Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

პრე-shopping რჩევები

ამ პოსტში მინდა დავწერო ის რჩევები, რაც საყიდლებზე წასვლისთვის დაგჭირდებათ,რათა ეს პროცესი უფრო ეფექტური და ნაკლებშემაწუხებელი იყოს.სამწუხაროდ,ბევრ ქალს არ უყვარს საყიდლებზე სიარული,შოპინგი,ზოგი კი სულაც ვერ იტანს მას!ისეც ხდება, რომ ვყიდულობთ ისეთ ნივთს,რომელიც სულაც არ გვჭირდება ან კარგად არ მოგვერგება და ეს განწყობას ძალიან გვიფუჭებს.

როგორც ამ პოსტში ვთქვი, საყიდლებზე სიარული კარგი ანტისტრესული საშუალებაა და ის თვითდაჯერებულობასაც მატებს.თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც,ვისთვისაც ტანსაცმლის ყიდვა საკმაოდ დიდ სტრესს იწვევს.

საყიდლებზე სიარულის პროცესი რომ შეიმსუბუქოთ და სასიამოვნო საქმედ აქციოთ,ეს რჩევები გაითვალისწინეთ,რომლებსაც ქვემოთ დავწერ.ეს რჩევები დაგეხმარებათ იყოთ უფრო ორგანიზებულები საყიდლებზე სიარულისას და ამგვარად ამ პროცესს საინტერესო და სასიამოვნო საქმედ აქცევს.

  1. შეადგინე საყიდლების ნუსხა.ჭკვიანური იქნება,თუ წინასწარ დაგეგმავ,რა იყიდო,ამგვარად ბიუჯეტზეც იფიქრებ და ზუსტად ჩამოყალიბდები,ტუ რა ნივთი სჭირდება შენს გარდერობს.სპონტანუური შენაძენი კარგი რამაა,თუმცა თუ მერე მოგიწევს იმაზე ფიქრი,რომ ამ ნივთს რა შეუხამო—ეს განწყობას გაგიფუჭებს.
  2. კომფორტულად ჩაიცვი.საყიდლებზე წასვლა თუ გადაწყვიტე—მაქსიმალურად კომფორტულად ჩაიცვი.ჯობს კაბა არ ცაიცვა,უმჯონესია ზედა-ქვედა,ადვილი გასახდელი და ჩასაცმელი რომ იყოს.ჩაიცვი  ისეთი საცვალი,რომ ნებისმიერი სამოსი თამამად მოისინჯო(გიპიურის,მაგალითად).
  3. მოსინჯე სხვადასხვა ზომა.თუ რაიმე მოგეწონა,გასახდლში ამ სერიის რამოდენიმე ზომა წაიღე.ზოგჯერ ბრენდს ან მოდელს შირის ზომებში განსვავებებია,ამიტომ ჭკვიანური იქნება,თუ რამოდენიმე ზომას მოსინჯავ და საბოლოოდ ყველაზე სესაფერისს აირჩევ.
  4. შენ თავს ენდე.საყიდლებზე წასვლისას,ტან არავინ წაიყვანო.მართალია მეგობართან ერთად საყიდლებზე წასვლა სეიძლება საინტერესოდ გეჩვენოს,მაგრამ ამ შემტხვევაში შეიძლება მისი აზრის ზემოქმედების ქვეშ მოექცე და ის იყიდო,რაც მაინც და მაინც არ მოგწონს.როდესაც მარტო ხარ,ფოკუსირებას ახდენ და საკუთარი ინსტინქტების უკეთ გესმის.
  5. თუ ყოყმანობ,გადადე.ხდება ხოლმე,რომ რაიმე ნივთი ზალიან მოგვწონს,მაგრამ რაღაც გვაკავებს.ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ყიდვისგან თავის შეკავება და სხვა დროისთვის გადადება,რათა დრო გქონდეს,რომ ყველაფერი კარგად მოიფიქრო.
  6. ზომა და კომფორტი — უმნიშვნელოვანესია. ხშირად ხდება,რომ მოგვწონს ნივთი, მაგრამ ზომა არ გვერგება,ან შეიძლება კარგი ზომაა,თუმცა თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ.ასეთი ნივთის შეძენისგან,ჯობს,თავი შევიკავოთ,რადგან პირველი აღფრთოვანება რომ გაგვივლის,ხელთ სეგვრჩევა ნივტი, რომელის ცაცმაც  მუდამ დისკომფორტს შეგვიქმნის.

აი ეს იყო ის რჩევები,რაც ყოველი შოპინგის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

ისიამოვნეთ შოპინგიტ,ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს და ამ საქმეს გონივრულად მიუდექით!

Advertisements

2 responses to “პრე-shopping რჩევები

  1. ლიზიკუნა თებერვალი 28, 2012, 5:04 PM

    მე მაგალითად თუ პირველად რამე მომეწონა და ის არ ვიყიდე, მერე უაზროდ დავდივარ და ისევ იმას ვუბრუნდები. ანუ რაც მომეწონება სხვაგან აღარ უნდა ვეძებო და ეგრევე ვიყიდო. მაგრამ ერთადერთი რაც არ შემიძლია ეს მარტო სიარული . თუ ვინმე არ მახლავს ვერაფერს ვერ ვარჩევ))

    • ketusi.com თებერვალი 28, 2012, 7:32 PM

      მეც არ მიყვარს მარტო სიარული,და ფულს რაც შეეხება,ზუსტად მქვს გადადებული თუ რამდენი სეიძლება რომ დავხარჯო,თორე მომხდარა, რომ გზის ფულიღა დამრცენია მარტო საფულეში 🙂
      რაც პირველი მომეწონება,მეც იმაზე კარგს ვერ ვნახხავ ხოლმე და ისევ მიბრუნება მიწევს, ასე რომ ეხლა პირდაპირ ვყიდულობ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: