უკვე შუა ზამთარია,მე კი სეზონური ხილის შესახებ ვერ დამიწერია პოსტი!ალბათ უცნაურად ჟღერს ეს სიტყვების მათთვის, ვინც ჩემი ბლოგის მკითხველი არ არის, რა სეზონური ხოლიო ვითომ, მაგრამ აი ქეთუსის ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ წელიწადის სამი დროისთვის შესაბამისი პოსტი მაქვს დაწერილი და ამ პოსტებში სეზონის ფავორიტ ხილზე მაქვს საუბარი.გახაფხულზე იყო პოსტი მარწყვზე,ზაფხულში საზამთროზე, შემოდგომას– ყურძენზე.
ზამთარია ეხლა და ამ სეზონის ჩემ ხილად ვაცხადებ ხილს,
რომელიც ისეთი პოპულარულია,რომ ყველა იცნობს!
იმდენად სასარგებლოა,რომ მასზე ლეგენდები დადის!
ისეთი ლამაზია,რომ გინდა სულ უცქირო!
ის შიგნიდანაც და გარედანაც ერთი ფერისაა!
რომელიც მარტო ჭამო კი არა,შეგიძლიაო დალიო კდეც!
და რაც მეტს სხვამ—-მით უფრო ბედნიერად გრძნობ თავს!
მას ჩემი შვილი ბავშვობაში ‘ბუტატას’ ეძახდა!
და ეს ხილი არის
ფორთოხალი

ფორთოხალი ძალიან მიყვარს.ციტრუსებიდან–ყველაზე მეტად!’ჩემი’ ფორთოხალი დეკემბრის ბოლოს შემოდის,მანამდე სურვილიც არ მაქვს,რომ დავაგემოვნო.რა ჯობია ქორფა დიდ ფორთოხალს რომ გაფრცქვნი(თან კანის ფორებიდან შხეფების ბრიზში ხვდები ^_^) და გემრიელად მიითმევ,იფ,იფ…
მუდამ,როდესაც ფორტოხალს მივირთმევთ,ამ სასიამოვნო გრძნობების გარდა ორგანიზმი იღებს:
ვიტამინებს: C ,A,B1,B2 და B6;
მინერალებს: კალიუმს,კალციუმს,ნატრიუმს,ფოსფორს;
კარბოჰიდრატებს: შაქარს(ფრუქტოზა და გლუკოზა) და მცენარეულ ბოჭკოს.
პექტინების დიდ რაოდენობას,რომელიც განსაკუთრებით კარგ ეფექტს ახდენს ჭარბწონიან ადამიანებზე.

იცოდით,რომ
- ერთ ცალ ფორთოხალს თუ მიირთმევთ,ჩათვალეთ,რომ ბოჭკოს და ანტიოქსიდანტების დღიური ულუფა მიღებული გაქვთ.
- მიირთვი ფორთოხალი და —- იყავი ახალგაზრდა! ფორტოხლის გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიზეზი კი არის ანტიოქსიდანტები,რომლითაც მდიდარია ფორთოხალი.ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას.
- ფორთოხლიგან გამოწურული წვენი მაშინვე უნდა დალიოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში გარემოსთან ურთიერთობის შედეგად დაიკარგება ვიტამინების და ანტიოქსიდანტების ნაწილი.
- ფორთოხლის მთელი წლის განმავლობაში მიღებისას დაცული იქნებით ისეთი დაავადებებისგან,როგორიც არის: გაციება,ყაბზობა,კატარაქტა,გულის შეტევა,მომატებული სისხლის წნევა,კუჭის დაავადებები,კბილებთან დაკავშირებული პრობლემები;
- ფორთოხლის მუდმივი მიღება ეხმარება ადამიანს :მოტეხილი ძვლების შეხორცერბაში,ქოლესტერინის დონის დაწევაში,იმუნიტეტის გაკაჟებაში.
- ის ებრძვის ისეთ დაავადებებს როგორიცაა: პარკისონის დაავადევნა, ალცჰეიმერის დაავადება და სიმსივნე!
- უამრავ ვიტამინს შეიცავს ფორთოხლის კანქვეშა ყვითელი ქსოვილი,ამიტომ ფორთოხლის გაფრცქვნისას ამ ფენას ‘გულმოდგინედ’ ნუ მოაცილებთ!
- დღეში 3 ცალ ფორთოხლის მეტის მირთმევა არ არის სასურველი.
საინტერესო ინფორმაცია ფორთოხლის შესახებ:

- ფორთოხლის სამშობლოდ ითვლება ჩინეთი,სადაც ის ქრისტესობანდე 4000 წელსაც მოყავდათ.პირველი ცანაწერები ფორტოხლის შესახებ მიეკუთვნება 2200 წელს ჩ.წ-მდე.მოგზაურებმა ის აფრიკის კონტინენტზე ჩაიტანეს,ამიტომ მას ‘ჩინურ ვაშლებს ‘ უწოდებდნენ,საიდანაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 200 წელს ის რომში ჩაიტანეს.მეტე საუკუნეში უკვე არაბებიც გაეცნენ ამ ხოლს.პორტუგალიაში ამ დროისთვის უკვე ზრდიდნენ ფორტოხალს და მას პორტუგალიურ ფორტოხალს უწოდებდნენ.ამერიკის კონტინენტზე ფორთოხალი შეიტანა ქრისტოფერ კოლუმბმა თავის მეორე მოგზაურობის დროს 1493 წელს.ცნობილია,რომ 1820 წლისთვის ფლორიდაში,წმინდა ავგისტინეში,დარგული ქონდათ ფორთოხლის ფეები.1873 წელს კი ბრაზილიიიდან წამოღებული 3 ფორტოხლის ნერგი დარგეს რივერსაიდში,კალიფორნიაში და რაც ყველაზე საინტერესოა,ერთ-ერტი იმ ხეტაგანი დღესაც ცოცხალი და მსხმოიარეა!
- იტალიაში, ივრეაში,ყოველწლიურად თებერვალში იმართება ‘ფორთოხლის ბრძოლენი’ სადაც ადამიანები გუნდებად ერტიანდებიან და ერთმანეთს ფორთოხლებს ესვრიან.

აქ ვასრულებ ამ პოსტს,რადგან ერთ პოსტში მაინც ვერ ჩავატევ ყველაფერს,რისი თქმაც შეიძლება ფორთოხალზე,ასე რომ მომდევნო პოსტს დაელოდეთ.
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
აუუუ! როგორ მიყვარს! ვგიჟდები! მომწონს, როგორც გემო, არომატი და ფერი, ამავდროულად ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია! 🙂
კი, მართლა მასეა,ჩემი უსაყვარლესი ხილიცაა 🙂
:))
მიყვარსსსსსსსსსსსსსს ♥♥♥♥♥
ფორთოხლის წვენზე ვაფრენ,შემიძლია სულ ვსვა,რატომ ბიდონებით არ იყიდება((
აუ, ბიდონებით 🙂 მაგრი იქნება ,ლოლ
უფ ძალიან სასარგებლო რამეა ამავდროულად გემრიელიც))
კი,და ყველაზე პოპულარული წვენია
vizualoba didi araferi……… magram aromatiii…. ❤ uh, simjave, sitkbo ragac arachveulebrivi shexamebaa yvelafrisa
კი, მართალი ხარ 🙂