Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2012 ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩა

Emma Stone Oscars 2012კვირას,26 თებერვალს შედგა რიგით 84-ე ოსკარის დაჯილდოება,რომელზეც საუბარს არ ვაპირებ,რადგან ამაზე ისდაც ბევრგან დევს ინფორმახცია.სათაურში ნახსდებებ  ‘წითელ ხალიჩაში’  რას ვგულისხმოვდი,ყველა ქალბატონი მიხვდება და ზოგიერთი მამაკაციც! ანუ მინდა დაჯილდოებაზე მისულ ქალბატონების სამოსის შესახებ ვიჭორაოთ 🙂 .

ცერემონიაზე მისული ყოველი მონაწილის გასვლა წითელ ხალიჩაზე უკვე მოვლენაა და თითოეული სტუმარი ხდება მილიონობით ადამიანის მკაცრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში.აბსოლუტურად უზადოდ ჩაცმული უნდა იყო ამ დროს!საკმარისია აქსესუარი ან თმის ვარცხნილობა ვერ შეარჩიო გემოვნებიანად და ძვირადღირებული დიზაინერული კაბაც კი ვერ ‘გიშველის’ ! ამ პოსტში კი ჩემი გემოვნებით შევაფასე სელებრითები და მაინტერესებს ჩემი გემოვნება თქვენსას თუ ემთხვევა.

აქ ყველა ცნობილ სახეს ვერ დავდებდი,ცხადია,ამტომ რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში იმათ სურათებს დავდებ და თან ცალ-ცალკე მათ ვინც მომეწონა და ვინც არა(რა არ მომწონს,ისიც მიწერია)

მომეწონა

ანჯელინა ჯოლის(Angelina Jolie) ჩახსნილი კაბიდან წინგადმოდგმულ ფეხმა ყველა მოხიბლა!ვის ღა ახსოვდა, რომ ის ფილმ  “In the Land of Blood and Honey” -ის პროდიუსერია. ჯოლი საოცრად მომხიბვლელი იყო Atelier Versace-ს შავ კაბაში,ფეხს კი  Salvatore Ferragamo -ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უმშვენებდა.


Emma Stone-ის წიტელი კაბა ძალიან მომეწონა,თუმცა კი მიკვირს,ასეტი სიგრძე როგორ არ უშლით სიარულში.ეს Giambattista Valli Couture -ს კაბაა და მას საკმაოდ მომგებიანად შეუხამა Louis Vuitton-ის სამკაული და კლატჩი.


Jennifer Lopez-ის Zuhair Murad -ის კაბა მე არ ვიცი რატომ არ მოეწონათ კრიტიკოსებს,თუმცა ის მასში შესანიშნავად გრძნობდა თავს და თანაც პუბლიკის სიმპატიაც დაიმსახურა.პირადად მეც ძალიან მომწონს,უხდება და თან აქსესუარებიც კარგად აქვს შეჩეული!

Octavia Spenser-ს ძალიან უხდებოდა თეთრი,ვერცხლისფრით გაფორმებული Tadashi Shoji-ს კაბა,ფეხზე Jimmy Choo–ს ფეხსაცმელი ეცვა.სამკაული კი Judith Leiber-ისაა.

Jessica Chastain -ის Alexander McQueen -ის ოქროტნაქარგი შავი კაბა თვალისმოპმჭრელად გამოიყურებოდა,თუმცა მე ცოტა გადატვირთული მგონია.მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც $2 მილიონად შეფასებული Harry Winston  –ის ყვითელი ბრილიანტის სამკაულია,რომელიც ჯესიკას ამშვენებდა.

George Clooney-ს მეგობარ გოგონას,Stacy Keibler-ს, აი ეს ოქროსფერი კაბა ეცვა,ამ კაბამ კრიტიკა გამოიწვია,მე კი—ძალიან მომწონს,უხდება და აქსესუარებიც გემოვნებით აქვს შერჩეული.

არ შემეძლო არ მეჩვენებინა თქვენთვის Rooney Mara,რომელიც თამაშობდა ფილმში “The Girl With the Dragon Tattoo” 🙂 ,ცერემონიალზე ის 2009 წლის კოლექციის Givenchy Couture –ის თეთრი კაბაში გამოჩნდა, არავითარი აქსესუარი და თმაც უკან აწეული,ტუჩები კი წიტელი ტუჩსაცხიტ დაფერილი—აი ასეთი სადა იყო მისი არჩევანი!
54 წლის Melanie Griffith კვლავ მომხიბვლელია და ძალიან უხდება  Yves Saint Laurent–ის კაბა.

Glenn Close საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა ამ Zac Posen-ის კაბაში,რომელსაც პიჯაკიც ახლდა.ისე, ამ ასაკის ქალბატონისთვის პიჯაკი კარგი გადაწყვეტილებაა.

Rose Byrne,”Bridesmaids”-ის ვარსკვლავის ჩაცმულობა ძალიან მომწონს.მას აცვია Vivienne Westwood-ის კაბა,Jimmy Choo -ს ფეხსაცმელი და Chanel Fine Jewelry–ს აქსესუარები.ყველაფერი ერთად —შესანიშნავია!

Milla Jovovich -ი ზღაპრულად გამოიყურებოდა ამ  Elie Saab Couture-ის კაბაში,მას ამშვენებდა Jacob & Co-ს სამკაული და ზალიან ლამაზი კლატჩი Edie Parker-ისგან.ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან შთამბეჭდავი იყო.

წითელი ხალიჩის მწვანე კაბად აღიარებული Missi Pyle-ს Valentina Delfino –ს კაბა მართლა ლამაზია და პაილსაც უხდება.შეგახსნებთ,პაილი “The Artist”-ში მონაწილეობს.
Sheila E ნამდვილ პატარძლად გამოწყობილი გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.ყველაფერი კარგად აქვს შეხამებული,თუმცა ქორწილიდან გამოქცეულ პატარძალს გავს 🙂 მაგრამ მაინც მომწონს!
 
 
Nancy O’Dell -ის კაბა ნამდვილად გამოირჩეოდა ფერითაც! მიყვარს ეს ფერი და კაბის სტილიც მომწონს.მის გარეგნობაში ცვლილებას მაინც სევიტანდი:სამაჯურს მოვაცილებდი და სხვა საყურეს შევურჩევდი!
ძალიან ლამაზად გამოიყურება Maria Menounos-ი,თუმცა აზრზე არ ვარ ვინ არის,

არ  მომწონს

Viola Davis  წარდგა Vera Wang-ის მწვანე კაბაში,თვითონ კაბა მაინც და მაინც არ მომწონს.აქსესუარები კი კარგად აქვს შერჩეული,თუმცა საშინელი თმა აქვს!ეს მსახიობი ნომინანტი იყო საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ,რომელიც ფილმ “The Help” -ში ითამაშა.

Gwyneth Paltrow –ს უცნაური Tom Ford-ის თეთრი კაბა ეცვა,და თეთრივე მოსასხალი ეკეთა, რომელიც ქართული ნაბადის სტილში არის შეკერილი :),ეს  ექსცენტრიული მოსასხამი უადგილო იყო,ჩემის აზრით.თმის ვარცხნილობამაც კრიტიკკოსების ნეგატიური შეფასება დაიმსახურა,მართლაც,ამგვარი ცერემონიისთვის,შეუფერებელი ვარცხნილობაა.

Gucci Premiere-ის ხორცისფერ ძალიან ლამაზ კაბაში გამოპრანჭულ Cameron Diaz-ს ერთი დიდი ნაკლი ქონდა —ვარცხნილობა ქონდა სასინელი,გაქუცულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Sandra Bullock -ი წარსდგა Marchesa -ს შავ-თეთრ კაბაში,რომელსაც გრძელი შლეიფი ქონდა.თვითონ კაბა ზალიან მომწონს,უკანა მხარე განსაკუთრებით სექსუალურია,თუმცა თვითონ ბალოკს ვერ ვახდენ! წითელი პომადა რომ სმოდა,ეგებ ასე უფერული არ გამოჩენილიყო!თან ეს ვარცხნილობა ‘ცხენის კუდი’ რაღაც შიკს უკარგავს კაბას,რას იტყვით?

Penelope Cruz-ის Giorgio Arman-ის ოგანზის კაბა სულ არ მომეწონა,ძალიან უბრალოდ გამოიყურება,რა ვიცი ^^

რამ აიძულა 20 წლის Shailene Woodley,რომ ამ ნაქსოვ გრძელმკლავებიან თეთრ Valentino Couture -ის კაბაში გამოწყობილიყო? ერთადერტი,რაც ადეკვატური იყო,ეს არის Harry Winston–ის სამკაუყლი.თუმცა,როგორც თავად  “The Descendants”–ის ვარსკვლავმა განაცხადა,ეს სამოსი ‘მისთვისაა ზედგამოჭრილი”

“Bridesmaids” –ის ვარსკვლავი,Kristen Wiig-ი ,J.Mendel -ის ხორცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი,ტუმცა კარგი იქნებოდა, თუ თმასაც მოუხერხებდა რამეს.

Melissa McCarthy ,რომელიც ნომინირებული იყო მეორეხარისხოვან როლზე, ამ Marina Rinaldi -ის ატმისფერ კაბაში წარსდგა და ვიტყოდი, რომ თვითონაც დიდ ატამს გავს 🙂

Louis Vuitton -ის მარჯნისფერ შიფონის კაბაში გამოწყობილ Michelle Williams არანაირად არ უხდება ეს ვარდისფერი კლატჩი,რას ფიქრობთ? ის არის  “My Week With Marilyn”–ის ვარსკვლავი და ნომინირებული იყო საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.

Busy Phillips-ს დამსახურებულად უნდა მიენიჭოს ყველაზე უგემოვნოს ტიტული,ამ Dolce & Gabbana-ს კაბის ვარდისფერი ფეხსაცმელითა და ცისფერი დიდი საყურეებით ‘გაფუჭება’ როგორ შეიძლებოდა!

Meryl Streep ,ჩემი უსაყვარლესი მსახიობი!ის მთლად ოქროსფერი იყო და მგონი ზედმეტიც მოუვიდა: ოქროსფერი Lanvin-ის კაბა,ოქროსფერი ფეხსაცმელი და Fred Leighton-ის ოქროს საყურეები!

Natalie Portman-ს,რომელსაც კოპლებიანი 1954 Christian Dior Haute Couture vintage-ის კაბაში იყო  გამოწყობილი,არარ უხდება Harry Winston-ის სამკაული და შავი ოთხკუთხედი კლატჩი,მე ერთიანობაში არ მომწონს.

Berenice Bejo-ს,რომელიც  Elie Saab-ის კაბაში იყო გამოწყობილი, ზუსტად იმავე ფერის Swarovski -ს კლატჩი რომ არ სჭერიყო–უკეთესი იქნებოდა!მაგალითად,მის მწვანე საყურის ფერის კლატჩი უკეთესი შეხამება იქნებოდა!

ჯერ ის მითხარით რად უნდა Kelly Osbourne-ს ეს იასამნისფერი თმა?თან ის საერთოდ არ უხდება Badgley Mischka-ს შავ, მწვანე ბრჭყვიალებით გაწყობილ კაბას!სულ რომ თავი დავანებოთ კაბასაც,თმის ფერსაც და მწვანე ფრჩხილის ლაქსაც—ვარცხნილობაც არ უვარგა!

Judy Greer -მა,მართალია,Monique Lhuillier-ის კაბას კარგად შეუხამა კლატჩი, მაგრამ თმა აქვს საშინლად:( (Judy Greer-ი “The Descendants”-ში მონაწილეობს)
Maya Rudolph -ის კაბა,რომელიც Johanna Johnson-ს ეკუთვნის,ისედაც არ არის ლამაზი და მით უმეტეს ეს ნაქსოვი მატერიის კაბა სულ არ სეეფერებოდა ოსკარების დაჯჯილდოების ცერემონიალს,არადა  “Bridesmaids” –ის ვარსკვლავია!
 
ერთ ერთი ყველაზე უშნოდ ჩაცმული იყო Melissa Leo ,რომელსაც ეცვა  Reem Acra-ს კაბა,თუმცა ეს სამოსი კაბასაც ნაკლებად გავს,Jimmy Choo-ს ფეხსაცმელსაც ვერ მოახდენს ადამიანი 😦
 
Giuliana Rancic ის კაბა შესანიშნავია,ის  დიზაინერ Tony Ward -ის ქმნილებაა,თუმცა ჯულიანამ მაინც ნეგატიური შეფასება მოიპოვა,რადგან საშინლად ქონდა თმა!
Sherri Shepherd ნამდვილ ლურჯ ბუშტს გავს ამ კაბაში.ის ზედმეტად ხაზს უსვამს მის ისედაც დიდ მკერდს,თანაც ეს შავი ბიუსჰალტერიც ძალიან უშნოდ ჩანს
Virginia Madsen Grade -მა იასამნისფერი Kevin Hall-ის კაბას მწვანე საყურე შეურჩია,ალბათ  მხოლოდ იმიტომ ,რომ ზურმუხტისაა 🙂
Sarah Hyland-ს თითქოს კაბის ფერი კი უხდება, მაგრამ თვითონ კაბა,დიზაინერი —Alberta Feretti,რაღაცით ფარდას მაგონებს.თვიტონ მსახიობსაც ასაკს მატებს,არადა 21 წლისაა ^^
Jane Seymour -ზე ეს კაბა შეუფერებლად მიმაჩნია,საერთოდაც სულ არ მომწონს ეს კავბა,მით უმეტეს 61 წლის ქალბატონზე,იმავე ფერის კლატჩიც არ უხდება.
Julia Ormond -ის გარეგნობაში არაფერი არ მომწონს!გაურკვეველი მატერიის შავი კაბა,და კლატჩი,რომელიც საერთოდ არ უხდება.ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ჯერ ერთი,რომ ამგვარი ვარცხნილობა ასეთი ცერემონიისტვის არ არის მიზანშეწინილი და თანაც ცალ-მხრიან კაბას,რომელსაც მხარზეც რუში აქვს—საერთოდ არ უხდება!
Lea Thompson-ს შესანისნავი ბრჭყვიალა კაბა აცვია,ტუმცა აი ეს მოსასხამი რად უნდოდა,არ ვიცი!
სასტიკად არ მომეწონა ეს Shaun Robinson-ი.ჯერ ერთი,რომ მისი ოქროსფერი კაბა ფარდის ნაჭერს მაგონებს,არც ეს  თვლებიტ მოჭედილი კლატჩი არ უხდება კაბას,მერე რა, რომ  Swarovski-საა!თმის ვარცხნილობაც რაღაცნაირია, ‘აფრენილი’ 🙂
Bo Derek -ის იისფერი კაბა ზალიან სადად მეჩვენება,თანაც სამაჯურიც არ უხდება,თუმცა 55 წლის ლამაზი ქალბატონის ლამაზ სხეულს კარგად აჩვენებს!
 
Louise Roe-ს ჩაცმულობამ ჩემში ორაზროვანი გრძნობები გააღვიძა:თან მომწონს და თან მგონია,რომ რაღაც ზედმეტი აქვს.ზედმეტია ალბათ ის რუშები ქვედაბოლოზე , ბრჭყვიალა კლატჩი და თმისამაგრი,რადგან კაბას ისედაც აქვს თვლებით გაფორმებული ქამარი.
 
 
Advertisements

22 responses to “2012 ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩა

  1. Mari თებერვალი 28, 2012, 2:16 AM

    ანჯელინა ჯოლის ფეხი უკვე მარაზმი იყო, ჩემი აზრით.. კაბა არ იყო ცუდი, მაგრამ ეს 120 გრადუსიანი დგომის მანერა ძალიან მეზედმეტა :\
    საბოლოო ჯამში, მხოლოდ მილა იოვოვიჩი მომეწონა ❤

  2. Butterfly თებერვალი 28, 2012, 9:53 AM

    მილამ რაც არ უნდა ჩაიცვას მაგრად მომწონს ^.^ ანჯელინა რას თხლაშავდა ფეხს ვერ გავიგე :დ:დ მერილსტრიპისგან კი არ ველოდი,გია სურამელაშვილს გავდა :დ:დ:დ

    • ketusi.com თებერვალი 28, 2012, 12:31 PM

      ხო,ანჯელინა მგონი ერტადერტი იყო,ვისაც მასეთი კაბა ეცვა,რამდენი სურათი ვათვალიერე სხვა ჩახსნილი კაბა ვერ ვნახე.ხო, ანაბარა ცახსნილია,ფეხიც ხომ უნდა გამოეჩინა—ასე გამოვიდა 🙂
      ხო, ესეიგი არ ვარ მარტო მერილ სტრიფპთან დაკავშირებით 🙂
      არადა არანაირი კრიტიკა არ გამიგია მის მიმართ რომ გამოეთქვათ,რა ვიცი,მეც არ მომეწონა

  3. Butterfly თებერვალი 28, 2012, 9:54 AM

    პ.ს თუ მკითხავთ ზოგადად უგემოვნობის ზეიმი უფრო იყოოო :დ

    • ketusi.com თებერვალი 28, 2012, 1:01 PM

      კი, მასე გამოდის.
      ბევრი კაბა მომწონს იმ კატეგორიიდან “არ მომწიონს’ რომ დავაწერე,მაგრამ ისეთი აქსესუარები აქვს,რომ ყველაფერს აფუჭებენ და ერთიანობაში ‘ვიდი’ ეკარგება.

  4. mecmikvarkhar თებერვალი 28, 2012, 10:35 AM

    ანჟელინას, ჩესტეინის და ემმა სტოუნის კაბებმაც მომხიბლა და მთლიანობაშიც აქსესუარიან ყველაფრიანა 10/10, დანარჩენები ზოგს არაუშავდა ზოგი კოშმარი იყო მართლაც 🙂

  5. Keti თებერვალი 28, 2012, 12:44 PM

    ანჯელინას ფეხი 🙂 მოკლედ, ჩემი აზრით ძალიან ვულგალურად დგას, მის აღრნაგობასაც არ უხდება, არც მისი ფეხი “ბრწყინავს” ფორმით… იმდენად არ მომნწონს დგომის ეს მანერა, რომ კაბის სილამაზე ვეღარ შევამჩნიე.
    მომეწონა ლოპესი, წითელბაფთიანი კაბა, Stacy Keibler და მელანი გრიფიტი 🙂

  6. ketusi.com თებერვალი 28, 2012, 12:59 PM

    სრულად გეთანხმები 🙂
    Stacy Keibler–კაბა მეც მომეწონა

  7. ლიზიკუნა თებერვალი 28, 2012, 1:29 PM

    არ ვიცი რატომ გამოიწვია ანჯელინას კაბამ ასეთი აჟიოტაჟი. მშვენივრად გამოიყურება და კაბაც მომეწონა. დგომას რაც შეეხება ეგება და მომენტი დაიჭირა ფოტოგრაფმა ცუდი და ისე გადაუღო ან რავი დგას ჩვეულებრივ. ხომ შეიძლება მისდაუნებურად გადაეხსნა კაბა. რა წირს ეხლა ანჯელინას ძალად გამოსაჩენი არ მესმის. მთლიანობაში გადასარევად გამოიყურება

  8. ლიზიკუნა თებერვალი 28, 2012, 1:39 PM

    კაბებიდან კიდე მომეწონა ანჯელინა და ლოპესი და თუ გინდათ მომკალით))))

  9. ლიზიკუნა თებერვალი 28, 2012, 1:41 PM

    დამავიწყდა აღმენიშნა მილა მომწონს კიდე ძაან))

  10. ninnaka თებერვალი 28, 2012, 2:14 PM

    ჰმმმ, ანჯელინას კაბამ რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ვერ გავიგე, კაბა არაჩვეულებრივი იყო, უბრალოდ ანჯელინას ფეხი არ უხდებოდა! საშინლად გახდა ეს ქალი და ცარიელი ძვალი ქონდა გამოყოფილი იმ კაბიდან, ამიტომაც ჩანდა ცუდად, ისე კი მაგ კაბას მეც დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი. მილა მეც მომეწონა. რაც შეეხება იმ ყვითელ კაბას, Nancy O’Dell-ს რომ ეცვა, ფერი არ მიყვარს და კაბასაც ალმაცერად დავუწყე ამიტომ ყურება, სხვა ფერი რომ ყოფილიყო ალბათ უფრო მომეწონებოდა, კაბის სტილი კი მართლა კარგი იყო. ვერ დაგეთანხმები სანდრა ბალოკისა და ნატალი პორტმანის შეფასებაში, სანდრას როგორც არავის ისე უხდება უკან ის კუდი, მაკიაჟიც ძალიან კარგად ქონდა და საერთოდ საოცრად გამოიყურებოდა, მომწონს ამ ქალის გემოვნება, მისი კაბა ყველაზე ძალიან მომეწონა წლევანდელ ოსკარების დაჯილდოვებაზე. ნატალი პორტმანის კაბაზეც თამამად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან საყვარელი იყო, წითელ კაბებში საუკეთესო იყო, ყელსაბამზე კი გეთანხმები, სხვა რამის შერჩევა შესაძლებელი იყო. კამერონ დიასს რაც შეეხება, მისი კაბაც მომეწონა და მთლიანობაში ცუდადდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა. გვინეტ პელტროუს კაბა მომეწონა მოსასხამით, ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა, მოსასხამის გარეშე ზედმეტად სადა და უბრალო ჩანდა და აღარ მომხიბლა.რაც შეეხება Rooney Mara-ს, ჯენიფერ ლოპესს და Rose Byrne-ს, არ მომეწონა! ჯენიფერს ის კაბა საშინლად არ უხდებოდა თავის უუუშველებელ გვერდებზე და ის ორი კაბა კი უბრალოდ არ მომწონს.

    ყველაზე ცუდად კი Esperanza Spalding გამოიყურებოდა, აი ისიც http://oscar.go.com/photos/red-carpet-2012/media/127567_1032

    ობოლი ბავშვივით იყო ატუზული. :/

    რაც შეეხება დანარჩენებს, მეტ-ნაკლებად გეთანხმები, ზოგის მიმართ ნეიტრალურად ვარ განწყობილი და ნუ მოკლედ ყურადღების გამახვილების ღირსად მხოლოდ ეს ადამიანები ჩავთვალე 😀

    • ketusi.com თებერვალი 29, 2012, 4:37 PM

      სანდრა ბალოკს რაც სეეხება კაბა ძალიან მომწონს, მაგრამ ტერთრი ფონი,რაც სახესტან ახლოს აქვს აფერმქტალებს,ასე მგონია.კუდი კი ისე სადრესასწაულოდ არ გამოიყურება უბრალოდ,ჩემის აზრით,თორე ერთიანობაში უდავოდ მაინც კარგია.
      კატეგორიაში’არ მომწონს’ ისეთი ადამაინები ცავსვი,რომლებსაც უზადოდ არ აქვთ შერჩეული აქსესუარები, თორე კაბები ბევრი ზალიანაც მომწონს.
      Esperanza Spalding –მართლა საშინელი იყო კაბით დაწყებული ვარცხნილობით დამთავრებული.უბრალოდ პოსტი ისედაც უშველებელი გამოვიდა და ყველა სურატი არარ დავდე.

  11. faifuris angelozi თებერვალი 29, 2012, 3:03 AM

    შარლიზის წითელი კაბა არ მოგეწონა? ძალიან ლამაზი იყო. გვინეტი, ჯეილო, მილა, გლოსი და აი ის ყვითელი კაბა ისე მომეწონა მომინდა რომ მქონდეს.

  12. Lord Vader მარტი 1, 2012, 3:13 PM

    ჯეი ლოზე არ მოეწონათ არა. ყველაფერი უჩანდაო და ეგეთ რამეებზე გაამახვილეს უფრო ყურადრება და ეგაა უგემოვნობა და ბანალურობაო…

    არადა, ლამაზი სხეული აქვს ამ ქალს და სკდებიან გულზე რამდენი წელია უკვე. 🙂 ეგაა და ეგ.
    მაგან და დიასმა ტაკოებიც კი დაატოლეს პუბლიკის თვალის გასახარად. 🙂

    • ketusi.com მარტი 1, 2012, 3:49 PM

      სრულიად გეტანხმები, ჯეი ლო სულ თავიდანვე ტვალში ამოიღეს.სურთზე არ ცანს რამე თუ უცანდა, თუმცა კაბა მსვენიერია და უხდება კიდეც 🙂 და დიათან ერტად მართლა საყვარელი იყო 🙂

  13. Lord Vader მარტი 1, 2012, 3:17 PM

    ასაკს კი აქვს რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ მთავარია, როგორ გამოიყურები 🙂
    61-ის არა, მაგრამ აქ 50-ს გადაცილებულია მაგალითად… არ უნდა ჩაიცვას? 🙂

    • ketusi.com მარტი 1, 2012, 3:51 PM

      კი, რატომაც არა? მშვენივრად გამოიყურება ამ წითელ კაბაში.ზოგს 40 წლისას არ აქვს ასეთი სხეული 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: