Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ასტრონომია ევოლუციის წინააღმდეგ

ეგებ სამყაროში არც იმდენი ამოცანაა და ყველაფერი ძალიან მარტივად ––– ღმერთის არსებობით აიხსნება?

წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფილმის თარგმანს,რომელსაც  ამ გვერდზე  წავაწყდი და ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.ვფიქრობ თქვენც დაგაინტერესებთ.

მთხრობელი: ჩვენ ვიწყებთ იმით, რითაც, როგორც ევოლოციონერები ამბობენ, ყველაფერი დაიწყო, კერძოდ, დიდი აფეთქებითა და სამყაროს ევოლუციით.
რიჩარდ მილტონი – ავტორი: „დარვინიზმის მითების მსხვრევა’’.
ევოლუციის თეორიის შესახებ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტს, კერძოდ, ეს თეორია იმდენად უძლიერესია, რომ მეცნიერთა ყურადღებას უდიდესი ძალისხმევით იპყრობს და მას ისინი ბიოლოგიის მიღმაც კი იყენებენ, თანაც არაცოცხალი ბუნების მიმართაც კი. ამ თეორიის გამოყენებით ქიმიურ ელემენტებთან, კერძოდ, ვარკვლავებთან, გალაქტიკებთან, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სამყარო ევოლუციას განიცდის. შეიძლება თუ არა ძლიერი აფეთქება ჩაითვალოს გალაქტიკების, პლანეტების, ვარსკვლავებისა და საერთოდ, სიცოცხლის შექმნის მიზეზად?
შეიძლება აფეთქების შედეგად რაღაც წესრიგი გაჩნდა ან შეიქმნა თუ არა რაღაც გარკვეული სისტემა ამ აფეთქების შედეგად? – მე ვიტყოდი, რომ – არა! აფეთქებები ქაოსებს იწვევს, რაც ქმნის დანაწილებას იმ ნაწილაკებისა, რომლებიც ერთ დროს ერთ მთლიანს წარმოადგენდა. ნებისმიერი აფეთქება მთელს ანადგურებს და არაფრად ანუ სიცარიელედ აქცევს. მე არ გამაჩნია იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ აფეთქებას და თანაც ძლიერ აფეთქებას შეუძლია ცოცხალი მატერიის, ადამიანის და სხვა არსებების წარმოშობა.
მარკ ისტვენი-ავტორი: „კრეატორი დროისა და სივრცის მიღმა“. -ევოლუციური აზროვნება მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. ევოლუციური კოსმოლოგიის დარგი ვარაუდობს, რომ სამყარო შემთხვევითი აფეთქების შედეგია, რომელიც 15-დან 18 მილიარდამდე წლის წინ წარმოიშვა. პირადად მე არასდროს მქონია შეხება ისეთ შემთხვევასთან, როცა რაიმე აფეთქების შედეგად გარკვეული წესრიგი წარმოქმნილიყო. აფეთქებები დამანგრეველია და გადაჯიშებას უფრო იწვევს, ვიდრე გამრავლებას. მეცნიერები აღიარებენ, რომ ყველა ცნობილი აფეთქება ამცირებს წესრიგს და ქაოსს ბადებს. კოსმოსის ევოლუციის იდეა ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის II კანონს, რომელიც ცნობილია, როგორც ანთროპია. ll კანონი გვამცნობს, რომ დროთა განმავლობაში სამყარო ნაკლებად მოწესრიგებული ხდება. დროდადრო ყველა ავტონომი, რომელიც ავითარებს სისტემას, მიემართება წესრიგიდან უწესრიგობისკენ. ყველა ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ანთროპიის მოწმენი ვართ, კერძოდ, ვხედავთ, ირგვლივ როგორ ბერდება და ფუჭდება ყველაფერი. სტრუქტურისა და წესრიგის ეს დამანგრეველი პროცესი ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას. ll კანონი უშვებს წესრიგის განსაზღვრული დროით, ანუ დროებით გაზრდას, მაგ., როცა ბავშვი იზრდება, შემდეგ ხდება მოზრდილი ან კიდევ, როცა ნერგებიდან იზრდება ხეები, – მაგრამ ასეთი განვითარება შეიძლება გამონაკლისის სახით მოხდეს გარე ენერგიის წყაროებისა და იმ მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ინარჩუნებს ამ ენერგიას. ევოლუციონერებს არ გააჩნიათ მსგავსი არგუმენტი. როგორც კარლ საგანმა თქვა, კოსმოსია ის, რაც არსებობს – სხვა მის გარდა არაფერი არსებობს. კოსმოსს გარე ენერგიის წყარო არ გაჩნია. ამდენად, II კანონი ეწინააღმდეგება დიდი აფეთქების თეორიას.
დიუნე გიში-ბიო, ქიმიკოსი: -აი, რას ვხედავთ კოსმოლოგიაში: აბსოლუტურად ყველაფერი ნადგურდება, უარესდება, ვარკვლავებს საკუთარი საწვავი ეცლება, დროდადრო ერთი მათგანი ფეთქდება და წარმოიქმნება ქაოსი, ამდენად, წესრიგი ქრება. ერთადერთი, რისი დანახვაც შეგვიძლია დღეს სამყაროში, ეს არის – გაუარესება. სამყარო გადაშენების გზაზეა. ის წესრიგიდან უწესრიგობამდე მიემართება და უფრო და უფრო ნაკლებად ორგანიზებული ხდება.
ჩაკ მისლერი – ინჟინერი, ავტორი: – მეცნიერებმა მოახდინეს საერთო დაკვირვებები მეცნიერების ყველა სფეროსთვის, რასაც ერთიანად ანთოპიის კანონები ეწოდება. უფრო სწორად, სამყარო რაღაცნაირი სახით იქნა მომართული და ახლა ეს პროცესი უკვე მთავრდება. მეცნიერები, რომლებიც შეისწავლიან სამყაროს, ამბობენ, რომ ამ უკანასკნელს დათბობის შედეგად დაღუპვა ელოდება. ამდენად, იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერს, რაც კი სამყაროში არსებობს, საბოლოოდ მილიარდი წლების შემდეგ ერთი ტემპერატურა ექნება, ანუ არანაირი განსხვავებული ტემპერატურა არ იარსებებს, რომელიც გამოყენებული იქნება რაიმე სასარგებლო საქმისთვის.
ის, რომ სამყარო პროექტირებული და მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო შორეულ წარსულში, მაღალი კლასის მეცნიერთა ყურადღებიდან როდი იქნა გამორჩენილი. ნასას მეცნიერმა რობერტ ჯესტიროუმ თქვა, რომ თერმოდინამიკის II კანონი, რომელიც კოსმოსისთვის იქნა მიღებული, მიუთითებს იმაზე, რომ სამყარო ჩერდება, როგორც საათი. თუ კი ის ჩერდება, მაშინ უნდა ყოფილიყო დრო, როდესაც სამყარო მთლიანად (ერთიანად) მოიმართა. უდავოა, რომ შემდეგი კითხვაა, თუ ვინ მომართა ის?
გორდონ ვანვაილენი თავის წიგნში „თერმოდინამიკა“ აღიარებს შემდეგს: „II კანონი მაიძულებს დავიჯერო ის, რომ არსებობს შემოქმედი, რომელსაც გააჩნია პასუხი კაცობრიობისა და სამყაროს მომავალი ბედის შესახებ“. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ნგრევას და არასდროს ვადევნებთ თვალს განახლებას და ეს არის სწორედ ის, რაც ვარაუდობს სამყაროს მოდელის შექმნას. თავიდან ყველაფერი საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა და სრულყოფილი სახეც ჰქონდა, ანუ როგორც თავად უფალს სურდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცოდვამ იჩინა თავი სამყაროში, ღმერთმა დაწყევლა ყველაფერი, რაც შექმნა და ცოდვის გამო სიკვდილი იქნა მიღებული შურისძიების ფორმად და არა მხოლოდ ფიზიკური არსებობისთვის, არამედ თავად სამყაროსთვისაც. ყველაფერი კვდება, მზეც თანდათან იფერფლება, ორბიტები კვდება, ყველაფერი სიკვდილისთვის და განადგურებისთვის არის განწირული. ევოლოციონერები და პრეაციონისტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სამყაროს დასასრული უწერია. მატერიასა და დროის სივრცეს ჰქონდა თავისი საწყისი. ალბერტ ეინშტეინის კვლევებიდან გამომდინარე, საუკუნის დასაწყისსა და მთელი ასწლეულის განმავლობაში მეცნიერები იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ მატერიის და დროის სივრცეს უდავოდ ჰქონდა დასაწყისი. XX საუკუნის მეცნიერება იძულებულია სირცხვილის გრძნობით დაეთანხმოს ბიბლიურ სწავლებას. კოსმოლოგიის უდიდესი აღმოჩენა იმის თაობაზე, რომ სამყაროს წარმოქმნას ჰქონდა დასაწყისი, ექსპერტების მიერ არის დამტკიცებული. ისინი ამას სინგულარიზმს უწოდებენ. თქვენ ხედავთ, რომ უდიდესი აფეთქების მთელი თეორია არსებითად შედგება ისეთი გარემოებებისგან, რომ თავიდან არაფერი იყო. შემდეგ კი ეს „არაფერი“ უცებ აფეთქდა. ის, რომ სამყაროს დასასრული უწერია და მის შექმნას ჰქონდა დასაწყისი – მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ ამასთანავე, საკმაოდ გართულებული – ევოლუციონერებისთვის, რამეთუ ეს წარმოაჩენს ისეთ რეალობას, რომელთანაც მათ არ სურთ ჰქონდეთ საქმე: რამ გამოიწვია სინგულარიზმი?
სამყაროს შექმნის თეორია ყოველთვის ვარაუდობდა სამყაროს დასასრულს. დაბადების პირველ თავში წერია: ,,თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა” (დაბადება, 1-1) თავიდან ღმერთმა შექმნა ზეცა და მიწა. ბიბლია აგრეთვე ამტკიცებს, რომ დროს ჰქონდა საწყისი. „რომელმაც გვიხსნა ჩვენ და გვიხმო წმიდა ხმობით არა ჩვენთა საქმეთა გამო, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც საუკუნო ჟამთა უწინარეს მოგვეცა ჩვენ იესო ქრისტეში (ტიმოთ. მიმართ. 2, 1, 8- 9). მართალია, გასაოცარია, მაგრამ ბიბლია ანთროპიის ახსნასაც კი იძლევა. „უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან, შემ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან” (ფსალმუნი, 102, 25-26). თუ კი სამყაროს წარმოქმნა აფეთქების შედეგად არ მომხდარა, მაშინ ერთადერთი სხვა შესაძლებლობა არის ის, რომ სამყარო ვიღაცის მიერ იქნა შექმნილი. ბევრ მეცნიერს ამ ვარაუდის მიღება არ სურს. თითქმის ყველა მეცნიერი ცდილობს, ახსნა მოუძებნოს ვარსკვლავების, გალაქტიკების და მზის სისტემის წარმოშობას მექანიკური საშუალებების მეშვეობით და ამის მიხედვით, ისინი გამორიცხავენ შემოქმედის ჩარევას. მე ვფიქრობ, რომ მათ სრული მარცხი განიცადეს. მაგალითისთვის ავიღოთ მზის სისტემა. შექმნილი იყო რამდენიმე თეორია, რომელთა მიხედვითაც, შეეცადნენ აეხსნათ მზის სისტემის შექმნა ღმერთის ჩარევის გარეშე. ყველა ეს თეორია, ერთად აღებული, საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. ბევრი დაკვირვება ეწინააღმდეგება თანამედროვე თეორიებს, რომლებიც მზის სიტემის შექმნას ეხება. მაგალითად, მათგან ერთ-ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, მზის სიტემა ფორმირებულია ვარსკვლავთშორისი ღრუბლის, გაზის წყალბადისა და მტვერის შედეგად. თუ კი მზის პლანეტების და მთვარის ევოლუცია მოხდა ერთი მასალიდან, მაშინ მათ ბევრი საერთო უნდა ჰქონდეს. მაგრამ თითოეული პლანეტა უნიკალურია. ერთი შეხედვით, თუ კი მზე 98% წყალბადისა და გელისაგან შედგება, მაშინ დედამიწა, მარსი, ვენერა და მერკურიც მსგავსი კომპონენტებისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. მაგრამ პლანეტებს ამ კომპონეტების შემადგენლობა 1%-ზე ნაკლები აქვს. თუ მზის სისტემამ ევოლუცია განიცადა, მაშინ ყველა პლანეტა ერთი მიმართულებით უნდა ბრუნავდეს, მაგრამ პლუტონი და ვენერა საპირისპიროდ, ანუ უკან ბრუნავს, ხოლო ურანი გადახრილია და ბრუნავს, როგორც ბორბალი. ჩვენი მზის სისტემის ყველა მთვარე უნდა ბრუნავდეს ერთი მიმართულებით თავის პლანეტებთან მიმართებაში, მაგრამ მინიმუმ 6 მოძრაობს სხვა მხარეს და უფრო მეტიც, ნეპტუნს, სატურნს და იუპიტერს გააჩნია მთვარეები, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მოძრაობს ორბიტებზე. თუ კი პლანეტა იზრდება უმეტესად პატარა შეჯახებების ხარჯზე, მაშინ უნდა შეიქმნას პრაქტიკულად უმოძრაო პლანეტა იმდენად, რამდენადაც შეჯახება გარკვეულ ხარისხში ბრუნვის ნეიტრალიზაციას იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა პლანეტა ბრუნავს და ზოგი მათგანი კი – უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი. ისეთი დიდი და შორეული გაზისმაგვარი პლანეტის წარმოქმნა, როგორიც იუპიტერია ან სატურნი, ევოლუციონერების წინაშე გადაულახავ ბარიერებს ქმნის იმდენად, რამდენადაც გარე კოსმოსის გაზების ვაკუუმში ისინი სწრაფად იფანტება. „ახალგაზრდა“ ვარსკვლავებსაც კი, რომლებიც ჩვენ მზეს ჰგავს, არ გააჩნია ორბიტაზე საკმარისი წყალბადი ან გელი იმისათვის, რომ თუნდაც ერთი იუპიტერის ფორმირება იქნას შესაძლებელი. მეცნირებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აქვს 4 პლანეტას რკალები ან კიდევ, რად არის პლანეტები ამდენად უნიკალური? მთვარეთა წარმოშობის თეორიაც ასევე ვერ არის სრუყოფილად შემდგარი. მთვარის ელემენტები მეტისმეტად განსხვავებულია დედამიწის ელემენტებისგან. მისი ორბიტული სიბრტყე და რკალური ორბიტა ნათლად მოწმობს იმას, რომ მთვარე შექმნილი იყო თავის დღევანდელ ორბიტაზე.
არ არსებობს დამამტკიცებელი ფაქტები იმის თაობაზე, რომ მზის სისტემა შეიძლება აღმოცენებული ყოფილიყო გამონაკლისი მექანიკური საშუალებით. თუმცა, მეცნიერები რაც უფრო ღრმად სწავლობდნენ სამყაროს, მით უფრო მეტ უნიკალურ ფაქტებს აწყდებოდნენ, რომლებიც მოწმობდა იმაზე, რომ სამყარო იდეალურად არის შემგუებლური ადამიანის, მოლეკულის და ორგანული სიცოცხლისთვის. იგი წააგავს თხელპირიან სამართებელს, რომელზეც სიცოცხლის ბალანსირება ხდება. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ სამყაროს ბრძენი დამპროექტებელი ჰყავდა და შექმნა იმისათვის, რომ ადამიანი გამხდარიყო მისი ცენტრი. ჩვენი ცოდნის საფუძვლებზე თუ შევეცდებით სამყაროს მათემატიკური მოდელის შექმნას, აღმოვაჩენთ, რომ ამ მოდელს გააჩნია ათასი პარამეტრი და პროპორციები და ამას გარდა, თუ შევეცდებით, რომ თუნდაც რაიმე შევცვალოთ ამ პროპორციებში, სიცოცხლე შეუძლებელი გახდება. მალე აღმოვაჩენთ, რომ თუ დედამიწა ცოტათი ახლოს იქნებოდა მზესთან ან პირიქით, ცოტათი მისგან მოშორებით, მაშინ მასზე ან ძალიან დიდი სიცხე ან მეტისმეტად სიცივე დაისადგურებდა. ბრუნვის სიჩქარე ან მასები სხვაგვარი რომ ყოფილიყო, იქნებოდა ბევრი ან პირიქით, ცოტა ატმოსფეროები. თუ დავიწყებდით სამყაროს მოდელის შექმნას, სწრაფადვე აღმოვაჩენდით, რომ ყველა პარამეტრი ითვალისწინებს ზუსტ წონასწორობას, რასაც ატროფიული პრინციპი ეწოდება- ანუ სამყარო, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, საკმაოდ მოხერხებულად იქნა პროექტირებული და ბალანსირებული ადამიანისთვისათვის.
დედამიწა იმყოფება მზისგან საკმაოდ დიდ მაძილზე. გამოთვლილია შემდეგი: თუ ჩვენ 5%-ით ახლოს ვიქნებოდით მზესთან, ოკეანეებიდან წყალი გადმოიტყორცნებოდა, ხოლო 1%-ით შორს კი – ოკიანეების წყალი გაიყინებოდა. ეს ფაქტები გარკვეულ წარმოდგენას იძლევა იმის თაობაზე, თუ რამდენად თხელი ფენისაა „ სამართებელი“ , რომელზედაც სიცოცხლე არსებობს. დედამიწის მიზიდულობა იდეალურია. ის ცოტათი მეტი რომ ყოფილიყო, ატმოსფერული წნევა მეტისმეტად ძლიერი იქნებოდა. ნაკლები ატმოსფერო არ არსებობს. დედამიწის ქერქის სისქე ზღვრულია. დედამიწის ბრუნვის პროცესში გრავიტაციული თანამოქმედება მთვარესთან იდეალურად შესაბამისია. ყველაფერი ეს წარმოადგენს იმ ნაწილებს, რომლებიც სიცოცხლეს შესაძლებელს ხდის, რასაც ატროფიული პრინციპი ეწოდება. საერთო ჯამში, ეს ფაქტი წარმოადგენს ძირითად არგუმენტს შემოქმედის აღიარების სასარგებლოდ. თავად მეცნიერებს არ მოსწონთ ეს არგუმენტი, რადგან შემოქმედის არსებობა გულისხმობს პასუხისმგებლობას. ის, რომ დედამიწა იდეალურად არის განპირობებული სიცოცხლის არსებობისთვის მეცნიერ-კრეატიონისტებში გაკვირვებას არ იწვევს. ბიბლიამ ეს ფაქტი გამოააშკარავა ათასი წლის წინ. ესაია წინასწარმეტყველის წიგნში წერია: „ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა” ( ესაია. 45,18).
ნობელის პრემიის ლაურეატმა-ფიზიკოსმა არნოლდ ენცეესმა 1992 წ. შემდეგი განაცხადა: ,,ასტრონომია ასაბუთებს უნიკალურ ფაქტს, კერძოდ, სამყარო, რომელიც არაფრისგან შეიქმნა, რომელშიც უზუსტესი ბალანსია დაცული, სადაც სიცოცხლის შექმნისთვის უნიკალური პირობებია საჭირო, შეუძლებელია არ ჰყოლოდა დამპროექტებელი, რომელმაც განახორციელა თავისი ზებუნებრივი გეგმა”.
ასტრონომი ჯორჯ გრიმშტეინი თავის წიგნში „ სიმბიოზი სამყაროში“, ამტკიცებდა: ,,როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ყველა ფაქტს, გამუდმებით იბადება აზრი, რომ რაღაც ზებუნებრივი ძალა იქნა ამოქმედებული. შესაძლებელია, ჩვენი სურვილის მიუხედავად, მოულოდნელად წავაწყდეთ მეცნიერულ მტკიცებულებას ზებუნებრივი არსების არსებობის შესახებ. იქნებ თავად ღმერთმა გამოავლინა საკუთარი თავი კოსმოსის ასე სასწაულებრივი ხელოვნებით შექმნაში ჩვენი კეთილდღეობისთვის. რაც უფრო მეტად შევისწავლით კოსმოსს, მით უფრო მეტად დამაჯერებლად ჟღერს სიტყვები ფსალმუნიდან: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს. არცა მთქმელია და არცა ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს” (ფსალმუნი 18.1-3).
მეცნიერული ფაქტები მოწმობს, რომ სივრცეს, დროს და მატერიას დასასრული აქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემოქმედი დამოუკიდებელი უნდა იყოს სივრცული დროისგან. მხოლოდ ბიბლია გვაუწყებს სამყაროს დასასრულის და ღმერთის ტრანსენდენტალურობის შესახებ. იგი სივრცული დროისგან დამოუკიდებელია. არც ერთი სხვა წმინდა წიგნი დედამიწაზე არ მოგვითხრობს ასეთი შემოქმედის შესახებ. თუ კი თქვენ სხვა რელიგიურ წიგნს გადახედავთ, შეიძლება კი წაიკითხოთ სამყაროს სამი განზომილების, წმინდა სამების შესახებ, მაგრამ მხოლოდ ბიბლიის კითხვის დროს შეძლებთ აბსოლუტურად ნათლად დაინახოთ უფლის მანიშნებელი კვალი.
ჩაკ სმიტი – ბიბლიის პედაგოგი: დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომებს სჯეროდათ, რომ ზეცაში დაახლოებით 6000 ვარსკვლავია. ამ აზრზე მეცნიერები და ასტრონომები მანამდე იყვნენ, სანამ გალილეი თავისი ტელესკოპით არ გამოჩნდა, რომელმაც დაინახა, რომ ვარსკვლავები და ზეცანი უთვალავი რაოდენობითაა, მილიარდობით გალაქტიკა, მილიარდობით ვარსკვლავი ამ გალაქტიკებში – ,,ურიცხვი და უთვალავი რაოდენობაა’’,- როგორც აბრაამს უთხრა ღმერთმა ბიბლიის 1 წიგნში. ბიბლია თვალნათლივ გვიჩვენებს სამყაროს ფიზიკურ და ბუნების დამოუკიდებელ მხარეებს, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი მეცნიერებისთვის. მაგალითად, იონა წინასწარმეტყველის წიგნში წერია: „სულამდე მიიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!’ (იონა წინასწ. 2, 6-7). ამ სიტყვებში ჩანს ის, რომ ოკეანის ფსკერზე მთებია, მაგრამ ამის შესახებ მეცნიერებმა XX საუკუნეში შეიტყვეს.
იობი წიგნში, რომლის ავტორადაც თავად გვევლინება, ამბობს: ,,განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა” (იობი 26, 7).
იმ დროს, როდესაც ბევრ წმინდა წიგნში წერია, რომ დედამიწა კუს ან სპილოების ზურგზე დგას ან კიდევ ატლასით არის დაჭერილი, მხოლოდ ბიბლიაა ერთადერთი, რომელიც არასდროს გვაუწყებს სიცრუეს. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია: „რწმენით შევიცნობთ, რომ საუკუნენი ღმრთის სიტყვით არიან დამყარებულნი, და რომ უხილავისაგან შეიქმნა ხილული” (ებრაელთა მიმართ 11:3). მხოლოდ არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომ სამყაროში ყველაფერი შედგება ატომური ნაწილებისგან, რომლებიც ნამდვილად უხილავია შეუიარაღებელი თვალით. რა თქმა უნდა, ბიბლიის ავტორები შთაგონებულნი იყვნენ თავად სამყაროს შემოქმედის მიერ. ბევრი სხვა ახსნა-განმარტება, რაც შეეხება მცნიერების სხვადასხვა სფეროს ბიბლიაში მოცემული იქნა საკმაოდ დიდი ხნის წინ, სანამ ადამიანმა ის აღმოაჩინა, მაგალითად,
მეცნიერული შორსმჭვრეტელობა ბიბლიური დამოწმება
ბირთვის დაშლა პეტრე, 3-10
ოკეანეების მიმოქცევები ფსალმუნი, 8-8; ესაია, 43-16
ბუნებაში წყლის ბრუნვა იობი, 36-27; ამოსი, 9-6
რეაქტიული ნაკადი სასულიერო პირები, 1,6-7
დინოზავრები იობი, 40-41; ფსალმუნი, 74-14
ურიცხვი ვარსკვლავები იერემია, 33-22
ყველა ჩვენთაგანმა იცის კოლუმბი, რომელსაც განზრახული ჰქონდა ინდოეთისკენ მიმავალი სხვა გზა გამოენახა და ამერიკა აღმოაჩინა. მას საკმაოდ ეშინოდა იმისა, რომ როცა გემი დედამიწის კიდესთან მიცურდებოდა, შეიძლება გადავარდნილიყო ,,არაფერში’’. ხალხი რომ ბიბლიას ყურადღებით კითხულობდეს, მაშინ მათ ეცოდინებოდათ ის, რასაც ესაია წინასწარმეტყველი ამბობდა (ესაია 40:22), კერძოდ, რომ დედამიწა სინამდვილეში მრგვალია.თქვენ რომ შეეცადოთ ბიბლიაში მეცნიერული შეცდომების პოვნას, ვერ შეძლებთ, რადგან ბიბლიაში შეცდომა არ არის. მე მაკვირვებს ის ფაქტი, რომ რაც მეტი იცი წინასწარმეტყველების ან თანამედროვე მეცნიერების შესახებ, აღმოაჩენ, რომ ბიბლია მეცნიერებას ყოველთვის წინ უსწრებს. როგორც ქრისტიანებს, ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად გვჯეროდეს როგორც სამყაროს შექმნის, ასევე მეცნიერების კანონებისა და, როგორც მეცნიერი, მე უფრო ვირწმუნებ თეორიებს, რომლებიც რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.
რასაც არ უნდა ვიკვლევდეთ, რა მეცნიერული მიზნითაც არ უნდა ვაკვირდებოდეთ, ვრწმუნდებით, რომ მეცნიერება ამტკიცებს ღმერთის სიტყვას. მათ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბიბლია მითებითაა გადავსებული, ვთავაზობ, გამოიკვლიონ ყველაფერი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და ვიცი, რომ მიაგნებენ……

Advertisements

13 responses to “ასტრონომია ევოლუციის წინააღმდეგ

  1. michael ივლისი 19, 2012, 3:13 AM

    ქეთი არ დაუჯერო
    ეს არის დილეტანტის დაწერილი, ან ადამიანის რომელიც სპეციალურად ავრცელებს ტყუილს
    აქ არის მრავალი შეცდომა და ზედაპირული უარყოფა.
    დიდი აფეთქება არ არის კლასიკური აფეთქება- ასე რომ ტყუილად ბოდიალობენ და ზედაპირულად უარყოფენ.
    სამყაროს ევოლუციაზე რასაც ბოდიალობენ სრული სისულელეა
    მზის სისტემის შექმნაზე სრული სისულელე წერია
    სამყაროს დასაწყისში ენტროპიის პრობლემა არსებობს მაგრამ ღმერთის ავტომატური მიბმა არის უაზრობა ეს არის ტიპიური უცოდინარობის არგუმენტი Argument of ignorance რაც უაზრობაა.
    მოკლედ მე გირჩევ რომ სამეცნიერო რამეებში რელიგიურ წიგნებს საიტებს და ფილმებს არ ენდო, ეგენი ყველაფერს ამახინჯებენ ბიბილიის სასარგებლოდ. რაც გაეხარდებათ იმას დაწერენ
    მეცნიერება არც ამტკიცებს ღმერთს და არც უარყოფს ეგ კიარადა საერთოდ კონცეფცია არ არსებობს ღმერთის, არც არანაირი მინიშნება, ასე რომ ზოგიერთი მეცნიერი რომ რაღაც ღმერთებზე იწყებს საუბარს ეს მისი სუბიექტური აზრია და მეტი არაფერი
    ღმერთი, შემოქმედი და მისთანანი არიან წმინდა ფისლოსოფიური საკითხები,
    ენას ძვალი არ აქვს რასაც გინდა იმას დაახეთქებ და გააფისოლოსოფიურებ.
    თუ დაგაინტერესებს შემიძლია დეტალურად მივყვე ამ ტექსტს და შეცდომებზე მიგითითო.
    მეცნიერული რამე თუ დაგაინტერესებს უნდა მიმართო მეტნაკლებად სანდო წყაროებს. რელიგიურ წყაროებს თავისი მოტივი აქვთ თუ როგორ გააპრავონ ღმერთები. იცი რატომ? იმიტომ რომ ხედავენ 21-ე საუკუნეში დიდი საფრთხეა რომ რელავენტურობა დაკარგონ, ხალხმა აღარ დაიჯეროს ბრინჯაოს ხანის მითები. ამიტომ ეწებებინა ან უარყოფენ მეცნიერებას ან ნაწილობრივ უარყოფენ. როგორც ამ შემთხვევაში,.

    • ketusi.com ივლისი 20, 2012, 1:44 AM

      კი,გეთანხმები,michael,თავიდან ერთი თვალი გადავავლე და ისე გამოვაქვეყნე,რომ მოვიცალე და წავიკითხე,მეც მომხვდა თვალში ისეთი რამ,რასაც მეც ვეწინააღმდეგები(მზის სისტემაზე,მექანიკაზე) და არასწორი მიმაჩნია,მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტი,რაც საინტერესოა.

      • michael ივლისი 20, 2012, 1:55 AM

        რომელი?
        საინტერესო შეიძლება იყოს, თუ საიდან გაიგეს, უნებლიედ შეცდომით დაწერეს თუ დაამახინჯეს განგებ და ა.შ.
        რათქმაუნდა მე ბიბლიის ციტატებს არ ვეხები, იმიტომ რომ საკმარისად გათვითცნობიერებული არ ვარ სახარების ტექსტებში, მაგრამ შემიძლია ეგეც გადავქექო თუ დამჭირდა.
        მეცნიერული ფაქტები მანდ დამახინჯებულია, საინტერესო შეიძლება ის იყოს რატომ ან როგორ დამახინჯდა.

        • ketusi.com ივლისი 20, 2012, 2:11 AM

          მეც ვერ ვერკვევი თეოლოგიაში…..
          არ ვიცი,რატომ დაამახინჯეს ფაქტები.ის,რომ ღმერთის გწამდეს არ ნიშნავს,რომ ფაქტები ამახინჯო.ამის გარეშეც შეიძლებოდა ღმერთის არსებობის ‘ჩაქსოვა’

          • michael ივლისი 20, 2012, 2:23 AM

            მიზეზი მარტივია, ღმერთის არსებობაში ხალხის დარწმუნება.
            შიში იმისა რომ მეცნიერება, ტექნოლოგია და თანამედროვე ცხოვრების სტილი სულ უფრო ცოტა ადგილს დატოვებს ღმერთისა და რელიგიისთვის
            ეს შიში უსაფუძვლო სულაც არაა,
            ბევრ ადამიანს ასეთი ინფორმაციების სჯერა, იმიტომ რომ სათანადო ცოდნა არ აქვს, და არც ამოწმებს, იმიტომ რომ თუ მორწმუნეა ესეთი ინფორმაციები მის კომფორტს ემსახურება.

  2. michael ივლისი 20, 2012, 2:36 AM

    კაიფი ისაა კიდე ინჟინრები და ჟურნალისტები რომ გამოიყვანეს, გეგონება ძაან დიდი ექსპერტები იყვნენ კოსმოლოგიაში, ფიზიკაში და ასტრონომიაში. ის კაცი თავიდან რომ ამბობს აფეთქებას მხოლოდ დანგრევა შეუძლიაო, თავისი ინჟინრული თვალსაწიერით რომ ამბობს ეგრე სადაა 😀 ყველაზე უარეს ვარიანტში ისიც კი არ იცის რომ დიდი აფეთქება მხოლოდ სახელია, ხატოვანი გამოთქმა რომელიც ისტორიულად შერჩა. ან საერთოდ არ ესმის ბიგ ბენგის კონცეფცია ან განგებ იტყუება.
    ან ეს მილტონი საერთოდ მეზღაპრეა, ჟურნალისტი რომელზეც სპეციალისტები ამას ამბობენ
    twaddle that betrays, on almost every page, complete and total pig-ignorance of the subject at hand

    • ketusi.com ივლისი 20, 2012, 2:40 AM

      რა ვიცი, ალბათ სულ წავშლი ამ პოსტს,ნამეტანი საკამათოა თან არც მე ვეთანხმები,მიუხედავად იმისა,რომ ღმერთის არსებობის მწამს.

  3. Edi Line სექტემბერი 12, 2012, 7:22 PM

    წავიკითხე პუბლიკაცია და უცებ გამიჩნდა მრავალი შეკითხვა, აი ადრესატის დასახელება კი გამიჭირდება – თუ ვინ შეიძლება მას უპასუხოს. საერთოდ კი ამ სტატიაში, მართლაც, მრავლადაა უზუსტობები და ტერმინოლოგიური შეცდომებიც კი, თანაც ქართული თარგმანია ცუდად გაკეთებული და, მიუხედავად ამისა, მაინც, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა აღნიშნული პუბლიკაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების შეფასებისას, მაგრამ…
    მაგრამ, მე სულ სხვა რამეზე გავამახვილებდი, ამჟამად, ყურადღებას და, შესაძლოა, ჩემი მოსაზრება პირდაპირ არც კი უკავშირდებოდეს აღნიშნულ პუბლიკაციას, მაინც შევეცდები მოვახდინო ყურადღების გამახვილება საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მით უფრო რომ, არც თუ ისე იშვიათად მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მავანნი, გამიზნულად ახდენენ მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებას. დღევანდელი გადასახედიდან მსგავსი სახის დაპირისპირება უნებლიედ თუ გამიზნულად ახდენს საზოგადოების გახლეჩას და ვის ინტერესში შეიძლება იყოს ყოველივე ეს, მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, გამოჩნდეს. მანამდე? მანამდე კი ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს კიდეც. უცებ წარმოვიდგინე თუ რა შეიძლება დატრიალდეს, თუნდაც ერთი წამით, სამყაროში, ვთქვათ, ბალანსი რომ დაირღვეს, გაქრეს მიზიდულობის ძალა, ან კიდევ, ერთი წამით კაცობრიობამ, აბსოლიტურად ყველამ დაივიწყოს ის, რომ ბოროტება არ უნდა ჰქმნას… მართლაც განსაკუთრებულად მდიდარი ფანტაზია უნდა ჰქონდეს რომ შეაფასოს ეს ერთი წამი. არ მინდა ასეთი წამი და წამის მემილიარდედი ნაწილიც კი, არ მინდა ამ საშინელებაზე საერთოდ ვიფიქრო…
    ისე კი, ყურადღებით თუ დავაკვირდებით ჩვენს სინამდვილეში შექმნილ მდგომარეობას, საზოგადოებრივ განწყობას, რიგ შეფასებებს, ცალკეულ ღირებულებებს, წარმატება-წარუმატებლობებს და კიდევ ბევრ რამეს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ “Лебедь, рак да Щука”-ს ახალი ვარიანტი დაიწერა კაცობრიობისათვის – ”რელიგია, დარვინიზმი და ქაოსური აზროვნება”. ზუსტადაც, რომ ამიტომ აღარ მიკვირს უკვე, რომ ასეთი კუს ნაბიჯებით ხდება ჩვენი სამყაროს განვითარება. იმას კი, რასაც კაცობრიობამ მიაღწია ამ უთვალავი საუკუნეების განმავლობაში, უფრო ისაა, რომ, თითქოს, პროგრესი მიშვებულია თვითგანვითარების ნებაზე და, როგორც პროგრამისტის მიერ ჩამოყალიბებულ ალგორითმშია, – ერთხელ დაიწერება დახვეწილი პროცედურა, გაიშვება შესრულებაზე და დანარჩენი უკვე დროის საკითხია…
    ადამიანმა, თავისი პრაქტიკული როლი, ცივილიზაციის განვითარებაში, მინიმუმამდე დაიყვანა, აბა რატომ უნდა იყოს ისე, რომ XXI საუკუნეში, ანტიკური ეპოქის, უბრალოდ, გალამაზებული და ”პროგრესულად” გადაწერილ-გადახატული ვერსია გვქონდეს მხოლოდ?!
    და მართლაც საინტერესოა: ნუთუ საერთოდ ვერაფერი გვასწავლა კაცობრიობის ისტორიამ, თუ, უბრალოდ, კაცობრიობას არ სურს ისწავლოს თავისივე ისტორიის გაკვეთილები?

    • ketusi.com სექტემბერი 14, 2012, 10:07 PM

      მართალი ბრძანდებით.ვითომდა ტექნოლოგიების განვითარებამ ერთი იოტითაც არ წასწია წინ ადამიანის ,როგორც ინდივიდის პიროვნული (მენთალური,სულიერი)განვითარება

  4. kozma მაისი 14, 2014, 5:36 PM

    გამარჯობა ქეთევან. თავიდანვე ვიტყვი რომ მე სასულიერო პირი ვარ. მომეწონა თქვენს გვერდზე დადებული ეს სტატია. მაგრამ ვერ გავიგე ბატონი მიხეილის ასეთი გაკაპასებული აგრესია. თუ რაიმე არ მიგაჩნია სიმართლედ ამ სტატიაში, თვისუფლად შეგიძლია მოიძიო ის ადამიანები რომლებიც მანდ არიან ჩამოთვლილნი და ნახო მათი, მანდ მოყვანილი კომენტაარები ნამდვილია თუ არა. რაც, მე პირადად ვიცი რომ ნამდვილია. თმამად ეგიძლია გადაამოწმო. თვით ეინშტეინი და ნიუტონი აღიარებდნენ რომ სამყარო შექმნილია გონიერი არსების მიერ. წერთ რომ წაშლით ამ სტატიას. თქვენი ნებაა, მაგრამ ერთმა ბატონმა მიხეილმა როგორ შეგაშინათ და გაიძულათ უარყოთ ის აზრი რომელსაც მეცნიერთა პლეადის, მთელ მეცნიერთა, ნახევარზე მეტი ეთნხმება და დედამიწაზე არსებული ადამიანთგან რამდენიმე მილიარდი. ბატონი მიხეილი წერს რომ რელიგიურ საიტებს და სტატიებს არ ენდოო. მე მგონი ეგ უკვე მისი პირადი პრობლემაა რელიგიასთნ დაკავშირებით. მონახეთ დიდი მართლმადიდებელი მამაის, ბასილი დიდის ნაშრომი – ექვს დღეთა ჰომილიები და თუ ერთ რამეს ნახავთ რაც არ ეთანხმება მეცნიერთა აზრს, მაშინ შეგეპაროთ ეჭვი. არადა ეს ნაშრომი დაწერილია მე-4 საუკუნეში. ის რომ ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები არ არიან მისთვის ავტორიტეტები – ბასილი დიდი, ბიბლიდან მოყვანილი პიროვნებები, ნიუტონი, ეინშტეინი, მილტონი, ისტვენი, არნოლდ ენცეესი და სხვები რომლებიც მანდ არ არიან მოხსენებულნი მაგრამ ბლომად არიან, არ ნიშნავს იმას რომ მსოფლიოს ისინი არ არიან ავტორიტეტები. ევოლუციის თეორია ნიშნავს ადამიანის მაიმუნამდე დაყვანას. თვით დარვინის თეორიას უფრო მეტი, გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ყავს, ვიდრე მომხრეები. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ მოწინააღმდეგები კი არ ყავს დარვინის თეორიას, არამედ შემორჩენილი ყავს რამდენიმე მეცნიერეი რომლებიც ცდილობენ დაიცვან დარვინის თეორია, თორემ უკვე დიდი ხანია ფუნდამენტალურ ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, აღარ არის საუბარი გენეტიკაზე, რომელმაც საერთოდ გაანადგურა და გააცამტვერა ეგ თეორია, უკვე დიდი ხანია აღარ აქცევენ ყურადღებას და არ თვლიან გასათვალისწინებელ ფაქტორად დარვინის თეორიას ევოუციის შესახებ. ეხლა რაც შეეხება იმ ადგილს სადაც წერს ბატონი მიხეილი რომ: ღმერთი, შემოქმედი და მისთანანი არიან წმინდა ფისლოსოფიური საკითხები, ენას ძვალი არ აქვს რასაც გინდა იმას დაახეთქებ და გააფისოლოსოფიურებ. და რომ ეს არის ღმერთის გაპრავება. მინდა ვთხოვო ცოტა ფრთხილად ისაუბროს ასეთ თემებზე და მისი ათეიზმი უვიცობაში, თუ პირიქით უვიცობა ათეიზმში არ აურიოს. მე ბოდიში მინდა მოვუხადო ბატონ მიხეილს ასეთი ტონისათვის, მაგრამ შეურაცყოფის მიყენება გამოუვიდა მისი სიტყვებიდან.
    ენას ძვალის შესახებ ვიტყვი: ბასილი დიდი ტყუილად არ მოვიყვანე, ეს იყო დიდი პიროვნება მე-4 საუკუნეში მოღვაწე. ქრისტიანული ეკლესიის, არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქრისტიანული ეკლესიის საპატივცემულო პიროვნება. და თუ რატომ არის ეს პიროვნება ასეთი ავტორიტეტი მოძებნეთ, მე რომ დავწერო ძალიან ბევრი გამომივა. ის არის ქრისტიანობის ერთ-ერთი მნათობი აღიარებული არა მარტო ქრისტიანების მიერ. გთხოვთ არ დაიზაროთ და მოიძიოთ მისი ნაშრომები. ბატონ მიხეილსაც ვთხოვ. ნამდვილად დაგაინტერესებთ და ბევრ კარგს შეგძენთ. აგრეთვე იოანე პქროპირი, გრიგორი ღვთისმეტყველი, დიმიტრი როსტოველი, გიორგი მთაწმინდელი, ანტონი დიდი, გაბრიელ ქიქოძე, და უამრავი წმინდანად შერაცხილი მეცნიერული განათლებისა და ხარისხის მქონო ადამიანი. ეხლა ჩამოვთვალოთ არაწმინდანები: მენდელეევი, რომლსაც ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, რომლების მგონი თემასთან ახლოა: “…один исторический материализм не исчерпывает понятия о благе человеческом, как видно даже из того, что довольных и счастливых людей всякий зрячий скорее увидит в среде недостаточной, чем между богачами… На одном материальном далеко не уйдешь в деле “общего блага” уже потому, что материальное конечно и всего не объемлет.
    …по моему разумению, грань наук, доныне едва достигнутая и, по всей видимости, еще и надолго долженствующая служить гранью научного познания… эта грань сводится … к принятию исходной троицы несливаемых, друг с другом сочетающихся, вечных … и все определяющих: вещества (или материи), силы (или энергии) и духа (или психоза). Признание их слияния, происхождения и разделения уже лежит вне научной области, ограничиваемой действительностью или реальностью… не один граф Д.А. Толстой, а с ним целая куча людей полагают по неведению, конечно, что, занимаясь веществом и силами, ему свойственными, естествоиспытатели не признают духа, все сводят на вещество и силы. Такие бывают и есть, не отрицаю, но только преимущественно-то они и выросли на классицизме, что доказывать – скучища страшная”, მიჩურინი, პავლოვი, ბლეზ პასკალი, რენე დეკარტი, ლეიბნიცი, გალილეო გალილეი, მენდელი, ჟერომ ლეჟენი – გამოჩენილი გენეტიკოსო რომლიც ამბობდა: ” момент зачатия – это не только соединение информации с целью создания новой жизни, это ещё и возникновение новой, бессмертной души, данной самим Богом.” , ვალენტინ ვოინო იასენიცკი, პიერ შარდენი, სემუელ მორზე – რომლის პირველი სატელეგრაფო სიტყვები იყო “საკვირველ არიან საქმენი შენი უფალო”. სატელევიზიო კავშირის სისტემის შემქმნელი ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი ვლადიმერ ზვორიკინი – რომელმაც პირველი სატელევიზიო ტალღით გადასცა ჯვრის გამოსახულება; ლუი პასტერი რომელმაც თქვა: მე ვიცი ბევრი და ამიტომაც მწამს როგორც ბრეტანელ ქრისტისნს; დიდი მეცნიერი პლანკი რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი “რელიგია და ბუნებისმეტყველება” სადაც წერს: “Куда ни кинь взгляд, мы никогда не встретим противоречия между религией и естествознанием, а, напротив, обнаруживаем полное согласие как раз в решающих моментах. Религия и естествознание не исключают друг друга, как кое-кто ныне думает или опасается, а дополняют и обуславливают друг друга…”; ალისტერ მაკგრატი, ეინშტეინის სიტყვებია: რომ არ ვიყო ფიზიკოსი, გავხდებოდი რავინი. რაუშებახი – კოსმონავტიკის ერთ-ერთი მამათავარი. თუ ესენიც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ ვინმესთვის, მაშინ გავიხსენებს ეფრემ მცირის სიტყვებს: “ფიცხელ არს სენი ესე, გარნა უფიცხელეს არს უმეცრებაი სენისა”. შენდობას ვითხოვ ბატონ მიხეილთან. ვთხოვ დამერწმუნოს რომ არა გულბოროტებით და ნიშნისმოგებით, არამედ მეგობრული გულითადობით ვწერ. და კიდევ: ჯერ არავის არ დაუმტკიცებია ღმერთის არ არსებობა, ხოლო მისი არსებობის შესახებ მეტყველებენ მისი საქმენი: “ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა”. “რამეთუ ვიხილე მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და გარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა”. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. პატივისცსმით იღუმენი კოზმა.

    • kozma მაისი 14, 2014, 5:56 PM

      და კიდევ ნახეთ ეს საიტი, ის რომ ეს საიტი მართლმადიდებლურია და ამის გამო ჩავთვალოთ არასათნადოდ ავტორიტეტულად არ იქნება სწორი. მით უმეტეს, რომ ის რაც მასში წერია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. http://apologet.spb.ru/ru/732.html

      • kozma მაისი 14, 2014, 8:49 PM

        ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“…
        გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“
        მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“
        უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
        არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.
        კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“
        მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში – თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი – ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი – წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.
        ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.
        აგასისი: „ქყეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე“.
        კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს… ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს…“
        ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“.
        ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.
        მაიკლ ფარადეი: „მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები თავი იმტვრიონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც უფალმა ღვთიური გამოცხადების ასეთი წიგნი გვიბოძა?“
        ტომსონი: „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.
        სკოტი: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.
        რამზაი: „ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.
        დეკარტი: „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.
        ფაბერი: „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი… მე არ მჭირდება მისი რწმენა – მე ვხედავ მას.“
        ბლეზ პასკალი: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან“.
        რაილი: „ბევრ გამორჩეულ ადამიანს ბუნებისმეტყველებაზე არაფრის ცოდნა არ სურს, თითქოსდა ამას მატერიაილზმამდე მივყავდეთ. ამგვარი საშიშროება რომ შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არ არის: ლიტერატურაში მეცნიერების ბევრი დამცველი არსებობს, რომელთაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებით საქმე გაიჩინეს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მეცნიერებთანაც შეიძლება შევხვდეთ უხეშ წარმოდგენებს ღმერთსა და ბუნებაზე. მაგრამ დაშორება მეცნიერების სულისა და რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსისა, რომლითაც ცხოვრობდნენ ნიუტონი, ფარადეი, მაქსველი, ეს, რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომლის უკუგდებასაც მე არ შევუდგები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ“.
        გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.
        რეინოლდსი: „ბოლო წლების მეცნიერული გამოკვლევების შედეგებში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც დამაეჭვებდა იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს უშუალოდ ეცხადებოდა სხვადასხვა დროს; ქრისტიანობა კი ამ რწმენაზეა დაფუძნებული“.
        ბროუნი: „ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა“.
        შლეიდენი: „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.
        ეილერი: „ბიბლია ურწმუნოთა წინააღმდეგობით არაფერს კარგავს, ისევე როგორც არაფერს კარგავს გეომეტრია, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები“.
        ლაიელი: „რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყედებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.
        ი.პ. პავლოვი: „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა – სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.
        ალექსანდრე პუშკინი: „არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.
        ეს წიგნი სახარებაა… მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას.“
        თეოდორ დოსტოევსკი: „მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.“
        ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“
        მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას – რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“
        გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“
        დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“
        ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“
        მაიკლ ფარადეი: „როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“
        მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
        „ორივენი – რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) – მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის – მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.

        • ketusi.com მაისი 14, 2014, 11:53 PM

          დიდი მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის.ძალიან კარგი ციტატები გაქვთ მოყვანილი…..მარტლაც იმდენად გენიალურადაა სამყარო მოწყობილი,რომ ეს არ სეიძლება შემთხვევითი იყოს.მე გულწრფელად მჯერა ღმერთის(შემოქმედის,ზე-გონის) არსებობოს,მჯერა იმ სასწაულების,რაც ჩემთვის ავტორიტეტულ ადამიანებს უნახავთ და რაც ამტკიცებს,რომ არის კიდევ რაღაც,რასაც ვერ ახსნი.მოკლედ,ხედავთ, რომ არ წავშალე ეს სტატია,რადგან მასში ჭეშმარიტებაც დავინახე 🙂
          დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,რომ არ დაიზარეთ და ასეთი საინტერესო კომენტარი გააკეთეთ.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: