Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ მოქმედებს ინტერიერი ადამიანის ფსიქიკაზე | ფერები

იცოდით,რომ ინტერიერი ძლიერ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე!? საკმარისია ოდნავ ‘გადაამლაშოთ’ დიზაინით და ნევროზი გარანტირებული გაქვთ!

ინტერიერის შესაძლებლობები დიდია,მთავარია ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოთ და არა სავნებლად!

მაგალითად,დაიმახსოვრეთ,რომ ….

ყვითელ ფერში შეღებილ ოთახში ყველა ადამიანი განიცდის წყურვილის გრძნობას.

წითელი და თეთრის კომბინაცია კი იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას.ამიტომაც მიღებულია,რომ მაგიდას თეთრი სუფრა გადავაფაროთ! საერთოდაც,საყოფაცხოვრებო ნივთები  ტრადიციული ზუსტად იმიტომაც გახდნენ ,რომ ითვალისწინებენ ადამიანის აღქმის თავისებურებეს .

 

სარკეებს რაც შეეხება….  წარმოიდგინეთ,შედიხართ შემოსასვლელში და სარკეში საკუთარ თავს ხედავთ!”გამარჯობა,ერთი ნაცნობი უკვე ვნახე!” :))) ეუბნებით საკუთარ თავს და უცხო სახლის მიმართ უკვე კარგად ხართ განწყობილი.მაგრამ თუ სარკის ადგილას დაგხვდებათ ფანჯარა ––– მაშინვე უკან გაბრუნება მოგინდებათ!ეს იმიტომ,რომ გაგიჩნდებათ ისეთი შეგრძნება,თითქოს ორპირი ქარი გაგდებთ! პეტერბურგელმა მეცნიერებმა გამოთვალეს,რომ თუკი ოთახში სარკეებს იმგვარად განვალაგებთ,რომ კონკრეტული კუთხით იდგნენ,მათგან ისეთი სიხშირის ტალღები მოდის,რომელთა ზემოქმედების შედეგად ადამიანი აუხსნელ შიშის გრძნობას განნიცდის! ამგვარად,ოთახის შუაგულში მდგომი ადამიანს ჰგონია,რომ ტაიფუნის შუაგულშია! ეს საიდუმლო ცნობილია ჯერ კიდევ უძველეს ეგვიპტიდან.მაშინ ქურუმებს ის ადამიანები,რომელთა დაშინება და დამორჩილება უნდოდათ,ისეთ ოთახში მიჰყავდათ,სადაც კედლებზე სარკეები იყო აკრული.

არასასიამოვნო შეგრძნებები იისფერმა ფერმაც და ძლიერმა ასიმეტრიამაც შეიძლება გამოიწვიოს.

ლურჯი ფერი სიმტკიცეს და სტაბილურობის შეგრძნებას გვმატებს,მაგრამ იმავდროულად  ––– უმოძრაობისასაც!

ოპტიმიზმის შემმატებელი სტაფილოსფერი ფერები ასევე აუცილებლად შფოთვას ბადებს.ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ ინტერიერში გამოვიყენოთ მდოგვისფერი,რადგან ქვეცნობიერად ის წარმატებულობასთან ასოცირდება,ისევე,როგორც ოქროსფერი.

 

ნაზი ყვითელი ფერები გონების კონცერნტრირებას უწყობს ხელს.კვლევებმა აჩვენა,რომ თუკი სამუშაო მაგიდაზე დადებთ ლარნაკს ყვითელი ყვავილებით,ადამიანი უკეთ აზროვნებს და მეხსიერებას უუმჯობესდებ!ადრე მონასტრებშიც კი იყენებდნენ პრაქტიკაში ამ მეთოდს რომ მეხსიერება განევითარებინათ: ყავისფერ(ხის) მაგიდაზე დებდნენ წიგნებს მუქი შინდისფერი გარეკანით და ლარნაკს ყვითელი ყვავილით,ამით აქტიურდება ხანგრძლივი მეხსიერება. ასეთ გარემოში კარგია ახალი მასალის შესწავლა და გმზადება გამოცდებისთვის .თუმცა ფრთხილადაც უნდა იყოთ :თუ მაგიდის თავზე ყვითელ სურათს ჩამოკიდებთ,შეიძლება მეხსიერების ჩავარდნები დაგემართოთ! ეს იმიტომ,რომ საქმე მარტო ფერში კი არ არის, არამედ ფორმასა და მოცულობაშიც!

მსუბუქი და გამჭვირვალე თბილი ფერების ფარდები იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს!

15 responses to “როგორ მოქმედებს ინტერიერი ადამიანის ფსიქიკაზე | ფერები

  1. A Magazine სექტემბერი 4, 2012, 10:18 PM

    ძალიან საინტერესოა! ფერები მართლაც და მოქმედებენ გონება-განწყობაზე. ვფიქრობ რომ თეთრი ფერი ოპტიმალურია, თუმცა სახლის სტილს და ადგილმდებარეობას გააჩნია.

    • ketusi.com სექტემბერი 5, 2012, 11:50 AM

      მადლობა1
      კი მასეა,მაგრამ ტეთრი დერი რარაც სავადმყოფოს მაგონებს და არამარტო მე

      • A Magazine სექტემბერი 5, 2012, 6:00 PM

        თუ კედლები ლამაზად იქნება გაფორმებული, მაშინ არც ისე გავს საავადმყოფოს. შენი სახლი რა ფერებშია?

        • ketusi.com სექტემბერი 5, 2012, 7:46 PM

          კი,გეთანხმები,აქსესუარებს დიდი ძალა აქვთ :)))
          ჩემი სახლი?საძინებელი :შავო–ვერცხლისფერი–შინდისფერი და მუქი ყავისფერი ავეჯი.სამზარეულო:ბეჟი ფერის კედლები და იატაკი და მწვანე მარმარილოსფერი ავეჯი,მისაღები,რომელიც უნდა გადავაკეთო: ბეჟი ფერის შპალერი ცარჩოებში ჩასმული და ყავისფერი ავეჯი.ისე მისარების მთლიანად მინდა გადავაკეთო და მოდერნის სტილი გავაკეთო,ეხლა კლასიკურ სტილში მაქვს.აბაზანა: შავ–თეთრი.ეხლა შემოსასვლელს ვაკეტებთ და ალბათ შავი ან ნაცრისფერი მეტლახი და ვერცხლისფერი კედლები,ყავისფერი კარადები.

          • A Magazine სექტემბერი 9, 2012, 10:16 PM

            მშვენიერი ფერთა გამაა! ყავისფერი კარადები კლასიკაა. ჩემი სახლი თეთრია მთლიანად, რაც ოროთახიანი ბინისთის ცუდი არ არის, რაგან მეტი სივრცის შეგრძნებას აჩენს. დიდ ცვლილებები გამორიცხულია, მაგრამ კედლებზე მინდა შევცვალო/დავამატო გაფორმება ძალიან. სურათებზე და ჩარჩოებზე ვფიქრობ. apartment therapy-ზე კარგი რაღაცეები აქვთ იდეებისთვის.

            • ketusi.com სექტემბერი 11, 2012, 10:28 PM

              კი, თეთრ კედლებს ძალიან უხდება გაფორმება და სხვათაშორის ფერთა პალიტრაც ფართო შეგიძლია გამოიყენო, იმიტომ რომ ყველა ფერი უხდება

  2. 4everyoungsoul სექტემბერი 12, 2012, 6:57 AM

    საინტერესო ინფორმაციაა. 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ყვოთელი ფერი არ მიყვარს :/ მდოგვისფერი ძალიან მომწონს 🙂 და სხვათაშორის სარკეებზე ინფორმაციასაც, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეთანხმები.

  3. ლიზიკუნა ოქტომბერი 25, 2012, 4:20 PM

    ძალინა მიყვარს თეთრი და კრემისფერი. მტელი სახლი ამნ ფერებში მაქვს გადაწყვეტილი და ყავისფერი ავეჯი. ეხლა აბაზანა მაქვს გასაკეთებელი და აქ ვფიქრობ უკვე რომელი. ძველი ისევ კრემისფერში მქონდა, მაგრამ ეხლა რაღაც სხვა ფერი მინდა

  4. პერწკლი ნოემბერი 8, 2012, 8:20 PM

    არადა ძალიან არ მიყვარს ყავისფერი 😦 დედაჩემის სახლშია ლამის ყვეაფერი ყავისფერი და აბზზზზზ 😦

  5. Pingback: ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე | Ketusi's Blog

Leave a reply to 4everyoungsoul კომენტარის გაუქმება