Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Facebook ტერორი

სუსტი გულის პატრონებს ეხლავე ვეტყვი–ეს პოსტი არ არის იმაზე, რომ Facebook ითიშება!–პირიქით,საწინააღმდეგოს ვღაღადებ 🙂

პანიკას ნაკლებად აყოლილ ადამიანებს კი ჩემ მოსაზრებას გავუზიარებ ამ საიტის შესახებ.

დღეს განსაკუთრებული ინტენსიობით მიდის სჯა-ბაასი იმის შესახებ რომ თურმე Facebook ითიშებაო.ვინ როდის და სად თქვა ეს? დავუჯეროთ იმ სტატიებს,სადაც ცუკერბერგი სხვა გვარით ’ცუკენბერგი’-თ არის მოხხსენიებული, თუ იმ სტატიებს დავუჯეროთ, სადაც თაგებში უწერია, რომ ეს არის ხუმრობა? რატომ იჯერებთ ასეთ ტყუილს ასე მარტივად და თავად არანაირად ცდილობთ ნიუსის დაზუსტებას? მე, როგორც სკეპტიკოსს ,გამიჩნდა კითხვები და ვიპოვე კიდეც ლოგიკური პასუხები.მინდა

თქვენც გაგაცნოთ ისინი და მოდით,გადამარწმუნეთ.

1. სულაც რომ Facebook-ის გაყიდვა უნდოდეს ცუკერბერგს,დაიჯერებთ,რომ ამ საიტს არავინ იყიდის?—ანუ Facebook ცხოვრებას განაგრძობს;

2. საინფორმაციო საშუალებებიდან იმდენი ტყუილი იღვრება ყოველ წუთს, იმდენად უნდათ, რომ მოსახლეობის აზრი სხვა მიმართულებით გადაიყვანონ,რომ არაერთი ტყუილის გამზიარებლები ყოფილან.თანაც იმერორებენ და იმეორებენ ერთსა და იმავე სიუჟეტს(არ გახსოვთ მეტეორის ამბავი?ხალხი რომ დააპანიკეს!).ასე რომ დიდი შანსია, რომ ამბავი Facebook გაუქმების შესახერბ ტყუილი იყოს!

3. მარკ ცუკერბერგი (Mark Zuckerberg) ერთ ერთი უჭკვიანესი ადამიანი ,რომელმაც უმსხვილესი კორპორაცია შექმნა.არ მჯერა, რომ დაიჯერებთ, რომ ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა ამ ყველაფრის თავიდან მოშორება!

4. რატომ უნდა წავიდეთ შორს? თვითონ მარკ ცუკერბერგის გვერდზე შედით და იხილეთ ეს სტატია .ეს სტატია თარიღდება 2011 წლის 29 ნოემბრით და აქ წერია, ის გეგმები, თუ როგორ აპირებს მარკ ცუკერბერგი საიტის სერვისის გაუმჯობესებას. ბევრი რომ არ ვილაპარაკო,ნათელია, რომ Facebook -ს არაფერი ემუქრება, პირიქითაც, ფუნქციები და უსაფრთხოება გაუმჯობესდება!

მაშ შევთანხმდეთ იმაზე, რომ Facebook უსაფრთხოდაა და არაფერი ემუქრება, ხო?

ეხლა ღრმად ჩაისუნტქეთ და გავაგრძელოთ…..

ამჯერად მინდა გაგიზიაროთ ის, თუ რითი არ მომწონს ეს საიტი.

პრინციპში ”არ მომწონს”  არაზუსტი ფორმულირებაა,უკეთესია, თუ ვიტყვი, რომ არ მომწონს ის ფორმები თუ როგორ იყენებენ Facebook ფუნქციებს ბოროტად.

აქაოდა თავისუფალი ინტერნეტსივრცეაო და ყველა თავისი პრინციპების შესაფერისად იყენებს მას.

  • შექმნილია უამრავი ჯგუფი, რომლებიც  ადამიანების დისკრიმინაციას და დამცირებას ისახავენ მიზნად
  • შექმნილია ჯგუფები სადაც ინტენსიური პოლიტიკური აგიტაციის ფონზე ხდება საწინაათმდეგო აზრის მქონე ადამიანების გამოკვეთა-გალანძღვა-განკვეთა.(ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ამაზე პოსტში ჩვენნაირად არ ფიქრობ — შენ თავს დააბრალე! ვსაუბრობდი)
  • შექმნილია უამრავი ფეიქ(ტყუილი) პროფილები,რომლებსაც იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარი ნათქვამი ისევ თავადვე ამ პროფილით დაამოწმონ.ხშირად შემინიშნავს ასეთი პროფილებით როგორ ლანძღავენ მართმადიდებლურ ჯგუფებში სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს და ამ ხერხით ცდილობენ, რომ გული აუცრუონ ადამიანებს რწმნაზე.ვინც ვერ მიხვდა ან არ დაკვირვებულა,განვმარტავ.მაგალითად ,რიგით ჯგუფში, სადაც შეკრებილია მორწმუნე საზოგადოება,ისმევა რაიმე უზრდელური შეკითხვა,ან იწერება არაკორექტული კომენტარი–მაშინვე ამ არარეალური პროფილების მქონე ადამიანები იწყებენ უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებას და ვითომდა სარწმუნოების დაცვას.სხვას არ ვიცი, მაგრამ მე ეს თვალში სულ ცუდად მხვდებოდა ხოლმე და ამიტომ ხშირად გადამიმოწმებია ასეთი პროფილი და აღმოჩენილა, რომ მას მხოლოდ ამგვარი აქტივობისთვის იყენებენ.შედეგი კი რა გვაქვს–ადამიანს რჩება ნეგატიური შთაბეჭდილებბა რწმენაზე, რადგან ფიქრობს, რომ ეს ’რწმენის დამცველია’ ,რომელიც ასე უღმერთოდ იგინება.არადა სიმნამდვილეში ეს მიზანმიმართულად განხორციელებული ბოროტი ქმედებაა რომლის ერთადერთი მიზანია მორწმუნეს გული აუცრუოს რწმენაზე და ეკლესიაზე. იგივე ხდება პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებშიც — არარეალური პროფილით ადვილად ახერხებენ ადამმიანების ლანძღვას.
  • იქმნება გვერდები, რომლებიც პირდაპირ ან შემოვლითი გზით შეურაცხყოფს პიროვნებას ან კონკრეტულ საზოგადოებას. ასეთებია : გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი  , რეპერი ბერა , პატრიარქზე იყო გვერდები და ვეღარ ვნახე,რატომღაც ვეღარ ვიპოვე  სექსუალურ უმცირესობების შესახებ გვერდი(ეტყობა დაბლოკეს როგორც იქნა)–ეს გვერდები ემსახურებიან ამ კონკრეტული ადამიანების დისკრიმინაციას! ისინი მოტყუებითი გზით ცდილობენ Like-ების მოპოვებას და შემდგომ ადამიანს ცრუ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებენ იმ ადამიანზე.
  • არ არსებობს არანაირი სამართლებრივი გზა, რომ თავი დაიცვა შეურაცხყოფისგან.
  • კონსტიტუციაში შესული ცვლილების თანახმად,მარტივ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვა(ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს,მომიტევეთ) — შინაგან საქმეთა სამინისტრპს სამძებრო განყოფილებას ეძლევა საშუალება აკონტროლოს ჩვენი ღია თუ ფარული მომოწერა და აქტივობა.ანუ რა გამოდის: საკმარისია სეგანჩნიონ(ყველგან აგენტები არიან ცასაფრებულები),რომ არასახელმწიფოებრივ ან არაკანონიერ საქმიანობას ეწევი–ამის შესახებ გქონდა პირადი მიმოწერა,დააშეარე ვოლზე, ისაუბრე ღია თუ დახურულ თუ საიდუმლო ჯგუფში–მოგიჩენენ ერთ აგენტს, რომელსაც წვდომა ექნება მთელს შენ ინფორმაციასთან და თანაც გაურკვეველი ვადით! ვოტ. ასე რომ ,ეცადეთ იქ,მთავრობაში, არავინ გააბრაზოთ! 🙂
  • წეღან ვკითხულობდი, რომ თურმე გამორთვიოს სემდეგაც არის შესაძლებელი პროფილი აკონტროლონ. ასე რომ ”ცნება „პირადი საიდუმლო“ უკვე კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა”–როგორც სტატიისვტორი ამბობს და პრაქტიკულად ზემოთ ჩემ ნათქვამს დაამოწმებს.
  • მძულს ის კონკურსები,სადაც გამარჯვებული Like–ების მეშვეობით ვლინდება.ყოველლი კონკურსის დაწყებისთანავე მოდის ნაკადი თხოვნებისა,რომ დაა-Like-თ ესა თუ ის აპლიკაცია თუ სურათი.(ჩემი ადრინდელი პოსტი ამის შესახებ)
  • უამრავი ადამიანი მართლაც და Facebook-დამოკიდებული გახდა.გარესამყაროს მოწყვეტილები თვითრეალიზებას ვირტუალურ ურთიერთობებში ეძებენ–ეს მართლაც შემაშფოებელია
  • უკმაყოფილო ვარ ფორუმის  არაეფექტურობით.დასმულ შეკითხვას შეიძლება არც არავინ უპასუხოს.პროფილის,ჯგუფის ან გვერდის კოლექტიური დარეპორტების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ იღებ ან მიიღებ დიდი დაგვიანებით.

ძალიან რომ გული არ აგიცრუოთ ამ საიტზე,აქ გავჩერდები.

მაგრამ მეც, თქვენი არ იყოს ძალიან მიყვარს  Facebook! ვერ წარმომიდგენია დღე მის გარეშე( Facebook-ზე პოსტი იხილეთ აქ)

  • აქ მყავს უამრავი ვირტუალური მეგობარი,
  • უამრავი მეგობარი,ვისაც  Facebook-ის მეშვეობით ვეკონტაქტები.
  • ვარ უამრავ საინტერესო ჯგუფში,სადაც კარგად ვერთობი,
  • უამრავ ინფორმაციას ვიღებ ამ საიტიდან ისევე, როგორც მოვიღებდი ტელევიზიიდან თუ ბეჭვდითი მედიიდან…..

გულწრფელად მიყვარს Facebook თავისი პლუს-მინუსებით.

აი,ხომ ხედავთ ერთ პოსტში რამდენ საკითხს შევეხე.რაღაც სპონტანურად დავწერე და იმედია ჩემი სათქმელი ნორმალურად ჩამოვაყალიბე.

ჩემი აზრი ყველაფერთან დაკავშირებით მოგახსენეთ ,ეხლა კი თქვენი აზრის გამოხატვას გთხოვთ კომენტარებში ,დააფიქსირეთ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ Facebook-ში

Advertisements

20 responses to “Facebook ტერორი

  1. David Jorjoliani დეკემბერი 15, 2011, 2:47 AM

    მე მძულს ფეისბუქი ❤

  2. Barcelonisimo... დეკემბერი 15, 2011, 2:52 AM

    იმდენადაა გადმოცემული ჩემი სათქმელი, რა დავამატო…… არ მომწონს ის ყველაფრი, რაც ჩამოთვალე და გეთანხმები და მომწონს ის, რომ შემიძლია ვეკონტაქტო დიდ კომპანიებს, მაგთის, ჯეოსელს, ტექნიკის მაღაზიებს და სხვ. ყოველგვარი ცდის და ნერვების წყვეტის გარეშე მივიღო პასუხი ჩემთვის საინტერესო კითხვებზე….
    ის რაც გამაღიზიანებელია, ვერიდები, არასასურველ და შეურაცხმყოფელ გვედებს ვბლოკავ და რეპორტს ვაგზავნი 😀
    პ.ს. ფეისბუქზე შეძენილ მეგობრებთან რეალურადაც დავმეგობდი… ეგეც პლუსია 🙂

    • ketusi.com დეკემბერი 15, 2011, 2:56 AM

      მიხარია, რომ ერთნაირად ვფიქრობთ.
      კიდევ მეტი პლუსების და მინუსების ჩამოთვლა შეიძლება, გეთანხმები, უბრალოდ პოსტი უსაშველოდ გრძრელი გამოვიდოდა და ჩემი მკითხველი ’დავინდე’ 🙂

      ამისთვის კომენტარერბიც არსებობს 🙂
      მიყვარს, რომ ბიზნესს ახალი განვითარების საშუალება მიეცა–ამ მხრივ ფეისბუქი მართლა დიდი ზალაა.ის ყველა საჭირო ნიუანსით არის აღჭურვილი.

  3. zura :* დეკემბერი 15, 2011, 3:52 AM

    ფ.ბ. დასწყევლოს ეშმაკმა :)) ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული კონსპირაციისთვის შექმნილი იარაღია !!! საიტი რომლის ინტერფეისი ნაგავია , მაგრამ მაინც უამრავი მომხმარებელი ყავს.. რატომ ნეტა ? იმიტომ რომ საკმაოდ დიდმა კორპორაციებმა ბევრი ფული დახარჯეს მის რეკლამირებაში. ზღაპრები ახალგაზრდა გენიოსის შესახებ ფარსია.. არაფერი გენიალური და ახალი ფ.ბ. ში არ არის 🙂 ფ.ბ. შექმნილია იმისთვის, რომ მასების ფსოქოლოგია შეისწავლონ და მათი მანიპულაცია ადვილი გახდეს.. ჟულიან ასანჟემ თქვა პრესკომფერენციაზე “მე კორპორაციების შესახებ ინფორმაციას გაწვდით უფასოდ და ბოროტმოქმედი ვარ, ცუკერბერგი კი კორპორაციებს აწვდის თქვენს შესახებ ინფორმაციას მილიარდების სანაცვლოდ და წლის ადამიანია ” :)).. ციხიდან ახალი გამოსული იყო მაშინ.. და შეაბრუნებენ ეხლა ისევ.. ეს გარეწარი მარკი კი გულაობს ფეხებზე არ ჰკიდია … :)))))) გოგოებსაც ევასებათ.. ჟულიენს კი ერთი სექსუალური აქტის გამო იჭერენ..

  4. zura :* დეკემბერი 15, 2011, 4:05 AM

    ფედერალურმა ბიურომ კი რომელიც ცუკერბერგის არ იყოს და ფედერალური რეზევრებიდან ფინანსდება :)) უკვე ოფიციალურად გადაუხადა მადლობა მაგ წუნკალს იმისთვის რომ მილიარდობით დოლარი დაუზოგა მარკის პირმშომ.. :))) მოჩვენებითად მაინც დაიცვას კომფიდენციალურობა ან ჩათს ეპითეტი “პირადი” წაუშალოს.. მოვითხოვ !!!!!! სინაგლესაც აქვს საზღვარი !!!! :))))))))))) ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით.. რა თქმა უნდა ყველაფერი დებილი ადამიანების ბრალია :)) ნარკოტიკებში არაფერია ცუდი თუ არ გაიჩხირავ და იარაღშიც თუ ვიღაცას შუბლს არ გაუხვრეტ.. ფ.ბ. შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ცუკემბერგს დიდი სიამოვნებით გავუხვრეტდი შუბლს და დიდი დოზით ნარკოტიკსაც შევუშვებდი ვენაში 🙂

    • ketusi.com დეკემბერი 15, 2011, 1:02 PM

      ვაიმე,რა გაბრაზებული ხარ 🙂
      მართალი ხარ.დანიშბულება ერთი აქვს, თუმცა ვინ როგორ ისარგებლებს–ეს უკვე ადამიანის მორალურ მხარეზეა.ფედერალური სამსახურებიც შესანიშნავად სარგებლობენ,ისევე როგორც სხვა საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და ისევე როგორც კერძო პირებისგან.ვითარდება ტექნოლოგიები და მათთან ერთად თვალთვალის საშუალებებიც 🙂
      მეც ამაზე მქონდა საუბარი ამ და დალინკულ პოსტში:”პირადულობა”
      უნდა დავივიწყოთ.

  5. qetusia დეკემბერი 15, 2011, 1:26 PM

    ადრეც ხომ ავრცელებდნენ მსგავს ხმებს… ცუკერბერგის ,,ანგელოზობა”-ღა გვაკლდა რაა:D მე მის ადგილას ვიტყოდი რომ ფბ გაკოტრდა და მხოლოდ მომხმარებლების მიერ გადარიცხული სულ რაღაც 1$ გადაარჩენს, (ისევ ფულეეეჰ) 😀

    • ketusi.com დეკემბერი 15, 2011, 1:33 PM

      ხო, ადრეც გავრცელდა მაგვარი ხმა. მერერ ჰაკერები იმუქრებოდნენ ვითომ ჩვენ გავ\თიშავთო მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
      ჯერ სად არის, ისე,საკმაოდ სერიოზული საიტია და შემოსავლიანი, ასე რომ კონკურენტები ყოველთვის ეცდებიან რამე ’დაუშაონ’

  6. Keti Go დეკემბერი 15, 2011, 1:43 PM

    ძალიან კარგი პოსტია, ქეთუსი ❤
    მიუხედავად იმისა, რომ ბევრი "არ მომწონს" ჩამოთვალე, დამეთანხმები ალბათ, რომ, საბოლოო ჯამში, რაკი ფბ-ს ასე აქტიურად მოვიხმართ, იგი მაინც პროგრესული მოვლენა და წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანებთან ურთიერთობაში (და არა მარტო). იდეალური და უნივერსალური კი არაფერი არსებობს ამქვეყნად.

    • ketusi.com დეკემბერი 15, 2011, 1:47 PM

      მადლობა შეფასებისთვის,ქეთი ❤
      კი,მიუხედავად ამ მინუსებისა,ვაღიარებ,რომ ყველაზე სერიოზული და პროგრესული სოც.ქსელია,უსაზღვრო შესაძლებლობებით.

  7. presgeo დეკემბერი 15, 2011, 4:52 PM

    kargi postia ketuqsi 🙂 imedia yvelafri kartgada iqneba tumnca danamdvlebit aravin arafrei icis 🙂 ra rogor daranairad iqneba 🙂 (ras gaigebs kaci:)

  8. Sgt. Pepper დეკემბერი 15, 2011, 5:59 PM

    შესანიშნავი რაღაცაა ეს Facebook. უბრალოდ, ერთი ასეთი ფუნქცია უნდა ჰქონდეს, გამოცდების წინ გაითიშოს და სანამ ნასწავლ მასალას არ მოუყვები, არ ირთვებოდეს:)

  9. მარი ! დეკემბერი 15, 2011, 8:47 PM

    facebooki -ი ძალიან მიყვარს … არ მინდა რომ გაუქმდეს … მაგრამ ,როგორც უკვე ითქვა ეს შარშანდელი ინფორმაციაა წელს წამოტივტივებული : )

  10. Jason Evans დეკემბერი 16, 2011, 10:56 PM

    არ მჯერა მარა რომ მჯერა? :დ არა ურო მეშინიაა… არა გატყუებ ! თავპირიც უმტვრევიათ!

  11. vanichka დეკემბერი 26, 2011, 1:48 AM

    ქეთუსი რა გინდა შენ თვითონ იცი? რატო დაწერე საერთოდ ეს პოსტი? გვანუგეშე? თუ თქვე საწყლებო ნუ გეშინიათო? 🙂 ისე საყალელი დზალიან საყალელი ხარ :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: