Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

‘შეიარაღებული’ ბლოგი,ანუ widget-ებზე

ბლოგი

ბლოგების კითხვივსას ხშირად ვაწყდები ისეთ დაბრკოლებას,როგორც არასაკმარისი ხლსაწყოების არსებობაა ბლოგის sidebar-ზე,widget –ებს ვგულისხმობ,ანუ ხელსაწყოებს.ზოგჯერ შედიხარ ბლოგზე და გაინტერესებს ბოლო კომენტარი ვის ეკუთვნის,შენს მერე კიდევ გააკეთა თუ არა ვინმემ კომენტარი–ამ დროს კი კომენტარების ვიჯეტი არ არის გამოტანილი sidebar-ზე და ისევ პოსტს ეძებ და ხსნი, რომ ნახო კომენტარები.დამეთანხმებით,რომ ეს ზედმეტი წვალებაა,რადგან არის შესაბამისი ვიჯეტი,რომ ერთი გადახედვით  გაარკვიო რაც გინდა.ეს მხოლოდ კომენტარების ვიჯეტს რაც შეეხება,თუმცა მხოლოდ მათზე საუბრით არ შემოვიფარგლები.

ამ პოსტში მინდა ბლოგის მფლობელებს ავუხსნა ყველა იმ ვიჯეტის მნიშვნელობა და აუცილება, რაც საჭიროა  იმისათვის,რომნ ბლოგზე შემოსულმა ვიზიტორმა თავი კომფორტულად იგრძნოს და მარტივად შეძლოს ნავიგაცია.იმასაც შეგახსენებთ,რომ პოსტი პირადად ჩემი შეხედულებისამებრ იწერება და განსხვავებული აზრიც დასაშვებია.ხელსაწყოებზე შესაბამისი ტუტორიალებიც მაქვს გალინკული,რომ გაგიმარტივდეთ გამოყენება.

ჩემის აზრით აუცილებელი widget -ებია:

Search bar-— ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა,რომ მისთვის საინტერესო პოსტი სიტყვის ძებნის ბარში ჩაწერით მოძებნოს.

Categories —აუცილებლად უნდა იყოს თვალსაჩინო,თუ რა კატეგორიის პოსტებს წერთ,ეს შეიძლება გაშლილი სახით დადოთ,ან მიანიჭოთ ფუნქცია “Show as dropdown”  ,ამ შემთხვევაში ჩამოსაშლელი ღილაკი ექნება,ასევე შეგიძლიათ მობიშნოთ “Show post counts ” ველი,რათა პოსტების რაოდენობა გამოჩნდეს.

Recent Comments ––– როგრც ზემოთ უკვე ავღნიშნე,ფრიად მნიშვნელოვანი ვიჯეტია.თუ მკითხველთან ურთიერთობა გინდათ.ზოგადად კომენტარების ვიჯეტი ჯობს რაც შეიძლება ზედა ნაწილში მოაქციოთ.

Facebook Like Box — უაღრესად გამარტივებული მეთოდით ბლოგის Fb გვერდის დასადები ვიჯეტია,სასურველია ბლოგის თავშივე იყოს,რათა თვალში მოხვდეს მკითხველს და მარტივად დაა–like–ოს.

Recent Posts ––– მართალია,ბლოგის მთავარ გვერდზე შეიძლება 10 პოსტიც კი ჩანდეს,მაგრამ უცხო ადამიანი თუ კონკრეტულ ლინკზე შემოდის,და ნაკლებად ერკვევა ბლოგის ნავიგაციაში(და საერთოდ საიტებში),მაშინ მისთვის კარგი თვალსაჩინოა ბოლო პოსტების ნუსხა,რადგან კონკრეტული პოსტიდან შეუძლია ამ ნუსხიდან რომელიმეზე გადავიდეს.

Follow Blog ––– ამ ვიჯეტით ელ.ფოსტის მეშვეობით ბლოგის გამოწერის შესაძლებლობას აძლევთ მკითხველს.ვიჯეტის ტექსტში თავადვე შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

Facebook,Twitter,Google+ ––– სოციალური მედიის ღილაკები აუცილებელია ბლოგზე იმისათვის,რომ თქვენს პროფილზე ადამიანი ადვილად მოხვდეს.ეს ასევე დაკონტაქტების ერთ–ერთი საშუალებაცაა.Facebook-ს აქვს ეგრეთწოდებული ბადჯი,რომელიც ასახავს პროფილს,ტვიტერს კი თავისი ვიჯეტიც აქვს,სადაც ტვიტები ჩანს კიდეც,თუმცა მე სურათის მეშვეობიტ მაქვს დალინკული და ეს ალტერნარიული ვარიანტია(ჩემტან მარჯვენა მხარეს პირველი ორი ხელსაწყო Facebook და  Twitter –ზე მაქვს დალინკული)

Archives ––– ეს აუცილებელი ხელსაწყოა,ვრცელი თუ მოკლე ვერსიით–––ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს საიდბარზე.

Links ––– ამ ვიჯეტს ვიყენებთ ძირითადად მეგობარი ბლოგების თუ საიტების ჩასასმელად.

Top posts & Pages ––– ამ ვიჯეტის მეშვეობით თქვენც და მკითხველიც იგებს,თუ რომელი პოსტები სარგებლობენ პოპულარობით,ერთგვარი თვითრეკლამაცაა.

Tag Cloud ––– ამ ვიჯეტს თუ გამოიყენებთ(უმთავრესად ჯერ პოსტში უნდა გქონდეთ თაგები გამოყენებული) საიდბარზე განალაგებს ყველაზე პოპულარულ თაგებს,ზოგი თემა უფრო დიდი ასოებით თვითონ გამოყოფს უფრო ხშირად გამოყენებულ თაგებს.ამ ვიჯეტზე ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება თუ რა თემებია ყველაზე ხშირი ბლოგზე.

Blog stats ––– სტატისტიკის მაჩვენებელი რომელიც მკითხველს ზოგად წარმოდგენას უქმნის ბლოგის პოპულარობაზე.მასთან ერთად შეგიძლიათ სხვადასხვა მთვლელებიც დადოთ.

RSS Feed — რის მეშვეობითაც საშუალებას აძლევთ,რომ გამოიწერონ თქვენი ბლოგი.

დამატებითი ხელსაწყოები:

ამ ყველა ხელსაწყოს გარდა არის კიდევ რამოდენიმე ხელსაწყო,რომლებიც ხშირად გვხვდება ბლოგებზე :

Google Translate ––რათა პოსტების გადათარგნმა იყოს შესაძლებელი(თარგმანი სრულყოფილებისგან შორს არის,უბრალოდ შინაარსს ასე თუ ისე გადმოსცემს)

COPYSCAPE ბანერი –––რაც მიუთითებბს იმაზე, რომ ბლოგზე განთავსებული მასალა წარმოადგენს ბლოგის ავტორის ინტელექტუალურ სკუთრებას და დაუშვებელია მისი მითვისება,უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს Reblog–ი ან დაკოპირებულ პოსტს უნდა ჰქონდეს დართული ავტორის ბლოგის მისამართი(გალინკული))

ეს შეიძლება იყოს მეგობრების ან პატრნიორების ბანრები.

კალენდარი ––– რომელიც ასახავს თუ რა დრეები არის გამოქვეყნებული პოსტები(აი ეს ხელსაწყო რაღაცნაირად არ მიყვარს)

საათი ––– ჩემის აზრით სრულიად ზედმეტი ხელსაწყო.ინტერნეტშიც არის მრავალი ციფრული საათის გამოსახულების კოდი და ერთ ამგვარ საიტს გტავაზობთ,სადაც დიდი არჩევანია ––> საათები

პლეერი ––– მუსიკის ან ვიდეოს ხელსაწყო ––– ჯობს თავისით არ ჩაირთოს და სტუმარს მიანდოთ არჩევანი.

სურათები ––– ძალიან ბევრი ბლოგი ლამაზად არის გაფორმებული სურათები.

ზოგადად ეს არის,რაზეც თქვენი ყურადრების გამახვილება მინდოდა,თუმცა არის კიდევ ხელსაწყოები,რომლებსაც wordpress–ი გვთავაზობს,მაგრამ ისინი ნაკლებ საჭირო და პოპულარულია.

წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ!!!

Advertisements

33 responses to “‘შეიარაღებული’ ბლოგი,ანუ widget-ებზე

  1. CreaTive ივნისი 5, 2012, 11:15 AM

    აუ ქეთუსი ერთხელ რსს ფიდზეც დადე პოსტი რა, ვერაფერი ვერ გავუგე, საერთოდ რისთვისაა ეგეც არ ვიცი 😦

  2. Verzonti ივნისი 5, 2012, 5:01 PM

    მადლობა შეხსენებისთვის, tag cloud დავამატე:)
    ჩემი მოკრძალებული აზრით, ბევრი ვიჯეტით გადატვირთვაც არ ღირს, განსაკუთრებით ვიდეოებიანი ან სლაიდშოუებიანი ვიჯეტები ანელებენ გვერდის გახსნას, რაც მოუთმენელი ვიზიტორის გაქცევის მთავარი პირობაა 🙂

    • ketusi.com ივნისი 5, 2012, 5:06 PM

      კი, მართალი ხარ,ანიმაციები და ვიდეოები აფერხებენ საიტის ჩატვირთვას–––ამიტომაც ეს ხელსაწყოები ‘დამატებით’ კატეგორიაში მოვიხსენიე,რა ვიცი,ზოგს უყვარს,თან ბლოგის დატვირთვასაც გააჩნია,ზოგგან აუცილებელიცაა.

  3. Teaa ივნისი 5, 2012, 5:03 PM

    am mxriv chemi blogi “sheiaragebuli” maqvs 🙂 😀 da yvelafertan ertad suratebic maqvs boloshi, ise ubralod, saxasiatod… 😀 🙂

    • ketusi.com ივნისი 5, 2012, 5:07 PM

      კი, შენ ბლოგს უხდება სურათები,გახსოვს სულ ადრე მეც მქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ ვაჯენ ბლოგის სტილში,გავასადავე ამიტომ 🙂

      • Teaa ივნისი 5, 2012, 5:15 PM

        ხანდახან მეც მეჩვენება რომ ნამეტანია ეს სურათები რომ მაქვს :დ შენი ბლოგის დიზაინი ზუუუსტად ისეთია შენს ბლოგს რომ უხდება და სჭირდება, ასე რომ, მშვენივრად გაქვს მოწყობილი აქაურობა 🙂 :*

        • ketusi.com ივნისი 5, 2012, 6:31 PM

          შენ ბლოგს ზალიან უხდება ის რაც გაქვს,თეა.მადლობა,მეც ვთვლი,რომ ისეთია,როგორიც უნდა იყოს.ერთადერთი ჰედერი მინდა უკეტესი,მაგრამ მაგისთვის ჯერ ვერ მოვიცალე––ხომ იცი რამდენი ჩალიჩი უნდა.
          სხვათაშორის მალე საიდბარის იარლიყებს დავდებ,კომპლექტები მაქვს,ბევრის ბლოგს მოუხდება,აი მე რომ ფეისბუქი და ტვიტერი მაქვს–––მაგათ მაგვარს.

  4. anikharati იანვარი 16, 2013, 8:45 PM

    მთლიანად ბლოგის შექმნაში დამეხმარე,ესენი რომ არა არც გადავწყვეტდი შექმნას,მართალია გუშინ დავიწყე გაკეთება,მაგრამ ძალიან ძალიან დამეხმარე.. მართლა დასაფასებელი ხარ,რომ სხვებისთვის დახმარებას არ იშურებ და სხვათაშორის გემოვნებიანად გაქვს მოწყობილი აქქაურობა,მომწონს ძალიან
    ერთი კითხვა მაქვს შენთან, პოსტის სათაურის და “მორე”ს [მე უბრალოდ განაგრძეთ კითხვა მიწერია] ფერი რომ შევცვალო არ შეიძლება ? თუ კი როგორ ხდება

    • ketusi.com იანვარი 16, 2013, 10:55 PM

      დიდი მადლობა,მიხარია,თუ დაგეხმარე ^_^
      კითხვას რაც შეეხება,არა, მაგას უფასო ვორდპრესზე ვერ გააკეთებ,მაქსიმუმ დაარედაქტირო ტექსტი

  5. Mbabaiaga იანვარი 17, 2013, 3:33 PM

    კარგი გასაგებია,მადლობა

  6. mariamebi მაისი 30, 2013, 8:27 PM

    qeti shennairi menu bar minda davayeno da maswavle?

  7. mako ივნისი 14, 2013, 12:00 AM

    გამარჯობა ქეთუსი, ძალიან კარგი და საინტერესო ბლოგი გაქვს, ხშირად შემოვდივარ აქ და ვკითხულობ:) იქნებ დამეხმარო რომ საიტზე მარჯვენა მხარეს კატეგორიების ჩამონათვალი გავაკეთო?

  8. irina სექტემბერი 14, 2013, 8:20 PM

    ჩემს ბლოგზე ვერ გავააქტიურე პლაგინი-WP SEO Tags,რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავიგოთ რომელი სიტყვის ძიებით შემოვიდნენ ჩვენს საიტზე.
    მიწერს ასე: WP SEO TAGS – ERROR!

    The file /public_html/wp-content/themes/kvarken/wp-seo-tags-template.php could not be found. Please upload a copy of this file from the zip archive located at http://wordpress.org…ns/wp-seo-tags/ to your server.
    შეგიძლიათ დამეხმაროთ?

  9. ira ნოემბერი 26, 2013, 3:44 PM

    ქეთუსი დახმარება მჭირდება…
    ჩემს ახლად შექმნილ საიტზე(wordpress.org adsense-თვის) დიდი რაოდენობის კომენტარი შემოდის.
    მაინტერესებს ყველას უნდა ვუპასუხო? რეიტინგისთვის როგორ აჯობებს?
    როგორ გავიგო კომენტარი სპამია თუ არა?არსებობს ისეთი პლაგინი ,რომელიც სპამს ავტომასტურად შლის?
    სპამული კომენტარი მოქმედებს საიტის ფეიჯრენკზე?

    მირჩიეს,იმ შემთხვევაში თუ კომენტარი სხვა საიტისკენ მიმავალ ლინკს შეიცავს უნდა დაბლოკოო, ან საერთოდ კომენტარები გააუქმეო.თქვენ რას მირჩევთ.

    • ketusi.com ნოემბერი 27, 2013, 3:36 PM

      გამარჯობა.ეს თუ უცხოენოვანი კომენტარებია და ძირითადად რაიმეს რეკლამაა,გამოდის,რომ სპამია,შეიძლება თვითონ კომენტარი პირიქით—სამადლობელო ან რაიმე სახის ქების შემცველი იყოს,მაგრამ კურსორს თუი მიიყვან კომენტარის ავტორთან,გამოჩნდება საიტი და მიხვდები, რომ რეკლამას უწევს საიტს.ძირითადად ამგვარი კომენტარები spam განყოფილებაში ხვდება ავტომატურად და ერთი თვალი გადაავლე და ერთიანად წაშალე ხოლმე (საშუალოდ დღეში 10 მომდის ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ 80-მდე ადის,’შემოტევებს’ ვეძახი ხოლმე 🙂 ) თუ კომენტარი ქართულენოვანია ან უცხოური ,მაგრამ ადეკვატური,მაშინ აუცილებლად უნდა უპასუხო.სპამი არ მოქმედებს რინკზე,აი მაგისი პლაგინი თუა არ ვიცი. საერთოდ, ვორდპრესს კარგი დამცავი აქვს.ლინკიანი კომენტარი,თუ სპამია, უნდა წაშალო.ჯობს,რომ არ გადატვირთო საიტი უაზრო კომენტარებით.წარმატებებს გისურვებ 🙂

  10. smoothie recipes under 200 calories იანვარი 11, 2014, 12:52 PM

    Before starting this smoothie recipe, remove pits from enough cherries to provide one cup of fruit.
    Combine ingredients in blender and blend until frothy and
    smooth. I like my smoothies frozen and make them with frozen fruit most of
    the time.

  11. learn to play guitar იანვარი 22, 2014, 1:44 PM

    The body also gets some important antioxidants from these powerful fruits.

    ‘ Natural cleanser; blood, colon; strengthens gall bladder and
    liver. Get started by means of browning the turkey in a
    skillet with a bit of salt and pepper.

  12. beyhive5 იანვარი 26, 2014, 6:39 PM

    au,kategoriebs veraprit vamateeb. upro swored ki vamateb ,magram ar chans blogze.nervebi damawyda.damexmaret raa ))***

    • ketusi.com იანვარი 27, 2014, 12:00 AM

      იმ კატეგორიაში პოსტი თუ არ გაქვს დაწერილი არც გამოჩნდება 😉 აი პოსტს რომ დაწერ და იმ კატეგორიას მიუთითებ,მერე გამოჩნდება

  13. salope cochonne ივნისი 2, 2014, 3:27 PM

    Trèѕ bon poste, continue de cette manière

  14. momentousbevy9022.soup.io ივნისი 21, 2014, 9:54 AM

    Hummm êtes vous certain de ce que vous avancez ?

  15. forniqueuse xxx ივნისი 22, 2014, 7:39 PM

    Un immense remerciement au créateur du site internet

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: