Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მე მიყვარს ჩემი სხეული (2)(დიეტა)

ვაგრძელებ საუბარს ჩემეულ  ‘დიეტაზე’ , ეს არის პოსტ “მე მიყვარს ჩემი სხეული (1)“–ს გაგრძელება.

გადავიდეთ იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ,რომ შევინარჩუნოთ კარგი წონა!

  • რაც არ უნდა გვშიოდეს,არ მივიღოთ იმაზე მეტი საკვები,რაც თქვენი თვალის ზომით ,საკმარისია თქვენი კომპლექციის ადამიანისთვის(ვისაც გახდომა უნდა,შესაბამისად,ულუფა უნდა შეამციროს),ანუ ჩვენი ულუფა არ უნდა იყოს მეტი,ვიდრე ჩვეულ დროს.ულუფაში ითვლება ყველაფერი:კერძი,პური,დესერტი,სითხე(წყალი,ჩაი,ყავა ან წვენი)

  • არ მიირთვათ იმდენი,რომ თავი ნაყრად იგრძნოთ!სხვათაშორის ნაყროვანება მოსანანიებელი ცოდვაც კი არის(ანუ სააღსარებლო ნუსხაშია შესული)
  • თუ მიირთვით საკვები(ზომიერად) და მაინც შიმშილის გრძნობას გაქვთ(არ დაგავიწყდეთ,ეს ჩვენივე ტვინის ‘ოინებია’),არ მიაქციოთ ყურადღება,გავა სულ რამოდენიმე წუთი და გაგივლით;
  • საკვების მიღებისას მოვერიდოთ ჭარბი რაოდენობით ცხიმის მიღებას;
  • ტკბილეულის ზედმეტი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს(გარდა რიგი დარღვებვებისა) ფრჩხილის სოკოს წარმოქნმასაც კი,იცოდით? განსაკუთრებით საღამო საათებში ერიდეთ ტკბილს.ამას ახსნა აქვს:დღის პირველ მონაკვეთში მიღებული ტკბილეული პრაქტიკულად არ აითვისება ორგანიზმის მიერ.აი საღამოს მიღებული ტკბილეული კი,პრაქტიკულად სრულად რჩება ორგანიზმში(ის არის ცხიმოვანი უჯრედების ‘მომმარაგებელი’ 🙂 )სხვათაშორის,ერთი პერიოდი ძალიან გამხდარი ვიყავი და ცოტა რომ მომემატა წონაში,საღამოობით ერთ პატარა ფიალა მურაბას მივირთმევდი.არც მჯეროდა ასეთი ეფექტი თუ ექნებოდა,ორ კვირაში შესამჩნევად მომატებული ვიყავი(2-3 კილოზე იყო საუბარი);
  • მლაშე  საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას!
  • სვით მეტი წყალი.დიახ,წყალი და არა ნებისმიერი სითხე წყალი წმენდს ორგანიზმს,გამოჰყავს შლაკები.
  • მნიშვნელოვანია საკვების ერთმანეთთან თავსებადობაც.ზოგიერთი პროდუქტი ცალკე უნდა მივირთვათ,ზოგიერთი ისეთია,რომ მხოლოდ გარკვეული ტიპის პრიდუქტთან მიღებისას მოქნმედებს ორგანიზმზე ნეგატიურად,რაც ცხიმის დაგროვებას ან შლაკების დაგროვებას იწვევსა(ამაზე სხვა დროს დავწერ);
  • მეტი იმოძრავეთ(ნუ დაგეზარებათ კიბეზე ფეხით ასვლა—უარი თქვით ლიფტზე,აკეთეთ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები,ფეხით იარეთ)
  • დილით თუ დგებით,აუცილებლად მიირთვით საუზმე,ოღონდ ის მძიმე არ უნდა იყოს.
  • რაც უფრო ადრე დგება ადამიანი, შესაბამისად დღის მოცულობაც იზრდება — მით მეტად შივდება და მეტჯერ უწევს საკვების მიღება 🙂 აი,ვინც გვიან იღვიძებს,ამ მხრივ მადას უჩივიან კიდეც,ამიტომ შანსი იმისა,რომ გასუქდნენ—ნაკლებია  🙂
  • საკვების მიღებას შორის დიდი მონაკვეთი არ უნდა იყოს,ძალიან არ მოამშიოთ ორგანიზმი.შუალედში კრეკერიც რომ მიირთვათ,საკმარისი იქნება,რომ ტვინი დარწმუნდეს, რომ მთლად უსაკვებოდ არ ტოვებთ 🙂 ;
  • შეეშვით დიეტებს,რომლებიც ემყარება საკვების რადიკალურ შეზღუდვას—ისინი უშედეგოა! ყველა ამ დიეტის შემდეგ ორგანიზმი იმსეთ სტრესში იმყოფება,რომ როგორც კი შეწყვეტთ დიეტას,მაშინვე იმატებთ და რაც მტავარია უფრო სწრაფადაც,ვიდრე დიეტამდე.ეს ყველაფერი კი იმით აიხსნება,როგორც მანამდეც ვახსენე და მაინც კიდევ ერთხელ დავწერ,როდესაც წყვეტთ დიეტას და იწყებთ ჩვეულ რეჟიმით ცხოვრებას,მაშინვე იწყებს ორგანიზმი საკვების სრულად ათვისებას— ორგანიზმი აკეთებს მარაგს თქვენ მორიგ ‘ხუშტურამდე’—დიეტამდე.
  • შეეშვით ‘სმუსნიაობას’ 🙂 ნუ მიირთმევთ წარა-მარა ნამცხვარს,კანფეტს ან სხვა სასუსნავს—ნებისყოფა გამოჩინეთ!
  • რაც არ უნდა გემრიელი საკვები გეგულებოდეთ მაცივარში,აუკრძალეთ თავს მასთან მიკარება,სანამ შიმშილის გრძნობას არ იგრძნობთ.
  • არ მიირთვათ მხოლოდ იმიტომ რომ  ‘ჭამის დროა’ !ზოგ ადამიანს რომ დავაკვირდი,პანიკურად ეშინიათ შიმშილის,ამიტომ გაფაციცებით საათს უყურებენ–ჭამის დრო არ გამორჩეთ,რომ მშიერი არ დარჩნენ—ეს უკვე დაზიანებული ფსიქიკაა და სხვაგვარ მკურნალობას საჭიროებს!
  • საკვები მიირთვით მაშინ,როდესაც მოგშივდებათ,რა თქმა უნდა იმდენი,რამდენიც საჭიროა და არც ერთი ლუკმა ზედმეტი!
  • იზრუნეთ ჯანმრთელობაზე!გაწმინდეთ ორგანიზმი შლაკებისგან,ეცადეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუიქტით იკვებოთ,მეტი ბოსტნეული მიიღეთ,სასურველია ცოცხალიც,მიირთვით ხილი.
  • საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი.
  • იყო ვეგეტარიანელი ან იყო მარხვაზე–არ არის გარანტი იმისა,რომ არ მოიმატებ წონაში!(კი,ვიცი,რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის,მაგრამ მერწმუნეთ,არიან ადამიანები,ვინც მხოლოდ ამის გამო ხდებიან ვეგეტარიანელები ან იცავენ მარხვას).აქაც ულუფის ზომაა მნიშვნელოვანი.ისე,პირადად მე ვეგეტარიანელობა დიდ აბსურდად მიმაჩნია,მე მაპატიეთ!
  • რაც არ უნდა დიეტაზე იყოთ,მთავარია ულუფის ზომა არ იყოს დიდი!ერთ გოგოს ვიცნობ,რომელიც წიწიბურას დიეტაზე იყო,თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა,ანუ სადილად წიწიბურას ფაფა უნდა ეჭამა.დიახ,ჭამდა კიდეც,მაგრამ რამდეეეეეენს! ჩემ თვალწინ ორი ჯამი მიირთვა.ეხლა მითხარით,რა აზრი აქვს ასეთ დეტას? ორ ჯამ წიწიბურას ჭამას ,ერთი ულუფა მწვადი ეჭამა—იგივე არ იქნებოდა? 🙂 მეცინება ასეთ ხალხზე,რა ვქნა 🙂
  • ამბობენ,რომ საღამოს საათებში არ უნდა მოვირთვათ საკვები,ზოგი 6 საათის შემდეგ არაფერს ჭამს.წარმომიდგენია,როგორ მოგშივათ თუ დროულად არ დაწვებით დასაძინებლად!უფ,ნეტაი თქვენ!ღამის 10 საათზე ან თუ გვიანობამდე ფეხზე ვარ— 2 საათზეც კარგად მივირთმევ პირადად მე,თუმცა მცირე ულუფას.აბა მშიერს რა დამაძინებს!?
  • ძალიან ცუდია,როდესაც ადამიანი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს და მერე ერთბაშად დიდი რაოდენობით საკვებს მიიღებს—ამ ყველაფრის შედეგებზე უკვე ვისაუბრე და აღარ გავმეორდები.
  • ზოგადად საკუთარ თავთან,გონებასთან კომუიკაციის გზა უნდა გამონახოთ,თუ საკვების მიღებას რაღაც დროის განმავლობაში ვერ ახერხებთ,თავი დაარწმუნეთ, რომ ეს არაფერია,მალე სახლში მიხვალთ და მიირთმევთ და ყველაფერი კარგად იქნება—დამიჯერეთ,ჭრის! ამგვარად ტვინს ‘მოატყუებთ’  და ის,თავის მხრივ,შიმშილის გრძნობით არ შეგაწუხებთ;
  • ნუ მოამზადებთ ბევრმაირ და დიდი რაოდენობით საჭმელს(ნუ აცდუნებთ თავს).სადილობისას მაქსიმუმ ორი თავი კერძით დაკმაყოფილდით!
  • მიირთვით მინიმუმ სამჯერ დღეში.(ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის მისაღები რაოდენობაა 4-6 )
  • სვით ნაკლები ლუდი!
  • ვერ ვიხსენებ ეხლა კიდევ რისი დაწერა შეიძლება,თუ რაიმე რჩევა მექნა,მომავალშიც ჩავამატებ :),ერთი კი იცოდეთ რომ მე,თქვენი მონა-მორჩილი,ამ ყველაფერს ვითვალისწინებ და ეს არის ჩემი ჩვეული ცხოვრების წესი,ეს არის ჩემი ‘ეფექტური დიეტა’!

მაინც დიდი პოსტი გამოვიდა,მაგრამ მე თვითონაც ვისიამოვნე წერით,თუმცა არ ვიცი რამდენად სასარგებლო იქნება თქვენთვის ჩემი რჩევები!

ერთი კი ფაქტია,რომ მე ვიწონი იმდენს,რამდენ საკვებსაც ვიღებ!(ასე მიყვარს ხოლმე თქმა)ჩემთვის უთქვიათ,რომ “აი შენ ისეთი ორგანიზმი გაქვს,რომ რაც არ უნდა ჭამო — არ სუქდები!”—ნურას უკაცრავად! ზუსტად რომ ზომიერად მივირთმევ—იმიტომაც ვარ ამ ფორმაში! საკმარისია ნაკლები ვიმოძრაო,მეტი საკვები მივირთვა–მეც ვიმატებ!მაგრამ მე ამას არ დავუშვებ,და თანაც უპრობლემოდ ვაკონტროლებ თავს და ეს იმის გამო,რომ არც ‘ცოცხალი’ მადა მაქვს და თანაც კარგი ნებისყოფა მაქვს!

არ მჯერა იმის,რომ ჩივიან:”ნეტა მე რა მასუქებს,დღეში ერთხელ ვჭამ!” —ნურას უკაცრავად(სააკაშვილს საყვარელ გამოთქმას დავესესხები ისევ 🙂 ) —უჭმელობით გასუქებული ადამიანი მე არ მინახავს!(ავადმყოფებს არ ვთვლი) და დღეში ერთხელ  ‘ჭამა’  რომ დიდი სისულელეა,ამაში კი დაგარწმუნეთ,მგონი 🙂

ასე რომ ჩემო კარგებო—გიყვარდეთ თქვენი სხეული და მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვოდეთ!

გისურვებთ გქონოდეთ ხალისი,შემართება და ნებისყოფა იმისათვის,რომ ეს გაგეკეთებინოთ!

მე მაინც ყველანი და ყველანაირები მიყვარხართ!

Advertisements

14 responses to “მე მიყვარს ჩემი სხეული (2)(დიეტა)

  1. Pingback: მე მიყვარს ჩემი სხეული (1) « Ketusi's Blog

  2. nanako თებერვალი 14, 2012, 4:30 PM

    თავიდან რომ შევხედე მეთქი რამოდენა სტატიაა,რა წაიკითხავს ამას, მაგრამ ძალიან სინტერესო წასაკითხი იყო,როგორ კარგად იცი ხოლმე ყველაფრის ახსნა ❤
    უფ,მე კი ვიცი რომ ცოტა გახდომა არ მაწყენდა, მაგრამ რა ვქნა მართლა 'მგელივით მადა' მაქვს.თან რაც ასაკში შევდივარ(27 ვარ) უფრო ვატყობ,რომ მიჭირს კონტროლი.დიეტები ვცადე ხოლმე,მაგრამ რაც შენ გიწერია ზუსტად მასე,დავაკალი თავი დიეტას,მაგრამ როგორც კი თავი დავანებე(მაგის ნერვი აღარ მქონდა)–უფრო დავიწყე მომატება.მართლა ცოტა ნაკლები უნდა ვჭამო,ეგ ჯობია მართალი ხარ.მაგრამ სამსახურიდან ისეთი მშიერი მოვდივარ ისეთი,რომ ვერ ჩერდები იმდენს ვჭამ,აი ეს არის ჩემი სისუსტე.

    • ketusi.com თებერვალი 14, 2012, 4:34 PM

      მადლობა,nanako 🙂
      კი, მთავარია ერთ ჯერზე ბევრი არ მიირთვა.ცოტა მეტი ნებისყოფა და გამოგივა ტავის შეკავება.სამსახურში ბუბლიკი ან კრეკერი მაინც რომ წაიღო არ შეიძლ;ება? როგორ ძლებ მტელი დღე მსიერი,ვერ წარმომიდგენია 😦

  3. faifuris angelozi თებერვალი 15, 2012, 4:04 PM

    მე დამეწყო ბოლო დროს გასუქების შიში)) პირველად ვჭამ შუადღეს,შემდეგ საღამოს და ბოლოს შუაღამეს,ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას,არც ვიმატებდი და ახლა ვგრძნობ რომ ოდნავ ვიმატებ და სასწრაფოდ ვარჯიშზე გადავედი.საერთოდ დიდი მჭამელი არ ვარ რაც გაქვს ჩამოწერილი ყველაფერი ძალიან ჩVეუმებრივია,არაფერი ნებისყოფა ამას არ სჭირდება.
    მშვენიერი სტატიაა.

  4. იალინდა თებერვალი 15, 2012, 11:45 PM

    კარგი სტატიაა! იმედია, ბევრი გაითვალისწინებს და მიიღებს ამ წესებს:)

    • ketusi.com თებერვალი 16, 2012, 1:51 AM

      დიდი მადლობა,ცოტა დიდი კი გამოვიდა, მაგრამ მასე მოითხოვა 🙂
      ეს რჩევა ვისტვისაც მიმიცია,ყველას გამოადგა,სხვატაშორის.ხომ იცი ,ყველაფერი გენიალური–მარტივია.ტან ჩემი მოგონილი არ არის–ეს არის კარგი ჯანმრთელობის გასაღები

  5. იალინდა თებერვალი 16, 2012, 11:16 AM

    რჩევა კი მარტივია, მაგრამ შესრულება – რთული:))

    • ketusi.com თებერვალი 16, 2012, 1:08 PM

      რა თქმა უნდა,როგორც მიწერია, ნებისყოფის გარეშე არაფერი გამოვა,მაგრამ ერტადერტი, რომ ეს მეთოდი მკაცრ დიეტებზე მეტად მარტივია

  6. Pingback: დიეტის ნაცვლად « Ketusi's Blog

  7. Pingback: საზამთროს დიეტა « Ketusi's Blog

  8. nino სექტემბერი 25, 2013, 12:08 PM

    აუ, მართალია და ვიცი ეს სტატია ვინც დაწერა, ფიტნიზეც ეს გოგონა მგონი. გადასარევი რჩევენია , გაიხარე! ყველაზე მეტად გამიხრდა ის რომ ამ მეთოს საკუთარი პრიციპებით მივაგეენი და უკვე 64 კგ ვარ. სამი მშობიარობიდან 72 კგ ვიყავი.

    • ketusi.com სექტემბერი 25, 2013, 2:38 PM

      ნინო,ეს სტატია და ამის პირველი ნაწილიც თავიდან ბოლომდე ჩემი დაწერილია,სხვაგან თუ შეხვდი ამგვარ სტატიას,არ გაგიკვირდეს, ბევრი მსხვილი ჟურნალი აქვეყნებს ჩემ პოსტებს,ზოგი წყაროსაც არ უთითებს.
      შენ წონასთან დაკავშირებით კი —ყოჩაღ, კარგი კლებაა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: