Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რამ გაგვინათა ცა?

გუშინ,როდესაც მე და რამოდენიმე ბლოგერი არხეინად კლუბ  “Unique” –ში ვერთობოდით,საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილმა ფსიქოლოგიური შოკი განიცადა(კიდევ ეს უნდოდა ამ ხალხს?).ამ ყველაფრის მიზეზი კი ცაზე სპირალისებული ნათება ყოფილა,რომელიც ,სამწუხაროდ,მე მხოლოდ სურათებში ვნახე და ძალიან მწყდება გული,რომ თავად არ ვიყავი თვითმხილველი.გვიან საღამოს,როდესაც კომპიუტერს მივუჯექი,იმდენად გამაღიზიანა ზოგიერთის ისტერიკამ ამ ფენომენის თაობაზე,რომ სიმართლე გითხრათ,სერიოზულად გავღიზიანდი და ერთი ‘მწარე’ დავასტატუსე და სულ გამოვრთე კომპიუტერი :)))))) რა ვქნა მაპატიოს მავანმა,მაგრამ ასეთი პანიკები მე არ მახასიათებს და სხვისიც მაღიზიანებს.დღეს კი საღ გომენაზე ვეცადე გავრკვეულიყავი ამ ყველაფერში და ჩემთვის დამაკმაყოფილებელი ახსნა მომეძებნა.

მაშ რა იყოს ეს? აი სურათი ,რაც ინტერნეტიდან გადმოვქაჩე,თბილისის თავზეა გადაღებული:

სპირალისებური ნათება ცაზე

საინტერესო ის არის, რომ ეს მოვლენა ხილული მარტო საქართველოს თავზე კი არა, ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ცაზეც იყო.ეს ვიდეო სომხეთშია გადაღებული:

ამჯერადაც ეს მოვლენა დაუკავშირეს რუსეთის მიერ გაშვებულ რაკეტას,ვითომ ცდები ტარდებოდა და რაკეტამ კურსი იცვალა და სპირალისებურად იტრიალაო.ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის,როდესაც ამგვარ მოვლენას რუსულ რაკეტას უკავშირებენ,თუმცა ისიც საკვირველია, მარტო რუსულ რაკეტებს აქვთ ამგვარი მოძრაობის ტრაექტორია?

მსგავსი მოვლენა 2009 წელს დეკემბერში ნორვეგიის ცაზეც შენიშნეს :

ამ მოვლენასაც რუსულ რაკეტას ‘აბრალებს’ ნაწილი,თუმცა სხვა ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება.

სხვათაშორის რაკეტას აქვს უნარი იმოძრაოს ამგვარი ტრაექტორიით,რაზეც ეს სურათი მეტყველებს:

რაკეტა

მაგრამ რამდენად აქვს რაც გინდა დიდი ზომის რაკეტა იყოს უნარი,რომ ცა ამგვარად გაანათოს?თანაც ეს ყველაფერი თუ რუსეთიდან ძაალიან შორს,მაგალითად კანადის ცაზე ხდება:

სპირალისებური ნათება

უფრო მეტი ამის შესახებ ამ ლინკზე

ეს სურათები კი ნორვეგიის ცაზეა გადაღებული 2009 წლის 9 დეკემბერს.

სპირალისებური ნათება
სპირალისებული ნათება ნორვეგიის ცაზე

სპირალისებული ნათება ნორვეგიის ცაზე

სპირალისებული ნათება ნორვეგიის ცაზე

სპირალისებული ნათება ნორვეგიის ცაზე

ეს სურათი კი 2010 წლის 6 ივნისს არის გადღებული ამჯერად სიდნეის თავზე:

სოპირალი სიდნეის თავზე

მაგრამ პრინციპში საუბარია რუსულ წყალქვეშა გემზე,რომლიდანაც ხდება რაკეტების გაშვება და რუსეთი ადასტურებს,რომ რამოდნიმე  წარუმატებელი ცდა ჰქონდათ(წყარო )
მეცნიერები იმასაც ამბობენ,რომ ამგვარი ნათება შეიძლება რომელიმე ვარსკვლავის სიკვდილს გამოეწვიაო.ხომ იცით,რომ ჩვენს გალაკტიკაში მილიონობით ვარსკვლავია და რომელიმეს სიკვდილის დროს,რაც მისი აფეთქებით სრულდება,ყოვლად შესაძლებელია,რომ ამგვარი კვალი დატოვოს,ამას მეცნოერები ამბობენ.

სპირალის ფორმის გარდა კიდევ უამრავი სხვა ფიგურები გამოისახება ხოლმე ცაზე.გინდაც აი ეს უცნაური რამ,რომელიც სულ შემთხვევით გადაიღო ავსტრალიიის მეტეოროლოგიურ ბიუროს რადარმა:

აცხადებენ, რომ იმ დღეს ღრუბლები არ იყო და უჩვეულოც ცხელოდაო.

როგორც ვხედავთ,ამგვარი მოვლება არ არის იშვიათობა და მას უხსოვარი დროიდან ჰქონდა ადგილი,როგორც ამ ვიდეოში მოყვანილი ქვაზე ამოტვიფრული სპირალის მაგალითები გვიჩვენებს:

რაც არ უნდა იყოს,ეს მოვლენა არ გვაძლევს მიზეზს,რომ ვინერვიულოთ და პანიკაში ჩაავარდეთ:ასეთი რამ ადრეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება ალბათ.არ ვემხრობი აზრს უცხოპლანეტელების შესახებ,ნაკლებად მგონია,რომ “ამო” იყოს.იმ აზრს უფრო ვემხრობი პირადად მე,რომ ეს ატმოსფერული მოვლება უფროა(როგორც ჩრდილოეთის ციალი) ან შორეულ კოსმოსში მართლაც რომელიმე ვარსკვლავის აფეთქების კვალი,ან სულაც რაკეტის კვალი,მაგრამ ამის უფრო ნაკლებად მჯერა.

ამ პოსტის მიზანი იყო ის,რომ მეთქვა ტქვენთვის: დღევანდელ ტექნოლოგიურ ყოფაში ადამიანებას უფრო მეტი შაშუალება გვეძლევა მეტად ინფორმირებულები ვიყოთ და სანამ ზოგ–ზოგიერთი პანიკას ასტეხს და სამყაროს დასასრულს ‘გამოაცხადებს’ ,გადაავლოს ინტერნეტს თვალი და ნახოს,რომ ამგვარი რამ არასწლეულების წინაც და წინა საუკუნეებშიც და წინა წლებშიც ხდებოდა და ეს მოვლება სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს!თუ არა და, ეს მხოლოდ მიზერული მაგალითია იმისა,თუ რა საიდუმლოებები აქვს ჩვენს სამყაროს!

ასე რომ მშვიდად იყავით და თუ უცხოპლანეტელები გამოჩნდებიან,ამის შესახებ თავად გაუწყებთ :)))))))))))

მანამდე კი,მოდით,მაინც ვიმსჯელოთ,თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე!თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს.

Advertisements

41 responses to “რამ გაგვინათა ცა?

  1. კახი ივნისი 8, 2012, 5:31 PM

    მე მიუხედავად ჩემი არაკომპეტენტურობისა მაინც ვიტყვი რომ არანაირი რაკეტა და მითუმეტეს “ამო” არ იქნებოდა. ეს ალბათ უფრო რომელიმე დიდი და ძლიერი ვარსკვლავის აფეთქებამ გამოიწვია ანუ მეცნიერების მოსაზრებას ვემრობი:)

    • ketusi.com ივნისი 8, 2012, 7:05 PM

      მეც ვფიქრობ,რომ შეიძლება უფრო რთული(ვიდრე რაკეტა) ახსნა აქვს,მაგრამ მაინც აქვს ახსნა.რარაცით ჩრდილოეთის ციალივის მაგვარი მგონია,ანომალია რომ არის ფაქტია

  2. lashaworld ივნისი 8, 2012, 7:06 PM

    კარგი პოსტია, ეს ამბავი ძილის წინ გავიგე და ძალიან შემეშინდა. ახლა კი ვიცი რა მოხდა : ))

  3. karamelka ივნისი 8, 2012, 7:13 PM

    მე რაკეტას ვემხობი, მაგრამ რომელი ქვეყნის იყო “ჩორტ ივო ზნაეტ”.

    სრულ სისულელედ მიმაჩნია ყველაფრის რელიგიასთან დაკავშირება (ფეისბუქზე ატეხილი იყო ერთი ამბავი), ფანატიზმია რა:/

    • ketusi.com ივნისი 8, 2012, 7:25 PM

      ნუ, გამოსარიცხი არაფერი გარდა რელიგიური ქვეტექსტისა,ამ ‘სამყაროს’ დასასრულის შიშით შეპყრობილი ხალხის გამო უფრო დავწერე ეს პოსტი.ყველაფერს აქვს თავის ახსნა მაინც.მე მეცნოერებას უფრო ვემხრობიდა გინდაც ამო–ს ვიდრე ღმერთის სასჯელს–––რა ცეცხლოვანი წვიმა ხომ არ იყო ბოლოსდა ბოლოს(თუმცა მაგასაც აქვს ახსნა):)

      • karamelka ივნისი 8, 2012, 7:29 PM

        ჰო, ზუტად. რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი მეცნიერული ახსნა რომ ვერ მოუძებნო, ასე დაბრმავება ხომ არ შეიძლება?! თუმცა რავიცი… :არავის საქმეში არ ვერევი: ;)))

        • ketusi.com ივნისი 8, 2012, 7:35 PM

          არა, პანიკა მართლა აბრმავებს ხალხს,მაგრამ ეს მარტო ჩვენტან არ ხდება,სხვაგან უარესად არის საქმე,დამიჯერე,იქაურებისგან გამიგია.აი უცხოპლანეტელების არსებობას იმიტომ მალავს ხელისუფლებები,რომ ხალხის პანიკისა ეშინიათ.

          • karamelka ივნისი 8, 2012, 8:09 PM

            ნეტავ რა არის საპანიკო ამ უხოპლანეტელებში? :დ ცამოვლენ ერტი “კაი პურს ვჭამთ” და გავისტუმრებთ:დ:დ

            • ketusi.com ივნისი 8, 2012, 8:19 PM

              ხო, ეგებ სულაც არ გვერჩიან ეს უცხო ცივილიზაციები,ტუ დადასტურდა მათი არსებობა,მასინ გამოდის,რომ ზალიან დიდი ხანია ამის შესახებ იყო ცნობილი,მაშასადამე არაფერია საგანგაშო(თუ რამეა ტავიდანვე ამოგვხოცავდნენ,რას ელოდებიან,ხო? ) :))) მოკლედ ვერსიები არის.

  4. all4people ივნისი 8, 2012, 7:30 PM

    ძალაინ კარგი პოსტია , მეც ამ დილას სკოლაში გავიგე ხალხი პანიკებშიო იყოო :დ

  5. kevana ივნისი 8, 2012, 8:14 PM

    საინტერესო ვერსიაა, მაგრამ მე მაინც რაკეტა მგონია. რუსებს ძალიან დანჯღრეული ტექნიკა აქვთ…
    სანამ უფოებს ჩემი თვალით არ დავინავ, მანამდე ვერ დავიჯერებ.
    ამ სამყაროში ბევრი რამ არის ჯერ ისევ შეუსწავლელი, თუნდაც სფერული ელვა, მასალები მაქვს მოგროვილი და სულ მეზარება წერა :შ :შ

    • ketusi.com ივნისი 8, 2012, 8:17 PM

      კი,მეც ატმოსფერული მგონია,რარაცნაირიად ამ რაკეტების არ მჯერა.იგიბენაირი ანომალია მგონია,როგორიც არის ჩრდილოეთის ციალი მაგალიტად,ან შეიძლება დედამიწის მაგნიტურ ველს უკავშირდება.ისე ცოტა ხანი გრძელდება,რომ გამოკვლევას ვერ ასწრებენ ალბათ.

  6. ninnaka ივნისი 8, 2012, 8:50 PM

    ჩემი არაკომპეტენტური აზრით რუსეთის რაკეტა მგონია, რომელმაც მართვა დაკარგა, საინფორმაციოებშიც ასე გამოაცხადეს. არამგონია აფეთქებულ ვარსკვლავს ასეთი სპირალისებური ნაკვალევი დაეტოვებინა ცაზე, რაღაც ჩრდილოეთის ციალს და ატმოსფერულ მოვლენასაც ვერ მივაწერ, რა ვიცი. მე უფრო ადამიანის ხელით ნამოქმედარს ვამსგავსებ და რაკეტის ამბავს ვემხრობი, ნორვეგიაში დაფიქსირებულიც ზუსტად იგივე რაკეტის ამბავი იყოო, ყოველ შემთხვევაში საინფორმაციოები იქაც ასე აცხადებდნენ. ასეა თუ ისე, იმ აზრს ნამდვილად ვიზიარებ რომ არც უცხოები იყვნენ და არც ზეციური სასწაული მომხდარა და არავითარი წინასწარმეტყველება არ ამხდარა, როგორც ბევრი პოსტავდა გუშინ ფბ-ზე.

  7. presgeo ივნისი 8, 2012, 10:38 PM

    icic mec ar miyvars ase uazrod rom dapanikdebian xolmee ra da rac sheexeba rusets ragac ar mgonia romes rusetis iyos ratom rusetis da ara sxva nebismieri qveynis yvelaferi martla am qveyanas rom braldeba ra usamartlobaaa:DD: magdros me banketi mqonda rodesac sruliad saqartvelos mosaxleoba panikashi iyoo da sul ar damnaxia ra moxdaa … dges ki meda chemi megobrebi panikis magivrad ubralod vgadaobdit :D:

  8. ლიზიკუნა ივნისი 8, 2012, 11:06 PM

    რავი უცხოპლანეტელების არ მჯერა) თუმცა იქამდე სამან მე თვითონ არ ვნახავ ჩემი თვალით)) არც რელიგიასთან აქვს რამე საერთო)) არ შეიძლება ყველაფერი რასაც ჩვენ ვერ ავხსნით რელიგიას და უცხოპლანეტელებს მივაწეროთ. უფრო რაკეტის ვერსიას განვიხილავდი მეპირადად,,

  9. ვაიბი ივნისი 9, 2012, 12:05 AM

    მე მაინც რაკეტა დავიჯერე :დ მითუმეტეს ჩემი თვალით ვნახე, თუმცა იმდენად უცნაური იყო რომ არ მგონია რაკეტის ტრაექტორია ყოფილიყო…

  10. Jane ივნისი 9, 2012, 9:40 AM

    მე კიდევ სავსებით რეალური მგონია რაკეტის ამბავი.. რავიცი აბა

  11. donguz ივნისი 9, 2012, 1:22 PM

    მშვენივრად არის განათებული, ლამაზად იყვეს მერე რა მოხდა თუ არავის არ ეწერება ანათოს რაააა:)

  12. marika ივნისი 9, 2012, 2:09 PM

    nagdad Bidzinas gachalichebulia eg ambavi. aseti versia ar gagigiat? xedavt reebs aketebs eg kaci?

  13. teennewson ივნისი 9, 2012, 4:23 PM

    ძალიან საინტერესოდ და მრავალმხრივ მიმოიხილე.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: