დღეს საზაფხულოდ დავალება მივეცი ჩემ თავს და შესაბამისადაც მოვემზადე.
დავალება––კაშნეს მოქსოვა.
ვიყავი ერთ ძაფებით,ღილებით,მძივებით და უამრავი წვრილმანით გადატენილ მაღაზიაში და სამი ხვეულა ძალიან ლამაზი ძაფი ვიყიდე,ასევე ჩხირებიც მავთულზე.ეს ყველაფერი კი იმისთვის მინდა,რომ მომავალ კვირას დასასვენებლად მანგლისში მივემგზავრები და რადგან იქ ინტერნეტი არ მექნება და თან დედაჩემმა “ოღონდ შენ წამოდი და ხელს არაფერზე გაგანძრევინებო” ,ვატყობ,რომ უამრავი დრო მექნება,ამიტომ მას ნაყოფიერად გამოვიყენებ.
ადრე დაწყებული პოსტები ხელსაქმეზე შუაგზაზე მივატოვე.ისიც ვცადე,რომ საკუთარი ვიდეო ჩამეწერა,მაგრამ საკუთარი ხმა იმდენად არ მომეწონა,რომ გადავიფიქრე და თუ რამეა ან ‘მუნჯურ’ ვიდეოს ჩავწერ,ან სხვის გადაღებულს მოვიძიებ და გპირდებით,გავაგრძელებ ამ სერიას.
ამ პოსტში კი მინდა ერთგვარი ხელსაქმის ნიმუშები გაჩვენოთ(სასწავლო სურათებით) თუ როგორ შექმნათ თქვენი ხელით ლამაზი ნივთები.
1. მაისურის გაფორმება.
დაგჭირდებათ:
- მაისური
- წებოვანას ნაჭერი(რომელიც ყველა ბაზრობაზე და ქსოვილების მაღაზიაში იყიდება
- მაკრატელი
- კალამი
- უთო
წებოვანა ნაჭრისგან გამოჭერით ნებისმიერი ფიგურები.ეს შეიძლება იყოს გულები,რომბები,ან წრრეები,როგორც სურათზეა.ჯერ გამოჭერით სასურველი ფორმის ფურცელი და მერე ის დაადეთ წებოვანას და გამოჭერით ის ფორმა.
წებოვანას ერთი მხრიდან პატარა წერტილებივით აქვს,ეს ის ზედაპ[ირია,რომელზეც წებოა დატანებული.ამ წებოიანი მხრიდან დაადეთ მაისურს და საშუალო ტემპერატურაზე დაყენებული უთო გადაუსვით–––ნაჭერი დაეკრობა მაისურს.
2. მაქმანით გაფორმებული შორტი.
წელს მოდაშია მაქმანებიც და შორტებიც და თქვენ წარმოიდგინეთ მაქმანით გაფორმებული შორტიც .ამაზე ამ პოსტში იყო საუბარი.
შეგიძლიათ ნებისმიერი ძველი კაბის მაქმანი გამოიყენოთ და აკურატულად ხელით ან საკერავი მანქანით დააკეროთ შორტის ზედაპირს.ასევე შეიძლება რაიმე ნაჭერი გამოიყენოთ ყვავილებიანი პრინტით(ესეც მოდაშია).
3. ჩანთის გაკეთება.
დაგჭირდებათ:
- ღია ფერის კოსმეტიჩკა
- ჟაჭვი(დაახლოებით 5 ლარი ღირს 1 მეტრა მაღაზიაში)
- რკინის ‘ზაკლოპკები’ (ესენიც იყიდება) მრგვალი თავით ან წვეტიანი თავებით.
- მარკერები
- რკინის ხვრელი
- ჩაქუჩი
- ფოჩი
კოსმეტიკის ცანტაზე დახატეთ ჩანთა(როგორც სურათზეა).მონიშნულ ადგილებში გაიკეთეთ ‘ზაკლიოპკები'(არ ვიცი ქართულად როგორ არის,ყველა ასე ეძახის).ისინი წახნაგოვანი,წვეტიანიც შეიძლება იყოს და მომრგვალებული თავითაც.კიდეებში ჯაჭვის გასაყრელის ადგილას გაუკეთეთ გასაყრელები(ეს ყველაფერი იყირება მაღაზიებში).ელვა–შესაკრავს ფოჩი გაიკეთეთ,რომელიც ზონრებად დაჭრილი ტყავის ან ბეწვის იქნება.
3. ჩანთის გაფორმება
ნებისმიერი სტილის სადა ჩანთის ამგვარი გაფორმება განუმეორებელ მომხიბვლელობას შესძენს მას,გინდაც სულ უბრალო მასალისგან იყოს დამზადებული.’საკლიოპკები’ უმჯობესია,თუ რაიმე ფიგურიანი იქნა,კვადრატული,წახნაგიანი ან ვარსკვლავის ფორმის..
4. ზურგჩანთის გაფორმება
ხომ ხედავთ რა მარტივია უბრალო ზურგცანთის ორიგინალურ აქსესუარად გადაქცევა!ამისათვის კი მხოლოდ ჭრელი ნაჭერი და წებო დაგჭირდებათ!არარ დავწერ როგორ რა გააკეთოთ––ისედაც ხომ ნათელია,მე უბრალოდ იდეა მოგაწოდეთ!
5. პიჯაკის გაფორმება
ამ მეთოდით შეიძლება გავაფორმოთ პიჯაკი,ქურთუკი,პლაში.
დაგჭირდებათ:
- პიჯაკი
- სქელი ჩხირები ან რკინის კონუსები
- ხერხი
- ოქროსფერი სპრეი
- წებო
ჩხირები სასურველ ზომაზე გადაჭერით.თუ წამწვეტებული ვერ იშოვეთ,ფანქრის სათლელში გათალეთ.ეს ნაწილები(კონუსები) შეღებეთ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ბრონზატორ–სპრეით.ხის კონუსებზწე რომ არ იქვალოთ,მაღაზიაში რკინის ოქროსფერი კონუსებიც შეგიძლიათ შეიძინოთ და ისინი გამოიყენოთ.მონიშნეთ ფანქრიტ ადგილები,თუ სად უნდა დააწებოთ ეს კონუსები.დააწებეთ წებოთი.
6. ფეხსაცმლის შეღებვა
ეს წლევანდელი ტრენდიც არის––cap-toe shoes ქვია და ამაზე ამ პოსტშია საუბარი.გეძლევათ შესანიშნავი საშუალება თავად შექმნათ ამგვარი ფეხსაცმელი.ამგვარი ტრანსფორმაციისტვის ძველი ფეხსაცმელიც გამოდგევა,რომელსაც ცხვირი დაზიანებული აქვს 🙂
დაგჭირდებათ:
- ფეხსაცმელი
- წებოვანი ქაღალდი(‘სკოჩს’რომ ვეძახით)
- თეთრი საღებავი
- მკვეთრი ფერის საღებავი
- ფუნჯი
ფეხსაცმელს წებოვანი ქაღალდი გადავაკრათ რა ზომაზეც გვინდა.ფხსაცმლის წვერი ჯერ ტეთრი საღებავით დავფაროთ,რომ მომდევნო ფერი კარგად მიიღოს.შემდეგ კი რაიმე მკვეთრი ფერით,ან სულაც ბრონზატორით შევღებოთ.მოვაცალოთ წებოვანი ქაღალდი და გავაშროთ.და აი,ახალი ფეხსაცმელი გაქვთ!
ასევე შეგიძლიათ(რახან საღებავთან გაქვთ მაინც საქმე) ფეხსაცმლის ძირი ,წუსლის შიდა მხარე ძირამდე)შეღებოთ იმავე ან სხვა მკვეთრი ფერით–––ძალიან ლამაზია,თან მოდაშია!
7. ბრჭყვიალებიანი ფეხსაცმელი
წვეულებაზე წასასვლელად გამორჩეული ფეხსაცმელი თავადვე შეგიძლიათ შექმნათ.ხომ იციტ როგორ მოდაშია ეხლა ბრჭყვიალა ფეხსაცმელი!
დაგჭირდებათ:
- ფეხსაცმელი
- ბრჭყვილები (უამრავი ფერის ბრჭყვიალები იყიდება ბაზრობებსა და მაღაზიებში)
- საღებავი
- წებო
- ფუნჯი
ფეხსაცმელი ჯერ საღებავით(უმჯობესია თეთრი) უნდა დაიფაროს და უნდა გაშრეს.შემდეგ ფეხსაცმელს ვუსმევთ წებოს და ვაყრით ბრჭყვიალებს.შეგიძლიათ კრისტალები და თვლებიც გამოიყენოთ.ამგვარად ძალაიან კარგად იფარება ძველი,ცხვირგაცვეთილი ფეხსაცმელი.
8. ჩუსტები
როგორც ხედავთ,ჩვეულებრივი ‘შლოპანციებიც’ კი შეიძლება,რომ გადავაქციოთ ძალიან საყვარელ ჩუსტებად.
დაგვჭირდება
- ცუსტი
- ფუმფულა პირსახოცი
- მაკრატელი
- წებო
ფუმფულა პირსახოცისგან გამოჭრილ ზონარს ბაფთად გადაკვანძავთ,ასევე ჩუსტის ზედაპირის ზომის ზოლებიც გამოჭერით.ეს ყვლაფერი დააწებეთ ჩუსტებს.ძალიან მომეწონა ეს იდეა და შევეცდები მეც გავაკეთო.
9. ბლოკნოტი
საყვარელი ბლოკნოტის გარეკანიშეგიძლიათ ორიგინალურად გააფორმოთ.ამისათვის კი მხოლოდ მაქმანი და შესაშხურებელი საღებავი დაგჭირდებათ.
10. სამკაული
სამკაულის გაკეთების ინსტრუქციებს ვდებ,არ არის ძნელი გასაკეთებელი,ჩემმა შვილმა რამოდენიმე მათგანი წარმატებით გააკეტა და ატარებს კიდეც!
დაბლა სურათზე რომ ოქროსფერჭანჭიკებიანი სამაჯურია,ასე კეთდება:ჯერჩვეულებრივი ნაწნავი გააკეთე რამოდდენიმე სანტიმეტრი,მერე კი ყოველ გამაპირა ძაფსზე ააგე ერთი ჭანჭიკი და ისე გადადე შუაში ძაფი,მერე მეორე განაპირა მხარეს ააგე ჭანჭიკი და ისე ჩაწანი.ანუ ნაპირებიდან უნა შეაყოლო ჭანჭიკები.ასევე მძივებიც შეიძლება ააცვა.
დაბლითა სურათზე ნაჩვენები ნაქსოვი კეთდება ასე:დაწნისას ერთ ძივს ააცვამ მხოლოდ ერთ გვერდიდან,მაგალითაც ყოველ მარცხენა განაპირა ძაფზე.
ამ დაბლითა სურათზეც იგივენაირი ნაწნავია,როგორც ჭანჭიკების შემთხვევაში,ოღონდ მძივებით.მძივის აცმა ხდება განაპირა ძაფებზე.
ამით ვასრულებ ამ პოსტს,თუმცა შემდგომში კიდევ შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს.იმედია,გამოგადგებათ მოწოდებული ინფორმაცია და კომენტარებშიც არ დაიზარებთ დაწერას,თუ რომელიმე მეთოდს სცდით.
წარმატებები!
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Related
ნამდვილი სადესკტოპე ბლოგი გაქვს <3<3<3
ქეით ❤
მომეწონა ძალიან ❤ ^^
ესეიგი პოსტმა გაამართლა,მიხარია 🙂
აუ ბოლო ძაან მომეწოოონაა სამაჯურები და სრული ინსტრუქცია დადე ზოგს ვერ მივხხვდი და კიდე მაისურის გაფორმება და უნდა გავაფორმო ერთი მაისური
რომელს ვერ მიხვდი,თაკო,ეგებ დაგეხმარო?
მერე მაისურის სურათი მაჩვენე,მაინტერესებს
kai :))
http://ketusi.com/2012/07/01/doit/422313_375734729103930_168244953186243_1551376_1142441404_n/ amas da bolos winas
youtubeze naxe videoebi, frienship braclets chawere. ketusii kargi xar ❤
ok
მადლობა,ნათია ❤
დავარედაქრირე და განმარტებები დავუწერე იმ სურათებს,თაკო
როგორც კი შვებულებას ავიგებ, ხელახლა ჩავუჯდები ამ პოსტს, კარგია, კარგი ხარ!!!
მადლობა,მალე სხვა პოსტსაც დავდებ 🙂
ui raaaaaa advilebi yofila gavaketeb da ganaxveebt mere ^^
კი,ადვილია,უბრალოდ ოდნავ დაკვირბვებით და აკურატულად უნდა გაკეთება.
hoo
მმმმმმ… ჩათვალე მთელი ზაფხული ამათ ცდაში და კეთებაში ვარ.. ძალიან სასარგებლო პოსტია ქეთუსი (შენი პოსტებიდან რომელი არ არის ერთი სასარგებლო!?) ❤
მადლობა,სალომე
ძალიან მიხარია,რომ ასე მოგეწონათ.დასასვენებლად წასვლამდე ვეცდები კიდევ ერთი შემოგთავაზოთ
aucileblad gamoviyeneb am rCevebs 🙂
მერე ჩვენც გაგავაგებინე როგორ რა გამოგივიდა 🙂
კი როგორც კი შედეგს მივიღებ, გაგაგებინებთ:)
კიდე დადე ხოლმე რა :დ სპეციალური ფოლდერი მაქვს ვყრი მსგავს საინტერესო სიადვილეებს :დ და მოცალეობის ჟამს ვცდიობ გაკეთებას ^_^
კი,დღეს დავდებ
Pingback: გააკეთე შენი ხელით (2) « Ketusi's Blog
შენი ბლოგი შემიყვარდა ❤
დღეს შემოვედი და, მგონი, დავრჩი :დ
ძალიან მიხარია ❤
რა ლამაზებიაა ❤ ძალიან მომეწონა 🙂
ძალიან მომეწონა ყველა ! ♥ 😉
როგორ მინდა მეც ვისწავლო სამაჯურების კეთებააა 😐
ის რკინის ზაკლოპკები სად იყიდება ტერიტოტიულად ხომ არ იცი ?
კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელშიც იქნება და ვარკეთილის მეტროს ტავზე არის დიდი მაღაზია და იქაც.
madlobaa
Pingback: გააკეთე შენი ხელით (3) « Ketusi's Blog
jachvi sad sheizleba shevizino?
ჯაჭვი იყიდება მეტრაღით იმავე მაღაზიაში,სადაც მძივები ,ღილები და საქსოვი მასალებია
Pingback: გააკეთე შენი ხელით (2) | Ketusi's Blog
‘lokkl
Pingback: გააკეთე შენი ხელით (3) | Ketusi's Blog
ძალიან კრეატიული და ამავდროულად ადვილად გასაკეთებელი ნივთებია!!! ^_^ თუ დაამატებთ უკეთესი იქნება.. 🙂 ❤ ^_^
მიხარია,რომ მოგეწონა ^__^
ამ კატეგორიის 12 პოსტი მაქვს დადებული,მარჯვენა მხარეს კატეგორიებში ნახე “გააკეთე შენი ხელით” ან ძებნაში ჩაწერე ეს ფრაზა და ამოაგდებს,ანდა აქვე დაგილინკავ :http://ketusi.com/category/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97/
აუ გთხოვთ მითხარით ადგილი სადაც ესეთი ბრჭყვიალები იყიდება ვერსად ვერ ვნახე ვერც ბაზრობაზე და ვერსად 😦 https://www.google.ge/search?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93+%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%3F&biw=1366&bih=667&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=PmNbVN7wNZGM7AbU9oEo&ved=0CAYQ_AUoAQ#facrc=_&imgdii=_&imgrc=PLJzzxbvD-JXcM%253A%3B8txms7CbMZEUZM%3Bhttp%253A%252F%252Fa.pix.ge%252Fj%252Fwe3b0.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fforum.ge%252F%253Fshowtopic%253D34393484%2526st%253D690%2526%3B550%3B469
eka,სადაც თმის აქსესუარები ან კოსმეტიკა იყიდება, იქ იკითხე,თმაზე მოსაყრელად ხმარობენ ხოლმე
ფეხსაცმლის საღებავი ან ბრჭყვიალა შესასხურებელი სად შეიძლება შევიძინო?
sagebavi ufro sadac fexsacmlis dasamzadebeli masalebi aqvt,,,samgoris metrostan aqvt bevri magaziebi,,,,brchkvialebi ki mdzivebi sadac iyideba xolme
zalian kargi blogia ❤
დიდი მადლობა ❤
Gamarjobat pexsacmelistvis sagebavis shedxena sad sheidzlebaa ??bavshvis botasi minda shevgebo tegri peris aris da shavat minda
გამარჯობა.ფეხსაცმლის ატელიეში ან ბაზრობაზრე, მაგალითად სამგორში, სადაც ამზადებენ ფეხსაცმელს,ალბათ მანდ ექნებათ
მომეწონა ძალიან
დიდი მადლობა ❤