Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

წინ –– სრულყოფილებისკენ!

თამამად შეიძლება ითქვას,რომ სწრაფვა სრულყოფილებისკენ ცივილიზაციის განვითარების მამოძრავებელი ძალაა.ის შეიმჩნევა ჩვენი ყოფის ნებისმიერ ატრიბუტში და თვით ურთიერთობებშიც.ის,რომ დღეს მარტივ ხის სკამზე ან სამფეხაზე არ ვზივართ,არამედ გემრიელად შეგვიძლია მოვკალათდეთ ფუმფულა სავარძელში ––– ესეც  იმაზე მეტყველებს,რომ როდესაც რომელიღაც ადამიანს გაუჩნდა სურვილი სკამის ფორმის სრულყოფილების და მან სავარძელი ‘მოიგონა’ . სხვებს კი გაუჩნდა სურვილი ამ უკეთესი კომფორტით ესარგებლა. ეს ასეა,ადამიანები ვირჩევთ მეტ კომფორტს.

 

 

მაგ: დაწესებულების მოსაცდელში შესვლისას, თუ რამოდენიმე ხანი უნდა დავყოთ იქ, თვალით ვეძებთ მაქსიმალურად კომფორტულ სავარძელს, რათა მასზე მოსავსება მეტად კომფორტული იყოს. ამას ადამიანი ქვეცნობიერად აკეთებს, ამიტომ არის, რომ გვხიბლავს სუფრის ლამაზი სერვირება, კერძის მორთულობა, ავტომანქანის კომფორტულობა და გარეგანი სილამაზე. ა, ყველაფერს ჩვენ, ჩვენი თავისთვის ვაკეთებს და არა სხვის დასანახად. ეხლავე დაგიმტკიცებთ… სულ ვერავინ გვხედავს ჩვენ საკუთარ სამზარეულოში, როდესაც რამოდენიმე ყავის ჭიქიდან მხოლოდ იმას ამოვირჩევთ ყავის დასალევად, რომელიც უზადოა (ან შედარებით უზადო) – არ აქვს მოტეხილი ყური,არ არის გაბზარული ან პირწატეხილი… – დაკვირვებიხართ ამას?! მართალია, კომფორტის მხრივ, ჭიქის წატეხილი პირი არაფერს ცვლის, მაგრამ აქ ერთიანი ვიზუალი არის გადაწყვეტი ––– აქედან ჩანს, რომ ჩვენ ქვეცნობიერად სრულყოფილება გვიზიდავს!

სრულყოფილებას ვეძებთ ადამიანებშიც! გახსოვსთ ალბათ, რომ ჯერ დედა მერე კი სკოლის პირველი მასწავლებელი არის ბავშვისთვის იდეალი და თვით სრულყოფილება.  პატარა გოგონა ცდილობს დაემსგავსოს მასწავლებელს ან დედას,და თვითონაც ცდილობს მათი მოსაწონი გახდეს.  ისიც დადგენილია , რომ ბიჭები მომავალ მეუღლეშიც დედის ანალოგს ეძებენ, რადგან იდეალიძებულია დედა, რადგან სრულყოფილად მიაჩნიათ (ზოგ შემთხვევაში ეს პათოლოგიაშიც გადადის).

სრულყოფილებას მეგობრობაშიც ვეძებთ , როდესაც ვცდილობთ ვიყოთ  ყურადღებიანი, თბილი… ამ შემთხვევაში, თითქოს უხილავ სტანდარტებს ვემორჩილებით, რომლებიც მეგობრობის ხარიხს განსაზღვრავს.

ვისწრაფვით სრულყოფილებისკენ პროფესიული თვალსაზრისით, სამსახურში. გვინდა ვიყოთ უკეთესები. გვინდა ვაჯობოთ სხვას, გვინდა მეტი შემოსავალი გვქონდეს, რათა ჩვენ გარშემო ყველა სფეროს შეეხოს პროგრესი.

ვისწრაფით ჩვენი სხეულის სრულყოფისკენ.ამას ზოგი სპორტით ზოგი დიეტებით და ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით ვახერხებთ.და ეს ყველაფერი იმისათვის,რომ ჩვენი სხეული სრულყოფილს (იდალურს) მაქსიმალურად მივუახლოვოთ!

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია! ჩემი აზრით, ადამიანი პიროვნების თვისებების სრულყოფილებით უნდა იყოს დაკავებული (ყველაფერთან ერთად), უდნა გამოიმუშაობს მეტი ძალა , მეტი ნება, მეტი თვითკონტროლი , მეტი დადებითი თვისებები, რომ ის ჩვენი დღევანდელი პროგრესული საზოაგდოების უმეტესი ნაწილისთვის იყოს სულიერად სრულყოფილი პიროვნება!

ეს არის ჩემი აზრი სრულყოფილებაზე, თუმცა სრულად ვერ გადმოვეცი სათქმელი….

თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე და რაც მთავარია––– მიისწრაფით სრულყოფილებისკენ?

Advertisements

10 responses to “წინ –– სრულყოფილებისკენ!

  1. khmaladze1997 დეკემბერი 3, 2012, 11:03 PM

    სკაიპში დამამატე რა დახმარება მჩირდება გთხოვ skype: Giorgi,971

  2. khmaladze1997 დეკემბერი 7, 2012, 9:10 PM

    gexvewebi damexmare ra ai tqventan roa ganagrdze kitxva eg rogor shevcvale chemtan inglisurada da damexmaret ra 🙂 winaswar madlobt

  3. khmaladze1997 დეკემბერი 8, 2012, 6:23 PM

    eg vici rogorc unda gavyo magram tviton shecvla minda rom eweros magalitad wakitxva da ara Read the rest of this entry » da kidev erti tovli rogor wamoviyvano? 🙂

    • ketusi.com დეკემბერი 8, 2012, 9:15 PM

      კარგად რომ წაგეკითხა პოსტი მიხვდებოდი კოდი როგორ უნდ ჩაასწორო.
      თოვლი კი ასე : dashboard–>setting–>general მანდ სულ ბოლო პუნქტი მონიშნე და დაასეივე

  4. khmaladze1997 დეკემბერი 8, 2012, 11:50 PM

    didi madloba yvelaperi gavakete dzalian damexmaret 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: