Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ახალი წელი და ჩემი ცრურწმენები

ნებისმიერი დღესასწაული ოჯახში ფუსფუსით იწყება. ამ დროს ყველაზე მეტი დატვირთვა დიასახლისს აქვს. აქმ მხრივ ახალი წელიც რიგითი დღესასწაულია. ჩემ ოჯახში ერთადერთი დიასახლისი მე ვარ, შესაბამისად მზადების პროცესი მთლიანად ჩემია თუმცა შეძლებისდაგვარად ქმარ-შვილიც მეხმარება.კიდევ კარგი ბაზარში სიარული მე რა მიწევს,ამას ნამდვილად ვერ გაუძლევდა ჩემი ფსიქიკა და არც თუ კუნთიანი სხეული.მაგრამ მოტანილს ხო გაკეთება უნდა ? სანამ გააკეთებ მოფიქრება უდნა თუ რას გააკეთებ.

წლევანდელ საახალწლო მენიუზე ბევრი ვიფიქრე.ტრადიციული სუფრისგან განსხვავებული მხოლოდ ერთი კერძი მექნება ,,სოკოს ჟულიენი”.რატომღაც ნამცხვრის გაკეთება თავადვე გადავწყვიტე ალბათ იმიტომ რომ შარშან ნაყიდი ბისკვიტები კაპიკად არ ვარგოდა.ნამცხვარს დღესვე გავაკეთებ წინასწარ თითებს ვიკვნეტ, ფუმფულა რაფაელო მაქვს გეგმაში.სტუმრებს არ ველოდები,ამიტომ კერძის პორციებსაც შევამცირებ.ცოტას მანც გავიადვილებს საქმეს,თანაც არ მიყვარს დიდი ხანი რომ ერთი კერძია მაცივარში ’გორაობს’ ,რომელი მჭამელები ჩვენ ვართ.

მართალია მიყვარს ახალი წელი,მაგრამ მიმაჩნია რომ ეს არ არის განსაკუთრებული დღე უბრალოდ ადამიანები ვზეიმობთ.კაცობრიობის ისტირას თუ გაადვხედავთ ადამიანს მუდავ სჭირდებოდა ათვლის წერტილი და ეს ათვლა იწყებოდა ხან ბუნიობას ხან სექტემბერში. თუმცა უკვე რამოდენიმე საუკუნეა ახალ წელს ავღნიშნავთ 31-1 ღამეს (სხვათაშორის ზოგიერთ ქვეყანაში სექტემბერშიც აღნიშნავენ ახალ წელს, ამაზე სხვდროს დავწერ) . ახალი წლის დრესასწაულს აღვიქვავ როგორც ახალი წლის დაბადების დღეს , რომელსაც მთელი პლანეტის მოსახლეობა ულოცავს. სხვათუარაფერი მხოლოდ ამ ღამეს ნათდება ღამე ულამაზესი ფეიერვერკებით.

ეხლა ცრურწმენებს რაც შეეხება; სკეპტიკური ადამიანისგან ალბათ გაგიკვირდებათ ცრურწმენის დაჯერება, თუმცა არც მასეა საქმე.მე ადვილად არ ვიჯერებ ცრურწმენებს , მჯერა მხოლოდ იმის რომელიც გადავამოწმე და მეცნიერულად დამოწმებულად გვევლინება, თუმცა არის ისეთებიც რომლებიც უფრო ტრადიციად ვაქციე ოჯახში და არ ჩავეძიე  მათ მართებულებას.

  • სახლის დალაგება. 31-ში სრულფასოვნად დალაგებული უნდა მქონდეს სახლი ’უბორკები’ არ მიყვარს,ვცდილობ ისე გადავანაწილო , ანუ ერთ ჯერზე თავს არ ვიტვირთავ ,ვცდილობ საქმე გადავანაწილო სხვადასხვა დღეზე (არ დავკონკრეტდები რადგან ყველა დიასახლისმა იცის რაზე მაქვს საუბარი) ,მაგრამ მაინც შრომატევადია. ასე და ამგვარად ’გაპიწკინებულ’ სახლში ვხვდები ახალ წელს.
  • ცოცხი . ცოცხის შესახებ არც მახსოვს საიდან ვიცი, მაგრამ წლებია ამ ტრადიციას ვიცავ: 31 დეკემბრისთვის ახალი ცოცოხი უკვე ნაყიდი მაქვს , ჯერ ძველი ცოცხით მთელ სახლს გულმოდგინედ ვგვი, უნდა გამოიგავოს ყველა კუთხე-კუჭული , პარალელურად ვფიქრობ იმაზე თუ რა იყო ცუდი ამ წელს.ვცდილობ ნეგატივი,უსიამოვნება,არასასიამოვნო მოვლენა და ნებისმიერი რაც ცუდი გაამხსნდება  ,,გამოვგავო” და ნაგავს გაავტანო.სამაგიეროდ 1 იანვრიდან ვხმარობ ახალ ცოცხს და ჩავუთქვავ ,რომ ოჯახში კეთილდღეობა,ბედიერება და ჯანმრთელობა მოიტანოს,ძველ ცოცხს კი ნაგავში ვაგდებ.სხვათაშორის ცოცხთან დაკავშირებით ერთი თქმულებაც არის : თუ ხმარებისას შემთხვევით ხელიდან გაგივარდათ სანამ მას აიღებთ აუცილებლად სურვილი უნდა ჩაფიქრო.ამბობენ ,რომ ახდებაო.კიდევ ერთი თქმულება გვასწავლის, რომ სახლი მზისუკანა (დაბნელების მერე) არ უდნა დაიგავოს – სახლის ანგელოზი ბრაზდებაო.ბევრი საახალწლო დეკორატიულ ცოცხს ყიდულობს და მომკალი ეგეთი რაღაცეების არ მჯერა.
  • ნაძვის ხე. საახალწლოდ ყოველთვის ვდგავ ნაძვის ხეს. აუცილებლად 1 ახალ ნაძვის ხის სათამაშოს მაინც შევმატებ ხოლმე. თვითონ ნაზვის ხეს რაც შეეხება, ლამაზი,დიდი , ხელოვნური მირჩევია ვიდრე ბუნებრივი და მეჩხერი ტოტებით. თანაც ჩემში ბუნების მოყვარებული ადამიანის პროტესტიც იღვიძებს.რამოდენიმე დღის გულისთვის რატომ უნდა მოვჭრათ ნაძვი,ეს ხომ ერთ-ერთი ნელ მზარდი ხეა.ხელოვნურ ნაძვის ხეს რაც შეეხება, უნდა ვეცადოთ რომ კარგი ხარისხის იყოს ,რადგან უხარისხო ეტილენი ნათურების ანტებისას თერმული რეაქციის დროს ჰაერში მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.
  • სანთელი. ძალიან მიყავრს საახალწლო სუფრის ლამაზი სანთლებით გაფორმება.დანთებული სანთლები სულ სხვა,სადღესასწაულო გარემოს ქმნიან.

  • მეკვლე. სიმართლე გითხრათ დიდად არ მწამს ამ ტრადიციის.თუმცა როგორც წინა პოსტებიდან გაიგებდით, უამრავ ხალხს აქვს მეკვლის ტრადიცია.შესაბამისად არის ალბათ ამაში ჭეშმარიტება. ერთი ვიცი , რომ ჩემი მეკვლეობა ყველასთვის სასურველია , რამდენადაც ვიცი ჩვენში მეკვლეს ირჩევენ იმ მახასიათებლით , რომ ის უდნა იყოს ჯანმრტელი და ბედნიერი.

ჩემო სტუმრებო , ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ , თქვენ ოჯახებში 2012 წელს ხვავი,ბარაქა,ჯანმრტელობა, იგბალი და ყველაფერში წარმატება მოეტანოს. აი ასეთი ტრადიციული სურვილებით გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე (ჰუგ) .

Advertisements

7 responses to “ახალი წელი და ჩემი ცრურწმენები

  1. გლეხის ბიჭი დეკემბერი 30, 2011, 6:53 PM

    ფითრი შემიყვარდა ამ ახალწელს :დ
    3 წლის წინ ვიყიდე პირველად დელისთან და მომდევნო წლებში მავიწყდებოდა :დ იმედია ხვალ გამახსენდება :დ

  2. აქსიომა დეკემბერი 31, 2011, 2:33 AM

    კარგი პოსტია. ძალიან საინტერესო და სახალისო წასაკითხია შენი ტრადიციების დეტალები. 🙂 ბედნიერ ახალ 2012 ს გისურვებ!!! :*

  3. Pingback: ფუძის ანგელოზის ‘გადაპატიჟება’ « Ketusi's Blog

  4. Miledi თებერვალი 6, 2013, 11:46 AM

    ცრურწმენა იმათთვისაა ვისაც არ სჯერა გარკვეული ნიშნების. ცხოვრებაში ყველაფერი დაკვირვებითა და გამოცდილებით მოდის, არავის შევედავები (არც სურვილი მაქვს), მაგრამ ის ხომ ყველამ იცის, რომ არსებობს მაღალი ძალა, მისი კანონზომიერება, ნიშნები და დისციპლინა?! ნუ დავარღვევთ რაც თქმულა და ჩვენამდე მოაღწია… :)… მერე იტყვიან ეს რატომ დამემართაო? რაღა მეეო? საიდანო? ვინც ყველაფერს აქცევს ყურადღებას (მათ შორის ცრურწმენებსაც) უფრო მეტად დაცულია გაუთვალისწინებელი უარყოფითი მოვლენებისგან… ისე მეკვლეს რაც შეეხება 🙂 – კარგია თუ მამრობითი სქესის იქნება, შავგვრემანი, მთავარია მიუხაროდეს ამ ოჯახში შესვლა, ნახავთ რა კარგი წელი იქნება 🙂

  5. Pingback: ფუძის ანგელოზის ‘გადაპატიჟება’ | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: