Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფუძის ანგელოზის ‘გადაპატიჟება’

ვაგრძელებ მისტიურთან დაკავშირებით პოსტების ციკლს(მერწმუნეთ მომავალშიც უამრავი საინტერესო პოსტი გელით ამ კატეგორიაში).ერთ ერთ წინა პოსტში ვწერდი სახლის ანგელოზის დღესასწაულზე,10 თებერვალზე,ეხლა კი მინდა გასწავლოთ თუ როგორ ‘გადავიპატიჟოთ’ სახლის ანგელოზი ძველი ბინიდან ახალში(თუ ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს).მათ,ვისაც ეს თემა ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნია,ვთხოვ თავი შეიკავოს კრიტიკული კომენტარებისგან 🙂

ეს მეთოდი ჩვენი წინაპრებისთვის კარგად ცნობილი იყო და მას ზუსტად იცავდნენ.

მაშ ასე,ძველი ბინის დატოვების წინა ღამეს დიასახლისი ჯამში რძეს ასხამდა,მის გვერდით ცოცხს დებდა და მთელი ღამე  ტოვებდა ოთახში.მეორე დღეს ეს ცოცხიც მიჰქონდა სხვა ნივთებთან ერთად ახალ ბინაში.ბინის დატოვებისას დიასახლისი ან ოჯახის უფროსი ამბობდა: ” პატრონო ჩემო,წამოდი ჩემთან და ახალ სახლში ვიცხოვროთ მდიდრულად”.

ახალ ბინაში ცოცხის შეტანისას ამბობდა: “აი,შენ სახლი ქვისა,ოთახები ოქროსი,იცხოვრე და მართე”. ახალ სახლში შესვლისას პირველ ღამეს ბინაში გაშლილ სუფრას ტოვებდნენ მთელი ღამე.თუ დილით გატეხილი ან გადაბრუნებული ჭიქა ან ჭურჭელი დახვდებოდათ—ცუდი იყო,ანგელოზს ახალი ადგილი არ მოსწონდა,ოჯახისთვის ეს ბინა კარგი არ იქნებოდა.

აი ასეთი ტრადიცია არსებობდა ადრე და ალბათ ამართლებდა ხოლმე, რადგან ყველაფერი რაც წინაპრებმა შემოგვინახეს ანდაზებისა თუ შელოცვების სახით ვიცით—ყველაფერი მართლაც დიდი გამოცდილებითა და საოცარი ცოდნით აიხსნება.

უშუალოდ ამ შემთხვევას რაც შეეხება,როგორც დასაწყისში ამ თემასთან დაკავშირებით პოტში იყო ნახსენები,სახლის ანგელოზს უყვარს რძე.აი ცოცხს რაც შეეხება,უფრო საინტერესო ამბავია!ცოცხი ძალიან ბევრ ერში მაგიურ ატრიბუტად არის მიჩნეული,ტყუილად კი არ არის ლეგენდა იმაზე, რომ ჯადოქრები ცოცხზე შემომჯდარი დაფრინავდნენ–ეს ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ მგონი ამაში ის ისეა დევს, რომ ცოცხის მნიშვნელობას გაესვას ხაზი.ხშირად საახალწლო ტრადიციებშიც გვხვდება ცოცხი(რაც ნახსნებიც მაქვს ამ პოსტში),ბარაქის მოზიდვასთან  დაკავშირებულ რიტუალებშიც, თუმცა ალბათ ყველაფერს,რაც ცოცხთან არის დაკავშირებული,ერთად მოვუყრი ერთხელ  პოსტში თავს 🙂

დასასრულს გისურვებთ,რომ თქვენი სახლის ანგელოზი თქვენდამი კეთილგანწყობილი ყოფილიყოს,რაც ისევ თქვენი კეთილდღეობის საწინდარი იქნება 🙂

Advertisements

One response to “ფუძის ანგელოზის ‘გადაპატიჟება’

  1. Miledi თებერვალი 5, 2013, 8:51 PM

    ცოცხი, ცოცხი, სიკეთის მომტანი, ბარაქის მომცემი, ძალა, მცველი! ყოველთვის ტარზე უნდა იდგეს, კუთხეში (ვინც ამ წესს იცავს სიკეთე აქვს მის ოჯახს) და კიდევ რამდენ რამეს ვიტყოდი მასზე….

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: