Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გააკეთე შენი ხელით (1)

დღეს საზაფხულოდ დავალება მივეცი ჩემ თავს და შესაბამისადაც მოვემზადე.

დავალება––კაშნეს მოქსოვა.

ვიყავი ერთ ძაფებით,ღილებით,მძივებით და უამრავი წვრილმანით გადატენილ მაღაზიაში და სამი ხვეულა ძალიან ლამაზი ძაფი ვიყიდე,ასევე ჩხირებიც მავთულზე.ეს ყველაფერი კი იმისთვის მინდა,რომ მომავალ კვირას დასასვენებლად მანგლისში მივემგზავრები და რადგან იქ ინტერნეტი არ მექნება და თან დედაჩემმა “ოღონდ შენ წამოდი და ხელს არაფერზე გაგანძრევინებო” ,ვატყობ,რომ უამრავი დრო მექნება,ამიტომ მას ნაყოფიერად გამოვიყენებ.

ადრე დაწყებული პოსტები ხელსაქმეზე შუაგზაზე მივატოვე.ისიც ვცადე,რომ საკუთარი ვიდეო ჩამეწერა,მაგრამ საკუთარი ხმა იმდენად არ მომეწონა,რომ გადავიფიქრე და თუ რამეა ან ‘მუნჯურ’ ვიდეოს ჩავწერ,ან სხვის გადაღებულს მოვიძიებ და გპირდებით,გავაგრძელებ ამ სერიას.

ამ პოსტში კი მინდა ერთგვარი ხელსაქმის ნიმუშები გაჩვენოთ(სასწავლო სურათებით) თუ როგორ შექმნათ თქვენი ხელით ლამაზი ნივთები.

1. მაისურის გაფორმება.

დაგჭირდებათ:

  1. მაისური
  2. წებოვანას ნაჭერი(რომელიც ყველა ბაზრობაზე და ქსოვილების მაღაზიაში იყიდება
  3. მაკრატელი
  4. კალამი
  5. უთო

წებოვანა ნაჭრისგან გამოჭერით ნებისმიერი ფიგურები.ეს შეიძლება იყოს გულები,რომბები,ან წრრეები,როგორც სურათზეა.ჯერ გამოჭერით სასურველი ფორმის ფურცელი და მერე ის დაადეთ წებოვანას და გამოჭერით ის ფორმა.

წებოვანას ერთი მხრიდან პატარა წერტილებივით აქვს,ეს ის ზედაპ[ირია,რომელზეც წებოა დატანებული.ამ წებოიანი მხრიდან დაადეთ მაისურს და საშუალო ტემპერატურაზე დაყენებული უთო გადაუსვით–––ნაჭერი დაეკრობა მაისურს.

2. მაქმანით გაფორმებული შორტი.

წელს მოდაშია მაქმანებიც და შორტებიც და თქვენ წარმოიდგინეთ მაქმანით გაფორმებული შორტიც .ამაზე ამ პოსტში იყო საუბარი.

შეგიძლიათ ნებისმიერი ძველი კაბის მაქმანი გამოიყენოთ და აკურატულად ხელით ან საკერავი მანქანით დააკეროთ შორტის ზედაპირს.ასევე შეიძლება რაიმე ნაჭერი გამოიყენოთ  ყვავილებიანი პრინტით(ესეც მოდაშია).

3. ჩანთის გაკეთება.

დაგჭირდებათ:

  1. ღია ფერის კოსმეტიჩკა
  2. ჟაჭვი(დაახლოებით 5 ლარი ღირს 1 მეტრა მაღაზიაში)
  3. რკინის ‘ზაკლოპკები’ (ესენიც იყიდება) მრგვალი თავით ან წვეტიანი თავებით.
  4. მარკერები
  5. რკინის ხვრელი
  6. ჩაქუჩი
  7. ფოჩი

კოსმეტიკის ცანტაზე დახატეთ ჩანთა(როგორც სურათზეა).მონიშნულ ადგილებში გაიკეთეთ ‘ზაკლიოპკები'(არ ვიცი ქართულად როგორ არის,ყველა ასე ეძახის).ისინი წახნაგოვანი,წვეტიანიც შეიძლება იყოს და მომრგვალებული თავითაც.კიდეებში ჯაჭვის გასაყრელის ადგილას გაუკეთეთ გასაყრელები(ეს ყველაფერი იყირება მაღაზიებში).ელვა–შესაკრავს ფოჩი გაიკეთეთ,რომელიც ზონრებად დაჭრილი ტყავის ან ბეწვის იქნება.

3. ჩანთის გაფორმება

ნებისმიერი სტილის სადა ჩანთის ამგვარი გაფორმება განუმეორებელ მომხიბვლელობას შესძენს მას,გინდაც სულ უბრალო მასალისგან იყოს დამზადებული.’საკლიოპკები’ უმჯობესია,თუ რაიმე ფიგურიანი იქნა,კვადრატული,წახნაგიანი ან ვარსკვლავის ფორმის..

4. ზურგჩანთის გაფორმება

ხომ ხედავთ რა მარტივია უბრალო ზურგცანთის ორიგინალურ აქსესუარად გადაქცევა!ამისათვის კი მხოლოდ ჭრელი ნაჭერი და წებო დაგჭირდებათ!არარ დავწერ როგორ რა გააკეთოთ––ისედაც ხომ ნათელია,მე უბრალოდ იდეა მოგაწოდეთ!

5. პიჯაკის გაფორმება

ამ მეთოდით შეიძლება გავაფორმოთ პიჯაკი,ქურთუკი,პლაში.

დაგჭირდებათ:

  1. პიჯაკი
  2. სქელი ჩხირები ან რკინის კონუსები
  3. ხერხი
  4. ოქროსფერი სპრეი
  5. წებო

ჩხირები სასურველ ზომაზე გადაჭერით.თუ წამწვეტებული ვერ იშოვეთ,ფანქრის სათლელში გათალეთ.ეს ნაწილები(კონუსები) შეღებეთ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ბრონზატორ–სპრეით.ხის კონუსებზწე რომ არ იქვალოთ,მაღაზიაში რკინის ოქროსფერი კონუსებიც შეგიძლიათ შეიძინოთ და ისინი გამოიყენოთ.მონიშნეთ ფანქრიტ ადგილები,თუ სად უნდა დააწებოთ ეს კონუსები.დააწებეთ წებოთი.

6. ფეხსაცმლის შეღებვა

ეს წლევანდელი ტრენდიც არის––cap-toe shoes  ქვია და ამაზე ამ პოსტშია საუბარი.გეძლევათ შესანიშნავი საშუალება თავად შექმნათ ამგვარი ფეხსაცმელი.ამგვარი ტრანსფორმაციისტვის ძველი ფეხსაცმელიც გამოდგევა,რომელსაც ცხვირი დაზიანებული აქვს 🙂

დაგჭირდებათ:

  1. ფეხსაცმელი
  2. წებოვანი ქაღალდი(‘სკოჩს’რომ ვეძახით)
  3. თეთრი საღებავი
  4. მკვეთრი ფერის საღებავი
  5. ფუნჯი

ფეხსაცმელს წებოვანი ქაღალდი გადავაკრათ რა ზომაზეც გვინდა.ფხსაცმლის წვერი ჯერ ტეთრი საღებავით დავფაროთ,რომ მომდევნო ფერი კარგად მიიღოს.შემდეგ კი რაიმე მკვეთრი ფერით,ან სულაც ბრონზატორით შევღებოთ.მოვაცალოთ წებოვანი ქაღალდი და გავაშროთ.და აი,ახალი ფეხსაცმელი გაქვთ!

ასევე შეგიძლიათ(რახან საღებავთან გაქვთ მაინც საქმე) ფეხსაცმლის ძირი ,წუსლის შიდა მხარე ძირამდე)შეღებოთ იმავე ან სხვა მკვეთრი ფერით–––ძალიან ლამაზია,თან მოდაშია!

7. ბრჭყვიალებიანი ფეხსაცმელი

 

წვეულებაზე წასასვლელად გამორჩეული ფეხსაცმელი თავადვე შეგიძლიათ შექმნათ.ხომ იციტ როგორ მოდაშია ეხლა ბრჭყვიალა ფეხსაცმელი!

დაგჭირდებათ:

  1. ფეხსაცმელი
  2. ბრჭყვილები (უამრავი ფერის ბრჭყვიალები იყიდება ბაზრობებსა და მაღაზიებში)
  3. საღებავი
  4. წებო
  5. ფუნჯი

ფეხსაცმელი ჯერ საღებავით(უმჯობესია თეთრი) უნდა დაიფაროს და უნდა გაშრეს.შემდეგ ფეხსაცმელს ვუსმევთ წებოს და ვაყრით ბრჭყვიალებს.შეგიძლიათ კრისტალები და თვლებიც გამოიყენოთ.ამგვარად ძალაიან კარგად იფარება ძველი,ცხვირგაცვეთილი ფეხსაცმელი.

8. ჩუსტები

როგორც ხედავთ,ჩვეულებრივი ‘შლოპანციებიც’ კი შეიძლება,რომ გადავაქციოთ ძალიან საყვარელ ჩუსტებად.

დაგვჭირდება

  1. ცუსტი
  2. ფუმფულა პირსახოცი
  3. მაკრატელი
  4. წებო

ფუმფულა პირსახოცისგან გამოჭრილ ზონარს ბაფთად გადაკვანძავთ,ასევე ჩუსტის ზედაპირის ზომის ზოლებიც გამოჭერით.ეს ყვლაფერი დააწებეთ ჩუსტებს.ძალიან მომეწონა ეს იდეა და შევეცდები მეც გავაკეთო.

9. ბლოკნოტი

საყვარელი ბლოკნოტის გარეკანიშეგიძლიათ ორიგინალურად გააფორმოთ.ამისათვის კი მხოლოდ მაქმანი და შესაშხურებელი საღებავი დაგჭირდებათ.

10. სამკაული

სამკაულის გაკეთების ინსტრუქციებს ვდებ,არ არის ძნელი გასაკეთებელი,ჩემმა შვილმა რამოდენიმე მათგანი წარმატებით გააკეტა და ატარებს კიდეც!

დაბლა სურათზე რომ ოქროსფერჭანჭიკებიანი სამაჯურია,ასე კეთდება:ჯერჩვეულებრივი ნაწნავი გააკეთე რამოდდენიმე სანტიმეტრი,მერე კი ყოველ გამაპირა ძაფსზე ააგე ერთი ჭანჭიკი და ისე გადადე შუაში ძაფი,მერე მეორე განაპირა მხარეს ააგე ჭანჭიკი და ისე ჩაწანი.ანუ ნაპირებიდან უნა შეაყოლო ჭანჭიკები.ასევე მძივებიც შეიძლება ააცვა.

 

დაბლითა სურათზე ნაჩვენები ნაქსოვი კეთდება ასე:დაწნისას ერთ ძივს ააცვამ მხოლოდ ერთ გვერდიდან,მაგალითაც ყოველ მარცხენა განაპირა ძაფზე.

ამ დაბლითა სურათზეც იგივენაირი ნაწნავია,როგორც ჭანჭიკების შემთხვევაში,ოღონდ მძივებით.მძივის აცმა ხდება განაპირა ძაფებზე.

ამით ვასრულებ ამ პოსტს,თუმცა შემდგომში კიდევ შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს.იმედია,გამოგადგებათ მოწოდებული ინფორმაცია და კომენტარებშიც არ დაიზარებთ დაწერას,თუ რომელიმე მეთოდს სცდით.

წარმატებები!

50 responses to “გააკეთე შენი ხელით (1)

  1. Kate_AlukaЯD ივლისი 1, 2012, 2:07 AM

    ნამდვილი სადესკტოპე ბლოგი გაქვს <3<3<3

  2. ნანუკა ივლისი 1, 2012, 3:08 PM

    მომეწონა ძალიან ❤ ^^

  3. თაკოს ბლოგი ივლისი 1, 2012, 4:02 PM

    აუ ბოლო ძაან მომეწოოონაა სამაჯურები და სრული ინსტრუქცია დადე ზოგს ვერ მივხხვდი და კიდე მაისურის გაფორმება და უნდა გავაფორმო ერთი მაისური

  4. ქინაქინას ბლოგი ივლისი 1, 2012, 10:44 PM

    როგორც კი შვებულებას ავიგებ, ხელახლა ჩავუჯდები ამ პოსტს, კარგია, კარგი ხარ!!!

  5. თაკოს ბლოგი ივლისი 2, 2012, 1:14 AM

    ui raaaaaa advilebi yofila gavaketeb da ganaxveebt mere ^^

  6. Salome ივლისი 2, 2012, 11:50 PM

    მმმმმმ… ჩათვალე მთელი ზაფხული ამათ ცდაში და კეთებაში ვარ.. ძალიან სასარგებლო პოსტია ქეთუსი (შენი პოსტებიდან რომელი არ არის ერთი სასარგებლო!?) ❤

    • ketusi.com ივლისი 3, 2012, 2:03 PM

      მადლობა,სალომე
      ძალიან მიხარია,რომ ასე მოგეწონათ.დასასვენებლად წასვლამდე ვეცდები კიდევ ერთი შემოგთავაზოთ

  7. Jood ივლისი 3, 2012, 2:17 PM

    კიდე დადე ხოლმე რა :დ სპეციალური ფოლდერი მაქვს ვყრი მსგავს საინტერესო სიადვილეებს :დ და მოცალეობის ჟამს ვცდიობ გაკეთებას ^_^

  8. Pingback: გააკეთე შენი ხელით (2) « Ketusi's Blog

  9. Evellini ივლისი 9, 2012, 8:49 PM

    შენი ბლოგი შემიყვარდა ❤
    დღეს შემოვედი და, მგონი, დავრჩი :დ

  10. Ti_ko ივლისი 10, 2012, 7:24 PM

    რა ლამაზებიაა ❤ ძალიან მომეწონა 🙂

  11. სოფია ♥ ივლისი 10, 2012, 10:21 PM

    ძალიან მომეწონა ყველა ! ♥ 😉

  12. მარიტა ♥ ივლისი 11, 2012, 6:14 PM

    როგორ მინდა მეც ვისწავლო სამაჯურების კეთებააა 😐

  13. kokrowina აგვისტო 23, 2012, 11:50 AM

    ის რკინის ზაკლოპკები სად იყიდება ტერიტოტიულად ხომ არ იცი ?

  14. Pingback: გააკეთე შენი ხელით (3) « Ketusi's Blog

  15. qet იანვარი 29, 2013, 7:17 PM

    jachvi sad sheizleba shevizino?

  16. Pingback: გააკეთე შენი ხელით (2) | Ketusi's Blog

  17. Pingback: გააკეთე შენი ხელით (3) | Ketusi's Blog

  18. ანა ივლისი 11, 2014, 8:39 PM

    ძალიან კრეატიული და ამავდროულად ადვილად გასაკეთებელი ნივთებია!!! ^_^ თუ დაამატებთ უკეთესი იქნება.. 🙂 ❤ ^_^

    • ketusi ნოემბერი 13, 2014, 3:48 PM

      eka,სადაც თმის აქსესუარები ან კოსმეტიკა იყიდება, იქ იკითხე,თმაზე მოსაყრელად ხმარობენ ხოლმე

  19. tikotiko სექტემბერი 28, 2015, 1:40 PM

    ფეხსაცმლის საღებავი ან ბრჭყვიალა შესასხურებელი სად შეიძლება შევიძინო?

  20. Maka ოქტომბერი 18, 2017, 11:51 AM

    Gamarjobat pexsacmelistvis sagebavis shedxena sad sheidzlebaa ??bavshvis botasi minda shevgebo tegri peris aris da shavat minda

    • ketusi.com ნოემბერი 30, 2017, 1:35 PM

      გამარჯობა.ფეხსაცმლის ატელიეში ან ბაზრობაზრე, მაგალითად სამგორში, სადაც ამზადებენ ფეხსაცმელს,ალბათ მანდ ექნებათ

  21. ნატო ნოემბერი 29, 2017, 3:40 PM

    მომეწონა ძალიან

Leave a reply to თაკოს ბლოგი კომენტარის გაუქმება