Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ქუთაისის პარლამენტის შენობამ?

ქუთაისის პარლამენტიგუშინ,7 ივნისს, კიდევ ერთი ამბავი მოხდა,ოღონდ სამწუხარო.შუადღის მერე გაჟღერდა ინფორმაცია,რომ ქუთაისსში მშენებარე პარლამენტის შემობა ჩამოინგრაო.თავიდან გაურკვევლობა იყო შენობის კკონკრეტულად რა ნაწილზე იყო საუბარი,მოგეხსენებათ უზარმაზარი გუმბათოვანი ნაგებობაა,კოსმონავტის სკაფანდრს მომაგონებს.იმასაც ამბობდნენ,რომ 20მეტი ადამიანი დაიღუპა სინამდვილეში და არ ახმოვანებენო და რაღაც საეჭვოდ გადაკეტა პოლიციამ მისასვლელი გზები,ხალხს არ უშვებენო.დღეს შევეცადე მომეპოვებინა ინფორმაცია და არ ვიცი რამდენად ზუსტია, მაგრამ ერთი ადამიანი დაიღუპა და რამოდნიმე დაშავდაო.ვიზიარებ იმ დაღუპული ადამიანის ახლობლების გულისტკივილს,ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი და იმედს ვიტოვებ,რომ მეტი მსხვერპლი მართლაც არ მოყოლია.ეხლა მინდა გაჩვენოთ კონკრეტულად პარლამენტის კომპლექსის რა უბანზე მომხდარა ჩამონგრევა:

განაგრძე კითხვა

ქუთაისის პარლამენტის შენობა

როგორც აღმოჩნდა ეს პირველი მსხვერპლიც არ ყოფილა, მანამდეც რამოდენიმე ადამიანი ხარაჩოებიდან ჩამოვარდნილაო,ზოგი დაიღუპა,ზოგს კი ან ფეხი ან ხელი მოსტყდაო.საქმე იმაშია,რომ დღე და ღამე მიმდინარეობს მშენებლობა.დაჩქარებული ტემპით მშენებლობას კი მსხვერპლი მოჰყვება.

ამ ადგილას ადრე  “დიდების მემორიალი” იდგა და მისი დემონტაჟი იმდენად ბრიყვულად განხორციელდა,რომ ორი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა,აფეთქებისას ნამსხვრევი დედა–შვილს მოხვდა,რამაც მათი ადგილზევე სიკვდილი გამოიწვია.აქ დადებული ვიდეო თავის დროზე რუსთავი 2–მაც აჩვენა,თუმცა მაშინვე ამოიღეს ინტერნეტიდან,მაგრამ მაინც დადო ხალხმა,რასაც ქვემოთ გთავაზობთ.ვიდეო (+18)საკმაოდ შემაძრწუნებელია და სუსტი ნერვების მფლობელს ვთხოვ არც უყუროს.

http://www.myvideo.ge/?video_id=705257

ქუთაისის მთავარმა პროკურორმა,მურთაზ ზოდელავამ,თავადვე განაცხადა, რომ ტრაგედია უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვიაო და ეხლა მე მეინტერესება––– აგო პასუხი ამაზე ვინმემ?ვინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე?მიიჩნიეს თუ არა ის დამნაშავედ?თუ დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი დღესაც აგრძელებს ჩვეულს ცხოვრებას?

ფუსინდელ ტრაგედიაზე ვინ არის პასუხისმგებელი?როგორ უნდა ჩამოშლილიყო ამხელა მასა?განა რა მასალით შენდებოდა?

უღირს ჩვენ პრეზიდებტს ასე ჰაი–ჰარად დამთავრებული შენონების ზარ–ზეიმით გახსნა, მაშინ როდესაც დამთავრებული არ არის? მარგამ ჩვენთან ეს ჩვევად იქცა : ჯერ ხსნიან ობიექტს ზარ–ზაეიმით და მერე კაი ხანი ამთავრებენ.ასე მოხდა მარჯანიშვილის მოედანზე, რომელიც მეორედ გადაღებეს სზეიმო გახსნიდან მეორე დღიდან და ამისთვის კიდევ ერთხელ აღმართეს ხარაჩოები,ასეა ნარიყალასკენ მიმავალ საბაგიირო გზაზეც,რომელიც ეხლაც გაჩერებულია––არადა გახსნა შედგა დიდის ამბით!!!

რა ვიცი,ამ ‘ავადმოსახსენიებელ’ კომუნისტების დროს საქმე სულ სხვაგვარად იყო!!! დაუდევრობა–––დანაშაული იყო და კანონით ისჯებოდა,ოღონდ ისე კი არა, რომ ‘კანონში კიწერია,მაგრამ’ ––აარა, ნამდვილად ციხეში სხვამდნენ ხალხს!

მამაჩემი მთელი ცხოვრება ინჟინერი იყო,ერთხელ საავდმყოფოში მოხვდა ზურგის ნაწილობრივი დამწვრობით.მოგვიყვა რაც მომხდარა:მშენებლობაზე,სადაც მთავარი ინჟინერი იყო,ამწეკრანს გადაჰქონდა ადუღებული ტოლით (ფისი ქვია მგონი,სავი მასა,რომელსაც ხარსაცვენ და სახურავს ასხამენ,რომ ნალექისგან დაიცვას)სავსე ცისტერნა,ტროსი გამწყდარა და დახრილა ამწე,ცისტერნა ვარდებოდა,ეზოში ერთი მოხუცი მუშაობდა,რომელიც მამაჩემს არ გაუგდია სამსახურიდან ასაკი გამო,შესცოდებია,არადა ყურს აკლდა თურმე.ჰოდა უყვირიან ამ კაცს––გაიწიე,გაიწიეო,მაგრამ არ ესმის! მამაჩემი იმ დროს მივარდნილა,რომ დაეყვანა,როდესაც გავარვარებული მასა უნდა დასხმოდა თავზე, ის მოხუცი კი გაიყვანა, მაგრამ ზურგზე შეესხა ცხელი მასა და დაიწვა.დედაჩემი გადაირია ეს რომ გაიგო, კი მაგრამ თავს იკლავდიო? მამამ კი მიუგო––ის კაცი რომ მომკვდარიყო––ციხეში გამიშვებდნენ და მეც ამ ტვირთით უნდა მევლოო.

აი ასე იყოს საქმე,პასუხისმგებელი პიროვნება თუ არ უზრუნველჰყოფდა უსაფრთხოებას––მას პასუხს აგებინებენ.დღეს კი რა ხდება?ვის იჭერენ ამგვარი დაუდევრობის გამო?ერთი ნაცნობი მყავს ,მშენებლობაზე გაუმართავი ხარაჩოებიდან ჩამოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა და სიკვდილს ბეწვზე გადარჩა.იმ ობიექტის პატრონმა (თურქი) კომპენსაციის გაცემის ნაცვლად მოსამართლე მოისყიდა და პროცესი შეაჩერა,დღესაც ამ საქმეზე ეძებენ სამართალს ის ბიჭი და მისი ოჯახი!!!

კატასტროფული მდგომარეობაა ისედაც მშენებლობებთან დაკავშირებით,ხან ნაგავსაყრელზე აშენებენ კორპუსებს,სადაც არამყარი ნიადაგია,ხან იმდენად ბრიყვულად,რომ არც სანიაღვრე სისტემებია გათვლილი….თვითონ მასალაზე საუბარი არც ღირს,იმდენად უხარისხო რკინაბეტონით და ცემენტით შენდება კორპუსები,ზოგი მაინც.

როდის დაწესდება შესაბამისი კონტროლი ყველაფერზე?როდის გაუწევენ ამგარიშს მცოდნე ხალხს(მეცნიერებს,კონსტრუქტორებს,ინჟინრებს),რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით შეძრწუნებული არიან?

დაუსჯელობის სინდდრომი! <––– აი ეს გვხვდება ყველა ნაბიჯზე და აღარ არის დრო ,რომ ამას ბოლო მოეღოს?

ქუთაისის პარლამენტი

Advertisements

7 responses to “კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ქუთაისის პარლამენტის შენობამ?

  1. marika ივნისი 8, 2012, 10:39 PM

    ex, raga unda vtqva? kvelam kvelaferi vicit, magram verafers vshvelit. Qetusi, sheni azrit rashia gamosavali?

    • ketusi.com ივნისი 8, 2012, 11:02 PM

      გამოსავალი არის ამაში: დაისაჯონ კანონის დამრღვევები,გაეწიოს ანგარიში კომპეტენტური ადამიანების რჩევებს.–––მეტი არაფერია საჭირო.სულ რომ გაუშვეს სამსახურებიდან პროფესიონალები და ჭკუას არავის ეკიტხებიან––იმიტომ ხდება ეს.არქიტექტორები გაოგნებულები არიან ახალი მსენებლობებით,მაგრამ მათ ვინ უჯერებს?

  2. ლიზიკუნა ივნისი 8, 2012, 11:09 PM

    ეხლა მონახავენ ვიღასაც სამაგალითოდ დასასჯელად და გამოძვრებიან ასე))) კიდევ ერთი ოჯახი უნდა გაუბედურდეს და გადატეხონ უნდა ჯოხი მასზე) რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ვაიმეეეეეე

  3. ლიზიკუნა ივნისი 8, 2012, 11:10 PM

    ისე მაგ შენობაში სულ მცირე სკაფანდრებიტ უნდა იარონ პარლამენტარები))

  4. kuluaruli ივნისი 11, 2012, 3:47 PM

    პარლამენტის შენობა არ ჩამონგრეულა, ჩამოინგრა კანცელარიის შენობის ხარაჩო..

    • ketusi.com ივნისი 11, 2012, 4:22 PM

      მგონიარომ პოსტი არც წაგიკითხავს…
      მიწერია,რომ პარლამენტის კომპლექსის კონკრეტულ უბანზე მოხდა ჩამონგრევა და ამხელა სურათიც დევს :)))))))))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: