Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 3 )

მოკლე კაბა

ზოგი ბანკეტს სერიოზულად არ უდგება,უბრალოდ არ აინტერესებს და არ მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად.ამასაც თავისი ახსნა ექნება —ღია თუ დაფარული,თუმცა მე მაინც მიჭირს იმის გაგება,რომ გოგონას სკოლის დამთავრებისას ბანკეტზე წასვლა არ უნდოდეს.ნუ, ამჯერად არ მინდა მათხზე საუბარი.მოდით,ვისაუბროთ მათზე,ვინც სიხარულით ემზადება ბანკეტისთვის!

რა არის ბანკეტი?

ბანკეტი—ეს მხოლოდ სკოლის დამთავრებას მიძღვნილი ღონისძიება კი არ არის,ეს გოგონებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია!

რატომ ახალი ცხოვრების? იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ დღეს პირველად იცმევ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ამგვარ კაბას,პირველად იკეთებ სერიოზულ მაკიაჟს.უკვე დიდი ხარ—სკოლა დაამთავრე!ვეღარავინ დაგიშლის შენტვის სასურველად ცაცმას და რაც უფრო მთავარია—მაკიაჟის გაკეთებას!(მართალია, დღეს მეთორმეტეკლასელები უკვე იყენებენ მაკიაჟს და მაღალქუსლიაბიფეხსაცმელიტაც დადიან,მაგრამ მაინც)

ბენკეტისთვის მზადებას რამოდენიმე ეტაპი გააჩნია

1. ეტაპი — ზოგადი მონახაზი

პირველ რიგში ზოგად ფერებზე ჩამოყალიბდით—რა ფერთა გამა უფრო გიხდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ იმაზე,თუ რა ფერია მოდაში(ისე,წელს პასტელის ფერებია მოდაში)!

გოგონას სხეულის ტიპის გათვალისწინებით ყურადღებით შეარჩიეთ კაბის სტილი.რა მნიშვნელობა აქვს კაბის სილამაზეს,თუ გოგოს არ უხდება?ეს დაუშვებელია.

იფიქრეთ იმაზე,თუ რა სიგრძის კაბას ჩაიცვამთ.რაღაც ისეთი ტენდენცია წამოვიდა(ალბათ ეს ის არის,რასაც დღევანდელი ბაზარი გვთავაზობს),რომ ხშირად მოკლე კაბას ირჩევენ საბანკეტოდ.საქმე რთულდება,თუ გოგონას ამგვარი მოკლე კაბა მანამდე არ სცმია(ასეც ხდება ხოლმე) და თავს კონფორტულად ვერ გრძნობს.მოკლე კაბა ძალიან ლამაზია(აუცილებელი პირობა–კარგი ტან-ფეხი),თუმცა აქვს მინუსები :მოკლე კაბა  დაჯდომისას კიდევ უფრო მოკლდება და შეიძლება გარკვეულ უხერხულობას  იწვევდეს ,ასევე ხელის აწევისას კაბაც იწევა და ამიტომ სიგრზე გაამახვილეთ ყურადღება. კაბა თუ ვიწროა,ამან შეიძლება მოძრაობა შეგიზღუდოთ–არ დაგავიწყდეთ,რომ ცეკვა მოგიწევთ(აბა ბანკეტი ცეკვის გარეშე ვის გაუგია! 🙂 ) ,თუ კაბა რუშიანია,ცეკვის დროს ისიც შეიძლება გიქმნიდეთ დაბრკოლებას,ისე არ გამოვიდეს,რომ ცალი ხელით კაბის ბოლო გეჭიროთ :).

გრძელ კაბას ის მინუსი აქვს, რომ დაჯდომის დროს უნდა იფრთხილოთ,რომ საკუთარ კაბის ბოლოს ფეხი არ დაადგათ.ისე, მე გრძელ კაბებში გამოწყობილი გოგონები უფრო მომწონს,რაღაც სოლიდურია,პრინცესებს გვანან ხოლმე 🙂

სბანკეტო კაბა ფანტაზიის სრულ გაქანების საშუალებას იძლევა.შეგიძლიათ უხვად გამოიყენოთ ბაფღები,თვლები,ბრჭყვიალები!არანაირი სისადავე!

2  .კაბა

როგორც წესი კაბაზე ზრუნვა ბევრად ადრე იწყება,ვიდრე სხვა შემდგომი ეტაპისთვის მზადება.ზოგჯერ ამაზე ერთი ან ორი წლით ადრეც კი ფიქრობს გოგო.საბოლოოდ ჩამოყალიბებული კი  რამოდენიმე თვით ადრე უნდა იყოთ,რადგან:

  • თუ კაბას იკერავთ — შეიგულეთ კარგი მკერავი ან სამკერვალო ატელიე ან დიზაინერი.ზემოთ ჩამოთვლილი მნიუანსების გათვალისწინებით დახვეწეთ კაბის დიზაინი,გაითვალისწინეთ მკერავის აზრი.კაბის შეკვეთა რამოდენიმე ტვით ადრე გააკეთეთ,რადგან წლის ბოლოსტვის(საბანკეტოდ) მკერავებს უამრავი შეკვეთა აქვთ.
  • თუ კაბის ყიდვა გადაწყვიტეთ,შოპინგი ორი-სამი თვით ადრე დაგეგმეთ,რადგან მაისის ბოლოსთვის შეიძლება კაბის ჭაჭამნება არ იყოს მაღაზიებში.ხსშრად მაღაზიების მფლობელები ამ დროისთვის ავსებენ კაბებით მაღაზიებს,თუმცა კლიენტებიც ბევრია.იდეალური ვარიანტია,თუ სასურველი მაღაზიის მფლობელს შეუთანხმდებით,რომ როდესაც ახალ კაბებს მიიღებს,მაშინვე ეწვიოთ.დრო იმდენი უნდა გქონდეტ,რომ სასურველი მოდელის და ფერის კაბა შეარჩიოთ.
  • თუ კაბის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით საზღვარგარეთიდან გამოწერა გადაწყვიტეთ,გათვალეთ რამდენი დრო დასჭირდება კაბის თქვენამდ მოსვლას(2-3 კვირა),დაუსვიტ ვარიანტი,რომ კაბა შეიძლება არ მოგერგოთ,მოტყუვდეთ ხარისხსი ან სულაც –არ მოპგეწონოთ.ამ შემთხვევასი საკმარისი დრო უნდა გქონდეტ,რომ ალტერნატიურლი კაბა შეარჩიოთ.
  • თუ კაბა უკვე შეიძინეთ,ყურადღება მიაქციეთ საკუთარ წონას,რომ დარჩთ იმავე წონაზე,რაც გქონდათ კაბის მორგებისას.

გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress გრძელი კაბა long dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress მოკლე კაბა short dress

missesdressy.com

3. ვარცხნილობა

ძალიან სერიოზული ვარცხნილობა ამ ასაკის ბავშვებს არ უხდება,ასე რომ რაიმე უფრო ტანამედროვე აირჩიეთ.ვარცხნილობა ზალიან მჭიდრო არ უნდა იყოს და თუ კოსას მაგვარს იკეთებთ–კარგად უნდა იყოს დამაგრებული.

hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა hair style ვარცხნილობა

4.ფეხსაცმელი

პირველი,რასაც გირჩევთ — პირველად ბანკეტზე არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი,თუ ის ახალია.აუცილებლად მანამდე ერთი დღე მაინც გეცვათ სახლში,იარეთ ამ ფეხსაცმლით,კარგად თუ მოირგეთ ფეხზე—შესანიშნავია.თუ ოდნავ მაინც გატკინათ ფეხი—ეძებეთ სხვა ფეხსაცმელი,რადგან არაკომფორტული ფეხსაცმელი ჩაგაშხამებთ წვეულებას! არ დაგავიწყდეთ,რომ ეს ფეხსაცმელი საკმაოდ დიდი დროის მანძილზე გეცმევათ,მოგიწევთ ფეხზე დგომა,ცეკვა….

კარგი იქნება,თუ გამოსაცვლელ ფეხსაცმელს წაიღებთ,დიახ,არ ვხუმრომ,ბევრს გაუკლეთებია ასე.პირველი შთაბეჭდილება რომ უკვე მოახდინეთ,სურათები გადაიღეთ,და აი მხიარულების და ცეკვა-თამაშის დრო რომ დგება,თან ამ დროისთვის სასმელითაც თუ შეზარხოშებული ვხარ—მოისვრი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და კედებსაც სიამოვნებით ჩაიცმევ! 🙂

მეორე,რაც აუცილებელია —ფეხსაცმელი ქუსლიანი უნდა იყოს! ქუსლის სიმაღლე ინდივიდუალურად განსაზრვრეთ.თუ მანამდე მაღალქუსლიანი არ გცმიათ,ბანკეტამდე ეცადეთ შეეჩვიოთ.მაღალ ქუსლზე დგომისას ტერფი და ფეხის კუნთი სხვაგვარად განიცდის დატვირთვას,ამიტომ პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ხანგრძლკივად ტარებისას მომდევნო დღეს კუნთის ტკივილი იცის 🙂

სტილით ფეხსაცმელი შეგიძლიათ აირჩიოთ ცხვირდახურული და ასევე ცხვირღია,ასევე თვლებით მოჭედილი მოღებული ფეხსაცმელი(სანდალის სტილი).მთავარია,ძალიან დახურული არ იყოს,არ იყოს ჩექმა.ფეხსაცმელი კაბის სტილს შეურჩიეთ.

ფერს რაც შეეხება — ის კაბას უნდა ეხამებოდეს(არ დაგავიწყდეთ,რომ რადიკალურად განსხვავებული ფერიც შეიძლება შეუხამოთ).მე თუ მკითხავთ —მთავარია კარგი ფეხსაცმელი იყოს და სტილით უხდებოდეს კაბას,თორე ფერს რადიკალური მნიშვნელობა არ აქვს!

ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes ფეხსაცმელი shoes

5. ჩანთა

საუკეტესო ვარიანტია კლაჩი.კლატჩის ფერი შეუხამეთ ფეხსაცმელს და ნაკლებად კაბას,ტუმცა ფაქტურაც გასათვალისწინებელია.ეხლა მოდაშია კოლოფის სორმის კლატცებიც,ტვლებიანებიც და სადა ტყავისაც. კალტჩში ტელეფონი,პომადა და ცხვირსახოცი თუ გეტევა–იდეალურია.

კლატჩი კლატჩი

6. მაკიაჟი

ბანკეტზე სისადავე ნაკლებად გამოგადგებათ,ასე რომ ფანტაზია იქონიეთ.აუცილებელი არ არის(მე თუ მკიტხავთ–სასურველიც არ არის) მაკიაჟი კაბის ფერში იყოს გადაწყვეტილი.ბრჭყვიალები გამოიყენეთ,წამწამების დაგრძელება.გაითვალისწინეთ–სახეზე ერთი აქცენტი იყოს : ან თვალების სერიოზული მაკიაჟი,ან მკვეთრი ფრის ტუჩსაცხი(პომადა).

მაკიაჟი make up მაკიაჟი make up მაკიაჟი make up მაკიაჟი make up მაკიაჟი make up

7. ფრჩხილები

მოდაშია ფერადი ლაქი,მათ სორის სავიც,ასე რომ სასურველ ფერს ადვილად აირჩევთ.სასურველია ფრჩხილის ლაქი აქსესუარების ფერის იყოს.

nail ფრჩხილის ლაქი nail ფრჩხილის ლაქი nail ფრჩხილის ლაქი

8. სამკაული

თუ რა სამკაულს გაიკეთებთ,ეს კაბას გააჩნია.კაბას თუ მკერდთან რაინე დეკორატიული გაფორმება აქვს, მაში ყელსაბამი ალბათ არ მოუხდება და საყურეც ნაკლებ თვალში საცემი უნდა იყოს.აი თუ კაბის აქცენტი ფერზეა და არა ფაქტურაზე, მაში კონტრასტული ფერის სამკაული ნამდვილად დაამშვენებს.

აგრეთვე იხილეთ მსგავსი პოსტები:

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 1)

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 1)

იმედია,დაგეხმარბათ ჩემი პოსტი.თუ მოგეწონათ —მეგობრებსაც გაუზიარეთ!

Advertisements

9 responses to “მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 3 )

  1. smiley day მაისი 4, 2012, 6:20 PM

    მე უნივერსიტეტის ბანკეტი მაქვს და ისე საგანგებოდ ვემზადები : ))) ერთი სული მაქვს : )))
    მაგრამ ერთი უდიდესი პრობლემა მაქვს, მაკიაჟის გაკეთებაზე აღარ ვიცი ვის ვენდო, ცუდი გამოცდილებებლი მაქვს. ლამისაა ჩემით გავიკეთო 😀

    • ketusi.com მაისი 6, 2012, 9:45 PM

      თავად სცადე,სულ არ არის ძნელი.დროც საკმარისია,რომ ივარჯიშო.ცოტა ხვალ-ზეც თვალის მაკიაჟის შესახებ პოსტს დავდებ და ნახე რა თანმიმდევრობით კეთდება

  2. kisoki მაისი 5, 2012, 12:45 PM

    აუ რა მაგარი ვარცხნილობებია ❤ ძალიან მომწონს

  3. anoonymouss მაისი 6, 2012, 10:18 PM

    მოკლედ რა ქეთუსი , ანგელოზი ხარ :***

  4. 1484893 მაისი 7, 2012, 11:17 PM

    me mqonda ukve 🙂 magram mainc gamomadgeba 🙂 wveulebebi miyvars ❤

  5. Pingback: მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 1) « Ketusi's Blog

  6. Pingback: მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: