Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დარეგისტრირება blogroll.ge-ზე

ძველებმა გავიხსენეთ,ახალმა ბლოგერებმა კი ეხლა შეიტყეს blogroll.ge-ს არსებობის შესახებ.ღმერთო, რამდენი ხანი იყო გათიშული,მე ადამავიწყდებოდა კიდეც მისი არსებობა, ბევრად უფრო ყურადღებიანი ბლოგერების გამოქვეყნებები რომ არა,სადაც მოკლედ მოიკითხავდნენ ხოლმე ამ საიტის ყოფნა-არ ყოფნის საქმეს 🙂

ხოდა ჩაირთო და უკვე ბევრიც დარეგისტრირდა(მე ხელახლა მომიწია დარეგისტრირება,რადგან ამასწინათ  დომენი-com-ზე გადავედი), ბევრსაც უნდა, მაგრამ ვერ ართმევს თავს და ზუსტად მათ დასახმარებლად  ვწერ ამ ტუტორიალს.

სანამ უშუალოდ დარეგისტრირებაზე გადავიდოდე, ორი სიტყვით მინდა თვითონ საიტის რევიუ გავაკეთო.ეს არის ”ქართული ბლოგოსფეროს აგრეგატორი”,დიახ,ეს თეგლაინი ზუსტად ხსნის მის დანიშნულებას!

რა ხდება blogroll.ge-ზე?

რა ხდება და ქვეყნდება ყველა ახალი პოსტი,თითოეული ბლოგერის ყველა პოსტის ნახვა შეგიძლია, იქმნება რეიტინგები, შეგიძლია ფავორიტის სტატუსი მიანიჭო ბლოგერს და მისი ბლოგი უფრო ადვილი მოსაძიებელი  იყოს შენთვის.ამ და სხვა ფუნქციებში თავადაც გაერკვევით თუ დაარეგისტრირებთ ბლოგს.

ასე რომ ვიწყებთ:

1.ვხსნით საიტ  blogroll.ge  -ს.დავაწკაპოთ ველს  ”დარესისტრირება”.

2.იხსნება რეგისტრაციის გვერდი.ვავსებთ ველებს:

მომხმარებლის სახელი : აქ იწერება უნიკალური სახელი ლათინური ასოებით,რომლითან შემდგომში გამოჩნდებით,ასე რომ დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ.

დანარჩენ ველებს მარტივად შევასებთ და ბოლოს დააწკაპებთ ღილაკს ”დარეგისტრირება”

3.ამ გვერდზე საიტი გვიჩვენებს, რომ რეგისტრაციის პირველი ეტაპიმ დასრულებულია და ეხლა ჩვენი ელ.ფოსტა უნდა შევამოწმოთ.Add an Image

4.შევდივართ ჩვენ ელ.ფოსტაზე და მოცემულ ბმულზე გადავდივართ
 5. მეილში მოცემულ ლინკს უკვე პროფილში გადავყევართ,სადაც ვავსებთ ველებს და ბოლოს ვაწკაპებთ ღილაკ ”შენახვას”

6.აი, უკვე მთავარ გვერდზე ვართ და ბლოგის დამატების დროა!მარჯვენა მხარეს განლაგებულ ლინკ ”ახალი ბლოგის დამატებას” ვირჩევთ

7. მოვხვდებით გვერდზე, სადც უკვე 3 განყოფილებაა.პირველი განყოფილება გვთხოვს ბლოგის  RSS-არხის დამატებას,ანუ დაბლა ველში ვწერთ ბლოგის დაკოპირებულ მისამართს და შემდეგ ვაწკაპებთ ღილაკს ”გაგრძელება”

8. მეორე განყოფილება ეთმობა ბლოგის სახელსა და მის ღწერას(სურათი 8.1) და ასევე

აქ შეგგვიძლია მივუთიტოთ ის კატეგორიები,რომლბშიც ჩვენს ბლოგს მოვიაზრებთ(5 კატეგორია შეგვიძლია ავირჩიოთ)(სურათი 8.2) ბოლოს ვაწკაპებთ ღილაკს ”გაგრძელება”

9. ამ გვერდზე მოცემულია კოდი, რომელიც ლინკის სახით უნდა ჩავსვათ ბლოგის საიდბარის ლინკების widget-ში.ლინკი აუცილებლად ზუსტად ამ სახით უნდა იყოს,რომ საიტმა იდენტიფიცირება შეძლოს(სურათი 9.1).ლინკს ჩვეულებრივი მეთოდით ვამატებთ(აი ტუტორიალი,თუ გინდათ),ერთადერთი, რომ Name-ში აუცილებლად მოცემულ კოდს ვწერთ,web address-ში კი http://blogroll.ge/-ს.ლინკი დამატებულია (სურათი 9.2)და უკვე შეგვიძლია blogroll.ge-ზე დავაჭიროთ ღილაკ ”გააქტიურებას”(სურათი 9.1)

10.გილოცავთ!ბლოგმა წარმატებით გაიარა გადამოწმება!შეგვიძლია ”ბლოგის გვერდზე გადასვლას” დავაწკაპოთ.

11. სულ ეს იყო blogroll.geზე დარეგისტრირება,სულ ცოტა ხანიც მოგვიწევს მოცდა, რომ ყველა პოსტი აიტვირთოს საიტზე.შემდგომში საიტის გახსნისას შეგვიძლია ჩვენი ბლოგის პოსტები ვიხილოთ ”ჩემი ბლოგების” განყოფილებაში.

****************

ყველაფერ დანარჩენში ალბათ თვითონაც გაერკვევით, ასე რომ აქ მოვრჩები ამ პოსტის წერას და ყველას წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ!

თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ კომენტარებში.

Advertisements

22 responses to “დარეგისტრირება blogroll.ge-ზე

  1. watching panda ნოემბერი 16, 2011, 3:18 PM

    და ლოდინის მიუხედავად, ბლოგროლიდან მეილი თუ არ მოგივიდა, რა უნდა გააკეთონ დამწყებმა ბლოგერებმა?

    • ketusi ნოემბერი 17, 2011, 1:23 PM

      არ ვიცი მეილი რატომ გიგვიანებსთუ სწორად შეავსებ ყველაფერს,მომენტალურად მოდის მილიც.ბევრი დარესგისტრირდა ახლებიც უპრობლემოდ.მე მაინც მივწერ ადმინისტრაციას.თუ საჭირო გახდა შენი პირადი მონაცემები, ამ კომენტარს თუ ნახავ, ფეისბუქზე დამიმეგობრდი და თავი სემახსენე, ვეცდები დაგეხმარო 🙂

  2. katerina ნოემბერი 17, 2011, 12:09 PM

    როგორც ყოველთვის, საჭირო და გამოსადეგი პოსტია :). ხოდა მეც კიდევ ერთხელ ვცადე ეგ ამბავი, რაკი მომანდომა შენმა პოსტმა. ადრეც კი მქონდა მცდელობა, მაგრამ რადგან ჩემი სახელით არ მარეგისტრირებდა, ასეთი უკვე არისო, გადავიფიქრე. ახლა ისეც შევუჩნდი და დავრეგისტრირდი, მართალია კატერინას სახელით არა, მაგრამ ქეთლანდია მომიწონა :).

  3. ketusi ნოემბერი 17, 2011, 1:24 PM

    ძალიან კარგი, თუ დარეგისტრირდი, იანვრიდან კიდევ განახლდება 🙂
    ხო, ამ ტუტორიალის დაწერა მთხოვეს და იმიტომ დავწერე 🙂

  4. Jessie ნოემბერი 17, 2011, 3:32 PM

    შენ გეცოდინება, მკითხველის სტატუსი რატომ მაქვს მანდ?

  5. Jessie ნოემბერი 17, 2011, 4:23 PM

    ვააა ე.ი ამოქმედდა.. არადა მეუბნებოდნენ ძველებს არ ამოყრისო :)) სპასიბა…. სამსახურიდან დაბლოკილი მაქვს და კაია ე,.ი ია ემ ინ :)) სენკ იუ დარლინკ :*

  6. Keti Go ნოემბერი 17, 2011, 6:04 PM

    ყოჩაღ, ქეთუსი, ძალიან კარგად დაგიწერია და… დაგისურათხატებია 🙂

  7. Pingback: როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული « Ketusi's Blog

  8. temko იანვარი 7, 2012, 10:49 PM

    სწორად შეევავსე მაგრამ მეილზე არ მომივიდა …არც სპამად არ აღუქვია ჩემს მეილს : ( სამწუხაროდ მანდ ვერ დავრეგისტრირიდი ანუ : )))

  9. tiny მარტი 7, 2013, 6:56 PM

    გათუშულია და ხომ არ იცი კიდე ჩაირთვება თუ არა

  10. Pingback: როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: