Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (2)

ვაგრძელებ ციკლს ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (1),მგონი თქვენთვისაც საინტერესო იქნება 🙂

კიდევ 10 ულამაზეს ადგილს შემოგთავაზებთ.

 1. Eaglehawk Neck – ტასმანია

ეს ლანდსაფტი ადამიანის მიერ შექმნილი არ გეგონოთ,ეს ბუნების საოცრებაა.ემ დაკბილული ფილების წარმოქმნა  გამოიწვია ეროზირებულმა ქვის ლანდშაფტმა–შექმნა რა ბუნებრივი ავზები.ეს ლანშაფტი 200 მეტრის არეალს მოიცავს და მის მეშვეობით   ორი კუნძული  უკავშირდება ერთმანეთს.

ეს ადგილი სხვამხრივაც ღირსშესანიშნავია.პირველად “Dog Line” აქ გამოიგონეს!.ბრიტანეთიდან გადმმოსახლებული პატიმრები ხშირად ამ ადგილს კვეთდნენ,როდესაც ციხიდან გაქცევას ახერხებდნენ.მათ შესაკავებლად სამხედრო პირმა ინოვაციური ხერხი მოიგონა: ამ 200 მეტრის გასწვრივ დააბეს 9 ძაღლი,რომლებიც ,მართალია ერთმანეთს ეხებოდნენ,მაგრამ ვერ სწვდებოდნენ იმდენად,რომ ეჩხუბათ,და  მათ შორის გასვლას პრაქტიკულად გამორიცხავდნენ.ძაღლები მუდამ აგრესიულები და მშივრები იყვნენ! მხოლოდ სამმა ადამიანმა მოახერხა მათგან თავის დაღწევა!

 2. დათვების ტბა (Bear Lake) –  ალიასკა.

ამერიკის შტატ ალიასკაზე ერთი ლამაზი ტბა არის,რომელსაც დათვების ტბა ქვია (Bear Lake).გარდა იმისა,რომ ეს მართლაც ლამაზი ადგილია,აქედან ჩრდილოეთის ციალზეა(პოლარული ნათება) შესაძლებელი დაკვირვება,რომელსაც ავრორას ჩრდილოეთის ციალს  უწოდებენAurora Borealis(ასევე ”ალიონის ქარებს”) და რომელიც მართლაც ატმოსფერული  საოცრებაა,მე თუ მკითხავთ !ეს ტბა იმითაა გამორჩეული,რომ ამ მიდამოებიდან განსაკუთრებით ლამაზი სანახავია ჩრდილოეთის ციალი(პოლარული ნათება)

ამ ფენომენზე უძველესი ლეგენდებიც  მოიპოვება,რომლებიც უძველესი ხანიდანაა ცნობილი.ერთი ლეგენდა მოგვითხრობს,რომ ალიონის რომაულ  ქალღმერთ ავრორას ღამის ცაზე  ეს ციალი მოუვლენია რათა შეგებებოდნენ განთიადს.

ვიკინგების ლეგენდების თანახმად ეს ’მოცეკვავე შუქებია’ .მათ სწამდათ რომ ამ დროს  ვალკირიებს (Valkyrie) დაღუპული მეომრების სულები ვალხალაში(Valhalla) მიჰყავდათ.

მეცნიერები კი ამ ფენომენს ხსნიან აი ასე: ის მზისგან წამოსული მაგნიტური წარისა  და დედამიწის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის ურთიერთშეხების შედეგად წარმოიქმნება.(დამატებითი ინფორმაციისთვის : ჩრდილოეთის ციალი  )

 3. შამპანიურის აუზი (Champagne Pool)- როტორუა (Rotorua)

ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულზე,როტორუას(Rotorua) ახლობლად მდებარეობს ბუნების საოცრება–შამპანიურის აუზი(Champagne Pool)–ეს არის გეოთერმიული კომპლექსი,რომელის შედის ვაიოტაპუს(Wai-O-Tapu) შემადგენლობაში.აუზის კიდეები კაშკაშა სტაფილოსფერია,ხოლო წყლიდან ამომავალი კარბონის დიოქსიდი შხეფებს ქმნის,რაც  შამპანიურის ასოციაციას ქმნის.Wai-O-Tapu–ს მაორის ენიდან თარგმანი ნიშნავს ’კაშკაშა წმინდა წყლები’ .მთელი რუტორუას ტერიტორია საკმაოდ აქტიურია და ეს შამპანიურის აუზი მხოლოდ ერთ-ერთია ასობით უცნაური  გეოლოგიური წარმონაქმნისა,რომლებიც წარმოიშვა წყლის,ორთქლის და მიწისქვეშა ვულკანური ენერგიის მეშვეობით.სახელწოდება როტორუას ასეტი მნიშვნელობა აქვს–კახუმატამომოს(Kahumatamomoe) მეორე დიდი ტბა–ის იყო მაორის ღმერთის Inhenga-ს ბიძა–რომელმაც აღმოაჩინა მიწა.

 4. Badlands Guardian–კანადა

Google Earth-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს ეს უცნაური ადგილი.ამ რელიეფს ამგვანებენ  აბორიგენ ამერიკელს,რომელსაც ტრადიციული თავსაბურავი ახურავს.მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის,რომ მას ყურში აუდიო ყურსასმენი აქვს.

ეს ადგილი მდებარეობს კანადაში(სამხრეთ ალბერტა) ქალაქ Medicine Hat  და სოფელ Walsh-თან ახლოს და მას უქოდებენ Badlands Guardian-ს(უნაყოფო ნიადაგის მცველი).მიუხედავად იმისა,რომ ეს რელიეფი 70 მილიონი წლისაა,ყურსასმენები ახალი წარმოქმნილია,რასაც გაზს ან ნავთობს ’აბრალებენ’.

 5. თეთრი უდაბნო(The White Desert)–ეგვიპტე.

პრეისტორიულ ხანაში საჰარას უდაბნოს ეს ნაწილი იყო  წყლის ქვეშ მოქცეული და ამ ცარცის სტრუქტურებმა ათასწლეულებს გაუძლო.

დღეს  ეს რეგიონი,რომელიც ოაზის ფარაფრასთან(Farafra) არის,ზღვის დონის ზევით იმყოფება და ქარის ზეგავლენის და გამო უჩვეულო და საოცარ ცარცის ლანდსაფტს ქმნის და ამარტლ;ებს სახელწოდება ’თეთრ უდაბნოს’ (White Desert).რეალურად,ის ფარაფრადან 45 კილომეტრით ჩრდილოეთით არის და შავ უდაბნოს (Black Desert)და ბროლის მთასაც(Crystal Mountain)  ემიჯნება —რამაც ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილად აქცია.ცუდი ის არის,რომ დაუდევარი ტურისტებისგან მიყენებული ეკოლოგიური ზინი ზალიან დიდია!ბუნების დაცვის და არქეოლოგიის სფეროს ყველაზე გამოჩენილი სახეები წლების განმავლოვაში იბრძოდნენ იმისათვის,რომ ეს ადგილი დაცულ ბუნებრივ  ნაკრძალად გამოეცხადებინათ.

სამწუხარო იქნება,თუ მომავალში  ამ სილამაზის მხოლოდ ციფრული ვერსიის ნახვა იქნება შესაძლებელი.

 6. Salar de Uyuni –ბოლივია

4,085 კვადრატულ მილზე გადაჭიმული  Salar de Uyuni ყველაზე დიდი ’მარილის ფილაა’ დედამიწაზე.

კიდევ ერთი დიდი ღირ5სშესანიშნაობა ის აქვს,რომ ის ზღვის დონიდან 3,500 მეტრზე მდებარეობს და ასევე მსოფლიო მასშტაბით  ყველაზე მნიშვნელოვან ლითნიუმის სამომავლო მარაგს წარმოადგენს,რომელიც  არის მტელი მარაგის  70% .ეს ადგილი იმდენად სწორია(ვაკეა),რომ ეს გაშლილი სივრცე ადამიანს თავბრუს ახვევს და დიზორიენტაციას იწვევს  –იმდენად უკაცრიელია გარსემო ყველაფერი.ეს ადგილი ფაქტიურად უდაბნოა და მოკლებულია ყველანაირ სიცოცხლეს–არც ფლორა და არც ფაუნა!აი წყალი კი უხვად არის,მაგრამ სასმელად უვარგისია!აქ მხოლოდ წვიმის სეზონზე მოფრინდებიან ხოლმე ფლამინგოები!(რა კარგი სანახავი იქნებიან 🙂 )

40,000 წლის წინ იქ თურმე ტბა იყო,რომლის სიღრმე 20 მეტრი ყოფილა,მაგრამ შემდეგში გამყინვარების ხანამ ამ ადგილის ტოპოგრაფია შეცვალა.ამ ადგილზე ადგილობრივ ჩრდილოეტ ანდების ინდიელ ტომებში(Aymara) ლეგენდაც დადის:ეს მარილის ვაკე შეიქმნა მაშინ,როდესაც გოლიათი ქალი ტუნუპა(Giantess Tunupa ) და მისი შვილი მარტო დატოვეს,მიატოვეს,და მან იმდენი იტირა, რომ ცრემლები მის ძუძუს რძეს შეერია და წარმოიქმნა  ტბა.ამ ადგილებსი დრეს მოძრაობაც კი არსებობს,რომელიც მოითხოვს,რომ ამ ადგილს დაერქვას ”Salar de Tunupa”.

 7. Pu’u ‘O’o ,KILAUEA –ჰავაი

ეს ვულკანი მდებარეობს ჰავაის ვულკანურ ეროვნულ პარკში.

მისი ამოფრქვევა გრძელდება სპორადულად უკვე ტითქმის 27 წელია.

ამდროის მანდძილზე მან ამოაფრქვია 3 კუბური კილომეტრი ლავა,რომელმაც შემდგომში კუნძულის 117 კვადრატული კილომეტრის ფართობი გადაფარა.ზოგჯერ ლავა 12 კილომეტრი მიიკვლევს გზას,სანამ ზღვაში ჩაეშვება.

ამ ვულკანზე დაკვირვება მეცნიერებს კარგად ეხმარება,რადგან ვულკანოლოგია მაინც მეცნიერების ახალი დარგია.

 8. დიდი ხვრელი(Big Hole)–სამხრეთ აფრიკა

ეს არის ადამინის მიერ ამოთხრილი ყველაზე დიდი ორმო,რაც კი რსებობს დედამიწაზე.და ეს მე-19 საუკუნის მაღაროელების ’დამსახურებაა’,რომლებიც აქ ალმასებს მოიპოვებდნენ.

1871 წელს იპოვეს პირველი ალმასები De Beers -ის ფერმაში   პატარა ქალაქის მახლობლად,რომელსაც ეხლა კიმბერლი(Kimberley) ჰქვია.და თვეების განმავლობაში უკვე ათასობით ადამიანი ჩავიდა იქ, რომ ამოეთხარათ ძვირფასი ქვები.შემდგომი 43 წლის მანძილზე 50,000 მეტმა ადამინმა აღმოაჩინა თითქმის 3,000 კილო ალმასი!საერთო ჯამში მათ ამოიღეს 22 მილიონზე მეტი ტონა ქვა და მიწა და ეს მხოლოდ წრაქვების,ნიჩბების და მაღაროელთა იარაღების მეშვეობით

ამ ხვრელის ყველაზე ღრმა წერტილი აღწევს 250 მეტრს!

1914 წელს ალმასების მოძიება შეაჩერეს,რადგან მათი მოპოვება უკვე ძალიან სახიფათო და არაპროდუქციულიც იყო.შემდეგ ის ნაწილობრივ ქვებით ამოავსეს,იქ დაგუბდა წყალი,რომლის სიღრმე 40 მეტრია.

 9. ულურუ(Uluru) –ავსტრალია

ავსტრალიის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე მდებარე ულურუ(Uluru) წარმოადგენს მასიურ  წითელი ეროზირებული ქვიშაქვის ამაღლებას.სახელწოდება წარმოიშვა ორი ადგილობრივი ტომი Pitjantjatjara და Yankunytjatjara -სგან  ,რომლებიც ანანგუდ(Anangu) იწოდებიან და მათთვის ეს ადგილი წმინდად მიიჩნევა.ამ ადგილის და ამ მთის ფორმის წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს.ერთი წყაროს მიხედვით–ეს კუს სულის ფიზიკური განსახიერებაა.ამბობენ,რომ აქედაბ წაღებული ქვა უბედურების მომტანია და იყო შემთხვევები,როდესაც ადამიანებმა უკან მოიტანეს ქვები,რისთვისაც უდიდესი მანძილის გავლა დასჭირდათ.

გეოლოგიურად ულურუ მილიონობით წლისაა,მასში უამრავი გამოქვაბული და შადრევანია.მეცნიერების თქმით ამ მიდამოებში ადამიანი 10.000 წლის წინ დასახლდა,შემორჩენილიც კია უძველესი ადამიანიანის ნახატები გამოქვაბულის კედლებზე.

 10. მკვლელი ტბა(Killer Lake) –კამერუნი

ამ ტბას სინამდვილეში Lake Nyos ქვია, მაგრამ ადგილობრივები მას უკვე მკვლელ ტბას უწოდებენ–დამსახურებულადაც!ის მდებარეობს კამერუნის ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით და არის ოკუს(Oku)ვულკანური სისტემის ნაწილი.

ეს ტბა წარმოიქმნა ჩამქრალი  ვულკანის კრატერში.ის ძალიან ღრმაა,და მის ქვეშ ლავაა რომლისგანაც ამოდის კარბინის დიოქსიდი.1986 წელს კარბონის დიოქსიდის,გოგირდისა და წყალბადის ნაზავმა ამოხეთქა ტბის ზედაპირზე.ჯამში ამ მომაკვდინებელი აირის 1.6 მილიონი ტონა გავრცელდა უზარმაზარ ტერიტორიაზე,კრატერიდან 23 კილომეტრზე.შედეგი შემზზარავი იყო–ორ საათში დაიღუპა 1.700 ადამიანი და გაწყდა 3,500  თავი ფერმის ცხოველი.ის,კი,ვინც გადარჩა ხანგრძლივი დროის მანძილზე უჩიოდა გვრდით მოვლენებს ,რომ არაფერი ვთქვათ მიღებულ დაზიანებებსა , დამწვრობებზე და რესპირატორულ დაავადებებზე.

გაზის ამოფრქვევის შემდეგ ტბის ტყლის ფერი წითელი გახდა,თვითონ ზედაპირის დონემ კი ერთი მეტრით დაბლა დაიწია.

Advertisements

15 responses to “ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (2)

  1. Butterfly სექტემბერი 10, 2011, 7:43 PM

    მმმ … საინტერესოაააა : )) და ულამაზესიიი ^_^

  2. siyvarulovna სექტემბერი 10, 2011, 7:50 PM

    დიდ ორმოში ვისურავებდი სიამოვნებით ❤ რა სუფთა წყალია და რა ლამაზი ფერის ❤

  3. niniTo სექტემბერი 10, 2011, 7:55 PM

    რა სიამოვნებით მოვივლიდი…
    საინტერესო პოსტია : )

  4. ლიზიკუნა სექტემბერი 10, 2011, 10:00 PM

    როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხია)))) ძალზედვისიამოვნე.ყოჩაღ ქეთუსი

  5. teennewson სექტემბერი 13, 2011, 8:21 PM

    dzn magaria… : ) didi siamovnebit movinaxulebdi yvela matgans.. : )

  6. Pingback: Bora Bora « K e t u s i ' s .. B l o g

  7. Green დეკემბერი 10, 2011, 5:49 PM

    ამ პოსტიდან Champagne Pool მომწონს ყველაზე მეტად, ულამაზესია!
    შემოდით მწვანე გვერდზე და ნახეთ მსგავსი ბუნების საოცრებები. ვისაც ბუნება გიყვართ შემოგვიერთდით…
    http://www.facebook.com/MakeWorldGreener

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: