Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მოდა,მოდა,მოდა

ყოველთვის,როდესაც მოდის სამყაროში ვხვდებით,თითქოს აღმოვჩნდები ჯადოსნურ სამყაროში,სადაც უსასრულოდ შემიძლია ვათვალიერო ლამაზად გამოწყობილი მოდელები და ვიმოგზაურო სტილითა და ფერებით გაჯერებულ საოცნებო სამყაროში.გრძნობები ორმაგდება,როდესაც ათვალიერებ უსაყვარლეს დიზაინერის შემოქმედებას!გრძნობ,რომ ნიჭიერ ადამიანს არ უშრება ფანტაზიის წყარო!
მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ მაღალ მოდაზე,მაგრამ ფაქტია,რომ ადამიანები მოდაზე ბევრად უფრო მეტს ფიქრობენ,ვიდრე გონიათ!ჩვენ გარშემო ხომ ყველაფერი მოდურ ტენდენციებთანაა დაკავშირებული!
აბა გადახედე შენს ოთახს,განა თანამედროვე დიზაინის სავარძელი მოდური ტენდენციის შესაბამისად არ შეიქმნა?შეიხედე შენს გარდერბში — პერანგი ან მაისური რაც ბოლოს იყიდე,ხომ ჩვენი თანამედროვე დიზაინერის მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით არის შეკერილი!

განა ისევ ჩოხა-ახალუხით დადის ვინმე?თუმცა ჩოხის ფორმაც იმ დროის მოდის მიხედვით იცვლებოდა!
განა ნაბადი არ შეცვალა ქურთუკმა?

დრო იცვლება,ვითარდება ტექნოლოგიებიც და შესაბამისად ახალი მოდური ტენდენციებიც ჩნდება ძველი კი დავიწყებას მიეცემა.ასე დავივიწყეთ შლაქსი შარვლები და ჭრელი ჟორსის პერანგები,აღარ გვაცვია კორსეტები და მამაკაცები ხანჯალშებმული აღარ დადიან…

დრო იცვლება და მოდაც,თუმცა მოდა შეიძლება შემობრუნდეს კიდეც….
ეხლა ხომ ხვდები,რომ ჩვენ,გვინდა თუ არ გვინდა,მოდას მოვდევთ!

ან რატომ არ უნდა მივდევდეთ?

მე არ მესმის იმ ადამიანების,რომლებიც ამბობენ, რომ მოდა არ აინტერესებთ და იცმევენ იმას,რაც “მათ უნდათ და უხდებათ”.კი, ეს ასეა,მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ!ეხლავე აგიხსნი. თუ შენთვის ჩაცმას არ აქვს მნიშვნელობა,რატომ არ ირჩევ ბებიისდროინდელ ჟორსის პერანგს,რატომ არ გაცვია ბამბაზიის ხალათი?არამედ იცმევ ბაზრობაზე ნაყიდ თანამედროვე პერანგს ან მაისურს ან კაბას,სულ ერთია,მაგრამ შენ ხომ მაინც თანამედროვე სამოსს ანიჭებ უპირატესობას?!

საიდან ხვდება ბაზრობაზე ან მაღაზიებში ის ტანსაცმელი,რაც მერე ,როგორც ბევრი ამბობს—ყველას აცვიაო,იცი? როგორც კი რომელიმე დიზაინერი რაიმე ახალ სერია სამოსს გამოუშვებს, ხდება ამ საინტერესო დეტალიან სამოსის კლონირება და მასობრივ წარმოებში ჩაშვება.შეიძლება მოდელი სახეცვლილი იყოს, მაგრამ ფაქტი ის არის,რომ მასიურ წარმოებაში ჩაეშვება ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი მოდელის პროტოტიპი.ზუსტად ის ხვდება ჩვენს მაღაზიებსა და ბაზრობებზე,საიდანაც თვითოეული ჩვენთაგანი ‘ვივსებთ’ გარდერობს! ასე რომ, სულ უმნიშვნელო ნივთიც კი,რომელიც კარადაში მოგეპოვება,რომელიმე დიზაინერის ნაშრომის შედგია!

 

ასე  რომ ,მოდით,შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა ასე თუ ისე მოდას აყოლილები ვართ!

სხვა საკითხია მოდურად ჩაცმა,რისი უპირობო მაჩვენებელი გემოვნებაა!

ოოოოო,აი თუ გემოვნება არ გაქვს,მაშინ სხვა საქმეა,’დააბრალე’ შენ თავს ის, რომ “არ გაინტერესებს მოდურად ჩაცმა”,ჩვენ კი გვეცოდინება,რომ შენ ,უბრალოდ ,უგემოვნო ხარ!

გემოვნება განაპირობებს ლამაზად,მოხდენილად და მოდურად ჩაცმას!

დამეთანხმებით,რომ მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსიც რომ გქონდეთ ხელთ,ისინი ერთმანეთს გემოვნებიანად თუ არ შეუხამე,ვერ გექნება პრეტენზია მოდურობაზე!

თუმცა იმისთვის, რომ იყო მოდურად ჩაცმული,სულ არ არის აუცილებელი, რომ უამრავიო ფული ხარჯო დიზაინერულ სამოსში —-აქაც გემოვნებას ლაბირინთში შევყავართ და მხოლოდ მას აჩვენებს გამოსავალს,ვინც რიგით ბაზრობაზეც კი საკმაოდ იაფ ფასში ნაყიდ სმოსს ისე გემოვნებიანად შეუხამებს ერთმანეთს, რომ მოდურდ ჩაცმულის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებდეს!

 

მ პოსტში მეტის წერა აღარ მინა,ჩემი ამოცანა იყო დამენახვებინა თქვენთვის, რომ მოდის სამყარო სულ არ არის შორეული და მიუღწეველი —ის ჩვენ ირგვლივ არის.ჩვენ კი ერთადერთი რამ მოგვეთხოვება — ვისწავლოთ გემოვნებიანად ჩაცმა!

ჩემი ბლოგის მეშვეობით კი  მუდამ მოდური ტენდენციების საქმის ყურში იქნებთ!

Advertisements

One response to “მოდა,მოდა,მოდა

  1. Mallorie თებერვალი 26, 2012, 8:16 PM

    შესანიშნავი პოსტია, ქეთუსი!!!
    ყოჩაღ. ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: