Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მინდა ვიყო გრიზლი

რა იყო? ხომ არ შეგაშინა ამ სურათმა? არა? ჰმ,წესით უნდა შეგშინებოდა!
საიდუმლოს გაგანდობ–აი ასე გამოიყურება ჩემი შინაგანი ’მე’ როდესაც გაბრაზებული ვარ.დიახ!გულის სიღრმეში ასე დამაყრუებლად დავიღრიალებ ხოლმე!თუ გაგიკვირდა ჩემგან ასეთი სიტყვები–ჩაიკითხე პოსტი ბოლომდე,რომ ჩაწვდე იმ აზრს,რისი გამოხატვაც მინდა.

მხიბლავს ეს უზარმაზარი  ძლიერი ცხოველი!ჩემს ტოტემად ზუსტად მაგიტომ დათვი მყავს არჩეული.და თანაც–გრიზლი.გრიზლი იმიტომ,რომ კარგად,შთამბეჭდავად ჟღერს(აბა თეთრი დათვი ან ბურა დათვი რაღაც იმდენად არ ახდენს შთაბჭდილებას,ჩემის აზრით).

ეხლა მკითხავთ რატომ დათვიო,ხომ ვიცი!ამასაც აგიხსნით.დათვი არის ის ცხოველი,რომელიც ჩვეულებრივად მცენარეული საკვებით იკვებება,მისი რაციონის ცხოველური წყარო თევზი შეიძლება იყოს.თუმცა ზოგჯერ არც ნადირობაზე ამბობს უარს და შველზე ან ირემზე ნადირობს.იმის თქმა მინდა,რომ ეს უზარმაზარი,ძლიერი ცხოველი ჩვეულ დროს ბალახ-ბულახით,ხილით,კენკრით ან ფესვებით იკვებება,მას არ აქვს სურვილი,რომ მოკლას!ის საკმაოდ ’ბუნჩულა’ ცხოველია.ეს ყვლაფერი მანამ სანამ არ მოხდება მისი პროვოცირება! აი მაშინ ის უკვე ბალახისჭამია ცხოველისგან ნამდვილ მხეცად იქცევა ხოლმე!

იცით რამხელა ტორი აქვს! იცით რამდელა ბრჭყალები აქვს! ერთი თათის დარტყმით ხეს ტეხავს! ცხოველს ფატრავს!წელში თუ გაიმართა –ჩათვალე,რომ აღარა ხარ!:)კარგი დედაა და ასევე თავის ტერიტორიას კარგად იცავს!უშიშარია.უმიზეზოდ თავს არ ესხმის.ეხლა ალბათ ფიქრობთ ეს რა ”ცხოველთა სამყარო” მოგვიწყო ქეთუსიმო :)საქმე იმაშია,რომ როდესაც არასასიამოვნო სიტუაცია იქმნება,პულსი მიჩქარდება,სუნთქვა მეკვრის და მთელი სხეულით შეივიგრძნობ რომ ტრანსფორმაციას განვიცდი–ჩემი ’მე’ ორად იხლიჩება და მისი ერთი ნაწილი გრიზლის გოროზ სხეულს იძენს.ის ცდილობს ჩემი გონება დაიმორჩილოს და მხოლოდ ცხოველური სამყაროსთვის დამახასიათებელი ინსტინქტებით იხელმძღვანელოს!ასე ხდება ყოველ ჯერზე,როცა ვაწყდები უსამარტლობას,ბოროტებას,ცინიზმს…

როდესაც ადამიანი მეთავხედება — ჩემში გრიზლი იღვიძებს–მინდება,რომ ვუღრიალო ,რომ თავისი ადგილი მივუჩინო.ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ ეს აგრესია ჩავკლა და ჩემს გრიზლის არ მივცე საშუალება გამოფატროს მსხვერპლი.

როდესაც ისეთი ადამიანი მეკამათება,რომლის მსოფლმხედველობა მის ცხვირსაც კი არ გასცდნია და ლექსიკის სიმწირის გამო უშვერ სიტყვებს იშველიებს –ჩემში გრიზლი იღვიძებს!მინდება რომ ამ ადამიანს მთელი ჩემი სალანძღავი ლექსიკონი დავახარჯო,მაგრამ მალევე ვამშვიდებ ამ ჩემს გრიზლის და ისევ ჩვეული ინტელიგენტურობით ვცდილობ კამათის დასრულებას.

ჩემსკენ მომართულ შურით და ბოღმით სავსე თვალებს რომ ვხედავ—ჩემში გრიზლი იღვიძებს.ამ შემთხვევაში უბრალოდ წელში გამართვა და მტაცებლური მზერის ტყორცნაც კი საკმარისია,რომ თვალი ამარიდო–იცოდე შენი ადგილი!

ბრიყვი ადამიანები!ოოო,როგორ ვხალისობ ბრიყვ ადამიანებზე!მეცოდებიან და ამიტომ ჩემი გრიზლიც ჩუმად არის,არადა ყველაზე ადვილი მათი შეშინებაა.მაგრამ იმის ნაცვლად,რომ ერთი ტორი დავკრა და სული გავფრთხობინო,მირჩევნია ვითამაშო–სატყუარა მივუგდო და მერე ვიხალისო.

ძალიან ბევრი სიტუაცია იქმნება ცხოვრებაში,როდესაც გინდა შენი ძალა გამოიყენო და მტერი ერთი ხელის მოსმით გაანადგურო!

მქონია სიტუაცია,როდესაც  შეიძლება ერთი ფრაზაც კი საკმარისი აღმოჩნდეს,რომ ვერბალურ ომში გამარჯვებულის ტიტული მოვიპოვო.მაგრამ ჩემს გრიზლის დავაოკებ ხოლმე,უარს ვამბობ ჩემი ’მტრის’ დამცირებაზე და ჩემი მიზნის განხორციელებისთვის ისევ გრძელ და რთულ გზას ვირჩევ,რომელიც ჩემგან მოთნინებას და ტაქტის დიდ გრზნობას მოითხოვს.სამაგიეროდ მაინც შემიძლია ღირსეული გამარჯვება მოვიპოვო!

ასეთია ეს ცხოვრება–ყველა ჩვენთაგანში რაღაც ცხოველი ცხოვრობს! ჩვენზეა დამოკიდებული,თუ რამდენ თავისუფლებას მივცემთ მას!

ხშირად მიფიქრია,რომ ეგებ ზოგჯერ ჯობდეს კიდეც, რომ თავისუფლება მისცე ამ მხეცს,მან თავისი საქმე გააკეთოს!

კი,ზოგჯერ მინდა,რომ ვიყო გრიზლი!

სხვაც ასეა ალბათ.აი,გგონია,რომ იცნობ ადამიანს,მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ მასში დამალულ ცხოველს ვერ ხედავ.

ერთი შემიძლია გითხრათ–ფრთხილად იყავით!

და

ნუ გააღვიძებთ ჩემში გრიზლის!

Advertisements

35 responses to “მინდა ვიყო გრიზლი

  1. nick ოქტომბერი 21, 2011, 12:04 AM

    უი მე :დ :დ ხო, გრიზლი, მაგარი ცხოველია : ) რავი ხასიათით მე მმ ძაღლს უფრო ვგავარ : ) მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს უფრო სხვას ავირჩევდი : )

  2. katerina ოქტომბერი 21, 2011, 12:04 AM

    ჩემში ლომი ცხოვრობს და პერიოდულად იღვიძებს ხოლმე 🙂

  3. presgeo ოქტომბერი 21, 2011, 12:05 AM

    “როდესაც ადამიანი მეთავხედება — ჩემში გრიზლი იღვიძებს–მინდება,რომ ვუღრიალო ,რომ თავისი ადგილი მივუჩინო.ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ ეს აგრესია ჩავკლა და ჩემს გრიზლის არ მივცე საშუალება გამოფატროს მსხვერპლი. ”

    ხოო ეს რატო მოვიყვანე აქ სადმე -პარაზიტ სოსოს ხომ არ გულისხმობდი და ასე ხომ არ მოიქეცი მაშინაც ?

    ძალიან მომეწონა როგორ დახასიათე შენი მართლა დათვივით თბილი და ამვდროულად დაუნდობელი (რაც ძალიან იშვიათია) ხასიათი… მეტის თმქა აღარა უბრალოდ საჭირო უბრალოდ ძალიან კარგი ადამინი ხარ :):):)

  4. Butterfly ოქტომბერი 21, 2011, 12:11 AM

    აი მე კიდე ვხდები ვეფხვი,ლომი დათვი,ვეშაპი,ანაკონდა,პითონი,მანიაკი,არწივი,ქორი,მგელი,მელა,გორილა,ავაზა,ფოცხვერი… :დ:დ:დ:დ იავიცი იავიცი :დ:დ:დ

  5. ninnaka ოქტომბერი 21, 2011, 12:38 AM

    ლომი :)) ხშირად უთქვამთ ჩემთვის და შევუდარებივარ კიდეც. მეც ვგრძნობ მასთან მჭიდრო კავშირს და ხასიათის მსგავსებას. რაღაცნაირად მიყვარს კიდეც მისი ბუნება და ხშირად გამივლია კიდეც პარალელები მასთან მიმართებაში. თან ზოდიაქოთიც ლომი ვარ და შეიძლება ესეც განაპირობებს? არ ვიცი, მოკლედ ჩემი ლომუკა მიყვარს მე ❤ 😀

    • ketusi ოქტომბერი 21, 2011, 11:51 AM

      ლომი იმით განსხვავდება ,რომ ის სულ ნადირობს,გრიზლი კი ამას იშვიათად აკეთებს 🙂
      ამ პრინციპით გრიზლი ავირჩიე

  6. მოლი ბლუმი ოქტომბერი 21, 2011, 2:10 AM

    მე მიყვარს გრიზლი.

    ძალიან გაუბრაზებიხარ ვიღაცას, ქეთუსი…

    • ketusi ოქტომბერი 21, 2011, 11:52 AM

      🙂
      არა, კონკრეტულს არავის გავუბრაზებივარ,სამწუხაროდ ცხოვრებასი იქმნება ხოლმე არასასიამოვნო სიტუაციები

  7. ლიზიკუნა ოქტომბერი 21, 2011, 10:13 AM

    მმმ)))) უყურე ამას, მე კიდე ეს ფუმფულა ფისო მეგონა))) ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ თუ გავმწარდი მერე ოოოოოოო)))) მშვიდი საუბრითაც შემიძლია ადამიანი შემომაკვდეს და თუ მოუქნიე ისეც))))

  8. Teaa ოქტომბერი 22, 2011, 4:53 PM

    ჰალკი გამახსენდა გაბრაზების დროს ტრანსფორმაციაზე :დ :დ მე ლომი ვარ და “ვლომობ” როცა ვბრაზდები! :დ

  9. ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 22, 2011, 7:58 PM

    ააა,კარგი იყო ქეთუსი,მომეწონა ძალიაან :* :))

  10. L ოქტომბერი 23, 2011, 6:17 PM

    თითქოს რეკლამირებს უწევ საკუთარ პოსტს… ამგვარი ქმედება ბანალურად მეჩვენება !
    მოუწოდებ მკითხველს ჩაიკითხოს ბოლომდე და მერე მიხვდება რომ ბანჯგვლიანი დათვი ემუქრება მას ! :დ მე ვფიქრობ, პირადი ნაწერების კითხვისას მოწოდება არ უნდა ჭირდებოდეს მკითხველს რომ ის ბოლომდე “ჩაიკითხოს” თვითონ აზრი უნდა მოუწოდებდეს ამას ! ხშირად ყველას მოგვდის შეცდომა საყვარელ საქმეში, არაუშავს ! გამოსწორებადია 🙂

    • ketusi ოქტომბერი 23, 2011, 7:43 PM

      ნწ,ცდები,ჩემო კარგო.ამ კომენტარისგან ცხადად ჩანს,რომ არ წაგიკითხია პოსტი!
      ერთი შეხედვით პოსტი ისე იწყება,და თან დასურათებულიც ისე მაქვს,რომ შთაბეჭდილება რჩება,რომ პოსში უბრალოდ დათვზე არის საუბარი,ანუ რომ მიყვარს დათვები(ამ დროს ჩემი ფავორიტი ცხოველი ლეოპარდია! 🙂 ),მე აქცენტი გაკეთებული მაქვს ამ ცხოველის ,ასე ვთქვათ,რაციონზე და მის ცხოვრების წესზე.და პარალელი მაქვს გავლებული ხასიათის თვისებასთან(რაც არ არის მარტო ჩემთვის დამახასიათებელი,უბრალოდ მე ასოციაციას ხაზს ვუსვამ).
      ეს ლოგიკური ჯაჭვი რომ არ გამწყდარიყო და მცდარი წარმოდგენა არ შექმნოდათ პოსტზე,რაც ააშკარავებს,რომ პოსტი უბრალოდ ’დაათვალიერეს’ და არა წაიკითხეს(ნათელი მაგალითი აგერ შენ ხარ 🙂 )–ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე ამ წინადადების დაწერა!
      იმედია მოხვდები ჩემს ბლოგზე კიდევ და ძალიან დამავალებ თუ მართლა ბოლომდე ჩაიკითხავ პოსტს 🙂

  11. L ოქტომბერი 23, 2011, 7:56 PM

    არა მე ვერ ვიტან წიგნის პირველ გვერდს და ბოლო გვერდს რომ კითხულობენ და შემდეგ აკრიტიკებენ ან მოსწონთ! ბოლომდე წავიკითხე და რა ემოციაც მქონდა ის დავწერე…

    • ketusi ოქტომბერი 23, 2011, 8:36 PM

      აჰა,მაშინ ეს წინადადება შენნაირებზე არ არის გათვლილი.დამიჯერე,ძალიან ბევრი ზედაპირული პოსტის გადათვალიერებით შემოიფარგლება ხოლმე,თუმცა მერე კომენტარსაც კი აკეთებს არადა პოსტის არსს ამგვარად ვერ ჩასწვდებიან ხოლმე.
      ვწუხვარ, რომ წაკთხვის მიუხედავდა ჩემი ეს წინადადება ამდენად ბანალურად გეჩვენა.

  12. ლიზიკუნა ოქტომბერი 24, 2011, 3:02 PM

    ჩამთვის ძალიან გასაგები იყო და ვერ ვხვდები რატომ იყო სხვისთვის გაუგებარი))) მე პირდაპირ და ძალიან მარტივად მივხვდი რისი თქმაც უნდოდა ამ პოსტით) და ვფიქრობ ზუსტად ისე გაკეთდა როგორი ჩანაფიქრიც იყო. და ბანალურს კიდე საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავ. ია ტაკ დუმაიუ როგორც იტყოდა ქეთუსი

  13. Chiamaria ოქტომბერი 25, 2011, 10:03 AM

    არადა შეგხედავს კაცი უტყვის როგორი ნაზიაო და აი !!
    ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა ცხარიაო შენზე უთქვამთ ქეთუსი : )))
    გრიზლები და ლომები არ ვიცი და გაბრაზებულზე რაღაც ველური მხეცები ჩემშიც ბობოქრობენ ხოლმე : )))

  14. აქსიომა ოქტომბერი 26, 2011, 1:13 AM

    შემაშინა კი არა– ძალიან საყვარელი დათუნიებია! :****

  15. machabeli ოქტომბერი 26, 2011, 1:41 PM

    ketusi rogor dawvrilebit gadmoscem gabrazebis shinagan grdznobas,im adamianis tips romelsac shen agwer ,samcuxarod mec myavs siaxloves da mesmis grizlis gagvidzeba rasac nishnavs

    • ketusi ოქტომბერი 26, 2011, 4:00 PM

      მადლობა კომენტარისთვის,მგონი შენი პირველი კომენტარეის ჩემთან 🙂
      აი ზუსტად მიხვდი რისი გადმოცემაც მინდოდა პოსტში 🙂

  16. taledream ოქტომბერი 26, 2011, 4:31 PM

    წარმომიდგენია რა ძნელი იქნება აბობოქრებული გრიზლის შეკავება გაბრაზებისას 🙂 არ ვიცი ჩემში გრიზლი რამდენად არის, მე ყოველთვის კატა მეგონა ჩემი თავი 🙂 საფრთხის მოახლოვებისთანავე რომ აჩენს კლანჭებს 🙂 🙂

  17. Salome Gabunia დეკემბერი 16, 2013, 11:51 AM

    🙂 გამეცინა და მესიამოვნა 🙂 აქტუალური პოსტია ჩემთვის 🙂 ჩემშიც იღვიძებს, კიარადა მუდმივად ღვიძავს კატას 🙂 პროვოკატორი ცხოველია :))) წევს თავისთვის ძინავს, მერე წაგეთამაშება 🙂 მეც ესეთი ვარ, ხან ვეფერები ადამიანს ხან ვკაწრავ, გააჩნია ხასიათს და სიტუაციას 🙂 მაგრამ უსამართლობას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, და კიდე დისტანცია მიყვარს ზუსტად ისევე როგორც კატებს. თუ მე არ მინდა არავის მივცემ უფლებას “მომეფეროს” 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: