Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სეზონის ჰიტი — ფერადჩარჩოიანი სათვალე


გაინტერესებთ რა არის სეზონის ჰიტი? რა აქსესუარი მოირგოთ, რომ მოდური იყოთ?ამ კითხევებზე პასუხის გაცემას მუდამ ვცდილობ და ამ ჯერად წარმოგიდგენთ პოსტს მზის სათვალის შესახებ.
2012 წლის ზამთრის სეზონის ჰიტი არის ფერადჩარჩოიანი სათვალე.თითქოსდა უჩვეულოა ზამთარში ასეთი ფერადი აქსესუალრის ტარება, მაგრამ არ მეთანხმებით, რომ ეს ძალიან ახალისებს გარეგნობას!

ცნობილმა სახეებმა,სელებრიტებმა, უკვე მოირგეს ამგვარი სათვალე და შეუხამეს ის გარდერობს.ამ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ჯესიკა ალბა წითელჩარჩოიანი სათვალით,ალექსა ცანგი ვარდისფერი სათვალით და ჯესიკა ბიელი სტაფილოსფერი ჩარჩოიანი სათვალით.

ალბათ გაინტერესებთ კერძოდ რა ფორმაა მოდაში? მარტო იმას გეტყვით,რომ არჩევანი თქვენზეა–მთავარია ჩარჩო ქონდეს ფერადი.შუშის ფერსაც არ აქვს მნიშვნელობა,შეიძლება იყოს სულ ღია ფერიდან დაწყებული,მუქი შავით დამთავრებული.

სტილით ეს სათვალეები თუ 60-იან წლებს გაგონებთ,გეტყვით, რომ არ ცდებით!მართლაც, მაგ ეპოქის სათვალეს არის მიმსგავსებული.თუმცა ხომ გაგიგიათ “ახალი–კარგად დავიწყებული ძველიაო” 🙂

სად შევიძინოთ ამგვარი მოდური სათვალე?

დარწმუნებული ვარ ჩვენთან ბევრი მაღაზია მოგვაწოდებს კარგ არჩევანს,თუმცა ფასებს მე ვერ გეტყვით 🙂

მე მინდა ალტერნატიული გზა შემოგთავაზოთ ამგვარი სათვალის შესაძენად…

ძალიან მარტივი იქნებოდა ეხლა აქ რომ დიზაინერული $200 -იანი სათვალეების სურათები დამედო, მაგრამ თქვენი გულისთვის არ დამეზარა თავის შეწუხება,დავძებნე საიტებზე და ეხლა გთავაზობთ მოდურ,ნაკლებფასიან სათვალეებს გამოწერის საშუალებით.

აი, მაგალითად რას გვთავაზობს amazon.com

სათვალე ღირს $3 არის არჩევანი 4 ფერში, მაგრამ მე ეს წითელი და ცისფერი მომეწონა 🙂 უკეთ სანახავად გადადით ამ ლინკზე.

სათვალის ფორმა ისეთია, რომ პრაქტიკულად ყველა სახის ტიპს მოუხდება.

სათვალის მინა უზრუნველყოფს 100% UV სპექტრის სხივისგან დაცვას.

*******************************************************************

ამ ლინკზე ნახავთ უამრავი ფერის სათვალეს,ნამდვილად დიდი არჩევანია,ფასებიც ვარირებს.ინფორმაციაში წერია, რომ საკმაოდ კარგი ხარისხის პლასტიკია,მინისმაგვარი,ის 100%-ით იცავს UVA & UVB სხიბევისგან.ფასები იწყება  $1.52-დან.

********************************************************************

რაღაცნაირად მიყვარს ეს ფერი,შემიყვარდა(ადრე არ მიყვარდა),ხასხასაა, ძალიან ახალისებს გარდერობს,ბევრ ფერს შეუხამებთ.ამ გვერდზე თუ გადახვალთ,ნახავთ, რომ $4.65 ღირს.

იქვე ,დაბლა მზგავს სათვალეებს ბლომად ნახავთ,ასე რომ არჩევა არ გაგიჭიორდებათ.

******************************************************************************

http://www.urbanoutfitters.com -იც გვთავაზობს ძალიან კარგ არჩევანს

ძალიან მომეწონა ეს სათვალე,მისი ფასია $16.

ჩარჩოს ფორმა აქვს ძალიან ნაზი,ქალური,დახვეწილი.მგონია, რომ ძალიან მოგეწონებათ.არჩევანი არის ამ და ჭრელ,შავ-ყვითელ ჩარჩოს შორის.ეს სათვალე შეგიძლიათ ნახოთ აი აქ.

                                          ******************************************************************************

მომრგვალებული ფორმის სათვალე ცოტა უფრო პრეტენზიულია,თუმცა ბლომად ყავს მომხმარებელი.ამ მოდელს გვთავაზობს ინტრნეტ მაღაზია americanapparel.net 

მოდელის ფასია $35,მისი ნახვა შეგიძლიათ აი ამ ლინკზე გადასვლით.

******************************************************************************

და ბოლოს,დიზაინერულ სათვალეს რაც შეეხება,ამჯერად მხოლოდ ერთ სათვალეზე გავჩერდები.ეს არის სტელა მაქ ქარტნის ვარდისფერი სათვალე.ის ძალიან ჰაეროვანი ნივთის შთასბეჭდილებას ტოვებს,ეს ალბათ ბაცი შეფერილობის ბრალია.მისი ფასი არის $225 და თავად შეგიძლიათ ნახოთ აი ამ ლინკზე გადასვლით

Advertisements

4 responses to “სეზონის ჰიტი — ფერადჩარჩოიანი სათვალე

  1. writeshoow თებერვალი 1, 2012, 11:53 AM

    me, rogorc am blogis erguli mkitxveli mxolod gogoebis aqsesuarebis prezentaciit ar vkmakofildebi :d 😀

  2. Pingback: სათვალე (ნაწ. I) | "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

  3. Pingback: 2012 წლის ზაფხულის “must have” ნივთები « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: