Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რუჟის წასმა სახის ფორმის მიხედვით

რუჟის წასმა

რუჟი(ფერუმალინი) ოდითგანვე პოპულარული იყო მანდილოსნებს შორის.ის აახალგაზრდავებს და აცოცხლებს სახეს,მაკიაჟის აწონასწორებს და სახის მოდელირების შესანიშნავი საშუალებაცაა.

იმისათვის,რომ სრულყოფილი მაკიაჟი გაიკეთოთ,საჭიროა იცოდეთ,თუ როგორი სახის ფორმა გაქვთ,რათა რუჟი  (ფერუმალინი,’რუმიანა’)  შესაბამის ადგილებზე დაიდოთ,რაც სახის ვიზუალური კორექციის საშუალებას მოგცემთ.

სულ 6 ტიპის სახის ფორმა არსებობს :

  1.  გულის ფორმის სახე;
  2. კვადრატული სახე;
  3. მრგვალი სახე;
  4. რომბის ფორმის  სახე;
  5. გრძელი სახე;
  6. ოვალური სახე.

იმისათვის,რომ გაიგოპთ თუ რომელი ფორმის სახე გაქვთ, სახაზავით უნდა გაზომოთ და პროპორციები შეადაროთ ნახატისას.

გაზომეთ:

  1. შუბლის სიგანე ყველაზე ფართო ადგილას;
  2. სახის სიგანე ღაწვების ზედა საზღვარზე;
  3. სახის სიგანე ღაწვების ქვედა საზღვარზე
  4. სახის სიგრძე თმის ზრდის წერტილიდან ნიკაპის ბოლომდე.

როგორ წავისვათ რუჟი?

რუჟის წასმის ზონებს სახის ტიპის  მიხედვით ძალიან კარგად გამოსახავს ეს სურათი :

რუჟის წასმა

მთავარია გაითვალისწინოთ,რომ რუჟი ესმევა იმ ზონებს,რომლის დაფარვაც გინდათ.ამისათვის ვიზუალურად დაადგინეთ იდეალური ოვალის კონტურები და მის გარე ზონებზე დაიდეთ რუჟი.

ისიც უნდა ვიცოდერთ,თუ რა ფერის კანს რა ფერის რუჯი უხდება:

ღია ფერის კანს უხდება ცივი ფერები : მოიისფრო–ვარდისფერი,ვარდისფერი;

შავგვრემან კანს ––– მუქი ფერები : სპილენძისფერი,მარჯნისფერი;

თმის ფერსაც აქვს მნიშვნელობა,ასე:

ქერა თმის და წაბლოსფერი თმის პატრონს ურჩევნია გამოიყენოს კრემისფერი და მარჯნისფერი;

მუქთმიანმა უნდა იხმაროს ყავისფერი და ჟანგისფერი რუჟი;

წითურ თმას უხდება მოყვითალო და სტაფილოსფერის ტონების რუჟი.

რუჟის სახეობებს რაც შეეხება…

არსებობს რამოდენიმე კონსისტენციის რუჟი :კრემისებური,დაპრესილი,ბურთულიანი,ასევე ტუჩსაცხსაც იყენებენ.

რუჟი /ფერუმალინი  რუჟი /ფერუმალინი   რუჟი /ფერუმალინი

ასევე არსებობს რუჟის წასასმელი სხვადასხვა ფუნჯები.ზოგადად რუჟის ფუნჯი ფუმფულა და ხშირია,ბეწვის კონა შეიძლება წრიულად იყოს შეკრული ან მოგრძოდ.უმჯობესია,თუ ნატურალურ ბეწვისგან დამზადებულ ფუნჯს გამოიყენებთ(როგორც წესი ციყვის ბეწვისგან მზადდება)

და კიდევ ერთი რჩევა : გარუჯულ სახეს(მზით გარუჯული ან ავტორუჯის გამოყენებით0)არ უხდება არანაირი მაკიაჟი,მათ შორის რუჟიც(მაქსიმუმ თვალის ფანქარი).

აითვისეთ რუჟის წასმის ტექნიკა საკუთარი სახის ფორმის გათვალისწინებით! იმედია,ეს პოსტი გამოგადგებათ.

წარმატებებს გისურვებთ !!!

ლამაზი ქალი

Advertisements

4 responses to “რუჟის წასმა სახის ფორმის მიხედვით

  1. ლიზიკუნა ივნისი 6, 2012, 10:26 PM

    აუ ქე ამ ბოლო სურათს ვუყურებ და თვალს ვერ ვაცილებ) რაც არ უნდა მასე გაიკეთო მაკიაჟი მისავით მაინც არავის მოუხდება მგონია)))))) საოცარი ქალია და ულამაზესია.მაკიაჟიც ძალიან ლამაზია)

  2. anoonymouss ივნისი 7, 2012, 4:36 PM

    ქეთუს “არსებობს რამოდენიმე კონსისტენციის რუჟი :კრემისებური,დაპრესილი,ბურთულიანი,ასევე ტუჩსაცხსაც იყენებენ. ” ეს ბოლოს რომ არის ტუჩსაცხსაც იყენებენო ვერ გავიგე როგორ თუ იყენებ სად რაში ? :))

  3. Pingback: როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: