Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

პოკერი,მისი ისტორია და გამდიდრების კიდევ ერთი ფორმულა

poker პოკერიპოკერის ზუსტი წარმოშობა უცნობია,თუმცა არსებობს უამრავი ვერსია.ერთი კი ცხადია, რომ დღევანდელმაპოკერმა გააერთიანა ყველა კარტის თამაშის ელემენტები,რაც კი ოდესმე იყო ცნობილი და აგერ უკვე 500 წელია მას თამაშობენ.

პირველად პოკერის მსგავსი თამაში ნახსენებია 1526 წელს: იტალიასა და ესპანეთში ძალიან უყვარდათ “primero”-ს თამაში,იმავე თამაშს საფრანგეთში “la prime”-ს უწოდებდნენ.თვითოეულ მოთამაშეს 3 კარტს ურიგებდნენ,მერე კი ფსონს ჩამოდიოდნენ,საბოლოო ჯამში იგებდა ერთ ერთი კომბინაცია :სამი ან ორი ერთნაირი ღირებულების ან სამი ერთნაირი ნახატის მქონე კარტი.

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის პოკერის ინგლისურ პროტოტიპს ერქვა “brag” ,გერმანულს — “pochspiel”,ფრანგულს კი — “poque” .ამჯერად ხელზე 5 კარტი რიგდებოდა ბლეფი კი თამაშის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა. დღევანდელ პოკერის დასახელებას ფრანგულ ვარიანტს მიაწერენ,თუმცა ინდურ ლექსიკონშიც არის სიტყვა “პუკკა”.

კიდევ ერთი ვარაუდითით პოკერი წარმოიშვა 16-ს საუკუნის სპარსული თამაშიდან,რომელსაც აზ ნასი ერქვა (As Nas).ის 25 კარტიანი დასტით ითამაშებოდა და დღევანდელი 5 საერთო კარტიანი პოკერის თამაშის წესების მაგვარი წესები ჰქონდა.

სხვა ვარაუდის თანახმად  პოკერი ჩინეთში ჩვენ წელთაღრიცხვამდე 900 წელს გამოიგონეს.

სადაც თამაშია–იქ მატყუარებიც არიან,ასე რომ თამაშით გართული ადამიანების ქისები (ქისა– “poke”  მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ჯიბის ქურდების სლენგით ) ადვილად მოსაპოვებელი იყო.ერთ-ერთი ვარაუდით ზუსტად ამ სლენგმა დაამკვიდრა სახელწოდება “პოკერი”.

მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკაში უკვე იმდენად პოპულარული იყო პოკერი,რომ ერთი პერიოდი ეროვნულ კარტის თამაშად ითვლებოდა.მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან პოკერის წესებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მას უკვე 52 კარტიანი დასტით თამაშობდნენ.

1870 წელს პოკერი ‘ბრუნდება’ ევროპაში :აშშ-ს ელჩი დიდ ბრიტანეთში,პოლკოვნიკი ჯეიკობ შენკი წარუდგენს თამაშს დედოფალ ვიქტორიას კარს.პოლკოვნიკმა შეადგინა პოკერის თამაშის წესების სრული აღწერა,რამაც ძალიან დააინტერესა დედოფალი.

მეოცე საუკუნეში კლუბურ პოკერს ჩაეყარა საფუძველი და მისი ათზე მეტი ნაირსახეობა წარმოიშვა,თუმცა დღესდღეობით ყველაზე მეტად გავრცელებული ტეხასული ჰოლდემია.მის სამშობლოდ ტეხასის შტატის ქალაქი რობსტაუნი ითვლება.

1970 წელს პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი პოკერში(ტეხასული ჰოლდემი) და მას მერე ლას-ვეგასის კაზინო Horseshoe ყოველწლიურად მასპინძლობს ტურნირებს,(WSOP) World Series of Poker.

21 საუკუნის დასაწყისში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა პოკერით დაინტერესება,რაც განაპირობა მის ონლაინ რეჟიმში თამაშმაც.ონლაინ კაზინოები შესანიშნავ სერვისს სთავაზობენ და სახლში კომფორტულად მოკალათებულ მოთამაშეებს ის ღა დარჩენიათ გონივრულად დადონ ფსონები.

texas holdem poker პოკერი

პოკერის თამაში შარშან მასწავლეს,თუმცა კომბინაციები მალევე დამავიწყდა და მერე აჭარაბეთის საიტის დახმარებით შევეცადე კარგად ამეთვისებინა კომბინაციები ,რადგან უმთავრესი ამ თამაშში არის კომბინაციების სწავლა და ასევე ბლეფის ხელოვნება.სამწუხაროდ იმდენად კარგად არ ვიცი თამაში,რომ აჭარაბეთის მიერ ორგანიზებულ ბლოგერულ ტურნირში მიმეღო მონაწილეობა,თუმცა სტუმრის სტატუსსაც შესანიშნავად დავჯერდი .აჭარაბეთის ორგანიზებით 22 მაისს ოცდაათამდე ბლოგერი კომფორტული ავტობუსით ლისის ტბაზე Lisi Longue -ში აგვიყვანეს,დაგვხვდა ‘ ა ლა ფურშეტი’ ,ლუდი, და კომფორტული გარემო.10 მოთამაშე უზარმაზარ მაგიდას შემოუსხდა და დაიწყო პოკერის თამაში!ჩვენ ვგულშემატკივრობდით და განსაკუთრებულ მომენტებში მხურვალე აპლოდისმენტებითაც ვაჯილდოვებდით მოთამაშეებს,თუმცა რამოდენიმე საათიანი თამაშის ყურება ცოტა დამღლელია და ამიტომ სავარძლებში მოკალათებული ჩვენც კარგად გავერთეთ:ხან ვისაუბრეთ,ხან თამაში ვითამაშეთ და რაც მთავარია,რომ არავინ დაჩაგრულიყო,მსურველებისთვის პოკერის სწავლება სალომემ ითავა.

ლისი ლონჯი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი პოკერი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი

პოკერის ტურნირის გამარჯვებული Spieler Kocი იქსბოქს+კინექტით დასაჩუქრდა,მეორე ადგილის მფლობელი გიორგი კონტუაძე კი სახლში პოკერის ჩიპების ქეისით დასაჩუქრებული წავიდა.

ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი ლისი ლონჯი პოკერ-ტურნირი

ამგვარი სასიამოვნო დღის მერე უფრო მეტად გამიჩნდა სურვილი,რომ პოკერის თამაში კარგად მესწავლა,ეგებ ტურნირებშიც კი ჩავება და მსოფლიო მილიონერთა სიას შევუერთდე,რომლებიც პოკერის თამაშით გამდიდრდნენ!ხომ იყო პირველი დოილ ბრანსონი,რომელმაც პირველმა  იშოვა ერთი მილიონი პოკერის თამაშით,ან ეგებ ერთ დღეს მეც ერიკ სეიდელის (Erik Seidel )მასგავსად $17 მილიონზე მეტი დავაგროვო პოკერის თამაშით,ან სულაც როგორც 2006 წელს ჯემი გოლდმა მოიგო ერთბაშად $12.000.000 ,მეც ასე მოვიგო!!!

ეჰ,მოგება კარგია, თუმცა მანამდე წავედი,პოკერის თამაში უნდა ვისწავლო….

Advertisements

4 responses to “პოკერი,მისი ისტორია და გამდიდრების კიდევ ერთი ფორმულა

  1. lasha მაისი 25, 2012, 3:45 PM

    magariaaa pokeri magram tu moitmen da daelodebi karts da gonivrulad itamasheb wagebuli ar darchebi ubralot tu wageb ar unda ayve nervebs tore dagupavs

  2. ekologiainfo მაისი 26, 2012, 11:34 AM

    მაგრად მევასება
    უბრალოდ აჭარაბეთი მამწარებს ხოლმე:)
    1 თვის წინ ჯეკპოტი გავმაზე და იმის მერე ვეღარ ვაზროვნებ

    • ketusi.com მაისი 26, 2012, 11:51 AM

      ხო,რომ იცი,რომ შეიძლება შენ გაგიმართლოს და ამ დროს ‘გემაზება’ ,ცუდია, მაგრამ აზარტიც ეგ არის 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: