Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სხვადასხვა მეტალის იონებით გამდიდრებული წყალი

ადამიანი მუდამ ზრუნავს ჯანმრთელობაზე და მის აღსადგენად სასველად წამლებს მიმარტავს,თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მცენარეული პრეპარატების გარდა გარდა,დამხმარედ შეიძლება მეტალებიც კი მოგვევლინოს.ეს ბევრისტვის მოულოდნელობა იქნება, თუმცა მე მიყვარს თქვენი გაკვირვება და ბლოგზე ხშირად დავდებ ‘უჩვეულო’ მკურნალობის მეტოდებს 🙂 .ზუსტად ამ ერთ-ერთ უჩვეულო მეთოდს გთავაზობთ ამ პოსტში.იმისათვის,რომ ამგვარი მკურნალობის და პროფილაკტიკის ეფექტურობაში დარწმუნდეთ,ჩავრთავ მონაკვეთებს ka.wikipedia.org–იდან.

მეტალების იონები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმში,კერძოდ იწვევენ იმ ქიმიური რეაქციების ინიცირებას,რაც აუცილებელია ენერგიის მისაღებად და ცილების სტრუქტურის შესანარჩუნერბლად.ზოგჯერ მეტალების ბალანსი შეიძლება დაირღვეს,რაც დაავადებების წარმოქმნის მიზეზი გახდება.

არის შემუშავებული მეთოდიკა,თუ რომელ დაავადებაზე რომელი მეტალის იონებით გამდიდრებული წყალი მოქნედებს დადებითად და თუ როგორ დავამზადოთ ამგვარი წყალი.

ოქროს იონებით დამდიდრებული წყალი

  • გაახალგაზრდავების ელექსირია;
  • ბრწყინვალედ ებრძვის დეპრესიას;
  • აქვს ბაქტერიციდული თვისება;
  • გამოიყენება სოკკოვანი დაავადებების სამკურნალოდ;
  • არის კარგი მატონიზირებელი.

მომზადების წესი : 1.5 ლ წყალში  ადუღეთ ოქროს ნივთი(უთვლო) სითხის განახევრებამდე.

ნაოჭების გასასწორებლად და გაახალგაზრდავებისთვის კვირაში 2ჯერ გაიკეთეთ ოქროს წყალში დასველებული მარლის კომპრესი: 10-15 წუთით— სახეზე,20-30 წუთით—-ყელსა და მკერდზე.ამასთან,პარალელურად ყოველდღე უზმოზე სვით 1 ჩ/კ ოქროს იონებით გამდიდრებული წყალი.ამბობენ,რომ ამ პროცედურას იგივე ეფექტი აქვს,რაც ოქროს ძაფებით ოპერაციას.

ოქროს წყლით მკურნალობა განსაკუთრებით კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის დროს,საგამოცდო სესიების,შეჯიბრების და დაქვეიტებული მეხსიერების დროს.

ოქროს წყალი ძლიერი მატონიზირებელი საშუალებაა,ის უნდა მიიღოთ მხოლოდ 1 კვირა და შეისვენოთ 1 თვე.

ოქროს იონებით გამდიდრებული კოსმეტიკური საშუალებები ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ოქროს წყალის მიღების სედეგად ბარაქის მოზიდვაც ხდება9როგორც ამბობენ,ნუ, ეს უკვე მეცნიეულად დამტკიცებული არ არის,ისე,სხვა წყარობიდან ვიცი)

ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყალი

  • აქვს ბაქტერიციდული თვისება;
  • აქვს ანტისეპტიკური თვისება;

მომზადების წესი : წყლით სავსე ჭურჭელში ჩააგდეთ ვერცხლის ნივთი ან ცეცხლზე გააცხელეთ ვერცხლის ნაკეთობა და ჩააგდეთ სუფთაწყლიან ჭურჭლში.

მენსტრუაციული ციკლის დროს ეს წყალი მიირთვით 1 კვირის განმავლობაში 1/4  ჩ/ჭ დღეში ერთხელ,ჭამამდე.

ფრინგიტის,ჰაიმორიტის,ანგინის და გრიპის დროს ყელში გამოივლეთ და გამოირეცხეთ ცხვირი.

გულსისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებისას მიიღეთ თითო ჭიქა 2 თვის განმავლობაში.

ორგანიზმში ვერცხლის ზედმეტმა ნორმამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია,მოთენთილობა.

 ამონარიდი ka.wikipedia.org –იდან:

 “შედარებით ბოლო დროს გამოკვლევებმა აჩვენა რომ თავის ტვინი შეიცავს ვერცხლს. ასე რომ დაასკვნეს რომ ვერცხლი წარმოადგენს ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებას. მწვრილად დაქუცმაცებული ვერცხლი ფართოდ გამოიყენება წყლის გასაუვნებლადდეზინფექციისათვის. ვერცხლი იონებისსახით მეტად აქტიურად მოქმედებენ სხვა სახის იონებთან და მოლეკულებთან. მისი მცირე კონცენტრაცია სასარგებლოა, რადგანაც ის ანადგურებს ბევრ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს. დადგენილია ასევე რომ, ვერცხლის იონების მცირე კონცენტრაცია ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ამაღლებას სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ. დიდი ხანია ცნობილია, რომ თუ კი ვერცხლის ელექტროდებს ჩავრთავთ რამდენიმე ვოლტ ძაბვაში, მაშინ მისი წყლის გაუვნებლობისა და დეზინფექციის თვისება საგრძნობლად იზრდება. განსაკუთრებით გაძლიერებული ეფექტი შეინიშნება თუ კი ელექტროდების ზედაპირზე გავზრდით ვერცხლის ნანოძელაკებს. ამ შემთხვევაში ძაბვის ჩართვა ელექტროდებზე საჭირო არ არის, არამედ შეიძლება გარე ველის შექმნით.[4]

უფრო ეფექტურად მოქმედებს ვერცხლისა და ამიაკის კომპლექსური ნარევის სუსტი ხსნარი, რომელიც გამოიყენება მედიცინაში სახელწოდებით ამარგენი (წარმოებულია სიტყვები «ამიაკისა» და«არგენტუმისაგან»). ვერცხლის ნიტრატები ამარგენის ხსნარების სახით ფართოდ გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად ან ლორწოვანი გარსის ანთებების დროს, ასევე გამოიყენება ანტიბაქტერიული საშუალებების მისაღებად.”

რკინის იონებით გამდიდრებული წყალი  

  • აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
  • ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და ინფფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს;
  • ეხმარება ორგანიზმს გრიპის ეპიდემიის დროს და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში.

მომზადების წესი : გაწითლებამდე გააცხელეთ 8-10 სმ-ის რკინის ლურსმანი და ჩადეთ ცივწყლიან ჭიქაში.

პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ 1-2 ჩ/კ დღეში ერთხელ,უზმოზე, 2-3 თვის განმავლობაში.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევისას — 3 კვირის განმავლობაში სვით თითო ს/კ რკინის წყალი 3ჯერ დღეში,ამის წინ.შეისვენეთ 1 კვირა და გაიმეორეთ კურსი.

სპილენძის იონებით გამდიდრებული წყალი

  • სპილენძი სისხლში ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას;
  • არეგულირებს თირკმელების,ენდოკრინული სისტემისა და ფარისებრტა ჯირკვლების მუშაობას;
  • სპილენძის უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობაზე.სპილენძის მარაგის აღდგენის შემთხვევაში ორგანიზმში მოწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა და დაიკლებთ 2-3 კგ წონაში,გაქრენა ქრონიკული დაღლილობა,ამაღლდება იმუნიტეტი.

მომზადების წესი : 10გრ სპილენძი ჩადეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 1.5 წყალში და ადუღეთ მანამ,სანამ სითხე არ განახევრდება.დარჩენილი წყალი არის ელექსირი.

ღვიძლის სამკურნალოდ და წონაში დასაკლებად სვით 1 ჩ/კ სპილენძის წყალი 3ჯერ დღეში,ჭამის წინ,ერთი თვის განმავლობაში.შეისვენეთ 1 თვე და გაიმეორეთ.

ამონარიდი ka.wikipedia.org –ოდან : “სპილენძის იონები Cu2+ იხსნება წყალში, სადაც დაბალი კონცენტრაციით ფუნქციონირებენ როგორც ფუნგიციდები, ხეების ჭიებისგან დამცველი და ანტიბაქტერიული ნივთიერებები.”

Advertisements

6 responses to “სხვადასხვა მეტალის იონებით გამდიდრებული წყალი

  1. tsotnee თებერვალი 18, 2012, 7:21 PM

    ვახ! ვახ! საინტერესოა! 😉

  2. teennewson თებერვალი 18, 2012, 11:58 PM

    საინტერესო და გამოსადეგია ძალზედ … : )

  3. Butterfly თებერვალი 19, 2012, 5:28 PM

    ინთერესთინგ ქქეთ ^.^ 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: