Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დახუნძლული შემოდგომა

”შენ ხარ ვენახი, ახლადაყვავებული

ნორჩი, კეთილი, ედემს შინა ნერგული

ალვასურნელი,ხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებული

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული”

შემოდგომა…

მიყვარს შემოდგომა თავისი თბილი თუ ცივი დღეებით…

მიყვარს შემოდგომის ხილიც…

ჩემთვის შემოდგომა ყურძენთან ასოცირდება…

ამბობენ,რომ შემოდგომაზე ბევრი ყურძენი უბდა ჭამო, რომ იმუნიტეტი გაძლიერდეს, და ზამთარი ადვილად გადაიტანოო,თუმცა ბევრ გლუკოზასაც შეიცავს და ამიტომ სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანები მაინც ერიდებიან.ისე, ტკბილი ყურძენი კარგად ანაყრებს კიდეც,თუ შეგიმჩნევიათ,ალბათ ესეც გლუკოზის არსებობის და გამო 🙂 .

ასეა თუ ისე, ყურძენს სულ რაღაც 3 წელია,რაც ვჭამ.მანამდე არ მიყვარდა,მარტო ვიზუალურად თუ მომეწონებოდა, იმას ვჭამდი და როგორც ახლა ვფიქრობ–მაგიტომაც არ მომწონდა,რადგან მსხვილი მარცვლებიანი ყურძენი,როგორც წესი იშვიათადაა გემრიელი.აი შავი ყურძენი არასდროს მიყვარდა!მაგრამ როგორ მიყვარს ’ადესის’  სურნელი! დედაჩემის მეზობელს,დაბლა,ბაღთან ხეივანი აქვს გაკეთებული და შემოდგომით ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებს ხოლმე, რომ გესიამოვნება გავლა!

საქართველოში არსებული უამრავი ყურძნის სახეობებიდან მხოლოდ რქაწითელი მიყვარს!აი ცალ მხარეზე დაბრაწული რომ არის, ქარვისფერი,ლამაზი პატარა ბურთულები-მარცვლები რომ აქვს.მერე რა, რომ შეიძლებბა პაწაწინები ქონდეს ბევრი, ან სულაც ზოგგან გაფუჭებული? სამაგიეროდ მწიფე კახურ რქაწითელს ყურძენი არ შეედრება!

ოჯახში ვწურავთ კიდეც ღვინოს,ძირითადად ქედიდან ჩამოტანილ ყურძენს ვყიდულობთ და იმდენად ტკბილია, რომ ცოტა წყალი თუ არ დაამატეს,არ ღვინდება! ბადაგსაც წყალს ვურევ ხოლმე ფელამუშს როცა ვაკეთებ,თორე იმდენად ტკბილია, რომ სიმწარე აქვს 🙂

გაგიკვირდებათ ალბათ თუ გეტყვით, რომ ვენახი პირველად შარშან ვნახე ახლოდან!

ნათესავის სოფელში ვიყავით,გასვენებაში,დაგვაძინესსხვა  ნათესავის სახლში და დილით რომ ავდექი და ეზოში გამოვედი,გავოგნდი! რა ლამაზი ყოფილა,ახლოს მივედი,ხელი მინდოდა მომეკიდა!იქვე,ეზოს ბოლოში იყო უზარმაზარი ვენახი! თან მგონი მოვლილიც იყო,იმიტომ რომ მელამაზა 🙂 .უნახავივით ვათვალიერებდი,ვცდილობდი გონებაში ეს ხედი მყარად აღმებეჭდა 🙂

 

ღვინოს რაც შეეხება, მშრალი კახური თეთრი  ღვინო მიყვარს!

უფ,რომელი მსმელი მე ვარ, მაგრამ თუ ღვინო მომეწონა და კამპანია,კი ვსვამ რამოდენიმე ჭიქას(მეტის თავი სად მაქვს 🙂 )

აი თუ სახლში კარგი შავი ღვინო მაქვს, მაშინ საღამოს გემრიელად მოვკალათდები ხოლმე სავარძელში ტელვიზორის საყურებლად და ნახევარ  ბოკალ ღვინოს გეახლებით.თან საგანგებოდ შერჩული ლამაზი ბოკალით!ასე უფრო მეგემრიელება.ხოდა ვწრუპავ ასე ღვინოს და მსიამოვნებს სხეულს რომ თბილი ტალღა დაუვლის ხოლმე :),პირში კი მწკლარტე გემო მაქვს.მერ კი ლამის ვკრუტუნებ სიამოვნებისგან 🙂

თან ვიცი, რომ მარგებელიც არის ეს დალოცვილი!(ნუ,აქაც ზომიერების დაცვა უნდა აუცილებლად)

ისე, როგორი საინტერესოა,რომ სხვა და სხვა კერძს სხვა და სხვა სახეობის ღვინო უხდება!

ამ ყველაფერში კარგად ვერ ვერკვევი,თუმცა გუმანი მკარნახობს ხოლმე რომელი ჯობია!

აი,ხომ ხედავ,ყურძნით დავიწყე პოსტი და ღვინის თაობაზეც ვწერ,ხოდა აქ დაგემშვიდობები,სანამ არაყი არ მომითხოვია 🙂

 

აი ამ ქარვისფერი ღვინით კი შენს სადღეგრძელოს შევსვამ,ჩემო სტუმარო!

(ეს პოსტიც არის  ციკლიდან ”სეზონური ხილი’,ასევე შეგიძლიათ იხილოთ გაზაფხულის SEXუალური მარწყვი♥♥♥ და ზაფხულის  სა’ზაფხულო სა’ზამთრო )

Advertisements

17 responses to “დახუნძლული შემოდგომა

  1. donaldo2191 ნოემბერი 7, 2011, 10:23 AM

    ჩემთვის შემოდგომა ყვითელ ფერთან ასოცირდება და კიდე გაყვითლებულ ფოთლებთან..პირველი ეგ მახსენდება ))

  2. ლიზიკუნა ნოემბერი 7, 2011, 1:42 PM

    სხვათაშორის შენ ერთხელ მაინც ნახე ვენახი) მე კიდე ჯერ არ მინახავს:) დამპატიჯეთ რთველში და წამოვლა ვიმუსავებ:)

    • ketusi ნოემბერი 8, 2011, 1:30 PM

      ნუ, უმაგრესზე ვერ დაგეთანხმები…
      მადლობა კომენტარისთვის,ეს შენი პირველი კომენტარია ჩემ ბლოგზე როგორც ვიცი 🙂

  3. Teaa ნოემბერი 8, 2011, 4:02 PM

    miyvars shemodgoma… gansakutrebit- XILI! 😀

  4. Guro ნოემბერი 8, 2011, 7:44 PM

    vaime wels iseti gvino davwuree mmmm mokled tuchebs dailokavt isetiaa

  5. ლიზიკუნა ნოემბერი 9, 2011, 10:30 AM

    მერე ეგ ღვინო ვწრუპოთ არ ჯობია? ტუჩების ლოკვას)

  6. Chiamaria ნოემბერი 24, 2011, 9:59 AM

    ეზოში მაქვს ადესა! 🙂
    მიყვარს ჩემი ტალავერის ჩრდილში ჯდომა საფხულობით. არაფერი სჯობია რა

  7. chemeburi ნოემბერი 24, 2011, 6:45 PM

    ვერ დაგეთანხმები მსუქნები ერიდებიანო….ძაან უყვარს დედაჩემს = )

    • ketusi.com ნოემბერი 24, 2011, 9:40 PM

      ხო,რა ვიცი,ასე გამიგია,თან შემსწრეც ვარ, რომ შეგნებულად არ ჭამდნენ 🙂 მაგრამ მე ვთვლის, რომ ზომიერი რაოდენობით არაფერი დაშავდება :0

  8. Pingback: ფორთოხლისფერი ფორთოხალი « Ketusi's Blog

  9. chemeburi მარტი 10, 2012, 8:31 PM

    მართალია, ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია… ნეტავ ყველას შეგვეძლოს ზომიერების დაცვა.. (ისე კახურ თათარას არაფერი შეედრება… ახლახან პირველად გავაკეთე და უ-გემრიელესია)

  10. Pingback: ფორთოხლისფერი ფორთოხალი | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: