Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი

Elie Tahariერთ-ერთ ადრინდელ პოსტში,რომელიც 2011 წლის მოდურ ფერებს მივუძღვენი(რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!),უკვე ვახსენე,რომ კომპანია  Pantone არის ის კომპანია,რომლის ’ხელშიც გადის’ ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებების ფერის შერჩევის პროცედურა.ასე რომ, შეიძლება ითქვას,რომ  Pantone არის ავტორიტეტი ფერების სამყაროში.ის აგროვებს ინფორმაციას მოთხოვნად ფერებზე და ყოველწლიურად აცხადებს,თუ იმ წელს რა ფერერბი იქნება პოპულარული დიზაინერების კოლექციებში.

ზუსტად ამიტომ არის მისი ყოველწლიური ანგარიში ასეთი ყურადსაღები.

მაშ ასე,ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2012 წლის მოდურ ფერთა გამას.

Tangerine Tango

 ეს ფერი აღიარეს 2012 წლის ფერად !!!

 ეს ფერი  გარდამავალი ფერია წითელსა და ყვითელს შორის,ის ასევე სტაფილოსფერიც არის,რომელშიც წითელი აქცენტი სჭარბობს.საკმაოდ დიდი ენერგიის მატარებელი ფერია,არის კაშკაშა და თბილი.ის მზის ფერების კატეგორიას ეკუთნის.ოფიციალურად მას შეარქვეს ”მანდარინისფერი ტანგო” (Tangerine Tango),რაც ძალიან რომანტიული და ამაღელვებელი სახელწოდებაა ჩემი აზრით.

ბოლო რამოდენიმე წელიწადი ისედაც საკმაოდ პოპულარული იყო სტაფილოსფერი დიზაინერთა წრეებში,თუმცა შემოგთავაზებთ იმ დიზაინერთა ნუსხას,რომლებმაც უშუალოდ 2012 წლის გაზაფხულის კოლექციაში გამოიყენეს ეს ფერი ჭარბად.ესენი არიან :Tommy Hilfiger, Nanette Lepore, Cynthia Steffe by Shaun Kearney, Elie Tahari and Adrienne Vittadini.

Elie Tahari

მართალია,სტაფილოსფერი გაზაფხულის ჰიტია,თუმცა ეს ფერი აქტუალობას არ დაკარგავს  და  საშემოდგომო კოლექციებშიც იქნება გამოყენებული.

2012 წლის ფერთა გამა

ფერთა შეხამება

დიზაინერების და ჩემი გემოვნებითაც ამ ფერის კომბინაცია მომგებიანი იქნება მუქ მწვანესთან,მუქ იასამნისფერთან,მდოგვისფერღან,ლურჯთან და ყვითელთან.თამამად შეიძლება 3 ფერის გამოყენება,რაც განსაკუთრებულ შიკს შემატებს გარეგნობას.

გადავხედე ჩემ გარდერობს და აღმოვაჩინე,რომ აბსოლუტურად არაფერი მაქვს ამ ფერში,ასე რომ სასწრაფო წესით გამოვიწერე ახალი სტაფილოსფერი ფეხსაცმელი,ასევე მუქი სტაფილოსფერი ველვეტის თანამედროვე სტილის შარვალიც შევათვალიერე ერთ მაღაზიაში და ერთი სული მაქვს,როდის ვიყიდი.

Advertisements

11 responses to “2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი

  1. Mallorie იანვარი 15, 2012, 2:54 PM

    ძალიან საინტერესო პოსტი იყო, ქეთუსიკო, ნამდვილად.
    დიდი მადლობა. = )

  2. dadfashion იანვარი 17, 2012, 11:37 PM

    მართლაც საინტერესო და გასათვალისწინებელიი :* მაგარი ხარ ქეთოოოო :*:*:*:*

  3. nanuchi იანვარი 30, 2012, 9:26 PM

    ძალიან საინტერესოა ❤

  4. A Magazine თებერვალი 2, 2012, 10:51 AM

    ამ ფერის შევიძინე და მართლაც რომ ენერგიით მავსებს! ეს ფერი ძალიან კარგია რომ მოდაშია და დიზაინერები თუ სვადასხვა მაღაზიები უხვად სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.
    ფეხსაცმელები ძალიან კარგია, თუმცა მე პირადად შარვალის სურათს ველოდები!

  5. Pingback: 2012 წლის ფერთა მოდური გამა « Ketusi's Blog

  6. Pingback: 2013 წლის მოდური ფერთა გამა Pantone-ის მიხედვით | Ketusi's Blog

  7. Pingback: აქტიური მოქალაქე

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: