Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რას ემსახურება გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსით” ?

100 გრდუსი ცელსიუსითქართულ სატელევიზიო სივრცეში გასულ არცერთ თიქ-შოუს ერთგული მაყურებელი არ ვარ,თუმცა ზოგჯერ ჩემ ყურადღებასაც მიიქცევენ ხოლმე.ყველა ჯერზე ვრწმუნდები,რომ არ ღირს მათი ყურება!გუშინ იმედის ეთერში გასულმა გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსით” გამაოგნა და ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა.ადრეც რამოდენიმე ნაწყვეტი მაქვს ნანახი ამ გადაცემის და მაოგნებს ნოდარ მელაძის სუბიექტურობა რომელიც არაობიექტურობაში გადადის.

გადაცემა ეძღვნებოდა რთულად აღსაზრდელ თაობას და თუ რა გზას ადგებიან ისინი ხშირ შემთვევაში და რა შედეგები მოჰყვება ამას.

თურმე ნუ იტყვით და გადაცემის მომზადება მაყურებლის თხოვნის და გამო გადაუწყვეტიათ!

თუ ასეთი ‘კეთილშობილური’ მიზანი ამოძრავენს გადაცემის ავტორს,მაშინ რატომ იკვეთება გადაცემაში მცდელობა იმისა,რომ მთელ თაობას  ‘რთულად აღსაზრდელის და დეგრადირებულის’ იარლიყი მიაკერონ?რატომ  მოგვაწოდებენ დამახინჯებულ ფაქტებს და რაც მთავარია,რატომ არ სთავაზობენ ამ თაობას არჩევანს და გამოსავალს? მოზარდი თაობის პრობლემატური ხასიათი არავისთვის არის გასაკვირი და ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში უაღრესი ზრუნვის საგანია.საქართველოში კი,სადაც პრაქტიკულად ყველა მოზარდი  სოციალური პირობების გამო და ქვეყანაში გამეფებულ უმუშევრობის გამო თავს უსარგებლოდ მოიაზრებს და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს,თუ რითი შეიძლება შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ,ამ მასიური დეპრესიის ფონზე მაინც გასაკვირია ის ფაქტი,რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა მაინც ახერხებს,რომ ‘ადამიანობა’  შეინარჩუნოს და არ მიეცეს სასოწარკვეთას.ინდივიდუალიზმის გამოხატულება ყველა დროში მოზარდობის ასაკში იჩენს თავს და არ არის გასაკვირი,რომ ტენდენციას აყოლილი ახალგაზრდები ან ემოების ან გოთების და ან ნეფორმალების დამახასიათებელი გარეგნობით დაიარებოდნენ ქუჩებში.თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ თავს მოგვახვიონ ცრუ მცნებები და ასოცოაციები,როგორც ეს ამ გადცემაში მოხდა.

გუშინდელმა გადაცემამ საბოლოოდ დამარწმუნა იმაში,რომ ეს გადაცემა არის პროვოკაციური! არ ერიდებიან ფაქტების გაყალბებას-დამახინჯებას.საქმე იმაში არ არის,რომ გადაუმოწნებელი მასალით კეთდება გადაცემა,გადაცემაში გამიზნულად ფალსიფიცირებული მასალაა გამოყენებული.

გადაცემას შეგიძლიათ უყუროთ აქ!
მინდა თქვენი ყურადღება რამოდენიმე გაყალბებაზე შევაჩერო :

1. ქალბატონი ,რომელიც საუბრობდა თავის შვილის შეცვლილ ხასიათზე,იმაზე,რომ ვერ აკონტროლებს და რომ ცუდ წრეში ჩავარდა მისი შვილი და ამან გადააწყვეტინაის,რომ საბოლოოდ მან სახელმწიფოს სთხოვა ეზრუნა ამ  ბავშვზე!იმდენად გამაოგნებელ ამბავს ყვებოდა რომელიღაც სექტაზე,რომ დაუჯერებლად მეჩვენა და არც მოვტყუებულვარ!სულ მალე ეს ქალბატონი ტყუილში ‘გამოვიჭირე’,თუმცა მერე არმოჩნდა,რომ პრაქტიკულად სულ ცილისწამებას ქონდა ადგილი.

  • მან ახსენა,რომ არის საიტი სადაც წერენ ამ სექტების შესახებ და ერთ ერთი იყო ვინმე ‘ფორთოხლის გოგონა’ ,რომელსაც ,პრაქტიკულად ცილი დასწამეს გარყვნილობაში.—რეალურად კი,პირადად ვიცნობ ამ გოგონას და მას აქვს ბლოგი,რომელზეც უწერია სტატია ‘ნეფორმალების’ შესახებ,რომელიც თავიდან ბოლომდე მათ კრიტიკას ეძღვნება!
  • როგორც აღმოჩნდა,შვილი,რომელზეც ეს ქალბატონი საუბრობდა —ნაშვილები ყოფილა და ისიც გაირკვა,რომ ამ ბავშვს თვითონ საკმაოდ ცუდად ექცევა! მან გადაწყვიტა ბავშვთა სახლში ბავშვის ‘დაბრუნება’,თუმცა ამას ზალიან პროვოკაციული ფორმიტ აკეთებს.გაირკვა,რომ ამ ყველაფრის შესახებ ძალიანაც კარგად იცის გადაცემის წამყვანმა,თუმცა ეს ფაქტი არ გაუჟღერებიათ!

2. სატანისტებად მოხსნიებული ახალგაზრდები სინამდვილეში სულაც არ არიან სატანისტები!

ამ სურათზე კარგად ჩანს,რომ ჩვეულებრივი მეგობრების თავშეყრა არის დაფიქსირებული,რომელზეც შემდგომ  ‘იმუშავეს’  და ამგვარად  მოგვაწოდეს მაყურებელს!ამ სურათზე ჩემმა Facebook მეგობარმა თავისი მეგობრები ამოიცნო და  რაიმე სექტასთან მათ კავშირს სასტიკად უარჰყოფს.ამ სურათზე გამოსახულ ერთ- ერთი ბიჭი(ვისზეც მაქვს ინფორმაცია) ჩივილსაც აპირებს!

კიდევ ერთი სურათი,რომლის სიყალბეც გამოაშკარავდა არის სურათი,რომელზეც გოგონაა გამოსახული.ეს სურათი კარნავალზეა გადაღებული,სადაც ეს გოგონა ორო ჩიმაროს (მულტიპლიკაციური ფილმის გმირის) ფორმით მივიდა.როგორც ჩანს ეს საკმარისი აღმოჩნდა ნოდარ მელაძესთვის,რომ მასთვის ‘სატანისტობა’ დაებრალებინა

3. ემოებს რაც შეეხება… გადაცემაში მოსული 3 ახალგაზრდა საკმაოდ ექსცენტრულად გამოიყურებოდა,თუმცა როგორც თვითონ ამბობენ—ისინი ემოები არიან.მართლც,ერთი შეხევით ემოებისთვის დამახასიათებელი გარეგნობა ქონდათ,თუმცა

  • ვარდისფერთმიანი ბიჭი აშკარად პარიკით იყო!რად უნდა პარიკი ბიჭს,რომელიც თავს ემოდ გვაცნობს?
  • ემოების ‘კულტი’ არ მოითხოვს მსხვერპლშეწირვას
  • თავადაც ამბობენ,რომ ჩვენ კატა მსხვერპლად არასდროს შეგვიწირავსო
  • მაშინ რატომ გვაჩვენებენ კატის მსხვერპლად შეწირვის ინსცენირებას?
  • კადრში თოვლი ჩანს,თბილისში კი დიდი ხანია,რაც გაზაფხულია!
  • საეჭვოდ მოხატული სახეებით მოგვევლინენ გადაცემაში,როგორც მათი თაობის ახალგაზრდები ამბობენ(მე არ ვიცი,მსგავსი არაფერი მინახავს),მთლად ასეთი ‘გაფერადებული’ სახითაც არ დადიანო,ვარაუდია,რომ ასე იმიტომ შეინიღბნენ,რომ მაკიაჟის გარეშე ვერ იცნონ.

4. არ შეეფერება სიმართლეს ის,რომ მძიმე როკის ან მეტალის თაყვანისმცემელი აპრიორი სატანურ სექტას მიეკუთვნება! რატომ ავლებენ ამგვარ პარალელს? უამრავ ახალგაზრდას(ზოგჯერ მეც) მძიმე მეტალის მოსმენა სიამოვნებს,ეს ხომ არ უნდა ნიშნავდეს იმას,რომ მაინც და მაინც სატანისტები არიან ? მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარი მუსიკის მოსმენა,რკინის ელენემტებით გაფორმებულ ტყავის ქურთუკის და სამაჯურების ტარება მხოლოდ ნოდარ მელაძისთვის ყოფილა ‘სატანისტის’ ატრიბუტიკა. ამგვარად ხელოვნურად იქმნება სტიგმა!

5. ემო ახალგაზრდების გამოყვანით და მათი ‘რიტუალების’ ჩვენებით ხდება მათი ხელოვნურად პოპულარიზება,რაც შეიძლება მისაბაძი მაგალითი გახდეს.ძალიან ბევრ მოზარდს აქვს პოპულარობის მოხვეჭის სურვილი,ამ გადაცემების მეშვეობით კი (გინდაც ადრე გასული გადაცემაში მოყვანილი კესო,გეი და საბი) ხდება ამ პოპულარობის  ნებისმიერი ,გინდაც ამორალური გზით მოპოვებისთვის იდეის მიწოდება!

კიდევ რამოდენიმე ნაკლზე შეიძლება ყურადღების გამახვილება,თუმცა ამ პოსტის მიზანი მხოლოდ ის არის,რომ ტყუილი გამოვააშკარავოთ.

ჩემს მსგავსად ბევრი ადამიანი არის აღშფოთებული,სოციალურ ქსელში ვრცელდება გვერდები ამ გადაცემის დახურვის მოწოდებით.თუმცა მე ვფიქრობ ,რომ გადაცემის იდეა შესანიშნავია,შესაბამისი წამყვანი და მის მომზადებისთვის საჭირო კარგი ჟურნალისტები რომ ყავდეთ!

თვითონ  ახალგაზრდების ამგვარ ქცევებს რაც შეეხება,მინდა შეგახსენოთ,რომ მოზარდი ხშირად პროტესტის ნიშნად მიმართავს ამგვარ ასოციალურ ან გინდაც ანტისოციალურ ქცევებს!ამ შემთხვევაში შედეგთან ბრძოლა კი არ არის საჭირო,მათი ამგვარი საქციელის მიზეზი უნდა ვიპოვოთ.მე ვთვლი,რომ პრობლემური ბავშვი არ არსებობს,არსებობს ბავშვი,რომელსაც არ უსმენენ,მას საკმაო დროს არ უთმობენ და სითბოს არ აგრძნობინებენ,არ აღიქვამენ,როგორც პიროვნებას.ამაში თანაბრად არის დამნაშავე იოჯახიც და გარემოც.თუმცა ეს უკვე სხვა პოსტის თემაა და სხვა დროს ვისაუბროთ.ამ გადაცემის შედეგად კი ნოდარ მელაძემ საიკმაოდ დამამცირებელი ზედსახელი მიიღო,რომელსაც ზრდილობიან ფორმაში  “ნოდარმელაძეს” უწოდებენ,რასაც არ ვამართლებ, მიუხედავად ჩემი ნოდარ მელაძის მიმართ ანტიპატიისა.

Advertisements

49 responses to “რას ემსახურება გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსით” ?

  1. Levan Kardava აპრილი 21, 2012, 8:22 PM

    საერთოდ ტელეკომპანია იმედი რო დაიხუროს? საინფორმაციო მიკერძოებული, შოუები სისულელე და დაბალი ხარისხის, ტოქშოუები ყალბი, სერიალები – კომენტარის გარეშე.. მელაძე ამ ყველაფერზე უარესი..

  2. Mystic D აპრილი 21, 2012, 8:47 PM

    როგორც კი იმ ქალის საუბარს მოვუსმინე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. საერთოდაც მოგონილი ისტორია ხომ არ იყო? იქნება ამიტომ არ შეესაბამებოდა რაღაც-რაღაცები ერთმანეთს. მთელი გადაცემა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო!!! :@ რაც შეეხება ამ გადაცემის მეშვეობით პოპულარობის მოხვეჭას, ბევრმა გვანცა ბაგრატიონიც და ბაია გიორგაძეც ამ გადაცემიდან გაიცნო. სამწუხაროდ, ასეთი პოპულარობა ბევრისთვის ნამდვილად მიმზიდველი და რაც მთავარია მისაღებია.

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 12:29 AM

      კი,მეც ვთვლი,რომ სრულად შეთხზული იყო, თუმცა რაც ფაქტები იყო,მარტო ისისნი მოვიყვანე.
      აი ამ ‘ვაი’ პოპულარობაზე ვწუხვარ მეც 😦

  3. xevsuri2 აპრილი 21, 2012, 8:49 PM

    ქეთი ეს ჩიტი ბრდღვნადაც არ ღირდა. ეს არხიც ამ თოქ-შოუიანად ისეთი დონეა,სალაპარაკოდაც რომ არ ღირს. მაგათთვის კრიტიკაც და მიწასთან გასწორებაც დიდი პატივია,რეკლამაა. აკეთებენ იმას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ უნიჭი და დიდი ამბიციების მქონე ადამიანები,რომელთაც არაფერი ღირებულის შექმნა არ შეუძლიათ.

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 12:32 AM

      იცი,მე ვთვლი,რომ საზოგადოებას რეაქცია უნდა ქონდეს,რაც გასაკცხია,უნდა გაიკიცხოს.პირადად მე თავს ვიკავებ ხოლმე მწვავე პოსტებისგან,ეს პირველია ამ გადაცემაზე.მაგრამ ურეაქციოდ დატოვება არ არის სწორი! გუშინ ძალიან ავღშფოთდი იმით,რომ აქ მოყვანილ;ი ფაქტებით დასტურდება,რომ ტყუიან და ერთგვარი ლუსტრირება მინდოდა მათი

  4. presgeo აპრილი 21, 2012, 9:04 PM

    getanxmebi martalia xra mecdavwere da imdenad gabrazebuli viyavi aset usamartlobaze rom normalurad davwere tu ara egacar vici 🙂 es aris reitingi romelsac nebismieri gzit agswevs nodariko:D

  5. razmua აპრილი 21, 2012, 9:38 PM

    მელაძეს მოვხარშავდი 100 გრადუსზე … მერე ენახა , რგორ დიდ სიამოვნებას მიიღებდა მაყურებელი . იდიოტია :@

  6. kisoki აპრილი 21, 2012, 9:52 PM

    აი, სწორედ ასეთი სკანდალებით და ტყუილებით გახდა ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია შარშან და შარშან წინ “იმედი” :/

  7. ♥ Miss.Catalan.. ♥ აპრილი 21, 2012, 9:57 PM

    ყოჩაღ ქეთუსი ❤ ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე დღეს ამ თემასთან დაკავშირებით და შენი ყველაზე მეტად მომეწონა ❤ პირველ რიგში ოჯახის ბრალია ბავშვი რომ ასე იქცევა თუ რაც ქვია ამას.ფორთოხლის გოგონა რომ ახსენეს პირი დავაღე,მერე თვითონ ის პოსტიც წავიკითხე რომელზეც ეს ქალი საუბრობდა და სიცილით გავიგუდე,მომხიბლა ანის იუმორმა :დ და ანის ბლოგი თუ ნეფორმალების ,,თავშეყრის''ადგილი იყო პირველად გავიგე საერთოდ,ამაზე ორჯერ ვიცინე :დ საერთოდ,ამ ,,ქალბატონმა'' თვითონაც არ იცოდა ვისთვის რა დაებრალებინა და როგორ. პირველ რიგში ზუსტად მისი ბრალია თავისი ,,შვილი'' ასეთ ,,წრეში'' რომ არის.

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 12:37 AM

      დიდი მადლობა,მესიამოვნა და მიხარია თუ ასეა 🙂
      ხო,პირველ რიგში მეც ეგ პოსტი მოვნახე 🙂
      ღეს გადაცემის ფეიჯზე დაასტატუსეს,რომ რაც იმ ქალბატონმა მოგვაწოდაო,ის გამოვაქვეყნეთო 🙂 —გადამოწმება რომ ჭირდება არ იციან?ის გიჟი ქალი იყო ვიღაცა და სატავისოდ გამოიყენეს

  8. kisoki აპრილი 21, 2012, 10:00 PM

    Reblogged this on kisoki and commented:
    პოსტი, რომელშიც ქეთუსის ყველაფერში ვეთანხმები!
    ძალიან გასაგებად არის დაწერილი და ყველა მტკიცწე ალიბია მოყვანილი, იმისა, რომ ნოდარ მელაძე ამდენი ცრუ მასალით ცდილობს რეიტინგული გადაცემის გაკეთებას :/

    ძალიან კარგი პოსტია და მინდოდა რომ თქვენც გენახათ 🙂

  9. ლიზიკუნა აპრილი 21, 2012, 10:24 PM

    მაინც მიმაჩნია რომ როცა შენი შვილი ასეთ გარემოში ხვდება და ასეთ ცხოვრებას ეწევა, პასუხი მშობელს მოეთხოვება. ჩრემი შვილი ღამე სახლში არ მოდიოდეს და არ ვიცოდე რა წრეში ტრიალებს და დღის განმავლობაში რას აკეთებს- ვის დავაბრალო? სახელმწიფოს? თუ ჯობია საკუთარ თავს ვკითხო სად შვცდი და ვეცადო რამე დროულად გამოვასწორო. რავიცი შეიძლება მე არ შემმთხვევია ასეთი რამ მაგრამ მაინც. და მეორე “უსაქმურობამ” იცის რომ ახალგაზრდები ,რომ არ იციან რა აკეთონ მიედ მოედებიან თვითონაც არ იციან რას. ერთადერთი რაზეც აზრი არ შემეცვლელი ისაა რომ ვერასოდეს ვერ გავამართლებ ადამიანს, დიდი იქნება ეს თუ პატარა, სადისტურად რომ მოკლავს ცხოველს და ამით სიამოვნებას მიიღებს. ესეიგი უკვე სამკურნალოა))

  10. ikanona აპრილი 22, 2012, 1:03 AM

    საერთოდ წერილი უნდა მივწეროთ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია აუცილებლად და ასეთ ვანდალურ ფაქტზე საქმის ყურში უნდა ჩავაყენოთ…

    კატის წამება, თან რა დონეზე და ამას იღებს თავისუფლად ოპერატორი! ოღონდ რაღაც რეიტინგი მოიხვეჭონ და სულ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, მერე რა რომ კატაა არა?

    გახსოვთ შარშან რა ამბები ატყდა ვიღაც გოგო რომ სროულობდა ლეკვებს მდინარეში? მერე ის იუთუბიზე დადეს და ამას მოყვა სკანდალი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიგო

    იდიოტების პარადი, ეგ არხი მართლაც დასახურია!

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 1:15 AM

      ნუ,მერე გააჟღერეს,რომ ეს ინსცენირება იყო.ანუ კი არ მოკლეს იმათმა კატა, უბრალოდ გადაიღეს,როგორ კლავენ ხოლმეო—ნებისმიერ შემთხვევაში მარაზმია ეს.თანაც,როგორც პოსტში მიწერია, ემოები მსხვერპლს არ სწირავენ.ამირომ მეორე მიზეზითაც გაუმართლებები იყო ამ ვიდეოს ჩვენება

      • ikanona აპრილი 22, 2012, 12:00 PM

        ანუ გინდა თქვა რომ არ მოუკლავთ ოპერატორის თვალწინ? რაღაც არამგონია… რავიცი…

        • ketusi.com აპრილი 22, 2012, 12:22 PM

          ხო,თქვეს,რომ ინსპირაცია იყოო,ანუ დადგმული სცენა
          თავიდან მეც გული შემიწუხდა ლამის,და მერე ეს რომ თქვეს,უკვე გავბრაზდი 🙂

  11. ფერადი აპრილი 22, 2012, 1:03 AM

    ორი სიტყვით გეტყვით რა იყო ეს გადაცემა – დადგუმული სპექტაკლი, მეტი არაფერი, მაგრამ ესეტი პოპულარობა რათ უნდათ როცა მერე ამდენი პრობლემა ექნებათ მოსაგვარებელი 🙂

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 1:16 AM

      საქმე იმაშია,რომ არ ტყდება ყველა გადაცემაზე ასეთი ამბავი–ამჯერად გადააჭარბეს.მე ვტვლი, რომ საზოგადოიებას ასეთი მწვავე რეაქცვია რომ ექნება, ისინიც ფრთხილად შეარჩევენ სიუჯეტსაც და ფაქტებსაც გადაამოწმებენ

  12. mis spokeperson აპრილი 22, 2012, 2:10 AM

    ეს გადაცემა არის საცოდავი უნიჭობა და დიდი მარაზმი….

  13. qeti აპრილი 22, 2012, 3:22 AM

    darwmunebuli viyavi ro es qali simartles ar ambobda. anda kidev romeli normaluri deda ityvis uars dedobaze,, sasaciloa ra.. 🙂 tan gadaabralebs saxelmwipos :X
    portoxlis gogonas blogi wavikitxe da bevri vicine 😀
    getanxmebi ketus eset ragaceebze sazogadoebam ar unda daxuchos tvali da shesabamisi zomebi miigos imis nacvlad roo ”mere ra moxda yvelas chveni cxovreba gvaq”
    erti ro gaaketebs da shemdeg amxela ajiotajs gamoiwvevs gadacemidan mere uareso moyveba :X
    da kidev upro gagpopularuldeba es emoebi da nepormalebi 🙂

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 12:24 PM

      ნუ, როდესაც ორი ფაქტით ამხელ ადამიანს სიცრუეში,დანარჩენშიც გეპარება უკვე ეჭვი.
      კი, საზოგადოებან ნამდვილად უნდა გააპტოტესტოს.უბრალოდ ჩემი ბლოგი არ მინდოდა ამისთვის ‘გამომეყენა’ , მაგრამ ეს სტატია ‘შემომეწერა’ 🙂

  14. girlwithumbrella აპრილი 22, 2012, 11:28 AM

    აბსოლუტურად გეთანხმები! აბსურდული გადაცემა იყო გადაუმოწმებელი (ან გადამოწმებული, უბრალოდ არ გამჟღავნებული) ფაქტებით! იმ ქალს თუ ძალიან უყვარს თავისი შვილი, უარს კი არ უნდა ამბობდეს მასზე, პირიქით, მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს, თუ რა თქმა უნდა, უყვარს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი მაინც საზოგადოების ბრალია, მათი დაცინვისა და იმის, რომ ამ ადამიანებს პიროვნებებად არ თვლიან.

    • ketusi.com აპრილი 22, 2012, 12:26 PM

      ვფიქრობ,რომ აწყობდათ და აშკარა ტყუილის მიუხედავად ამაინც პროვოკაციური გადაცმა გააკეთეს.
      მეც ვთვლი, რომ ასეთ ადამიანებს ყურადღება,დასაქმება და სითბო ჭირდებათ და არა დაცინვა

  15. Pingback: 20.04.12 – ყლე სატნებზე | ნოდარ მელაძე

  16. ფორთოხლის გოგონა აპრილი 23, 2012, 2:47 AM

    chemi dzmakaci romelis gamoc problemebi mqonda martla usayvarlesi bavshvia da kargi adamiani problema isaa rac bolos dawere ar usmendnen ar agrdznobinebdnen sitbos amitom man garet ipova is sitbo rac ojaxshi aklda rac masze da chemze giweria yvelaferi simartlea da albat isec icit rom aranairi gafuchebuli da garyvnili ar var 😀

    • ketusi.com აპრილი 24, 2012, 9:11 PM

      შენში ეჭვი არც შემპარვია, სულ რომ შენ არ ეხსენებინე იმ ქალს,მაინც დაუჯერებლად მიმაჩნდა, და ‘ფორთოხლის გოგონას’ რომ მოვკარი ყური–მაშინვე მივხვდი, რომ აქ რარაც რიგზე არ იყო.
      ძირითადად ყველა მოზარდის პრობლემის სათავე არის ის, რომ მათ ისე არ ექცევიან,მათ როგორც სურთ 😦

  17. zura აპრილი 24, 2012, 8:17 PM

    რა გიკვირთ სატანისტები? ათეისტების რიცხვი უნდა ნახოთ თქვენ რამდენია.. 🙂 თავის რადიკალურ დამოკიდებულებას ზოგი სატანისტობით გამოხატავს ზოგი ათეისტობით ზოგი თავის მოკვლით(სუიციდით) და კიდევ 1000 გზას პოულობენ..

  18. zura აპრილი 24, 2012, 8:18 PM

    მე ვფიქრობ რომ ან თავისუფელაბ აკლიათ ან ძალიან გადამეტებულად თავისუფლები არიან ასეთი ადამიანები,მაგარამ უფრო ვფიქრობ რომ აკლიათ, არ აარიან თავისუფლები და გახსნილები ალბათ,კომპლექსები,სოციალური მდგომარეობა და ა.შ ბევრი მიზეზია ამის..

    • ketusi.com აპრილი 24, 2012, 9:13 PM

      კი, გეთანხმები,მეც ვფიქრობ,რომ ბავშვებს ყურადღება და პიროვნებად აღიარება აკლიათ, ამიტომაც თვითრეალიზებას ეძებენ სხვა რამეში.გზააბნეულები არიან.მაგრამ მაინც ისინი საგრძნობ უმცირესობაში არიანდა იმედი მაქვს სიტუაცია არ გაუარესდება

  19. catherinemolko აპრილი 24, 2012, 10:14 PM

    ყველაზე დიდი ქრაში იყო ეგრედწოდებულ ივერიის მიწისქვეშაში გადაღებული ძროხის ტავი და ფრინველები.
    ვინ დაკლავდა ძროხას შუა რუსთაველზე 😐 იქაურობა ფიტულებითაა სავსე, შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ.
    ასევე კიდევ ერთი ფოტო იქ გადაღებული კედელზე გამოსახული :მგელი” რომელიც ჩემი დახატუულია :დ სატანისტურად გამისაღეს, არადა ფოტოკონკურსში იყო სადაც იყო თემა შიში ამიტომ დავხატე კადრში რაღაც მომენტში მჭირდებოდა, ძალიან კი მინდოდა საშიში გამოსულიყო მაგრამ სამწუხაროდ ”ნუპაგაძის” მგელს გავდა :დ ლოლ

  20. აივის მიდებულ-მოდებული ბლოგი აპრილი 27, 2012, 6:14 PM

    მე ამ გადაცემამდეც მქონდა პოსტი ამ თემაზე და პირველი სისულელე პრაიმ ტაიმმა შეთხზა… ყოჩაღ ქეთუსი ფანტასტიური პოსტია ❤ ❤ ყველაფერია ნათქვამი… და საერთოდ ბევრი დღეს საქართველოში ათეიზმსა და სატანიზმს ვერ არჩევს ერთმანეთისგან მითუმეტეს ესეთი ქუჩიდან მოთრეული "ემოები"…. პირველად გავიგე მოძალადე და სატანისტი ემო :დ სხვა თუ არაფერი სასაცილო იყო ეს გადაცემა მაგრამ 1 კვირაა ყველა ამაზე ლაპარაკობს

  21. Silver Hawk მაისი 19, 2012, 12:31 AM

    ra sisuleleebi ilaparaka mag qalma

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: