Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

იშოვე ერთ წუთში 150.000 ევრო!

Martini

“წარმატება ცხოვრების წესია”

ზუსტად ასე ჟღერს კომპანია “Martini”–ს სლოგანი და როგორც ამასწინათ გავიგე,ის მართლაც აძლევს ადამიანებს,უფრო კონკრეტულად კი ქალბატონებს ––– შანსს,რომ გახდნენ წარმატებულნი.საქმე ეხება “Martini”–ს მიერ წამოწყებულ კასტინგს ,რათა გამოავლკინონ “Martini”–ს სახე და იმ ჯილდოებს,რომლებსაც გამარჯვებული მოიპოვებს.კერძოდ კი :

150.000 ევრო

12   წყვილი ლაბუტიენის ფეხსაცმელი

12   ცნობილი დიზაინერის კაბა

 იმისათვის,რომ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში მხოლოდ ერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეთ –– 25 წლის მაინც უნდა იყოთ.მოგეხსენებათ, “Martini” ალკოჰოლური სასმელის კომპანიაა და ამიტომ ასაკობრივი შეზღუდვა არის დაწესებული.

ამ შემთხვევაში  “Martini” არ ეძებს ფოტომოდელს,მას საინტერესო სახე სჭირდება!ამიტომ შანსი ყველა გოგოს აქვს!!!

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება:

გადაიღეთ 1 წუთიანი ვიდეო,სადაც წარმოაჩენთ თქვენს თავს,თვითონ ვიდეოს დამონტაჟება კრეატიულადაც შეგიძლიათ––მიეცით გაქანება ფანტაზიას. ეს ერთწუტიანი ვიდეოა შანსი,რომ მიიღოთ 150 ათასი ევრო და დანარჩენი პრიზები!!!

ვიდეო და ფოტოსურათი ატვირთეთ Martini Royal Casting აპლიკაციაში,შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია,გაგზავნეთ ფორმა.ამგვარად თქვენ უკვე დარეგისტრირებული იქნებით კასტინგის მონაწილედ,თქვენი ვიდეო განთავსდება გვერდზე და მსურველებს შეეძლებათ მხარი დაგიჭირონ.

შემდეგში ჟიურის მიერ 3 მონაწილე შეიჩევა,რომელიც გაემგზავრება იბიცაზე!ეს კონკურსი ერთდროულად 25 ქვეყანაში მიმდინარეობს(ამერიკა და ევროპა),ყველა ქვეყნის 3 წარმომადგენელი იბიცაზე მოიყრის თავს,სადაც საბოლოო გამარჯვებული დასახელდება და ზემოთ მოყვანილ ჯილდოებსაც მიიღებს!

“არ არსებობს წარმატება,არსებობს ადამიანი,ვინც მას ქმნის”

ამიტომ ისარგებლეთ შანსით და ჩაერთეთ კასტინგში!

Martini Royal Casting

მარტინი ამ ყველაფრის შესახებ 7 მაისს გავიგე,როდესაც მე და კიდევ რამოდენიმე ბლოგერი  “Martini” ს კონკურსის პრეზენტაციაზე დაგვპატიჟეს კლუბ “Unique”–ში,სადაც ჩვენს გარდა თავი მოიყარა საინტერესო საზოგადოებამ,რამოდენიმე საკმაოდ ცნობადი სახით.პრეზენტაციამ დიდი დრო არ დაიკავა,ამიტომ უამრავი დრო გვქონდა,რომ ურთიერთობით გაგვერთო თავი,ა’ლა ფურშეტით გვესიამოვნა და ყინულიანი მარტინი მიგვერთვა.

საგანგებოდ ერთნაირ წითელ კაბებში გამოწყობილმა გოგონებმა დამატებითაც ყველას გაგვაცნეს კონკურსების პირობები და შემოგვთავაზეც ვიდეორგოლის გაკეთება.როგორც შემდგომში გაირკვა,მხოლოდ ერთი ადამიანი დათანხმებია ჩაწერას.სიმართლე გითხრათ უფრო მეტ მსურველებს ვვარაუდობდი,რადგან სტუმართა შორის უამრავი მართლაც ლამაზი გოგონა იყო,მაგრამ იმედი მაქვს,რომ შემდგომში მაინც გადაწყვეტენ ბედი სცადონ.

.

Martini Royal Casting 

 Uniqie Uniqie 

და ბოლოს,ვიტოვებ იმედს,რომ “Martini”–ს კონკურსის გამარჯვებული ქართველი გოგო იქნება!

მიიღე მონაწილეობა შენც!!!

წარმატებას გისურვებ!!!

Martini Royal Casting

Advertisements

6 responses to “იშოვე ერთ წუთში 150.000 ევრო!

  1. Jessie ივნისი 10, 2012, 6:28 PM

    ვადა როლდემდე ხომ არ იკცი ქეთ?
    ისე ჯერ 2 ვიდეოა ატვირთული და ვაი ვაი ამ ატვირთვას 😦

  2. tamtajaparidze ივნისი 11, 2012, 12:54 PM

    შენ რატომ არ სცადე?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: