Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

პატრა ხრიკები პოსტის წერისას (ნაწილი 1)

tipsმინდა თქვენი ყურადღება ისეთ wordpress ბლოგის შესაძლებლობებზე გავამახვილოთ,რომლებიც ბევრად გვიადვილებს პოსტვასაც და გაზიარების შესაძლებლობასაც.ეს პოსტი განსაკუთრებულად დამწყებ ბლოგერებს გამოადგებათ.

.

.

1. პოსტის ლინკის შემოკლება,ანუ Shortlink -ის შექმნა.

  • ამისათვის სამი ხერხი არსებობს:თვითონ პოსტის ედიტორს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა,რომ ლინკი შეამოკლოს და პოსტს საჭირო სახელი დავარქვათ.ამისათვის ედიტორის თავზე განთავსებულ Permalink-ის ველში ვაჭერთ ღილაკ Edit-ს და გრაფაში ჩავწერთ სასურველ სიტყვას,სასურველია ლათინური ასოებით,ამის შემდეგ ვაკლიკავთ OK და პერმალინკი მზადაა!

Permalink     Permalink

  • სათითაოდ ყველა პოსტს აქვს Shortlink -ის მიღების საშუალება.ამისათვის გავხსნით პოსტს,ბლოგის პანელის ზედა მარცხენა კუთხეში ჩვენ სახელთან მივიყვანთ კურსორს,ჩამოიშლება მენიუ,სადაც  Shortlink -ის  გაყოლება გრაგაში წერია ლინკი,დავაწკაპოთ ამ გრაფას—ლინკი გალურჯდება და დავაკოპიროთ.შემდგომში შეგვიძლია ნებისმიერ საიტზე ლინკის სახით ჩავსვათ,საწყის ეტაპზე  მას კოდის სახე ექნება,დაახლოებით ამგვარი : http://wp.me/s10AqM-heel

Shortlink

  • არსებობს საიტები ლინკის შემოკლების მომსახურებით.რამოდენიმეს გადავხედოთ:

1.  goo.gl

goo.gl

http://goo.gl/ –ის url shortener
ჩაწერთ გრაფაში სტატიის ან საიტის მისამართს,დააწკაპებთ “Shorten URL”-ს და მარჯვენა მხარეს აისახება ამ url-ს შემოკლებული ვარიანტი,რომელსაც დააკოპირებთ სა სადაც გინდათ იქ ჩავამთ.

2. tiny.cc

tiny.cc

http://tiny.cc/ –ზე,ანალოგიურად :ჩაწერთ ლინკს,დააწკაპებთ ღილაკ Tiny-ს და დაბლა გრაფაში მიიღებთ გვერდის ლინკის შემოკლებულ ვერსიას.

3. tinyurl.com

tinyurl.com

http://tinyurl.com –ზე ცაწერთ URL-ს მოცემულ ვერლში და დააწკაპებთ make TinyURL-ს.

tinyurl.com

მონიშნავთ ლინკს და დააკოპირებთ

2. word -ის ფაილში დაწერილი პოსტის გადმოტანა.

ხდება ხოლმე,რომ პოსტს ბლოგის ედიტორში კი არა,word -ის ფაილში ვწერთ(ინტერნეტი არ არის,ან ძველი დაწერილი მასალა გვაქვს….),ამ მასსალას პირაპირ ნუ გადმოიტანთ copy/paste მეშვეობით,რადგან ხშირად გაშლილი ტექსტის პრობლემას ვაწყდბით და სათითაოდ აბზაც-აბზაც უნდა ამოკლო წინადადებების სიგრძე.wordpress-ის ედიტორს შესნიშნავი ფუნქცია აქვს ამასტან დაკავშირებით.თუ ედიტორის word ღილაკს გამოვიყენებთ, მარტივად შევძლებთ  word-ის ფაილიდან ტექსტის უნაკლოდ გადმოტანას ბლოგის ედიტორში.

ამისათვის ვხსნიტ სასურველ word-ის ფაილს,ვაკოპირებთ ტექსტს Ctrl+C  -ს მეშვეობით

ვაწკაპებთ ედიროტის ამ ღილაკს:

word

ამოვა ეს ფანჯარა,რომელსიც კლავიატურაზე  Ctrl+ V -ს მეშვეობიტ ჩავსვამთ დაკოპირებულ ტექსტს და დავაჭერტ ღილაკ Insert-ს

word

არის მეორე ღილაკიც,მისი მეშვეობით ნებისმიერი დარედაქტირებული ტექსტი,მარტივი ტექსტის სახით ჩაისმევა.

word

3. და-Tag-ვა.

როდესაც ბლოგერის დათაგვა გვინდა პოსტში,ანუ მის ბლოგს ლინკის სახით ვსვამთ,ამ შემთხვევაში მისი ბლოგის მთავარი გვერდი კი არა, რომელიმე ან კონკრეტული პოსტის ლინკი ჩასვით,თუმცა თქვენ პოსტში მხოლოდ ბლოგის სახელი შეუძლიათ მიუთითოთ.საქმე იმაშია, რომდესაც ბლოგის ლინკი ისმევა,ბლოგის ავტორი ამის შესახებ არანაირ ინფოს არ იღებს.ერთადერთი სასუალება,რომ დათაგული ბლოგის პატრონმა ამის შესახებ შეიტყოს არის ის,რომ ლინკის მისამართში კონკრეტული პოსტი მივუთითოთ—ამგვარად კომენტარებსი გამოუჩნდება pingback–ი .

4. Reblog.

არც ისე დიდი ხნის წონ WordPress-მა ახალი ფუნქცია დაუმატა ბლოგებს.ეს არის Reblog-ი,ანუ სხვისი ბლოგის კონკტრეტული პოსტის სრულად გადმოტანა და საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნება.ამ შემტხვევაში ვერანაირ კორექტირებას ვერ გავუკეთებთ პოსტს,საკმარისია Reblog-ს დავაწკაპოთ,რომ ჩვენ ბლოგზე მექანიკურად გამოქვეყნდება,თუმცა რა თქმა უნდა პოსტის ავტორი პირველ რიგშივეა დალინკული.

Reblog

5. Share Share Share.

ძალიან მიკვირს,როდესაც რომელიმე ბლოგზე ძალიან კარგ პოსტს ვხვდები და ვატყობ,რომ მიუხედავად კითხვადობისა(ასე თუ ისერ მაინც) პოსტების გაზიარების რაოდენობა ძალიან მცირეა ან სულაც ნულის ტოლია,ზოგს არც ბლოგის Like  აქვს.ძალიან მწყდება გული…ჩვენ,ბლოგერებმა მაინც ხომ ვიცით,თუ როგორ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოსტების მკითხველამდე მიტანა,რადგან პირად პოსტებს მაინც ვიწრო აუდიტორია ყავთ.ამიტომ ,მოდით,ერთმანეთის კარგი პოსტების გაზიარებას ნუ დავიზარებთ!თანაც ამის გაკეთება ხომ ასე ადვილია! საკმარისია პოსტის ბოლოში მიმაგრებულ ღილაკებს დავაწკაპოთ,რომ სოციალურ ქსელებში გავიზიარებთ მოწონებულ პოსტს!

Share

************************************

ამით ვასრულებ ამ პოსტს,ვიმედოვნებ,რომ გამოსადექი ინფორმაცია მოგაწოდეტ დამწყებ ბლოგერებს!

მომავალში კიდევ ვგეგმავ მსგავსი პოსტის დაწერას,მანამდე კი, თუ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ,არ მოგერიდოთ კომენტარებში შეკითხვის დასმა 🙂

წარმატებას და ბევრ ვიზიტორს გისურვებთ!

Advertisements

26 responses to “პატრა ხრიკები პოსტის წერისას (ნაწილი 1)

  1. tami აპრილი 18, 2012, 7:09 PM

    ooo shen rom ar iyo visgan vistavlidi amden xrikebs<3

  2. ❥ Natsy აპრილი 18, 2012, 7:11 PM

    კარგი პოსტია… shortlink–ი მართლა კარგი რამეა :))

  3. ketusi.com აპრილი 18, 2012, 7:13 PM

    მადლობა,გოგოებო.ხო,მივხვდი,რომ ბევრს ამის გფაკეთება გამორჩება ხოლმე,ან უბრალოდ არ იცის,ამიტომაც დავწერე დღეს 🙂
    მიხარია,თუ გამოგადგათ

  4. karamelka აპრილი 18, 2012, 7:16 PM

    არ ვიცოდი, რაკაია word-ში ვწერ ხოლმე მე და მარა გადმოტანისას ნერვებს მიძშლიდა, გავითვალისწინებ გაიხარე 🙂

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥ აპრილი 18, 2012, 8:43 PM

    ძაალიან სასარგებლო პოსტია. ბევრ რამეზე მქონდა კითხვა პოსტის წერისას თუ რა რას ნიშნავდა ახლა კიდევ უფრო მეტი რამ გახდა გასაგები. ძალაინ დიდი მადლობაა ❤

  6. იალინდა აპრილი 19, 2012, 5:36 PM

    useful პოსტია ქეთუსი, გმადლობ!

  7. Mallorie აპრილი 20, 2012, 3:30 PM

    უუუსაჭიროესია და უსაინტერესოესი პოსტია, ქეთუსი. სამწუხაროდ, ან შეარი უნდა გქონდეს, ან ლაიქი.. მე ლაიქი ავირჩიე. ჯი დომენზე რომ გადავალ, მერე ორივე მექნება, წესით.. ჰომ?

  8. Pingback: პატარა ხრიკები პოსტის წერისას (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

  9. spleet სექტემბერი 5, 2012, 11:15 AM

    კარგია გამომადგება

  10. ანონიმური აგვისტო 4, 2013, 1:20 PM

    I have a keen analytical attention for details and can foresee problems
    just before they occur.

  11. ანონიმური აგვისტო 4, 2013, 2:22 PM

    I love to disseminate understanding that will I’ve accumulated through the season to help enhance group overall performance.

  12. ანონიმური აგვისტო 5, 2013, 7:44 AM

    I love to disseminate understanding that I have built up
    with the calendar year to assist improve team performance.

  13. Kenster IM System Review მარტი 27, 2014, 2:03 AM

    Yes! Finally someone writes about Thee IM System
    Kenster.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: