაკები, ადამიანს ანიჭებს ოპტიმიზმსა და სიხარულს!

ყვითელი – შეიცავს მსუბუქ მოსადუნებელ ეფექტს!

მწვანე – ასუფთავებს კუჭსა და ნაწლავებს, აახალგაზრდავებს, შეიცავს მზის ძლიერ ტრანსფორმირებულ ეფექტს.

თეთრი – ამშვიდებს ნერვულ სისტემას და არეგულირებს ჰორმონებს.

ასევე სტატია ამ თემაზე აი აქ: საკვების ფერი

ფერები რომ  საკვებს სუფრო ფემრიელს ხდიდა იცოდით? დიახ,რაც უფრო ფერადია კერძი, მით უფრო გემრიელი ეჩვენება ის ადამიანს.იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, თუ რა ფერის არის თეფში! დადეთ კერძი კონტრასტული ფერის თეფშზე და მას ვერ დაგიწუნებენ!ადამიანის შეგრძნებებზე სუფრის ფერიც კი მოქმედებს,მაგალითად,თუ მაგიდის სუფრა ,ჭურჭელი ან განათება ცისფერია–ადამიანს მადა უქვეითდება.

ლურჯი სუფრა ლურჯი განათება

ფერთა თერაპია ისეთი დარგია,როდესაც გარემოს ფერების მეშვეობით ხდება ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება.შორს ნუ წავალთ და შევხედოთ ჩვენი ბინის კედლების ფერს,რა ფერის ავეჯი გვაქვს,რა ფერის აქსესუარები.ინტერიერის დიზაინის ფერების შესახებ რამდენიმე სტატია მაქვს დაწერილი და შემდგომსიც ვგეგმავ საინტერესო სტატიის დაწერას მისაღებ ოთახზე. ამჯერად შეგახსენებთ ჩემ პოსტს  “როგორ მოქმედებს ინტერიერი ადამიანის ფსიქიკაზე” და  ასევე  “რა ფერები შევარჩიოთ ოფისის მოწყობისას” .

ფერები ინტერიერში

რა თქმა უნდა მოდის ინდუსტრია წარმოუდგენელია სხვადასხვა ფერის ქსოვილის გარეშე.მართალია ყველა დიზაინერი თავისი გემოვნებით ახამებს ფერებს ერთმანეთს.ზოგიერთს სოლიდური და მუქი ფერები უყვას,ზოგს შავ-თეთრის კონტრასტი,ბევრ დიზაინერს კი ფერთა უჩვეულო კომბინაციებით ექსპერიმენტირების სურვილი აქვს.. მაგრამ მაინც არსებობს ფერთა შეხამების თეორია,რაც ფერთა ჰარმონიულ შერწყმის პრინციპს ეფუძნება.ამის ტაობაზე რამდენიმე პოსტი მაქვს დაწერილი : ფერები და ფერთა კომბინაციები , შეხამება .

ფერადი მოდა

წლების წინ საქართველოს მოსახლეობის ჩაცმულობას თუ გადავავლებდით თვალს,ძირითადად შავი და მუქი ფერის სამოსი მოგვხვდებოდა თვალში.ეტყობა შავი ფერი გვიყვარს ქართველებს.შავი ფერი ჩვენტან ყოველთვის ასოცირდებოდა კლასიკურობასთან,თავდაჭერასთან, კონსერვატულობასთან.დღეს ეს მიდგომა მეტწილად უკუგდებულია და ფერები ჩვენს ცხოვრებაშიც შემოვიდა.თუ გადავხედავთ დღევანდელი მოსახლეობის ჩაცმულობას,ევამჩნევთ,რომ შავი ფერი მეტწილად ფერადმა ტანისამოსმა ჩაანაცვლა.

რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწოთ ფინანსური მხარეც.თანხის დაზოგვის გამო ხშირად ყიდულობენ მუქი ან შავი ფერის სამოსს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს,რადგან, როგორც წესი,გამოდიან იმ პრინციპიდან, რომ ‘შავი ფერი ყველაფერს უხდება’.თუმცა ,ჩემი აზრით,ფინანსური მხარე ამ შემთხვევაში ძირითადი განმსაზღვრელი არ არის.აქ ერთვება გემოვნება და განწყობაც.

თუ ცნობისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით, მაშინ ისიც დაგაინტერესებთ,თუ რანაირად აღვიქვამთ ადამიანები ფერებს და საერთოდ — რა არის პრიზმაფერი.ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს ფიზიკა.სინათლისა და ფერის პრობლემატიკის კვლევას საფუძველი ჩაუყარეს ძველმაბერძენმა ფოლოსოფოსებმა. ჯერ კიდევ ემპიდოკლემ ძვ. წ. V საუკუნეში გამოთქვა მოსაზრება ძირითად ფერთა შესახებ, დასახელდა: წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერები,
რომლებიც შეესატყვისება «ოთხ ძირითად ელემენტს»: ცეცხლს, მიწას, ჰაერსა და წყალს.
დემოკრიტემ იგივე ძვ. წ. V საუკუნეში ატომური თეორიის საფუძველზე სცადა აეხსნა ცალკეულ
ფერთა ბუნება.მისი თქმით «აღქმაში გვეძლევა სიტკბო, სიმწარე, სითბო, სიცივე და აგრეთვე ფერი;
სინამდვილეში კი არსებობენ მხოლოდ ატომები და საცარიელე». მისი აზრით, თეთრი
ფერი აქვს საგნებს, რომლებიც შედგება, გლუვი, სწორი ატომებისაგან, ხოლო შავი ფე-
რის საგნები  არასწორი ხორკლიანი ზედაპირის მქონე ატომებს შეიცავს. წითელი ფე-
რის მქონე საგნები დიდი ზომის ატომებისაგან შედგება, მწვანე ან ყვითელი ფერი კი იქ-
მნება მკვრივისა და ცარიელის ნარევით.

დღევანდელ მეცნიერებს ‘ოდნავ’ განსხვავებული ხედვა აქვთ.

მოდით დავიწყოთ მზის სინათლიდან,რომელიც უფეროა და მას ხშირად თეთრ სინათლეს უწოდებენ.სინამდვილეში კი 7 ფერისგან შედგება.ეს ფერებია: წითელი,ნარინჯისფერი,ყვითელი,მწვანე,ცისფერი,ლურჯი და იისფერი.თითოეულ ფერს გარკვეული სიგრძისა და სიხშირის ტალღა შეესაბამება.ეს ფერები ერთად ხილულ სინათლის სპექტრს ქმნიან.მინის პრიზმაში გავლისას თეთრი სინათლე შვიდ ფერად იშლება.ამ პროცესს დისპერსია ექოდება.წითელი მწვანე და ლურჯი სინათლის სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით,სინათლის თითქმის ყველა ფერის მიღება შეიძლება.ამის გამო წითელს,მწვანე და ლურჯს პირველადი ფერები ეწოდება.ხოლო ცისფერი,ალისფერი და ყვითელი — სინათლის მეორადი ფერებია.დანარჩენები ქრომატულებს განეკუთვნება. რუხი ფერი იშვიათადაა წმინდა; მას დაჰკრავს სიყ-

ვითლე, ან სილურჯე, რის გამოც ნაკლებ ინტენსიური აქრომატული ფერია .სპექტრის სხვადასხვა ფერის შეგრძნებას განსხვავებული სიგრძის ტალღები იწვევს. სპეციალურად შექმნილ პირობებში ადამიანის თვალს შეუძლია განასხვაოს სინათლის სხივი 302-დან 950 მილიკრონამდე. უმოკლესი ტალღა იისფერის შეგრძნებას იწვევს, უგრძესი _ წითელი ფერისას. სპექტრის დანარჩენი ხუთი ფერი ამ ორ ზღვარს შორის თავსდება. თითოეული მათგანი თანდათანობით გადადის მომდევნო ფერში გარკვეული გარდამავალი ელფერის სახით.სპექტრულ ფერთა სისტემა სამგანზომილებიანია, მათ გააჩნიათ სამი ძირითადი თვისება, ესენია: ფერის ტონი, ანუ თვისებრიობა (რომელობა), სინათლის ხარისხი (ნა-
თელობა) და ფერის ნაჯერობა.სპექტრულ ფერთა სისტემა სამგანზომილებიანია, მათ გააჩნიათ სამი ძირითადი თვისება, ესენია: ფერის ტონი, ანუ თვისებრიობა (რომელობა), სინათლის ხარისხი (ნათელობა) და ფერის ნაჯერობა.

ფერი ტალღის სიგრძის დიაპაზონი, ნმ სიხშირის დიაპაზონი, ტჰც ფოტონების ენერგიის დიაპაზონი, ევ
წითელი 625—740 480—405 1,68—1,98
ნარინჯისფერი 590—625 510—480 1,98—2,10
ყვითელი 565—590 530—510 2,10—2,19
მწვანე 500—565 600—530 2,19—2,48
ცისფერი 485—500 620—600 2,48—2,56
ლურჯი 440—485 680—620 2,56—2,82
იისფერი 380—440 790—680 2,82—3,26

თვალი ხედავს ფერებს

მხედველობას გრძნობის ორგანოთა სისტემაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.
ადამიანის მიერ მიღებული გარე ინფორმაციის 90%-მდე მხედველობის ორგანოზე მო-
დის; ამასთან, თვალი პასუხს აგებს წინასწარ გამიზნული მოქმედების 75_90%-ზე . საყოველთაო ინტერესი ფერთა სისტემისადმი ამითაც აიხსნება.

ადამიანი ფერებს მაშინ ხედავს,როდესაც საგნებიდან არეკლილი სინათლე მისი თვალის მგრძნობიარე უჯრედებამდე აღწევს.ყველა ფერადი საგანი და საღებავი პიგმენტს შეიცავს.ესაა ნივთიერება,რომელიც გარკვეულ ფერებს შთანთქავს ,სხვებს კი ირეკლავს.საგნის ფერს იმიტომ ვხედავთ,რომ ეს საგანი მხოლოდ ამ ფერს ირეკლავს.მაგალითად : წითელი ყვავილი წითელ სინათლეს ირეკლავს,სპექტრის დანარჩენ ფერებს კი შთანთქავს.თეთრი საგნები თეთრია იმიტომ,რომ სინათლის ყველა ფერს თანაბრად ირეკლავს.შავი საგნები ყველა ფერს შთანთქავს და თითქმის არაფერს ირეკლავს.ფერები იყოფა ქრომატულ და აქრომატულ სახეობებად,რაც ფერადს და შეღებილს ნიშნავს. ისინი ერთმანეთისაგან ერთი მთავარი თვისებით — სინათლის ხარისხით ანუ ნათელობით განსხვავდებიან.შავი და თეთრი ამიტომ აქრომატული ფერებია.

ჩვენ მიჩვეული ვართ გარემოში ფერების დანახვას,თუმცა არიან ადამიანები,ვინც ფერებს მოკლებულია.ესენი არიან დალტონიზმით დაავადებული ადამიანები,რომლებიც სამყაროს შავ-თეთრ-ნაცრისფერ ფერებში ხედავენ.მაგალიტად წითელი მათთვის ნაცრისფერის ერთ-ერთი ელფერია.

ამ ფერებში ხედავენ ძაღლები სამყაროს

ცხოველები ვერ ხედავენ სამყაროს ყველა ფერში!ძირითადად ყველა ცხოველი დალტონიკია,თუმცა ზოგიერთს აქვს უნარი ფერადი სამყარო დაინახოს,მაგრალითად ზოგიერთი ჯიშის მაიმუნს.საინტერესოა, რომ კატა ხედავს სამყაროს უჩვეულოდ.ის ფერებიდან არჩევს:მწვანეს,ყვითელს და ლურჯს.დანარჩენ ყველაფერს ნაცრისფერ ფერებში ხედავს 🙂

ასე ხედავენ სამყაროს ძაღლები

ასტროლოგია თითოეულ მანათობელსა თუ პლანეტას კონკრეტულ ფერს უკავშირებს.ასტროლოგიას პასუხი აქვს იმაზე,თუ რას აძლევს ადამიანს კონკრეტული ფერი და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფერი ჩაცმულობაში.ამაზე აქ არ დავწერ,რადგან დაბლა მოყვანილ სიუჟეტში ამის თაობაზე შესანიშნავად საუბრობს ასრტოლოგი მიხეილ ცაგარელი.

ზოდიაქოს ნიშნები და ფერები

ფერების მეშვეობით პოზიტივის მიღების კიდევ ერთი ხერხი გამონახა კაცობრიობამ, როდესაც საფუძველი ჩაუყარა ფერების ფესტივალს ,რომელიც შარშან თბილისშიც აღინიშნა.ცისარტყელის ფერებში შეღებილი ახალგაზრდები მართლაც რომ სახალისო სანახავია!

968777_459030657522147_321334247_n

როგორც ჩანს ჩვენი ყოფის  ყველა ნიუანსში ვლინდება ფერების არსებობა და მათი ზეგავლენა.და რადგანაც ფერზეა დამოკიდებული ჩვენი განწყობაც, მაშინ,მოდით,შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში მეტი პოზიტივი — გავიფერადოთ ცხოვრება!

ამასწინათ ვითანამშრომლე ინტერნეტ ჟურნალ Focus TV-სტან და მათი დახმარებით ფერებზე სიუჟეტიც გადავიღე.15 წუთიან ვიდეო რგოლში ფერებთან დაკავშირებული ბევრი ასპექტია განხილული,რასაც ამ პოსტშიც ხედავთ და პოსტში დადებულ ინფორმაციაზე მეტიცაა.ვესაუბრე ოთხ რესპოდენტს: ფსიქოლოგს,მხატვარს,ისტორიკოსს და ასტროლოგს.თუმცა მოსმენილ-დანახული უფრო სხვაა.გთავაზობთ Focus TV-ზე დადებულ ამ სიუჟეტს,იმედია,მოგეწონებათ.



და ბოლოს :

ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს…ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს.

შვაიცერი

6 responses to “ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე

  1. ანუკა ივნისი 30, 2013, 6:17 PM

    შავი და ლურჯი ფერი ^^

  2. tetiko ივნისი 30, 2013, 9:14 PM

    ფერები მიყვარს ძალიან და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი რამ გავიგე, მალადეც, ბევრი გიმუშავია და ძალიან კარგი გამოგივიდა 🙂

  3. meggi ივლისი 4, 2013, 10:00 PM

    ძალიან საინტერესო სტატია,ასევე სიიუჟეტიც.ეტყობა,რომ ბევრი გიმუშავიათ.ამ საიტზე ინტერიერის დიზაინზე ვნახე სტატიები,სტილებზე და კარგი იქნება,თუ სახლის მოწყობის ფერებზე დაწერდით,რემონტს ვაპირებ და გამომადგებოდა.სტატიაში რაღაც ლინკი გაქვთ,მაგრამ არ იხსნება.

    • ketusi.com ივლისი 4, 2013, 10:48 PM

      უღრმესი მადლობა ამგვარი კომენატრისთვის.
      თხოვნას რაც შეეხება… ვნახე მეც და მართლა არ მუშაობდა ლინკი,დავარედაქტირე ის მონაკვეთი და ჩავსვი იმ პოსტების ლინკები,რომლებიცინტერიერზე და ფერებზე მაქვს,რაც თქვენი თხოვნა იყო.ასე რომ შეგიძლიათ გაეცნოთ ორივე პოსტს,თუ არქივში ვერ ნახეთ.ასევე გირჩევთ “პოსტოგრაფიის” ნახვას(ბლოგის ზედა პანელი,ბლოგის სურათის ზემოთ),იქ ყველა პოსტი მაქვს ჩამომწკრივებული:)
      აი ლინკიც : http://ketusi.com/all-posts/

  4. Pingback: ფერთა თერაპიის მეთოდები წითელი ფერით | Ketusi's Blog

Leave a reply to tetiko კომენტარის გაუქმება