Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მთვარე და მისი წარმოშობის ისტორია

Moon.მთვარე

როგორ მიყვარს მთვარე!მიყვარს,როდესაც ფანჯრიდან გავიხედავ და ცაზე ვეძებ ამ ლამაზ პატარა მანათობელ სხეულს.ზოგჯერ თეთრი საჰაერო ბუშტივით არის ცაზე გამოკიდებული, ხან კი ყვითელი ან მოწითალო ფერი დაჰკრავს,ზოგჯერ წრის ფორმაც არ აქვს და ნამგალა მთვარე გამოჩნდება ხოლმე….

მთვარე დედამიწის ფონზე

ყველაზე ლამაზი მაინც ის მომენტია,როდესაც მთვარე ღრუბლებიდან ‘იჭყიტება’ 🙂 კარგია, რომ მზისგან განსხვავებით,მთვარის თვალიერება დიდი ხნით შეიძლება.ზოგჯერ მინდება, რომ ხელით მივწვდე და ჩემსკენ მოვიზიდო,გახსოვბთ ერთ ფილმში როგორცაა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ის ძალიან შორსაა,! მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან ხომ 384 399 კმ-ია! როგორი პატარა გვეჩვენება ზოგჯერ, არადა მისი დიამეტრი 3 476 კმ-ია, იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას.

ცაზე მთვარის გამოჩენას უკვე შეეჩვია კაცობრიობა და ამაში უჩვეულოს აღარაფერს ხედავს.დედამიწის არსებობა წარმოუდგენელი გვეჩვენება თავისი “მეწყვილის” გარეშე. თუ მთვარის წარმოშობის ისტორიას გამოვიკვლევთ, დგინდება,  რომ სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ დედამიწაზე სიცოცხლის შესაფერისი გარემოს შექმნას. უამრავი კვლევა ტარდება იმის დასადგენად , თუ როდის და საიდან გაჩნდა დედამიწის თმანამგზავრი—მთვარე.

ნეტა რა გრძნობა დაეუფლათ  „აპოლო 11“-ის ასტრონავტებს პირველებმა რომ ფეხი დაადგეს მთვარის ზედაპირს?! (აშშ, 1969)

იქიდან წამოღებულმა  ქვებმა მეცნიერებს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მთვარის წარმოშობასთან დაკავშირებული ახალი თეორიების და ჰოპოთეზების წარმოშობა განაპირობა.კერძოდ კი საქმე ეხება იმ ქვებს,რომლებიც ასტრონავტებმა მთვარიდან წამოიღეს. ერთ-ერთი კვლევის შედეგები მინდა გაგაცნოთ საკმაოდ პიპულარულ ენაზე.ეს თეორია გიგანტური შეჯახების სახელით არის ცნობილი.

მილიონობით წლის წინ დედამიწას შეეჯახა გავარვარებული პლანეტა თეა(Thea),ზომით დაახლოებით მარსის ხელა, რომელიც უზარმაზარი სიჩქარით- ათასობით კილომეტრ საათ სიჩქარით მოძრაობდა კოსმოსში.ის დედამიწას გევრდულად ეჯახება, იმდაგვარად, რომ ის, მართალია ვერ მოსწყვიტა მზის ორბიტას , რაც პლანეტისთვის გამღუპველი იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა მას, რის შედეგადაც დედამიწა მძლივს გადარჩა . ამ შეჯახებამ იმსხვერპლა თეა , და დედამიწაზეც უზარმაზარი კრატერი დატოვა- თითქოს მას ქერქი მოაცალა ერთი მხრიდან(ზოგი მეცნიერი იშველიებს წყნარი ოკეანის ღრმულს).ამის შედეგაც მილიოარდობით ტონა მასალა გადადის კოსმოსში , მათ შორის მოზრდილი ნაწილი , რომელიც დედამიწის გრავიტაციის და გამო მის ორბიტას ვეღარ მოსწყდება და იწყებს ინერციით მის გაეშემო ტრიალს.

ნახეთ ვიდეო,სადაც ეს პროცესია ნაჩვენები :

აი ამდაგვარად ხსნიან მთვარის წარმოშობას მეცნიერები. ამ თეორიას საფუძველს უმაგრებს ნიადაგის სინჯების ის შედეგები რომლებლაც ცხადჰყო , რომ მთვარის ნიადაგი წარმოადგენს გადაცხელებული დედამიწის ქვის მაგვარ ნიადაგს. ანუ , ეს არის დასტური იმისა, რომ მთვარე დიდი შეჯახების შემდეგ დედამიწის კლდოვანი ნაშალის გატყორცნის შედეგად უნდა წარმოშობილიყო . რაც სრულიად შესაძლებელია თეას დაჯახების შედეგი ყოფილიყო.

Moon.მთვარე

ისიც დადგინდა , რომ თავიდან ახალწარმოქმნილი მთვარე სულ რაღაც 24ათას კილომეტრით იყო დაშორებული დედამიწას ! მთვარე მაშინ უზარმაზარ მნათობად ჩანდა. დედამიწა იმ დროისთვის ძალიან სწრაფად მოძრაობდა საკუთარი ღერძის გარეშემოც— დღე – ღამე 6 საათი გრძელდებოდა. მთვარის დედამიწის ორბიტაზე მოძრაობის შედეგად დედამიწის მოძრაობის სიჩქარეც შენელდა,მთვარის მიზიდულობის ძალა დედამიწის ზედაპირზე არსებულ ოკეანეებზეც იმოქმედა—აამოძრავა ისინი (წარმოქმდა მიქცევა-მოქცევა). ამ ყველაფერმა გარკვეული დროის შემდეგ ხელი შეუწყო დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას.

მთვარე ხერლოვანი ადამიანების შთაგონებაც ხშირად ყოფილა და ამიტომ პოსტს  გალაკტიონის ლექსის სტრიქონებით ვასრულებ.

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

Advertisements

11 responses to “მთვარე და მისი წარმოშობის ისტორია

  1. ***** მაისი 21, 2012, 5:06 PM

    ketusi me shen martlmadidebeli megone da mainc ayevi am mecnierebs? 🙂 xo, mtvarea damnashave 7 miliardi adamiani rom cxovrobs dedamiwaze.. Da mtvare shtaberavs suls yovel axal shobils 😐

    • ketusi.com მაისი 21, 2012, 5:11 PM

      ნამდვილად მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთლად ისე არ არის კაცობრიობის წარმოშობის ამბავი,როგორც ამას ბიბლია ღწრერს.თუმცა არც ევოლუციის მჯერა.მე მწამს,რომ ადამაინები ღვერთმა მოავლინა,მაგრამ მანამდე ხელსაყრელი ოურობები უნდა შექმნილიყო დედამიწაზე—და რაში ეწინააღმდეგება აქ მეცნერება რელიგიას?

  2. Maka მაისი 21, 2012, 11:28 PM

    მომეწონა, საინტერესო იყო
    ვეთანხმები იმას, ევოლუცია მნიშვნელოვანი იყო სამყაროს წარმოშობაში. რელიგიურ თეორიასაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ + ბევრი ფაქტორიც იყო გადამწყვეტი სამყაროს ჩამოყალიბებაში. მეცნიერება და მეცნიერების ვარაუდებიც ყურადსაღებია

  3. Charlius მაისი 25, 2012, 12:20 AM

    ძალიან საინტერესოა

    ამას წინათ კიდევ ერთი თეორია გაჩნდა მთვარეზე – დედამიწას ადრე ჰყავდა ორი თანამგზავრი, რომელთაგან ერთი პატარა იყო და ერთი დიდი. დიდმა მიიზიდა პატარა, მოხდა შეჯახება და რაღაც დროის შემდეგ გაერთიანდნენ. ამით იხსნება ის ფაქტი, რომ მთვარის ე.წ. “ბნელი მხარე” ძალიან განსხვავდება მეორე ნახევრისგან.

    ვიზუალურად ასეთია:

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: