Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როცა ისინი ასე მიდიან

ადამიანის სიკვდილი ჩემში ყოველთვის სევდას იწვევდა,სულ ერთია ვიცნობდი ადამიანს,თუ არა,სიკვდილისთვის ყველა ცოდვად მიმაჩნდა ყოველთვის,გარდა ერთი კატეგორია ადამიანებისა.

ეს ადამიანები ნარკომანები არიან.შეიძლება გამამტყუნოთ, მაგრამ ნამდვილად არ მეცოდება ადამიანი, რომელიც თავისი ნებით ხდება ნარკოდამოკიდებული—-საკუთარ განაჩენს თავადვე აწერს ხელს.ეს ისეთი სენია,რომლითაც ძირითადად ზრდასრული ადამინები ავადდებიან,ამიტომ მათ სრულად აქვთ გათვითცნობიერებული ,თუ რა დამღუპველ გზაზე დგებიან.მათი ნაადრევი  სიკვდილი ხომ გარდაუვალია(მე მოხუცებული ნარკომანი არ მინახია).ამიტომ ვერაფრით ვამართლებ ისეთ ადამინს, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ხდება.

კიდევ უფრო მეტად ჩემში ნეგატივს იწვევს ის ფაქტი,რომ ნარკოტიკისადმი მიდრეკილების გამო სიცოცხლეს ისწრაფებენ ისეთი ადამიანები,რომლებიც რიგითი მოქალაქეები კი არ არიან,არამედ ხელოვნების რომელიმე დარგს ემსახურებიან და ღირებულ პრიდუქტსაც ქმნიან.ისინი არიან მისაბაძი პიროვნებები და ხშირად კერპადაც იქცევიან ხოლმე,ამ დროს კი ერთ-ერთ უსაშინლეს ქმედებას სჩადიან.

ამ პოსტში ზუსტად იმის გამოხატვა მინდა,თუ როგორ ვწუხვარ ასეთი შემოქმედი ადამიანების უდროო წასვლით.ეს ხომ ორმაგი უპასუხისმგებლობაა მათი მხრიდანაც.ცოტა აღელვებული ვწერ ამ პოსტს,რადგან დღეს გავიგე, რომ ჩემი უსაყვარლესი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა და მის სიკვდილის მიზეზად გადაჭარბებული რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების მიღება სახელდება.(სრული ინფორმაცია იხილეთ აქ .)

ჩემდა სამწუხაროდ უიტნიც მოხვდა იმ გრძელ  ნუსხაში,რომელშიც ცნობილი ადამინები ხვდებიან იმის გამო,რომ მათ ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზა მიიღეს,ან ალკოჰოლურ დამოკიდებას განიცდიდნენ რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

სინანულით მახსენდება:

ამასწინათ გარდაცვლილი მომღერალი  ემი ვაინჰაუზი (Amy Winehouse)

მომღერალი ჯენის ჯოპლინი (Janis Joplin)

ანსამბლ Doors-ის მომღერალი ჯიმ მორისონი (Jim Morrison)

კომედიური მსახიობი ჯონ ბელუში (John Belushi),რომელიც შესანიშნავად მახსოვს 😦

უმშვენიერესი მერლინ მონრო (Marilyn Monroe)

და მრავალი სხვა ,ვინც ეხლა არ მაგონდება, თუმცა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ 

ამ ნუსხას შეიძლება მივუმატოთ ქართველი პოეტი და მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი,ცნობილი,როგორც ‘მეფე’ ,რომლის სიმრერების უმეტესობა ზალიან მიყვარს.

არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას ეს ადამიანები

ის კი ფაქტია,რომ საზოგადოებას განსაკუთრებული ადამიანები აკლდება….

Advertisements

7 responses to “როცა ისინი ასე მიდიან

  1. presgeo თებერვალი 13, 2012, 12:07 AM

    გეთანხმბეი აბსოლიტურად ქეთუსი:) ისე კი ეს ადმინაები თითქოსდა მეტად სესაციდები არან მეტად საბრალონი არიან რადგან ისინი ჰო ვერ დაიმკვიდრბენ ჭეშმარიტ სასუფეველს ისინი ხომ იგივე თვითმკველლები არიან:(((

    რატომ აკეთებენ ამას? აი რატომ მე ასე ვფიქრობ ისინი შრომობენ იმდენად ბევრს, ქმინის ყველაზე დიდი მაშტაბიან პროდუქტებს რომლსაც დიდი ჯაფა და ენერგია ჩირდება სესაბამისად საშველს განტვირთვას დასვენბას პოულობენ ნარკოტიკში და შედეგად ვიღებთ სწორედ იმას რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა:)

    უბრალოდ თითქმის სეუძლებელია არ გახდე დამოკიდებული წამალზე 🙂

  2. ლიზიკუნა თებერვალი 13, 2012, 7:52 PM

    ჩემი უსაყვარლესი მიომღერალი იყო. ძალიან ვწუხვარ. არ მეგონა ასეთი სუსტი თუ იქნებოდა. მართალია რა, ვისაც ყველაფერი აქვს ისინი ვერ შეიშნოვებენ ხოლმე . ყველაფერი ქონდა უდიდესი ნიჭი მათ შორის . არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს სინანული. ერთ ერთი საუკეთესოს მომღერლის და მსახიობის გარეშე დარჩა მსოფლიო. სუყლ რაღაც 48 წლისა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: