Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2012 წლის ქურქის მოდური ტენდენციები

2012 მოდური ქურქიწლის პირველ პოსტს ვიწყებ თბილი და ფუმფულა პოსტით 🙂

დიახ,როგორც სათაურიდან და სურათებიდან ჩანს,ეს პოსტი ეხება 2012 წლის სეზონის ქურქის ტენდენციებს,უფრო კონკრეტულად კი ქურქის მასალა და ფერზე ვისაუბრებ.

სეზონის ლოზუნგია–გაუმარჯოს ნატურალურ ბეწვს!

  • ფერი და ფაქტურა

ბეწვის სიგრძეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,თუმცა პრიორიტეტი მიანიჭეთ გრძელ ბეწვს განივი გაკრეჭვით.

ხელოვნური ბეწვის ქურქი კვლავ აქტუალურია,დიზაინერები მას თინეიჯერულ და სპორტული სამოსში გამოიყენებენ.
დიზაინერებმა სეზონის ჰიტად თეთრი პოლარული მელის ბეწვის ქურქი დაასახელეს!თეთრი მთელი წლის განმავლობაში იქნება პოპულარობის პიკზე.დიზაინერები ხომ შესანიშნავად იყენებენ  სათავისოდ ქალის ამ საიდუმლოს: რაც უფრო არაპრაქტიკულია  სამოსი,მით უფრო მომხიბვლელია!
თუ თეთრი ფერის მინიმალიზმი არ გიზიდავთ, მაშინ თამამი ფერებით შეიმოსეთ.მოდაშია ლურჯი,ზურმუხტისფერი და ნეონისფერი ტროპიკული შეფერილობები.

ნუ ღელავთ,კლასიკა მუდან მოდაშია და თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ ყავისფერი,შავი და მოვერცხლისფრო ნაცრისფერი!თანაც წლევანდელი ტრენდი თახვიც არის,მისი მუქი ფერის წავთან შეხამებაც მომგებიანი იქნება.

  • სიგრძე

როგორც იქნა — ამ სეზონზე ზეიმობს პრაქტიკულობა!მოდური სიგრძე მერყეობს მუხლის მიდამოებში.დიზაინერებმა ამ მოდელებით საჭესთან მჯდომი ქალბატონების მოთხოვნუილება გაითვალისწინეს,რადგან ამგვარი მოსახერხებელი სიგრძის,ლამაზი საყელოს,განიერი სახელოების და ორიგინალური მანჟეტების წყალობით ქურქი საკმაოდ პრაქტიკული სამოსი გახდა.თუ ქურქს შეუხამებთ ვიწრო შარვალს– ძალიან ლამაზი იქნება.

  • ფასონი

ამ სეზონზე ლიდერობს მოცულობა!ფართო ფასონის ქურქში ნებისმიერი ტიპის სხეულის მფლობელი თავს კომფორტულად იგრძნობს.თუმცა ელეგანტური,წელში გამოყვანილი ქურქიც,წელზე ქამრით არანაკლებ ეფექტურია–ისინიც პრიორიტეტულია!რეტროს აქტუალურობაც არ ავიწყდებათ დიზაინერებს–30იანი წლების მოტივებიც ორიგინალურად გამოიყურება!


Advertisements

15 responses to “2012 წლის ქურქის მოდური ტენდენციები

  1. presgeo იანვარი 2, 2012, 12:49 AM

    ძალიან კარგია ქალბატონებიი ულამაზესები იქნებიან 🙂

  2. გლეხის ბიჭი იანვარი 2, 2012, 12:50 AM

    სითბოტი დაიწყე, მაგრამ არ მომწონს ქურქიანი ქალები 🙂

    • presgeo იანვარი 2, 2012, 12:52 AM

      რატომ 🙂 ლამაზები არაიან უფრო წარმოსადეგებიი თუმცა სორიი გემოვნებაზე არ დავობენ 🙂

    • ketusi.com იანვარი 2, 2012, 2:10 AM

      არაუშავს 🙂 საქარტველოში ისედაც იშვიათია კარგი ბეწვის ქირქი,რადგან ბუნებრივი პირობების გამო,მისი ცაცმა არაპრაქტიკულია, ჩვენთან უფრო დეკორია და არა საჭიროება.

  3. presgeo იანვარი 2, 2012, 12:50 AM

    გილოცავ წლის პირველ პოსტს 🙂 ზალიან ფუმფულა თემაა მართლაც :დ არა მე ვარ პირდაპირ კრიტიკით დავიწყე წელი :დ

  4. ketusi.com იანვარი 2, 2012, 12:59 AM

    ქურქი ნებისმიერ ქალს შიკს და დახვეწილობას მატებს(თან ახალი დიზაინის ქურქები–სესანიშნავია) თუმცა ამასთან ერთად–ასაკსაც უმატებს.

    • ketusi.com იანვარი 3, 2012, 9:10 PM

      დაწყნარდი, არა მგონია ირმის ბეწვი იყოს რომელიმე,საერტოდ მას იშვიათად იყენებენ როგორც დეკორატიულს, უფრო როგორც ტყავს(სორი)

  5. Mallorie იანვარი 5, 2012, 3:27 PM

    ქურქებზე მუდამ კრუელა მახსენდება.. ასე რომ, დიდად არ მომწონს.. :>

  6. temko იანვარი 5, 2012, 11:28 PM

    ვაიმეეეეეეე კქეთუსიაააააააააააა …:((( როგორ მინდა რომ იცოდე…დაე ვიყო კრუელა ! რა სჯობს თეთრ ლამაზ მოკლე ქურქში ” კრუელობას” 😀 გრძელ ქურქზეც უარს არ ვიტყოდი … მაგარი შავი მანქანიდან გადმოდიხარ და ისწორებ ქურქს ,რომ არ დაგებიჯოს…:D ჰაჰ,შევყევი მე :დ

  7. Anniiieee^_^* იანვარი 12, 2012, 4:45 PM

    ქუურქიი:ხხ საერთოდ არ მიყვარს:ხხ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: