Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მე მიყვარს ჩემი სხეული (1)(დიეტა)

მოგწონთ ეს გოგო 🙂 ? ეს ჟიზელ ბუნჩენია (Gisele Bündchen) იდეალური სხეული აქვს! აი ასეთი სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფვოდეს ყველა ქალი,თუ ერთადერთი რაც ხელს გიშლის –ჭარბი წონაა!

მე არ ვიცი თქვენ რას გრძნობთ,მაგრამ პირადად მე მეამაყება,რომ 37 წლის ასაკშიც კი არ მაწუხებს ჭარბი წონა.დიახ,მე მიყვარს ჩემი სხეული იმდენად,რომ ვერ დავამახინჯებ მას ჭარბი წონით!

ბუნებამ (გენებმა) საკმაოდ კარგი აღნაგობის და უზადო პროპორციების სხეულით დამაჯილდოვა.არ მაქვს არცერთი პრობლემური ზონა,მაქვს შესანიშნავი ნივთიერებათა ცვლის პროცესი და რაც მთავარია—მაქვს კარგი ნებისყოფა.დიახ,ხაზს ვუსვამ კარგი ნებისყოფის უნარს,რადგან მის გარეშე ვერავინ მიიღებს კარგ შედეგს!აქ არ დავწერ ყველა იმ უპირატესობას,რაც ნორმალური წონის პატრონს აქვს–ეს თქვენც იცით!არც იმას დავწერ,თუ რა დაავადებებს იწვევს ჭარბწონიანობა–ესეც უნდა იცოდეთ!

ხშირად მეკითხებიან,თუ რა არის ჩემი კარგი წონის საიდუმლო.არადა არანაირი საიდუმლო არ არის!ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დიეტაზე!პირიქით,ერთი პერიოდი,ინტენსიურად ვცდილობდი მომატებას,რადგან ძალიან გავხდი.ჩემი ბუნების ნიუანსების და გამო ჩემთვის გახდომა უფრო ადვილია,ვიდრე მომატება,სხვათაშორის.რატომღაც ჭამა მეზარება 🙂 დრო,რაც საკვების მიღებას სჭირდება—დაკარგულად მიმაჩნია :)რა იმიტომ,რომ ძალიან დაკავებული ადამიანი ვარ,არა,ზოგჯერ დრო ‘თავზე საყრელად მაქვს’ ,უბრალოდ ვცხოვრობ ლოზუნგით : “ჭამო–იმისთავის რომ იარსებო!”  და არა “იარსებო იმისთვსი,რომ ჭამო!”

ხოდა,გულწრფელად მეცოდება ის ადამიანები,ვინც განიცდის იმას,რომ ჭარბი წონა აქვს  და დიეტის,ან უაზრო შიმშილითაც კი ცდილობს მისგან გათავისუფლებას.მე მათი რაღაც მომენტში არც მესმის,რადგან თუ ასე უნდათ გახდომა,რატომ მიიყვანეს სხეული სავალალო შედეგამდე,როდესაც უკვე ძალიან დიდი ძალიასხმევაა საჭირო ამის გამოსასწორებლად?წარმოიდგინეთ რამდენი რამისთვის უწევთ უარის თქმა,ამის გამო ბევრს დეპრესიაც კი ემართება!

არის სხვა ტიპი ჭარბწონიანი ადამიანებისა,რომლებიც სულაც არ განიცდიან იმას,რომ მსუქნები არიან,მათ სულ არ ადარდბთ სხვისი აზრიც  და ურჩევნიათ მსუქანი და ბედნიერები იყვნენ,ვიდრე ჭამაზე თქვან უარი.(დაქალი მტყავს ასეთი 🙂 )

დღეს ძალიან პოპულარულია დიეტები და ვარჯიშები,მაგრამ შედეგის მისაღწევად სულ მცირე ადამიანის ფიზიოლოგიის ცოდნა და კარგი ნებისყოფაა საჭირო.

ისიც უნდა ვიცოდეთ,რომ პრობლემური ზონები ადამიანს გენეტიკურად გადმოეცემა და მათი მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია!თუმცა არის ვარჯიშები ,რომლებიც უშუალოდ ამ ზონებისთვისაა განკუთვნილი და თვალშისაცემი შედეგიც აქვს.

ორი პოსტის მეშვეობით(ეს პირველი ნაწილია)ჭარბ წონასთან დაკავშირებით პირადად ჩემ მოსაზრებებს გაგაცნობთ,ანუ ჩემეულ ‘დიეტას’ გაგიზიარებთ,რომლის შედეგადაც  ვინარჩუნებ შესანიშნავ წონას.

ჭარბწონიანობის ორი მიზეზი არსებობს:

  • ავადმყოფობა(ადამიანს დრღვეული აქვს ნივთიერებათი ცვლის პროცესი(სხვათაშორის ესეც გენეტიკურია),დიაბეტი,ენდოკრინოლოგიური პრობლემები,ჰორმონალური დარღვებები და სხვა…);
  • ადამიანი იღებს ბევრ საკვებს.

პირველ შემთხვევას რაც შეეხება,პირადად ვიცნობ ადამიანს,რომელიც თითქოს არ ჭამს ბევრს,მაგრამ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო წონაში იმატებს.მათ უკვე მკურნალობა სჭირდებათ.

მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ადამიანები,რომლებიც საჭირო რაოდენობაზე მეტ საკვებს მიირთმევენ,ამას შეიძლება მიზეზი ქონდეს ის,რომ:

  • ბავშვობაში მშობელი ზედმეტ რაოდენობით საკვებს აჭმევდა,რამაც კუჭის გადიდება გამოიწვია.შედეგად ადამიანს მეტი საკვების მიღების მოთხოვნილება უჩნდება;
  • ადამიანს აქვს უზომო ჭამის მოთხოვნილება–მადა;
  • ადამიანი იკვებება ზედმეტად ცხიმიანი საკვებით ან მიირთმევს ტკბილეულს დიდი რაოდენობებით;
  • ეწევა ცხოვრების არაჯანსაღ წესს (უმოძრაობა,კვების რეჟიმის დარღვევა);

მოდით ,ჯერ ფიზიოლოგიაზე ვისაუბროთ.საერთოდ, ჭკვიანი ადამიანი მიზეზსაც აქცევს ყურადღებას და არა მხოლოდ შედეგს.მიზეზი იმისა,რომ ბევრ საკვებს მიირთმევთ სანამ დანაყრებას იგრძნობთ არის ის,რომ კუჭი არის გადიდებული.საზღვარგარეთ ხშირია კუჭის დაპატარავების ოპერაციებიც კი,როდესაც ამოკვეთავენ ხოლმე კუჭის გარკვეულ ნაწილს.მაგრამ გასათვალისწინებელი ის არის, რომ სხეულსაც კვება სჭირდება და ერთბაშად საკვების შემცირებას შეიძლება სხვა გართულებებიც მოჰყვებოდეს.ამიტომ ამის გაკეთება ეტაპობრივად არის საჭირო.ანუ  რას ვაკეთებთ? ვამცირებთ ულუფას! ეს ერთადერთი გზაა,რომ გართულების გარეშე სტაბილურად დაიკლოთ!კუჭიც ნელ-ნელა შევიწროვდება და შედეგად ნაკლები რაოდენობა საკვების მიღების მოთხოვნილება გექნებათ!

აი აქ გვჭირდება ადამიანის ფიზიოლოგიის ზოგადი ცოდნა მაინც.მე დაგეხმარებით 🙂

ადამიანის ორგანიზმი შეიძლება შევადაროთ ავტონომიას!ჩვენ მასში მიმდინარე პროცესებს ვერ ვაკონტროლებთ! ჩვენი ორგანოები თვითონ ფუნქციონირებენ ისე,როგორც მათ საჭიროდ მიაჩნიათ!აბა დაუკვირდით :ჩვენ რომ პირში საკვებს ვიდებთ,ჩვენი ძალისხმევით  გამოიყოფა ნერწყვი?საკვები რომ კუჭში ხვდება ჩვენ ვიწვევთ ნაღველის გამოყოფას,რომ გადამუშავდეს საკვები? ჩვენ ვუბიძგებთ საკვებს გადაადგილდეს ნაწლავურ სისტემაში?არა,ჩემო კარგებო!ამას ჩვენ კი არა,ჩვენი ორგანიზმი აკეთებს,უფრო სწორედ ტვინი,რომელიც გზავნის შესაბამის იმპულსებს,რომ ორგანომ იმუშავოს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორედ! ანუ მივედით დასკვნამდე,რომ ჩვენ გვაკონტროლებს და გვიმორჩილებს ჩვენივე ტვინი!ყველზე მთავარი ის არის,თუ რა იმპულსებს გზვნის ის! მაგალითად ადამიანი როდესაც მშიერია,ტვინი გვიგზავნის იმპულსს რომელიც არის შიმშილის გრძნობა.აი ყველაზე საინტერესო ამ დროს ხდება!

დიეტა და შიმშილი ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სტრესია.ამ დროს ორგანიზმი მთელ თავის მარაგს ხარჯავს და ამას ძალიან განიცდის.და მაშინ,როდესაც ორგანიზმში ხვდება საკვები,ჩვენი ‘დაშინებული’ ორგანიზმი ცდილობს ეს საკვები სრულად აითვისოს და მორიგი შიმშილისთვის მოემზადოს.

ასეთი შემთხვევებია:

  • დიეტა,როდესაც არასაკმარის ან ნაკლებკალორიულ საკვებს მივირთმევთ;
  • ხანგრძლივი დროით საკვებზე უარის თქმა(შიმშილობა);
  • როდესაც ძალიან დიდი ინტერვალია საკვების მიღებას შორის.

და რა ხდება ამ დროს? ტვინი,რომელზეც შევთანხმდით,რომ გვაკონტროლებს , გვიგზავნის იმპულსს–შიმშილის გრძნობას :

  • იმდენად ძლიერს,რომ გვგონია,რომ ერთ ხარს შევჭამთ;
  • ჭამის პროცესში კიდევ გვშია;
  • რაც არ უნდა ნაყრად იყო,მაინც გშია,არადა რასაც ქვია — აღარ ‘ჩაგდის’  საჭმელი;
  • სუფრიდან ადგომის შემდეგ მაინც გშია;
  • გშია კიდევ რამოდენიმე მტანჯველი წუთი.

ეხლა ჩვენ უკვე ვიცით ეს რისი ბრალიცაა—ჩვენი ტვინი,იმყოფება რა სტრესულ ვითარებაში,ფიქრობს პირველ რიგში იმაზე,რომ გამოგვიგზავნოს იმპულსი(შიმშილის გრძნობა),რომ რაც შეიძლება მეტი საკვები მივიღოთ,რომ მან(ორგანიზზმა) მოასწროს აღდგენა და ასევე მორიგ ‘შიმშილამდე’ მარაგის გაკეთება.ამ დროს ორგანიზმი მაქსიმალურად ითვისებს მიღებულ საკვებს,რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა,რაც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება,იქმნება ცხიმოვანი უჯრედებიც(უფრო სწორედ ივსება).ეს ყველაფერი კი არის  სტრესის შედეგი,რაც გამოიწვია ზემოთხსენებულმა დიეტამ,შიმშილობამ და საკვების მიღებას შორის დიდ ინტერვალებმა,ვოტ 🙂 (ვიცი,რომ ვმეორდები,მაგრამ სხვანაირად არ გამომდის )

იმედია,გასაგებად ავხსენი ორგანიზმის რეაქცია :),რა ვქნა,ექიმი არ ვარ,თან ვცდილობ ყველასათვის გასაგებ ენაზე ვწერო 🙂

პოსტი ძალიან გრძელი და დამღლელი რომ არ იყოს,გადავწყვიტე ორ ნაწილად გავყო,შემდეგ ნაწილში დავწერ იმაზე, თუ  რა უნდა ვქნათ,რომ შევინარჩუნოთ კარგი წონა.

შემდეგი პოსტი  : “მე მიყვარს ჩემი სხეული (2)

Advertisements

9 responses to “მე მიყვარს ჩემი სხეული (1)(დიეტა)

  1. Pingback: მე მიყვარს ჩემი სხეული (2) « Ketusi's Blog

  2. Teaa თებერვალი 17, 2012, 1:12 PM

    “თუ ასე უნდათ გახდომა,რატომ მიიყვანეს სხეული სავალალო შედეგამდე,როდესაც უკვე ძალიან დიდი ძალიასხმევაა საჭირო ამის გამოსასწორებლად?” -მთლად ვერ დაგეთანხმები, რადგან არსებობს გენეტიკური მიდრეკილება სიმსუქნისკენ, როცა ყველაფერი ორმაგად გერგება და რამდენად მცირესაც არ უნდა ჭამდე და აკონტროლებდე, მცირედიც სავალალო შედეგს გაძლევს.. პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ცეკვავს, ვარჯიშობს, ჯანმრთელია და ცდილობს აკონტროლოს თავი მუდმივად, მაგრამ მაინც სულ აქვს ეს პრობლემა, რომ ძალიან ადვილად იმატებს წონაში, მიუხედავად ყველაფრისა.. :/ კი, შიმშილობა აკრძალულია, უნდა იცოდე სწორად კვება, და მაშინ არც გეშიება,და შედეგსაც დაინახავ 😉 ნუ, ცოდნა უნდა მაგასაც მოკლედ :დ (ვაიმე , რამდენი ვწერე ახალი პოსტი გამოვა, კიდევ რომ განვავრცო ეს თემა :დ :დ )

  3. Pingback: დიეტის ნაცვლად « Ketusi's Blog

  4. kevana აპრილი 3, 2013, 5:36 PM

    კვება და ძილი უნდა იყოს რეჟიმში, მაშინ ნერვებიც დაწყნარდება და ფიზიოლოგიური პროცესებიც. ძილს ვარეგულირებსავით. აი ჭამას არ ვიცი რა მოვუხერხო, მსუქანი არ ვარ, მაგრამ კუჭი სუსტი მაქვს, გენეტიკურად მომყვება ასე და ცუდია 😦

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: