Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

თოვლი

დღეს 6 თებერვალია, კვირა, გუშინ დილიდან შუაღამემდე თოვდა და ამ თოვლმა ჩემში რაღაც გარდატეხა მოახდინა.
ზამთარი და თოცლი! განა არის ამაზე ბანალური რამ ?მაგრამ რატომღაც დღევანდელ თოვლს ჩვეული უაზრობით ვერ ვუყურებდი! ვგრძნობდი რომ მომწონდა, მსხვილი, პეპლებივით ფიფქები ერთმანეთში ირეოდა და რაღაც სხვა მოჰქონდათ, რაღაც სისველის გარდა… ვერ ვხვდებოდი რატომ მომწონდა იგი, ჯერ არასდროს განმეცადა მსგავსი რამ…

ფიფქები მონაცვლეობით უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს, ირეოდნენ ისე, როგორც ჩემი ფიქრები. ამის შემხედვარეს ერთი ლექსი გამახსენდა და მერე მთელი დღე ამას ვჩურჩულებდი; “არის გზა, არის ნელი თამაში, და შენ მიდიხარ მარტო სულ მარტო
მე თოვლი მიყვარს როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა”…
და მაშინ მივხვდი, რომ მე და თოვლს რაღაც საერთო გვქონდა. მას ბედმა სულ ცოტა ხანი მისცა იმისათვის ,რომ ადამიანის თვალი გაახაროს, თვითონ კი ჩვენი უაზრო ვნებების დაკმაყოფილებას ეწირება, დნება… მე? მეც სხვისთვის ვცოცხლობ, მეც სხვისთვის ვდნები და არავინ იცის ეს, ეს ისეთივე ძნელია ჩემთვის, როგორც თოვლისთვის დნობა…
დღეს გავიღვიძე და კვლავ ცას ავხედე, მინდოდა ჩვენთვის ტანჯული ფიფქები დამენახა, მაგრამ ისინი არსად ჩანდნენ, მაგრამ მათ თავიანთი მისია  უკვე შეასრულეს– დამანახეს, რომ ამ უაზრო თოვაშიც დევს ის, რაც ყველა ადამიანშია– სევდა და სიყვარული…
ჰო, და რაც ყველაზე მთავარია, მათ შენზე ფიქრი მაჩუქეს, შენი ტუჩების სისველე მაგრძნიბინეს, და ეს სისველე 5 გრადუს ყინვასიც თბილი იყო… 

ალბათ მიხვდით,რომ ეს იყო სტუმრის პოსტი ქეთუსის ბლოგზე 🙂

ავტორი : გელა შეყელაძე ,ასევე იხილეთ და მოიწონეთ მისი გვერდი ”მე და შენ” და  საიტი  მე და შენ

Advertisements

5 responses to “თოვლი

  1. Chiamaria ნოემბერი 21, 2011, 12:54 PM

    რომანტიკის ხასიათზე დადგები ადამიანი რა : )

  2. sheyeladze ნოემბერი 21, 2011, 10:46 PM

    მადლობა ვისაც მოგეწონათ :))

  3. მარი ! ნოემბერი 29, 2011, 10:00 PM

    მმმმ ^^ ქეთუსიი …. რომანწიკულია რაღაცნაირად :***
    არ მიყვარს თოვლი ,მაგრამ ესეთ განწყობაზე როცა ვარ ,ქარბუქის სიყვარულიც კი შემიძლია :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: