Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუნების საოცრება — წითელი გორაკები

ლანდშაფტის სილამაზე ბორცვებში და მთებშია,მაგრამ როდესაც ბორცვები ფერადია—ეს უკვე სასწაულია.ამჯერად ერთ-ერთ ბუნების ამგვარ სასწაულზე მინდა გიამბოთ.აქვე შეგახსენებთ ერთ ჩემ ძველ პოსტს შოკოლადის გორაკებზე,მასშიც ულამაზეს გორაკებზე ვყვებოდი,მართლაც საოცარი ადგილია.

დღევანდელი პოსტი კი ეძღვნენა მართლაც და ღვთიურ ქმნილებას,რომელიც გვაოგნებს ბუნებრივი ფერების სიმრავლით.

ეს საოცარი ადგილი მდებარეობს ჩინეთში,ქვეყნის  ჩრდილო-დასავლეთ მხარეს,პროვინცია Zhangye-ში ქალაქ Zhangye-სთან და ეწოდება Danxia -ს ლანდშაფტი.10 ათას კვადრატულ კილომეტრზე გაშლილა ფერად-ფერადი გორაკები.აქ შეხვდებით წითელ,ყვითელ,სტაფილოსფერ,მწვანე,თეთრ,მუქ და ღია ნაცრისფერ,ლურჯ და კიდევ უამრავი ფერის უამრავ გორაკს.იმდენად დაუჯერებელი სანახავია,რომ ალბათ თავი ზღაპარში მეგონებოდა, იქ რომ მოვხვედრილიყავი!

უხსოვარ დროს ამ ტერიტირიაზე თურმე “აბრეშუმის გზა” გადიოდა,რაც ქალაქის აყვავების მიზეზი იყო.ათასობით ვაჭარი ყიდიდა და ყიდულობდა აქ საქონელს.მაგრამ მას მერე,რაც ქარავნების მიმოსვლა შეწყდა,მოსახლეობას მოუწია ვაჭრობისთვის თავის დანებება და მიწათმოქმედებისთვის ხელის მოკიდება და საქონლის მომრავლება.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში Zhangye არავის გახსენებია,თუმცა ეხლა სიტუაცია გამოსწორებულია და ქალაქს კვლავ უამრავი ადამიანი სტუმრობს,თუმცა ამჯერად ტურისტების სახით.ისინი აქ ჩამოდიან, რომ ისიამოვნონ ამ წითელი მთების ხედით,რომელსაც Danxia -ს ლანდშაფტს უწოდებენ.

Danxia ნიშნავს “ვარდისფერ ღრუბელს” —და ეს შემთხვევითი სახელწოდება არ არის. მთელი ეს ლანდშაფტი ხომ სამთო ფერადი წარმონაქმნებია,რომლებიც მოწითალო ქვიშაქვისგან წარმოიქმნა.

ამ მთების წარმოქმნას მეცნიერები ჯერ კიდევ მეზოზოის პერიოდში ვარაუდობენ.მილონობით წლების განმავლობაში მთების სტრუქრურა იშლებოდა,რამაც გამოიწვია ის, რომ ეხლა ამხელა ტერიტორიაზე გაფანტული გორაკები ზღვის ტალღებს გვაგონებს,თანაც ფერად ტალღებს!

ამჟამად ამ გორაკების სიმაღლე საშუალოდ 300–400 მეტრია.

მთებში პერიოდულად საიმტერესო ნამარხს პოულობენ გაქვავებული დინოზავრის კვერცხების და ხერხემლიანი ცხოველებისა და უძველესი მცენარეების სახით.

მგონი საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ გორაკების შესახებ, ასე რომ ხელს აღარ შეგიშლით–დატკბით საოცრების ცქერით!

 

 

 

 

 

 

 

თუ ამგვარი სილამაზის ნახვას მოისურვებთ და ჩინეთში წასვლა გეზარებათ, აგერ,ჩვენთან დავით გარეჯში მსგავსი ფერადი ქანებია,მართალია,ნაკლებ ტერიტორიას მოიცავს,მაგრამ სანახავად,სამონასტრო კომპლექსზე რომ არაფერი ვთქვათ, ნამდვილად ღირს.

 

Advertisements

9 responses to “ბუნების საოცრება — წითელი გორაკები

  1. Keti აპრილი 4, 2012, 11:31 AM

    ჩვენი დავითგარეჯაც ამ ტიპის ადგილებს მიეკუთვნება. ფოტოების ფერები მგონი ცოტა ფოტოშოპის ბრალიც არის, მაგრამ მართლაც ულამაზესია.

    • ketusi.com აპრილი 4, 2012, 12:59 PM

      ფოტოშოპს რაც სეეხება, ერთმა სურატმა მეც დამაეჭვა დღეს რომ გადავხედე და ის მოვაცილე(პირველი რომ იყო) დანარჩენი ნამდვილია მგონი, აღწერასაც შეეფერება,ბევრ საიტებზე ვიძრომიალე,რომ სრული მასალა მომეგროვებინა ამ ადგილზე.
      დავითგარეჯის ფოტოები(თავიდან არც გამახსენდა,მადლობა შეხსენებისთვის) დავამატე.

  2. karamelka აპრილი 4, 2012, 11:45 AM

    აუ რა ლამაზიააა :ო

  3. ლიზიკუნა აპრილი 4, 2012, 12:21 PM

    საოცარი ადგილებია მართლაც. ერთი ჩემი თვალით მანახა ეგ ადგილები ისე არ მომკლა რა)))

  4. ფერადი აპრილი 4, 2012, 12:52 PM

    ძალიან მაგარია, რამდენ საოცრებას გვთავაზობს დედამიწააა :O :)))

  5. ketusi.com აპრილი 4, 2012, 1:00 PM

    კი, მართლა საოცარი ადგილია ❤

  6. anoonymouss აპრილი 12, 2012, 11:27 PM

    აი ბუნების სასწაული ^_^ სხვათაშორის გორაკებთან რა შუაშია მაგრამ ქართველებს ნამდვილად გვაქვს საამაყო პრომეთეს მღვიმის გამო, ვინც ნამყოფია დამეთანხმება

    • ketusi.com აპრილი 13, 2012, 12:43 PM

      კი, ნამდვილალად ბევრი ძალიან საინტერესო ადგილი გვაქვს,და ჩვენ საინტერესო ადგილებზეც დავწერ ერთხელ 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: