Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

შვილი ’გვჭირდება’ ?

–არ გჭირდები?
–არა,არ მჭირდები.
–კი,აბა,როგორ არ გჭირდები!
–აბა რაში მჭირდები?
–გჭირდები(აქ უკვე თვალები დაუსველდა)
–არა,არ მჭირდები

–რატომ?(ხმა უკვე აუკანკალდა,გაურკვევლობაშია,ატყობს,რომ მის პერსონას რაღაც მნიშვნელოვანი აკლდება,კნინდება და ვერ ეგუება თავისი შექმნილი ილუზიური ტახტიდან მიწაზე დაშვებას)

–აბა რაში უნდა მჭირდებოდე?სახლს შენ არ ალაგებ,საჭმელს არ აკეთებ,ფული შენ არ შემოგაქვს ოჯახში,ჩვენზე არ ზრუნავ.პირიქით–საჭმელს გიმზადებ და გაჭმევ,ჩასაცმელს გყიდულობთ და გაცმევთ,ვზრუნავთ შენზე,არაფერს გაკლებთ,დაგყვები ყველგან,ზოგჯერ ძალიან მღლი! ეხლა მითხარი მე უფრო გჭირდები შენ,თუ შენ–მე?(მას უკვე ღვარღვარად ჩამოსდის ცრემლები,გული მტკივა,რომ ვუყურებ,მაგრამ ეხლა ვიცი,რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა და გონებაში ყველაფერს კარგად ვაანალიზებ–სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ)

— და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის?ის რომ ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ!აი ხომ ძალიან გჭირდები–მაგრამ ჩვენ უფრო გვჭირდები,დე!ჩვენი ნანატრი შვილი ხარ!სანამ დაიბადებოდი უკვე ძალიან გვიყვარდი!ელხაც,შენზე ზრუნვა ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა!შენი მოფერება ყველაფერს გვავიწყებს!შენ ჩვენი შვილი ხარ იმიტომ,რომ ეს ჩვენ გვინდოდა!გვიხარიხარ ისეთი,როგორიც ხარ!ჩვენ შენგან არაფერი გვინდა.ის სიყვარულიც გვეყოფა,რასაც გვაძლევ.შენი პატარა თათუჩების კოცნა 10 წლით სიცოცხლეს მიხანგრძლივებს,ერთი შენი ღილიმი ცას მაწევს!მამიკო ორ სამსახურში მუშაობს,რომ შენ არაფერი მოგაკლდეს!ყურადღებას არ გაკლებს!ასე რომ,მიუხედავდა იმისა,რომ არაფერში ’გვჭირდები’–მაინც ძალიან გვიყვარხარ,იმიტომ რომ ჩვენი შვილი ხარ!

მას თვალები გაუნათდა,მიხვდა,რომ თავისი მნიშვნელობა ოდნავადაც არ დაკნინებულა,პირიქით,მიხვდა თავისი არსებობით რამდენი სიხარული მოაქვს.

ეს საუბარი ჩემსა და ჩემ შვილს შორის შედგა ძალიან დიდი ხნის წინ,მგონი 4 წლისა იყო მაშინ ან ცოტა უფრო პატარა.საერთოდ,ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე,სულ რაღაც აინტერესებდა და მეც მისთვის გასაგებ ენაზე ყველაფერს ვუხსნიდი.აი ’იდეინი’  ბავშვებს რომ ეძახიან ისეთი იყო თავიდანვე.2 წლისამ მკითხა– ხეს რატომ აქვს ასეთი სქელი კანი და ყველა ხეს თავისი კანი რატომ აქვსო?–ხეების ნაირსახეობა იგულისხმა.(სხვათაშორის მაშინ,მახსოვს,ხელში აყვანილი მიმიყავდა სადღაც და გვერდზე გამვლელმა ქალმა ეს შეკითხვა რომ გაიგონა ვერ მოითმინა და მოვიდა და კოცნა–ეს რა ჭკვიანი ბაიაა,ერთი ციდაა და ლაპარაკობს და თან რეები აინტერესებსო 🙂 )

ხოდა/ჰოდა საუბარი იქით მიმყავს,რომ ეს მშობლის არჩევანია–ყავდეს თუ არა მას შვილი!ისისნი ხომ უსაზღვრო ბედნიერებას გვჩუქნიან!ალამაზებენჩვენ ცხოვრებას!აქედან გამომდინარე მე არ მესმის იმ ლოგიკის,როდესაც აყვედრიან შვილს,რომ აი მე გაგაჩინე,გაგზარდე და აწი ჩემ წინაშე ’გადაუხდელ’ ვალში ხარო.ამას იმდენად უნერგავენ შვილებს და საზოგადოებას, რომ უკვე შვილიც იმას ამბობს–ჩვენ მშობლის ვალს ვერასდროს გადავიხდითო!<—აბსურდად მიმაჩნია!მშობელმა იმთავითვე უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა!ბავშვის გაჩენის დღიდან(პრინციპში მანამდეც)უნდა ზრუნავდეს,რომ მას მიექცეს საკმარისი ყურადღება,რომ არ დაშავდეს,უნდა იზრუნოს მის სწორ კვებაზე,ჩაცმაზე,სახლზე,აღზრდაზე და შემდგომში მისთვის ისეთი განათლების ( პროფესიის )მიცემაზე,რაც მას საშუალებას მისცემს თავი ირჩინოს<—მიმაჩნია,რომ ეს არის მშობლის მოვალეობა!ის,რაც მშობელმა აუცილებლად უნდა გაუკეთოს შვილს.ყველაფერი დანარჩენი,უკვე ნებაყოფლობითია!ვიცი მშობლები,რომლებიც შვილს ვერ უზრუნველყოფენ,თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ  და  ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვილმა უნდა უსაყვედუროს,რომ ‘რატომ მაჩენდი,თუ ჩემი რჩენის თავი არ გქონდა”.შვილი ამას მხოლოდ მაშინ საყვედურობს,როდესაც მშობელს პასიურობას ატყობს.

ხშირად მშობელი დიდ შეცდომას სჩადის, როდესაც ზედმეტად ანებივრებს შვილს.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული”(ათონელი ბერი ეპიფანე).ასეთ შემთხვევაში მშობელი იმდნად ერევა შვილის ცხოვრებაში,ისეთ წნეხის ქვეშ აქცევს მას, რომ პიროვნულად ანადგურებს,ინიციატივას მასში საფუძველშივე კლავს.

მეორე უკიდურესობაა—უპასუხისმგებლო მშობლები,ისინი,ვისაც შვილი მიტოვებული ყავთ.გამაოგნა იმ ფაქტმა,რომ თურმე ბავშვთა სახლში მიტოვებულ ბავშვებს ზოგი მშობელი წელიწადში მარტო ერთხელ აკითხავს, ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დააფიქსიროს, რომ ბავშვს დედა ყავს!და იცით რაში სჭირდება ეს?იმისთვის ,რომ ბავშვი არ გააშვილონ!აქაც ენით აუწერელ ეგოიზმს ვეჩეხებით—დედა არ აძლევს შანსს ბავშვს, რომ ის გააშვილონ მხოლოდ იმიტომ რომ დედას ის ‘სჭირდბა’  იმიტომ, რომ სიბერეში მოუაროს!დიახ! გამაოგნებლად ჟღერს,თუმცა რეალობაა! ბავშვი კარგავს შანსს იმისა, რომ გაიზარდოს მოსიყვარულე ოჯახში და ამის ნაცვლად ისევ საკუთარი დედის ეგოიზმის გამო რჩება ბავშვთა სახლში!ასეტი ადამიანების შემხედვარე ნამდვილად ვერ ვიტყვით,რომ “ყველა დედა–დედაა!” რას იტყვით?

ძალიან დამასევდიანა ეხლა ამ ფაქტის გახსენებამ და ალბათ ქვენც ასევე….

არ ვიცი სხვა დედა რას ფიქრობს საკუთარ დედობაზე, მაგრამ მე საკუთარი პოზიცია მაქვს : მე გავაჩინე ბავშვი იმიტომ ,რომ ეს მე მინდოდა!ის მე იმდენ სითბოს მაძლევს, რომ ის ჩემთან არასდროს იქნება ‘ვალში’ ! მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის ჩამოყალიბდეს კარგ პიროვნებად!მე ვიზრუნებ იმაზე,რომ მას ქონდეს მისთვის სასურველი პროფესია!მე მისთვის ყოველთვის კარგი მეგობარი ვიქნები!მე ვუზრუნველვყოფ ჩემ სიბერეს,რომ ტვირთად არ დავაწვე ჩემ შვილს!  <—- ამ ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ და იმედი მაქვს,რომ ეს ასეც იქნება!

ვიცი, რომ ჩემ ბლოგს ბევრი ახალგაზრდა კითხულობს,მათ ჯერ არ ყავთ შვილები,ისინი ჯერ მხოლოდ თვითონ არიან შვილები.თქვენ მოგმართავთ — იყავით კარგი შვილები ,მაგრამ კარგად გააანალიზეთ თქვენი მშობლის პოზიციაც.

თქვენ კი, ჩემო მკითხვემებო,რომლებიც თავად ხართ მშობლები,გისურვებთ,რომ კარგი მშობელი ყოფილიყავით—-ამის უნივერსალური გაგებით!

Advertisements

31 responses to “შვილი ’გვჭირდება’ ?

  1. Ninna თებერვალი 12, 2012, 4:37 PM

    მომეწონა , კარგი პოსტი იყო ❤
    მართლა ჯობს ყველა ახლანდელი ან მომავალი მშობელი კარგად დაფიქრდეს მის პასუხისმგებლობაზე და ბოლომდე იტვირთოს ის ❤ :******

  2. Ibi თებერვალი 12, 2012, 4:40 PM

    ძალიან კარგი პოსტი იყო ❤ მადლობთ ))

  3. anitatuna თებერვალი 12, 2012, 6:08 PM

    -რა კარგი პოსტია, მომწონს ))

  4. ვაიბი თებერვალი 12, 2012, 8:07 PM

    ვაიმე რა ამაღელვებელი და თბილი პოსტია ❤ ❤

  5. Author თებერვალი 12, 2012, 10:36 PM

    ერთხელ ერთ ბლოგზე გადავაწყდი პოსტს, სადაც ეწერა, რომ ადამიანები შვილებს აჩენენ იმისათვის, რომ შვილმა მათ სიბერეში უპატრონოს… მე დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის ავტორი თვითონ არ არის მშობელი. დედა მსჯელობს შენსავით (და ჩემსავით) – დედისთვის შვილი რას ნიშნავს, ეს მხოლოდ დედამ იცის და სანამ ამ უსათუთეს, უნატიფეს, აღზევებულ გრძნობას არ გამოსცდის, ვერ გაუგებს, ვერ მიხვდება დედის თვალთახედვას.
    წელიწადნახევრის წინ ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც, თავდაყირა დადგა ჩემი წარმოდგენები ამ სამყაროზე. მეც დედა ვარ და მშვენივრად მესმის შენი – ამ პოსტის ავტორისა 🙂
    მადლობა, თბილი სტატიისთვის – ვისიამოვნე 🙂

  6. nancygaladriel თებერვალი 13, 2012, 3:04 PM

    აწწ ❤
    ასეთი დიალოგი ხშირია ჩემსა და დედას შორისაც :დ

  7. Butterfly თებერვალი 13, 2012, 5:38 PM

    ^.^ რა მარაზმიაააა.რას ჰქვია მარჩენს,მაჭმევს… თუ არ უნდოდა რას მაჩენდა 🙂 როგორც ყოველთვის ქეთ მშვენიერი პოსტია

  8. ლიზიკუნა თებერვალი 13, 2012, 8:01 PM

    მე ჩემი შვილებისთვის ვსუნთქავ და ვარსებობ. ამ ქვეყანაზე რასაც კი ვაკეთებ ვაკეთებ მათთვის რომ ყველაფერი ქონდეთ. და არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებ იმიტომ რომ მერე ვალი დამიბრუნონ. ორი გოგონას დედა ვარ და ორივეს თავის გზა ექნება ცხოვრებაში. სულ ყოველთვის ვიძახი რომ ღმერთმა მომცეს ჯანი, ჯანმრთელობა სილაღე სიხალისე რომ რაც შეიძლება მეტხანს გამოვადგე ჩემს შვილებს.

  9. Keti Go თებერვალი 13, 2012, 10:23 PM

    იცი, ლიზიკუნა, მე მყავს ამქვეყნად ყველაზე კარგი დედა, რომელიც მართლა შვილებისთვის ცხოვრობს და ცოცხლობს. მის მიმართ მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია მაქვს დღემდე: “დე, შენთვისაც იცხოვრე, რა!” მინდა, უჩემოდაც შეეძლოს, იყოს ბედნიერი, მისი მიზნები და მოთხოვნილებები მხოლოდ ჩემს ცხოვრებას არ უკავშირდებოდეს. შვილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოვალეობები საკუთარი თავის წინაშე სულაც არაა იმ პასუხისმგებლობაზე უმნიშვნელო, შვილების წინაშე რომ გვაკისრია.

    კარგად ამბობ, ქეთუსი: “მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები”.

    ჩემს შვილთან ურთიერთობაში ყოველთვის ვცდილობ, ეს არ დავივიწყო. ხანდახან გენეტიკა მძლევს და ზედმეტი მომდის ხოლმე :), მაგრამ ვცდილობ, სწრაფად დავუბრუნდე “ოქროს შუალედს”, პირველ რიგში, სწორედ მისივე სასარგებლოდ. მინდა, თავისუფალი და სრულფასოვანი პიროვნება იყოს. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება ბოლომდე შესაძლებელი, თუ მასზე მიჯაჭვული არ ვიქნები.

    • ketusi.com თებერვალი 13, 2012, 10:37 PM

      კი, მეც სულ მაგას ვცდილობ,რომ პიროვნება არ დავაკნინო ჩემ შვილში,ამავდროულად არც იმას ვივიწყებ,რომ ვარ ქაი და არა მარტო დედა.
      მიხარია,რომ მეთანხმებით :*

  10. ლიზიკუნა თებერვალი 14, 2012, 2:56 PM

    მიჯაჭვულობა არ მიგულისხმია. უბრალოდ მიმაჩნია რომ როცა შვილები გყავს ისინი პირველ ადგილზე უნდა გყავდეს და მერე რა თამა უნდა საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო. შეიძლება ეს არასწორიც არის, მაგრამ პირადად ჩემთვის ესეა. ჯერ ჩემი შვილები, მერე მე და მერე დანარჩენი ყველა))) თავისუფლება კი რათქმა უნდა უნდა მისცე , არცევნის უფლება ყველას აქვს. მე ავუხსნი რა არის კარგი და რა არის ცუდი და არჩევანი კი თვოთონ უნდა გააკეთოს და თუ სწორ მიდგომას მოუნახავ მაშინ სწორ არჩევანსაც გააკეტებს . უხეშად ჩარევა არ მიმაჩნია სწორ გზად რადგან ყოველთვის მოერევი უფროსი რა თქმა უნდა უბრალოდ თვითონ უნდა მიიყვანო სწორ გადაწყვეტილებამდე. ჯერ ჯერობით გამოდის, მერე ვნახოთ. ჩემი შვილი 17 წლის გახდება ერთ თვეში და ამ დროისთვის ძალიან მხიარულად ვცხოვრობთ და ერთად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. ვეთანხმები ქეთუსის, ქალი გარდა იმისა რომ დედაა არ უნდა დაავიწყდეს რომ არის აგრეთვე ქალიც.

  11. kevana მარტი 12, 2012, 2:32 PM

    ის ყბადაღებული ვიდეო გამახსენდა, მოხუცი მამა რომ შვილს ათასჯერ ეკითხება ეს რა არისო, და მერე შვილი ნერვებზე მოიშლება, მამა გავა, მოუტანს დღიურს სადაც უწერია, რომ პატარაობისას შვილი ბევჯერ ეკითხებოდა ერთიდაიგივეს და მამა როგორი სიყვარულით უთმენდა.. არ მომწონს ვიდეო, რადგან იქ არ ჩანს, რომ მოხუცი კარგი მამაა. კარგი მამა რომ ყოფილიყო, შვილი ეგეთი არ ეყოლებოდა. იმჰო..

    ეს პოსტი კი, კდიევ ერთხელ მარწმუნებს, რომ მართალი ვიყავი. შენ კარგი დედა ხარ, ქეთუს :*

    • ketusi.com მარტი 12, 2012, 3:30 PM

      არ ვიცი რა ვიდეოზეა სუბარი, თუმცა ერთი ფაქტია, ბავშვს როგორც მიუდგები,ისეთი იზრდება თუ გენეტიკამ ტავისი საქმე არ ქნა(ცუდ გენეტიკაზე მაქვს საუბარი).
      დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის,ქევან,მართლა ვცდილობ კარგი დედა ვიყო.

  12. karamelka ივნისი 16, 2012, 1:53 PM

    ძალიან ძნელია ახსნა რატომ გიყვარს ასე ძალიან შვილი, ძალიან მიძნელდება მე… ყოველთვის როცა ვეჩხუბები, მერე სულ ვუხსნი ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ არ მიყვარს და პრიქით და ა.შ და ა.შ. მინდა იცოდეს რომ მიყვარს და თვითონ დამიფასოს მერე და არა მე ჩავაგონო, რომ ვალდებულია. მართალიც ხარ სულაც არაა ვალდებული, მინდოდა და გავცინე/გავზარდე, მას ხომ არ დაუძალებია არაფერი 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: