Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩვენი Google-იკო თინეიჯერია !!!

ბატონებო და ქალბატონებო!
დღეს კორპორაცია Google-ის დაბადების დღეა! მას 13 წელი შეუსრულდა!
ფეხზე ადგომით და მხურვალე ტაშით მივულოცოთ მას!
ფეირვერკსაც გახედეთ,რა გრანდიოიზულია !
საღამოს დააგვირგვინებს სადღესასწაულო ტორტი,რომელიც Google-ის სამძებრო სისტემით მოვიძიეთ!

ეხლა კი მთელი სერიოზულობით ვიტყვი,რომ Google არის ჩემი № 1  სამძებრო სისტემა, რომელიც დაყენებული მაქვს ყველა ბრაუზერზე, მყავს ფავორიტებში და საერთოდაც, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია მის გარეშე! ❤ ❤ ❤
ჩემ საყვარელ გუგლიკოს ვუსურვებ ყველაფერში პირველობას და ოპტიმალურობას!!!
პოსტში უბრალო მილოცვებით რომ არ შემოვიფარგლო,რაიმე საინტერესოს მოგაწოდებთ :
გუგლის დამაარსებლები არიან ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი (Larry Page და
Sergey Brin )
Larry Page, Sergey Brin
კორპორაციაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპეთ აქ
ახლა კი რამოდენიმე საინტერესო ინფოს გაგიზიარებთ,რომელიც შემხვდა აი აქ

google 1. “Doodles” გამოსახულებები,ანუ გრაფიკულად გაფორმებული წარწერები გამოიყენება რაიმე განსაკუთრებულის ასაღნიშნად.პირველი მზგავსი გაფორმება წარწერამ მიიღო 1998 წელს,როდესაც ბრინი და ფეიჯმა უქმე დღეებში day off აიღეს,და იმის საჩვენებლად, რომ ისინი ოფისში არ იმყოფებოდნენ , მათ წარწერას გრაფიკული ნახატი დაურთეს;

2. როდესაც 2004 წელს გუგლმა თავისი აქციები გაიტანა ბირჟაზე და თითოს ფასი იყო  $85.მას მერე ისე ავარდა მისი ფასი, რომ უკვე შარშან  $600 იყო. თუმცა ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს საბოლოო ფასი არაა და მის გაზრდას $2,718,281,828-მდე ვარაუდობენ(ნამდვილად აქვთ იუმორის გრძნობა–ეს ციფრი კონსტანტა ”e”ს პირველ 10 ციფრს წარმოადგენს 🙂 )

 3. თავიდან, როდესაც ჯერ კიდევ “BackRub”  სახელი ერქვა,1996 წელს,მისი მეხსიერება სულ რაღაც 40 GB შეადგენდა,ის შედგებოდა 10 ცალი 4 GB მყარი დისკისგან.მათი ხელსაყრელად განლაგებისთვის კონსტრუქცია LEGO-ს(სათამაშო კონსტრუქტორების მწარმოებელი ფირმა) კონსტრუქტორის აგურებით ააგეს!
google

4. ტვიტერში Google-ის პირველი ტვიტი იყო ასეთი :  “I’m 01100110 01100101 01100101 01101100 01101001 01101110 01100111 00100000 01101100 01110101 01100011 01101011 01111001 00001010.” — ეს ალგორითმი იკითება ასე: “I’m feeling lucky.”

 5. ერთ-ერთი საპირველაპრილო Google-ის ხუმრობა იყო ძალიან საინტერესო.მათ 200 თხა  იქირავეს (თავისი მწყემსით და  ძაღლით).დიახ!თან სადძინეს : ”თხების ყურება უფრო სახალისოა, ვიდრე გაზონის მკრეჭავებისო”.

google

6. როდესაც პირველად სიტყვა ”Google” მოხვდა ლექსიკონში,მის დამფუძნებლებს სულაც არ მოეწონათ ამ სიტყვის ინტერპრეტაცია,თუმცა მერე მიხვდნენ,რომ კამათს აზრი არ ქონდა.ეხლა კი Googler–ქვია ყველა თანამშრომელს,თუმცა სულ ახლებს “Noogler”-ს უწოდებენ.

google 7. Google-ს უყვარს ძაღლები.მაღალჩინოსნებს ოფისში ძაღლის მოყვანის უფლებაც კი აქვთ.სურათზე ერთ-ერთი Google-ის ცნობილი ძაღლი Yoshkaა. რადგან გუგლი თავს  dog company-დ თვლის,ამიტომ კატებს ახლოსაც არ იკარებენ 🙂

google

 8. პირველი პროდუქტის შეკვეთა, რომელიც გუგლის ოფისიდან განხორციელდა,იყო 1999 წელს და შეუკვეთეს Swedish Fish –ეს არის საღეჭი კანფეტები.ისე, კორპორაცია ცნობილია თავისი გულუხვობით:უფასო სამჯერადი კვება,სასმელი და სასუსნავი,აქვთ კაფეები და სასაუზმეები,ზაფხულობით ბარბექიუც კი ეწყობა თანამშრომლებისთვის.ბრინ და ფეიჯის ნატქვამი აქვთ, რომ თანამშრომელს წასახემსად წასასვლელად 100 მეტრზე სიორს წასვლა არ უნდა სჭირდებოდესო! ამ ყველაფერს ისეთი შედეგი აქვს, რომ ახალმისული ტანამშრომელი მალევე იმატებს წონაშიც–თუმცა გიმნასტიკური დარბაზიც აქვთ!ხოდა ამგვარად მარტო 2007 წელს გუგლერებმა 5.500 ფუნტი შოკოლადის შთანთქეს!

google

9. გუგლის თავფურცელი ცნობილია თავისი სისადავით,აი წარწერა კი მხოლოდ 2001 წლის 31 მარტის მერეა განლაგებული ცენტრში.მანამდე კი წარწერა მარცხენა კიდეში იყო და 1998 კი მთლად Yahoo -ს სტილში იყო.

 10. Google-ს თავისი დინოზავრიც კი ყავს!ეს არის T-Rex –ის ჩონჩხი,რომელსაც ქვია “Stan” იმ რეალური დინოზავრის საპატივცემულოდ,რომლის ჩონჩხიც მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
google

აი ასეთი საინტერესო კომპანიაა ეს ჩვენი გუგლიკო!

Advertisements

13 responses to “ჩვენი Google-იკო თინეიჯერია !!!

  1. tsotnee სექტემბერი 27, 2011, 9:22 PM

    ეჰ! რა მალე გადის დრო! ჩემ ხელში გაიზარდა ბიჭი (თუ გოგო?!) 🙂 🙂 🙂

  2. Jason Evans სექტემბერი 27, 2011, 9:45 PM

    eee !! mezareba fexze adgoma romm vijde da ise mivuloco araa?? ( ra zrdilobiani var) :D:D:D

  3. Teaa სექტემბერი 28, 2011, 9:56 AM

    ვაუ , ბევრი საინტერესო გავიგე 🙂 ქეთუს :* და გუგლიკოს ვულოცავ!!! :)))

  4. Mallorie სექტემბერი 28, 2011, 6:06 PM

    ქეთუსი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო..
    დიდი მადლობა. :***

  5. Chiamaria სექტემბერი 29, 2011, 11:46 AM

    ჩემი საყვარელი საძიებო სისტემა ❤ მიყვარს

  6. kevana სექტემბერი 30, 2011, 3:47 PM

    ვააა ახალი თემა.. ეს უხდება შენს ბლოგს, აღარ შეცვალო :*

    გუგლია კიდე, არ არსებობს ჩემი ინტერნეტ ცხოვრება გუგლიას გარეშე :დ

  7. ketusi სექტემბერი 30, 2011, 4:14 PM

    ხო, ახალი მაქვს ეს თემა და მეც ისე მომწონს,ადვილად ვერ შეველევი 🙂
    კი,მეც ’გუგლდამოკიდებული’ ვარ რაღაცნაირად 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: