Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული

იმ უამრავ ბლოგთაგან,რაც ინტერნეტ სივრცეში არსებობს,მხოლოდ ძალიან მცირედი თუ მოიპოვებს ხოლმე პოპულარობას.თუმცა ისიც უნდა ღინიშნოს, რომ ბევრი ბლოგის მფლობელი სულ არ ცდილობს,რომ პოპულარული გახადოს თავისი ბლოგი,ვიზიტორთა მცირე რაოდენობითაც გახარებულია და არ აქვს ამბიცია, რომ მეტად პოპულარული გახდეს,ან უბრალოდ ეზარება ამისთვის თავის შეწუხება.

მოდით , ბლოგის ამბიციურ მფლობელებს დავუბრუნდები და ვეცდები მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხერხს უნდა მიმართონ, რომ ბლოგი გახდეს პოპულარული!

და რა განსაზღვრავს  ბლოგს პოპულარულობას?– რა თქმა უნდა ბლოგზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობა!

ბლოგის ავტორმა უნდა ეცადოს, რომ მისი ბლოგი კითხვადი გახადოს,ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორს ინტერესი გაუღვივო ბლოგის მიმართ და თითოეული ვიზიტორი მხოლოდ ერთი შემოსვლით კი არ შემოიფარგლებოდეს, არამედ სისტემატური მკითხველი გახდეს!

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი რჩევები იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ბლოგზე სისტემატური ვიზიტორების რაოდენობა:

1.ბლოგის სახელი

ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბლოგის სახელია.მართალია,შეიძლება ადამიანი ძებნის სისტემიდან მოხვდეს ბლოგზე, მაგრამ იმ შემთხვევასი, თუ მას მოეწონა ბლოგი,ის ეცდება ბლოგის სახელი დაიმახსოვროს,ამიტომ ბლოგს კარგი სახელიც უნდა ქონდეს,ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს, მისი ჟღერადობა რაიმე ასოციაციას უნდა იწვევდეს(ყველამ არ იცის ბრაუზერის ოსტატურად გამოყენება და google reader -ის მოხმარება)

2.ბლოგის კონტენტი

  • შეგიძლიათ დაწეროთ სკანდალური პოსტები — სკანდალური შეიძლება იყოს ისეთი პოსტიც, რომელიც შეიცავს +18 კონტენტს, და ასევე ისეთიც, რომელშიც რაიმე  თემა ისე არის მიწოდებული, რომ ადამინს უჩნდება სურვილი შეედავოს ავტორს კომენტარის მეშვეობით.ამგვარ პოსტს შესაბამისი ’მყვირალა’ თუმცა ადეკვატური სახელწოდებაც სჭირდება.
  • დაწერეთ პოსტების ციკლი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.ამგვარად,შემოსული ვიზიტორი რომ წაატყდება ამომწურავ ინფორმაციას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ის სხვა დროსაც შემოვა ბლოგზე და ასევე სხვასაც ურჩევს თქვენს ბლოგს.
  • პოსტის წერისას გაითვალისწინეთ, რომ კომენტარებში შეგიძლიათ მკითხველს მისცეთ შესაძლებლობა, რომ დაგისვათ კითხვები, თვითონაც გამოხატონ თავიანთი აზრი.არ დაგეზაროთ და სტუმრის კომენტარს ყოველთვის გაეცით პასუხი(დააფასეთ ვიზიტორი),ამგვარად შეიქმნება კეთილგანწყობილი ატმოსფერო, რაც ვიზიტორს კვლავ ბლოგზე შემოსვლის სურვილს გაუჩენს.
  • დაწერეთ პოსტები მიმდინარე მოვლნებთან დაკავშირებით,ოღონდ პოსტის მიწოდება ოპერატიულად უნდა ხორციელდებოდეს.
  • პოსტში საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ და თან მათი ოპტიმიზაცია მოახდინეთ.მაგალითად თუ პოსტი ეხება ’ზღვას’ ,მაშინ სიტყვა ’ზღვა’ წინადადებაში ახსენეთ სხვა და სხვა გარემოებებთან:’ზღვაზე დასვებენება’– და არა მხოლოდ ’დასვენება’ ,’ზღვის სანაპირო’ — და არა სანაპირო ,’საზღვაო სეზონი’–და არა ’სეზონი’.ეს ყველაფერი კი იმისათვის გვჭირდება, რომ თუკი ადამიანი სამძებრო სისტემაში ჩააგდებს სიტყვა ”ზღვას”, სამძებრო სისტემის მიერ მიწოდებულ ლინკში ფიგურირებდეს ეს გარემოება-განსაზღვრებები,ადამიანმა თქვენს ლინკზე შემოსვლა რომ გადაწყვიტოს.ასევე აუცილებლად Tab განყოფილებაში მიუთითეთ საკვანძო სიტყვები.(აი პოსტი, რომლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ შეიძლება მოხვდნენ თქვენს ბლოგზე.
  • წერეთ კარგი პოსტები–ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.ბლოგერს ცუდი პოსტებით უფრო იმახსოვრებენ!ანუ იმის თქმა მინდა, რომ ერთხელ(ან რამოდენიმეჯერ) თუ მკითხველს არ მოეწონა თქვენი პოსტი, მას მთლიანად ბლოგზე ექმნება ნეგატიური წარმოდგენა,ამიტომ დიდი შანსია, რომ სხვა დროს,როდესაც თქვენს ლინკს წააწყდება,უბრალოდ არ შემოვიდეს ბლოგზე და თქვას”ეს ისევ სისულელეს დაწერდაო”–ანუ თავს ’ცუდად’ ნუ დაამახსოვრებინებთ.ეცადეთ,რომ პოსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართული იყოს.გადახედე პოსტიებს:როგორ გამოიყურება კარგი პოსტი , ბლოგის დიზაინი : ფერები , რატომ ხარ ბლოგერი?

3. ბლოგის პოპულარიზაცია

ბლოგის პოპულარიზაციისთვის არსებობს უამრავი საშუალება.არ არის საკმარისი, რომ წეროთ კარგი და კითხვადი პოსტები,თქვენი ბლოგი სხვას უნდა მიაწოდოთ,ის თვალში მკოსახვედრი უნდა იყოს.ამისათვის გამოიყენეთ დღეს არსებული ყველა ტექნოლოგია.

  • გამოიყენეთ სოციალური ქსელები facebook  და  google+ .ისინი იძლევა შესანიშნავ საშუალებას დააშეაროთ საკუთარი ბლოგ-პოსტები,ამგვარად მომხმარებელს ადვილად მიუწვდება თქვენ ბლოგზე  ხელი.

გაწევრიანდით ქსელში არსებულ ყველა ხელმისაწვდომ ჯგუფში,რათა იქაც დააშეაროთ  ბლოგი  და გქონდეთ ურთიერთობა სხვა ბლოგერებთან,გახდეთ ცნობადი თქვენც და შესაბამისად თქვენი ბლოგიც.აი იმ ბლოგინგთან დაკავშირებული facebook -ის ჯგუფების მისამართები,რომლებიც მე მაქვს:The Biggest Network Group – BNG ,ბლოგერები (აქ პოსტებს არ აშეარებენ),ქართველი ბლოგერები [Georgian Bloggers] , Teenager Bloggers’ Club , Bloggers Club ,ბლოგერები და ბლოგის მკითხველები ქუთაისელი ბლოგერები , CIVIC BLOGGER’S CLUB .

ასევე დაარეგისტრირეთ ბლოგი  facebook-ზე არსებულ ბლოგების აგრეგატორთან :NetworkedBlogs  და ქართული ბლოგები , ifttt.com …

შექმენით ბლოგის ფეიჯი.ხშირად იაქტიურეთ ფეიჯზეც და გაიზიარეთ ხოლმე,რომ მეგობრებმა დაა -Like-ონ.

  • იაქტიურეთ ფორუმებზე,გამოიყენეთ ბლოგის მისამართი signiture-ში
  • წერეთ პოსპტები ინტერნეტ ჟურნალებში.
  • Skype ის გამოყენებაც შეიძლება,სტატუსად შეგიძლიათ საკუთარი ბლოგი ჩასვათ,რომ მეგობრებს თვალში მოხვდეს
  • საიტ odnoklasniki.ru-ს გამოყენებაც შეგიძლიათ,იქაც არის თემატური ჯგუფები და ფორუმები
  • დადეთ ბლოგის ბანერი სხვა საიტებზე,რომლებიც საიტების კატალოგებს წარმოადგენენ
  • დარეგისტრირდით blogroll.ge -ზე (დარეგისტრირების შესახებ ტუტორიალი არის აქ )
  • სისტემატურად ეწვიეთ პოპულარულ ბლოგებს,დაალაიქეთ ისინი და დატოვეთ კომენტარი(იქ თქვენი ლინკი ბევრად მეტ ადამიანს მოხვდება თვალში)
  • დარეგისტრირდით top.ge-ზე,და მზგავს რეიტინგის ამსახველ საიტებზე,რადგან რეიტინგულ ბლოგებზე იქიდან ხშირად  გადმოდიან (ამ პოსტში –ტუტორიალი დარეგისტრირებასთან დაკავშირებით)
  • გამოიყენეთ twitter,იაქტიურეთ,დააშეარეთ პოსტი ტვიტერზეც.პირად ინფორმაციაში ბლოგი მიუთითე

4. ბლოგის ვიზუალი.

  •  იზრუნეთ ბლოგის ვიზუალზე
  • შეურჩიეთ მას ლამაზი და მოხერხებული თემა
  • აღჭურვეთ ყველა საჭირო widget-ით (საჭირო widget-ებზე პოსტს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ)

5. პოსტების წერის სიხშირე.

რაც უფრო ხშირად წერთ პოსტებს, მით უფრო აქტიური იქნება ბლოგი და მკითხველისთვისაც მეტად მიმზიდველი.(ოღონდ პოსტების წერის სიხშირე არ უნდა ხდებოდეს მათი ხარისხის დაკნინების ხარჯზე)

6. შენ და ბლოგი

  • გიყვარდეთ თქვენი ბლოგი(ბლოგები)
  • შეუქმენით მას განსაკუთრებული იმიჯი
  • იზრუნეთ მასზე,დაამყარეთ განსაკუთრებული ურთიერთობა.
  • თქვენი ბლოგი–თქვენი სახეა,მისი მეშვეობით საკუთარ ’მეს’ უზიარებთ მკითხველს.
  • სხვათაშორის ,ყოველთვის იგრძნობა ადამიანს უყვარს თუ არა თავისი ბლოგი.ჩადეთ მასში თქვენი სულის ნაწილი და ამას მკითხველიც დაგიფასებთ.

ამ ეტაპზე სულ ეს იყო,რისი რჩევაც მინდოდა, იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები

ქეთუსის ბლოგი წარმატებას გისურვებთ


Advertisements

34 responses to “როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული

  1. ნინუცა ნოემბერი 22, 2011, 3:02 AM

    კარგია ქეთევან, ძალიან მომეწონა. დღესდღეისობით, ბლოგერს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა რომ მარტივად გახდეს პოპულალური.
    უკვე დიდი ხანია ვემზადები ინგლისურენოვანი ნახევრად პირადი ბლოგითვის(wine blog ნიშაში) და ვერა და ვერ მოვაბი თავი. სულ მეშინია რომ მარკეტინგში გავიჭედები და ვერ შევძლებ სათანადოდ მარკეტინგს კონკურენციის გამო 😦 :S
    დიდი მადლობა ქეთევან კიდევ ერთხელ ასეთი კარგი ნამუშევრისთვის.

    • ketusi.com ნოემბერი 22, 2011, 4:01 PM

      შენგან ამგვარი სეფასება ცემთვის ძალიან ფასეულია,ნინო.დიდი მადლობა
      წარმატებას გისურვებ იმ ახალ წამოწყებაში 🙂

  2. აქსიომა ნოემბერი 22, 2011, 4:21 AM

    ძალიან მომეწონა ქეთუსი. მაგარია 🙂

  3. nick ნოემბერი 22, 2011, 11:41 AM

    მმმ,, მაგარი ტრენერი გამოვა შენგან სოციალურ მედიას განხრით : ))

  4. Jason Evans ნოემბერი 22, 2011, 1:49 PM

    უდიდესი მადლობა ქეთუსიიი!!! გავითვალისწინებ ყველაფეერს!!! ❤

  5. Jason Evans ნოემბერი 22, 2011, 2:33 PM

    კი პროსტა ერთი ამ ბლოგროლს ვერ გავუგე :დ უნდ აგადავავლო შენს პოსტს თვალი მაგის შესახებ! :დ

    • ketusi.com ნოემბერი 22, 2011, 3:11 PM

      ხო დარეგისტრირების შესახებ მიწერია ტუტორიალი.ნუ სიმარტლე გითხრა მე დიდად ვერ ვიყენებ,ალაგ ალაგ სევდივარ ხოლმე, მაგრამ ახალი პოსტები ქვეყნდება, თან ფავორიტ ბლოგებს თვალყურს ადევნებ და მაგით კარგია.ნუ რეიტინგები უკვე სხვა საქმეა
      ისე,ბლოგერი ყველაფერეში უნდა ცართოს და გაერკვეს,სადც კი ბლოგი და ბლოგინგი ფიგურირებს,ჩემის აზრიტ და ამიტომაც ჩავრთე ყველა ნიუანსი ამ პოისტში(და კიდევ ეს სულყველაფერი არაა,თუ რამე კიდევ გამახსენდა,და სხვამაც დაამატა,დავარედაქტირებ)

  6. Ibi ნოემბერი 22, 2011, 8:47 PM

    შენი ბლოგი რომ მომხვდება სადმე თვალში, ეგერევე ტუტორიალების ასოციაციას იწვევს :დ კარგ საქმეს აკეთებ ძალიან ❤ დიდი მადლობა ამისთვის

  7. ლიზიკუნა ნოემბერი 23, 2011, 10:22 AM

    ლამისაა მეც გავაკეთო ჩემი ბლოგი:)

  8. Keti Go ნოემბერი 23, 2011, 12:06 PM

    ქეთუსი, მიხარია, რომ შენს გვერდზე ბლოგინგის თემა ასე აშკარად და თვალსაჩინოდ წინ წამოსწიე. გულიან და სასარგებლო ტუტორიალებს ქმნი 🙂 ძალიან მომწონს, ასე გააგრძელე :*

  9. badri ნოემბერი 24, 2011, 5:36 PM

    ქეთი მართლაც საინტერესო, სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას დებ ბლოგზე.
    მადლობა რომ საქმეს გულიანად უდგები

  10. rockermeloman ნოემბერი 24, 2011, 9:46 PM

    მშვენიერი პროდუქტია 🙂 სამწუხაროდ ზედმეტად ზარმაცი ვარ რჩევების გათვალისწინებისთვის 🙂 პირველივე აბზაცში ჩემნაირ ადამიანებზე გიწერია 🙂

    • ketusi.com ნოემბერი 24, 2011, 9:50 PM

      🙂 LOL ,
      მეც არ ვაკეთებ ყველაფერ ამას,ჩვენში დარჩეს,თუმცა თუ სერიოზულად უდგები ბლოგის წარმოებას–ყველაფერზეც უნდა იფიქრო!

  11. rockermeloman ნოემბერი 24, 2011, 11:00 PM

    ho mara shen es didad arc gchirdeba :d iseti sachiro postebi gaqvs :d

    • ketusi.com ნოემბერი 24, 2011, 11:23 PM

      ხო, ნუ საშუალო რეიტინგის ბლოგია.დრეში მინიმუმ 150 უნიკალური მნახველი ამ ეტაპზე, მაგრამ უფრო მრავალფეროვანი პოსტები რომ მქონდეს და უფრო ხშირად რომ ვწერდე და სხვაგანაც ვაქტიურობდე,გავაორმაგებდი მაჩვენებელს 🙂

  12. Sofo ნოემბერი 25, 2011, 5:17 PM

    popularul blogze datove komentarebio xoda vtoveb 😀
    isedac davtovebdi 😀
    KETUSI ro ar iyoss sawyal blogerebs isedac ramden kitxvas vusvavt me da chemnairebi da mere raga iqneboda 😀

  13. ninnaka ნოემბერი 26, 2011, 3:49 PM

    კარგია ქეთ, მომეწონა ძალიან. ნამდვილად საჭირო პოსტია მითუმეტეს დამწყებთათვის. 🙂

  14. LucasHopeson თებერვალი 12, 2012, 3:40 AM

    დიდი მადლობა კიდევ ერთხელ 🙂 შენი პოსტები ბევრ რამეში მეხმარება.

  15. Maryam K. ივლისი 5, 2012, 12:23 AM

    saocrad momewona, gavitvaliswineb ❤

  16. gaxdiuketesi სექტემბერი 14, 2012, 9:51 PM

    auu mishvelet rame raa axlaxans gavakete blogii da daa surats ver vcvlii veranairaad da ra vqna? azrze ar var ra qvia :Dnu alba profilis surati an rame msgavsi da iqneb dmexmarot da mmaswavlot shecvla ra

    • ketusi.com სექტემბერი 14, 2012, 10:11 PM

      gravatar.com–ზე დადე სურათი,ასევე ბლოგის დაშბორდის settings–>general-შიც.საქმე ზოგჯერ იმაშია, რომ სურათის ატვირთვის მერე მისი გააქტიურება მომდევნო 24 საათში ხდება,ანუ ზოგჯერ მაშინვე არ აისახება ხოლმე,ასე რომ დაელოდე

  17. ninikkoo აპრილი 24, 2014, 5:27 PM

    ქეთი დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფოებისთვის 🙂 ერთი კვირაა დავრეგისტრირდი და შენი რჩევების მიხედვით ვაწყობ უკვე ბლოგს 🙂 იმედია კარგი გამომივა 🙂 წარმატებები შენც და ხშირად გაგვანებივრე ასეთი საჭირო და საინტერესო სტატიებით 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: