Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დღევანდელი საგაზაფხულო შოპინგის შესახებ !

დღე მშვენივრად დაიწყო — მშრალი ამინდი,ზომიერი სიცივე,მზე!

თუმცა,სულ რომ ცა ჩამოქცეულიყო,მე და მია მაინც წავიდოდით საყიდლებზე, რადგან ამ თავისუფალ დღეს მთელი კვირა ველოდით,რომ ‘გემრიელი’ შოპინგი მოგვეწყო!

გადაიარა პრაქტიკულად ზამთარმა და უკვე საგაზაფხულო გარდერობის განახლებაზე ვზრუნავთ.მას მერე,რაც ამ გაზაფხულის ტრენდებსა და მოდური ფერების შესახებ მე თვითონ დავწერე პოსტი,გულში ჩავიდე ამ სეზონისთვის სტაფილოსფერი შარვლის შეძენა.ეს ფერი იშვიათობაა, მოგეხსენებათ და პრაქტიკულად გაგიმართლებს,თუ გადააწყდები(ნუ,შარვალს ვგულისხმობ)!

მოკლედ, ‘დავლაშქრეთ’ ჯერ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მაღაზიები, მერე ‘თბილისი ცენტრალი’ და ‘პასაჟი’ და რამოდენიმე ხელი ვიყიდეთ!

ჩემთვის შევიძინე ბაცი ჟანგისფერ-სტაფილოსფერი შარვალი ‘ალადინი’ , და ორი ზედა: ერთი ნაცრისფერ-კრემისფერი,მეორე მუქი აგურისფერი.

მიამ იყიდა ცისფერი შარვალი,ცისფერზოლიანი მაისური და ჭრელი ზედა.

ნუ, მთლად წვრილმანებს აღარ ჩამოვწერ.

მოვედით სახლში დაღლილ-დაქანცულები,მაგრამ პირველ რიგში ყველაფერი კარგად მოვირგეთ,საგაზაფხულო ტანსაცმელიც,შარშანდელი სეზონის, ბევრი მოუხდა და ძალიან მიხარია.

კარგი ის არის, რომ წინა დღეს ამერიკიდან გზავნილიც ჩამომივიდა,გამოწერილი მქონდა ფეხსაცმელი და გამეხარდა, რომ კარგადაც მომერგო და ხარისხიც კარგი აქვს,თუმცა ჩექმა ოდნავ დიდი მქვს, მაგრამ ეგ არაფერი 🙂

სურათებიც გადავიღე აქ რომ დამედო, ყველაფერს ერთად გაჩვენებთ.თან ამასწინათ სტაფილოსფერი ტუჩის საცხი შევიძინე,კი გამიკვირდა,რომ მომიხდა,ადრე არ მიხდებოდა,ხოდა ეხლა მეც მიხდება და ამ სამოსსაც უხდება ❤

ეს ფეხსაცმელი ამერიკიდან გამოვიწერე

შარვალს მწვანე ჩექმა კი უხდება, მაგრამ აი ზედა იმდენად არა

ეს მეორე ზედა და საზაფხულო ფეხსაცმელი,უხდება,ხო?

მომწონს ფერთა ეს კომბინაცია ^_^

ეს რარაცა ‘ფინწიკლუსკა’ ქონდა ამ ზედას საყელოსტან და მაშინვე ‘მოვაშთე’ 🙂

იდეაში ასე უნდა ყოფილიყო :)(რას გავს^^)

აბა რას იტყვით? ხომ ‘ნაყოფიერი’ იყო ჩვენი შოპინგი? მოგწონთ? მიხდება?

Advertisements

9 responses to “დღევანდელი საგაზაფხულო შოპინგის შესახებ !

  1. lashaworld თებერვალი 26, 2012, 9:44 PM

    კიი ძაან მაგარია 😉

  2. presgeo თებერვალი 26, 2012, 9:49 PM

    kai gemovneba gaaqvs 🙂 momwons gogoebs ro mase acviat:)

  3. natali თებერვალი 26, 2012, 9:51 PM

    ზალიან გიხდება,ქეთი,ლამაზი რაღაცეებია
    სად რა იყიდე და რა ფასებში არ შეძლება,რომ გვითხრა,იმშარვლის ფასი მაინტერესებს განსკუთრბულად?მალსში ღირს მისვლა ამ დღეებში?

    • ketusi.com თებერვალი 26, 2012, 10:03 PM

      დიდი მადლობა,ნატა.
      ნუ,ვითომ დაწვრილებიტ დაწერისგან თავი სევიკავე,მაგრამ საიდუმლო კი არაა, დავწერ რა რამდენად ვიყიდე.
      ჩემი შარვალი — 65 ლარი(აღარ მახსოვს მარაზია,მეტროს გაყოლებაზე ვაგზლის მიმართულებით)იმდენ მაღაზიაში ვიყავით,რომ ავირიე
      კრემისფერი ზედა, ‘პასაჟში’ 40 ლარად.აგურისფერი ზედა–19 ლარი,ვაგზლის ‘მალსსი’—სხვატაშორის აქ ძალიან კარგი არჩევანი იყო, ჯობდა აღმაშენებლისას,მე კი პირველად ვიყავი, არც ვიცოდი მანდაც თუ იყო,შემთხვევით მოვკარი თვალი.
      მიას სურატებიც მედო და წამაშლევინა,იმანაც კარგი რარაცეები იყიდა,ორი ‘მალს’-ში და ერთი ზედა ‘შოდი’-ში

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: