Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩემი ბლოგი უკვე ორი წლისაა

28 ივლისს იყო ჩემი ბლოგის დაბადების დღე,პატივცემულ “Ketusi’s Blog“-ს ორი წელი შეუსრულდა.მე ის კვლავინდებურად მიყვარს,ვუვლი და ვეფერები,ვახალისებ და ვანებივრებ.მისგანაც, თითქოს სულიერი არსება იყოს,რაღაც ენთუზიაზმს ვიღებ,სტიმული მეძლევა და ინტერესი,რომ უფრო კარგი და საინტერესო გავხადო.ამგვარად არც ბლოგის სტუმრები გვრჩებით ვალში და თქვენი სტუმრობით გვახარებთ.ყოველი თქვენი ვიზიტი,Like,Share,კომენტარი,ბლოგის გამოწერა…. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და საკუთარი თავით ,ზოგჯერ მაინც,ძალიან ვამაყობ.

წელსაც ისე მოხდა, როგორც შარშან,რომ თბილისში არ ვიმყოფებოდი ბლოგის დაბადების დღეზე და ასე,დაგვიანებით ვულოცავ.ტრადიციას არ დავარღვევ და ბარემ სურვილებსაც ვიტყვი:ბლოგს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ,ხშირადგანახლებადი და ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო კონტენტით სავსე ყოფილიყოს.მართალია,დიდად რეიტინგებს გამოკიდევული არ ვარ, მაგრამ მაინც მიხარია,რომ ჩემი ბლოგი უმეტესწილად ტოპ ათეულში ხვდება.ვუსურვებდი,რომ ეს ციფრიც შეგვემცირებინოს.

ციფრებს რაც შეეხება,მინდა მოკლე სტატისტიკა დავდო(სხვა თუ არაფერი,მე თვითონ რომ მომავალ წელს შევადარო მერე  :))) )

ამ დღეისათვის

ჯამში 238,376 hits აქვს

top.ge– ს მთვლელით 74734 ვიზიტორი

ამ წლის განმავლობაში  უნიკალური ვიზიტორტა რაოდენობა დღეში იყო საშუალოდ 200 ადამიანი (რაც წასული ვარ დასასვენებლად და საერთოდ არ ვაქტიურობ,ციფრი 159 ზე დაეცა)

ბლოგის შიდა სტატისტიკით ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიური ნახვების რაოდენობა საშუალოდ 800 არის.ყველაზე ბევრი ნახვა(1.611) ჰქონდა 13 ივლისს

ამ წუთამდე 296 პოსტია (ამ სარამოსთვის ალბათ 2 ან 3 პოსტს დავდებ,რაც მანგლისში ყოფნისას მოვამზადე),ამის გარდა დრაფტში ასზე მეტი პოსტი.

4.735  კომენტარია

1,040  თაგია (აი თაგები უნდა შევამცირო,ვარედაქტირებ პოსტებს ნელ–ნელა)

34  კატეგორია მაქვს.ნუ,ერთი შეხედვით ბევრი კატეგორიაა, მაგრამ ჩემნაირი მრავალთემიანი ბლოგისთვის დასაშვები რაოდენობა მგონია.

ბლოგის Facebook Page–ს  1,134 მოწონება აქვს!

ბლოგს 482  follower ჰყავს

სხვა რარა უნდა დავწერო?გპირდებით,რომ დაწყებულ პროექტებს 9საიუველირო ნაწარმი,დიზაინი,ბლოგინგი,ხელსაქმე…) ახალ პოსტებს მალ–მალე შევმატებ ხოლმე.ახლო მომავალში ვგეგმავ ბლოგის header–ის გამოცვლასაც,ტუმცა თემას ალბათ ხელს არ ვახლებ,რარაცნაირად მომწონს.

მაშ ასე, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემ ბლოგს მეორე დაბადების დღეს და წარმატებას ვუსურვებ!

Advertisements

7 responses to “ჩემი ბლოგი უკვე ორი წლისაა

  1. შ.გელა ივლისი 31, 2012, 6:13 PM

    შენი მსგავსი ცაში მხოლოდ მზეა
    ბლოგერები გილოცავენ კარგოო
    ………………….
    :D:D:D:D:D:D

  2. ketusi.com ივლისი 31, 2012, 6:43 PM

    გაიხარეთ,დიდი მადლობა

  3. shashvi ივლისი 31, 2012, 6:53 PM

    გილოცავ. სასახელო გაგეზარდოს 🙂

  4. tsotnee აგვისტო 5, 2012, 3:24 PM

    გილოცავ! უფრო და უფრო მეტი ერთგული მკითხველი! 🙂

  5. თათი♥ აგვისტო 7, 2012, 8:17 PM

    გილოცავ ! გისურვებ უფრო და უფრო მეტ წარმატებებს :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: