Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ვის ძეგლს დგამდნენ მარჯანიშვილის მოედანზე !?

ამ პოსტის დაწერა მაშინ დავიწყე,აღმაშენებლის გამზირი ჯერ კიდევ ხარაჩოებში რომ იყო,თუმცა ვერ მოვიცალე დასასრულებლად.მაშინ,სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მოვიფიქრებდი, რომ 23 ნოენბრისთვის გამზირი მოსუფთავდებოდა.კი, მართალია,იქ მცხოვრები მოსახლეობა ფრიად შეწუხებული იყო გადათხრილი ქუჩით,ტექნიკის გრუხუნით და მტვერით,თუმცა დარწმუნებული ვარ კარგი  ხარისხით შესრუყლებულ სამუშაოს უფრო ისურვებდნენ,ვიდრე მოკლე ვადაში როგორღაც დასრულებულ საქმეს.ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკვე თვალსაჩინოა ხარვეზები.

მაგრამ ფაქტია, რომ აღმაშენებლის გამზირი ერთიანობაში ბრწყინვალე მეჩვენება!ჯერ კიდევ ახალი და ხასხასა ფასადები,ლამაზი ტროტუარები…^^

სამწუხაროდ ეს ყველაფერი მხოლოდ ცენტრალური ქუჩის შესახებ შეიძლება ვთქვათ,საკმარისია ჩასახვევში მოვხვდეთ და სიტუაცია უცვლელია,როგორიც იყო ისეთივე რჩება,იშვიათი გამონაკლისების გარდა.თუმცა ამ პატარა ქუჩების შესახებ დაპირება გაიცა, რომ წყალგაყვანილობაც მოწესრიგდება და ასფალტის საფარიც დაეგებაო.

აი ეს სურათი ვნახე ინტერნეტში , გავიხსენოთ, ძველად როგორ გამოიყურებოდა ქუჩის ეს მონაკვეთი.

მიხაილოვის პროსპექტი

აღმაშენებლის გამზირი მარჯანიშვილის მოედნამდე პრაქტიკულად რებილიტირებულია.გზაზე ახალი ასფალტის საფარი დაიგო,გზაჯვარედინებზე კი ქვაფენილია დაგებული.ეს ქვაფენილები მანქანებისთვის ბარიერის დატვიორთვას ატარებს,თუმცა მათ ნეგატიური მხარეც გააჩნიათ.საკმაოდ ხმაურიანია და ახლომდებარე სახლებში მცხოვრები მოქალაქეები აშკარად შეწუხდებიან, თან ვიბრაცია შენობის ამორტიზაციასაც იწვევს.

გადათხრილი და ხარაჩოებიანი აღმაშენებლის გამზირის ფოტოებიც მაქვს,ზოგი მე გადავიღე,ზოგიც ინტერნეტში მოვიძიე.აი ისინიც

ძალიან მომწონს ტროტუარები რომ დაცულია,თუმცა როგორც ამბობენ აღმაშენებლის მოედნის გარკვეულ ტერიტორიაზე ტრანსპორტი არ იმოძრავებსო.ფეხით სასიარულო გამზირად გადაკეთდება,კი,მართალია ამასაც აქვს თავისი ხობლი, მაგრამ ეს თავისთავად დიდი დარტყმა იქნება იქ მდებარე მცირე ბიზნესისთვის–მაღაზიებისთვის.მანქანების სადგომი გაკეთდება TBC ბანკის წინ აშენებული შენობის ქვეშ,სადაც შეიძლება გააჩერო მანქანა და ფეხით აუყვე აღმაშენებლის გამზირს.ქვაფენილი სრული კატასტროფაა ფეხსაცმლისთვის,თან ისეთი დაუმუშავებელი ქვით არის მოპირკეთებული, რომ საკმაოდ რთული იქნება სიარული.

განახლებული აღმაშენებელის სურათები

გასაცოდავებული კინოთეატრი ”აპოლოს’ შენობა გახსოვთ? გარეგნულად დაიბრუნა უწინდებული ხიბლი,თუმცა შიგნით რა ხდება,ნამდვიად არ ვიცი.

”აპოლო” ძველად

განახლებული ”აპოლო”

ვაიმე,რომ მახსენდება მარჯანიშვილის მოედანი რა დღეში იყო, რამდენი ხანი მიწევდა ფეხის წვერებზე ფრთხილად სიარული(სანამ ოფისამდე მივიდოდი),რომ ფეხსაცმლის ქუსლები არ გამეფუჭებინა ,რადგან ვერც მანქანას გააჩერებდი სასურველ ადგილას.

23 ნოემბერს დილით მომიწია ოფისში წასვლა და 11 საათზე ისეთი გაჩაღებული მუშაობა იყო მარჯანიშვილის მოედანზე,რომ წამით შევშფოთდი.მერე გამახსენდა,რომ გიორგობა იყო და პრეზიდენტი ზარ-ზეიმით მოედნის  გახსნას გეგმავდა.მივუყვებოდი და თან სურათებს ვიღებდი.ქვაფენილიდან წყლის ნაკადით რეცხდენ ღორღს,ასუფთავებნენ იქაურობას.მთელი მოედნის გარშემო ყველა მაღაზიას კარ-ფანჯარა დაუცვალეს და შინდისფერი დაამონტაჟეს(მოუსწრიათ ესაც) და ძალიან ლამაზი შინდისფერი დახურვაც გაუკეთეს.ერთიანობაში ძალიან ლამაზია მარჯანიშვილის მოედანი!

სხვათაშორის მაგდონალდსის უკან რომ შენობა ფოტო-ნაჭერშია ჩასმული,ეს ’სიამოვნება’ საკმაოდ ძვირი დაჯდა,მაგრამ ორი შენობა(ერთი ეს და მეორე აღმაშენებლის დასაწყისში) საგანგებოდ 23 ნოემბრისთვის შეიფუთა.

ამ შენობის დასრულებული ვერსია ძალიან მომწონს,თუმცა ისეთ ამინდში მიდიოდა მშენებლობა, რომ არ ვიცი რამდენად სანდო იქნება

ხომ ლამაზია?ხოდა მეც რომ მოომწონს იმიტომ არ მინდა, რომ იგივცე მოუვიდეს,რაც მეტრო მარჯანიშვილის წინ აღმართულ აივანს–პირველივე თოვლის შემდეგ წყალმა რომ გამოჟონა

მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მიხარია,რომ მარჯანიშვილის მოედანზე ის ძეგლი არ აღმართეს,რაც თავდაპირველად დამტკიცდა!

აბა ნახეთ–ეს არის ჭაბუკიანის ძეგლი.უამრავ ადამიანში მისმა ვიზუალმა აღშფოთება გამოიწვია(სახეზე პუტინსაც კი გავს) ხოდა მერიამ კეთილგონიერება გამოიჩინა,და პროექტიდან ამოიღო.(საბედნიეროდ მე მოვასწარი სურათების შენახვა,თორე მერე ისინიც გააქრეს)

ამ ეტაპზე მოედანზე ქვაფენილია და  შუაში უბრალო მწვანებალახიანი გაზონია,მაგრამ როგორც ამბობენ ამ ადგილს შადრევანი დაამშვენებსო 🙂

Advertisements

7 responses to “ვის ძეგლს დგამდნენ მარჯანიშვილის მოედანზე !?

  1. აქსიომა დეკემბერი 2, 2011, 3:24 AM

    აუუუ რამდენი გიმუშავიაა!! საღოლ!!! 🙂

    • ketusi.com დეკემბერი 2, 2011, 12:12 PM

      უფ,თან რაღაც ამ ბოლო დროს სულ ბევრ სურათებიან პოსტებს ვდებ 🙂
      ხო თავიდან ეს ბოლო სურათი რომ არის,ძეგლით,მაგიტომ მინდოდა დამეწერა,მერე გავიგე, რომ აღარ დგემენო და გადავიფიქრე, მაგრამ ამდენ სურათებს რა ვუყო თქო და ბარემ დავწერე 🙂

  2. ლიზიკუნა დეკემბერი 2, 2011, 5:46 PM

    ეს მარჯანიშვილიც თუ ისეა გაკეთებული როგორც სხვა დანარჩენი ქუჩები, მაშინ ვისაც არ უნდახია დროზე მიდით და ნახეთ თორემ ცოტახანში ისეთი აარ იქნება როგორიც ეხლაა. ისე ნაჩქარევად არის გაკეთებული რომ არამგონია დიდი ხანი სეინარჩუნოს პეწი)))) ჩვენს ხომ მხოლოდ პირველ შტაბეჭდილებას ვაქცევთ ყურადრებას..

  3. tamta jap. დეკემბერი 2, 2011, 10:03 PM

    ლამაზია, მაგრამ მართლაც საკითხავია, რამდენად ხარისხიანია ესეთ ტემპებსა და ამინდებში გაკეთებული საქმე.. იმედია, თბილისის აეროპორტივით არ “ჩამოირეცხება” რამდენიმე კვირაში

  4. ketusi.com დეკემბერი 3, 2011, 12:44 AM

    ხო, ხარისხი მერე გამოჩნდება 🙂

  5. ლიზიკუნა დეკემბერი 13, 2011, 1:35 PM

    რა ხარისხზეა ლაპარაკი. თბილისი თოვლი მოვიდა და მარჯანიშვილს მეტროს თავზე წყალი ჩამოვიდა და სააკაშვილმა იცით რა განაცხადა ” არ ჯობია წყალი ჩამოვიდესო ვიდრე აქამდე რაც იყოო” . ზამტარში გაკეთება და ისიც ჩქარი ტემპებით. ეს არის პაკაზუხობა, ოღონდ სხვას დაანახონ რომ კეთდება და თუნდა ათასჯერ მერე ისევ გადაკეთდეს.

    • ketusi.com დეკემბერი 13, 2011, 1:43 PM

      გეთანხმები.
      ეხლა ისევ განახლებულა სამუშაოები, იგივე ფასადებზე 🙂
      ალაგ-ალაგ ქვაფენილიც ამოვარდნილა და ხელახლა გაკეთება დაჭირვებიათ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: