Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დომენის შეძენა wordpress -ზე

როგორც ყველამ კარგად ვიცით,უფასოდ მარტო ყველიაო სათაგურში,კაი ცხოვრება და კარგი დომენი კი ფული ჯდება 🙂

ხოდა თუ გადაწყვიტე ამ გრძელი (და უხეშად მჟღერი და ძნელადდასამახსოვრებელი) wordpress.com-ის ნაცვლად კოხტა და საყვარელი com შეიძინო,ეხლავე გეტყვი,რა უნდა გააკეთო :

პირველ რიგში ზრუნავ იმაზე, რომ ვიზა(ან ნებისმიერ სხვა) ბარათზე $17 ოდენობის თანხა გედოს.

მეორე რიგში შედიხარ dashboard-ზე,და store – განყოფილებაში აქკაპებ domain–ს.

გაიშლება ასეთი სურათი (სურათის გასადიდებლად მასზე  დააწკაპე):

  1. აქ Add a Domain განყოფილებაში ჩაწერ სასურველ დომენს და დააწკაპებ  Add domain to blog -ს. მაგალითისთვის მე ჩავწერ  blogissaxeli.com .დომეინი უნდა იყოს უნიკალური,ანუ თუ ეს სახელწოდება ვინმეს უკვე აქვს არჩეული–შენ მას ვეღარ გააკეთებ.ამ შემთხვევაში მოგიწევს სხვა სახელწოდების ჩაწერა.

დაბლა ველში(მე გაშავებული რომ  მაქვს),მონიშნავ იმ ბლოგის სახელს,რომლისთვისაც გინდა დომეინი.

თუ ყველაფერი წესრიგშია,გამოჩნდება ასეთი სურათი:

  2. ამ გვერდზე ავსებ ველებს,არ გამოტოვო required -ით მონიშნული.

დაბლა რომ მოსანიშნი პუნქტია,მანდ გთავაზობენ პირადი ინფორმაციის დამალვის შესაძლებლობას სულ რაღაც  $8,ნუ თქვენი არ ვიცი და მე ეს სულ არ მჭირდებოდა და ზედმეტი არ გადამიხდია. ბოლოს Register  Domain -ს აჭერ.

 3. ამ გვერდზე ნაჩვენებია,თუ რაში იხდი ფულს :$12 დომენის მეპინგში და $5 კი უშუალოდ დომენში.როგორც კი გადახდის ტიპს მონიშნავ–Credit Card-ს,დაბლა სხვა ინფოც ჩამოიშლება.

.

4. აქ უკვე ბარათის მონაცამებია შესაყვანი.

არამგონია ეს გაგიჭირდეს 🙂

სულ ბოლოს აჭერ Purchase and Register Domain -ს და

  გ ი ლ ო ც ა ვ 

შენ შეიძინე დომენი!

და ახლა სულ ერთია wordpress.com-ით დააბოლოებენ შენი ბლოგის მისამართს თუ com-ით–ერთსა და იმავე ბლოგზე მოხვდებიან 🙂 .ეს $17 ფარავს დომენით სარგებლობის ხარჯს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში,არ დაგავიწყდეტ და როგორც კი ვადა ამოიწურება,შეტყობინებას მიიღებთ ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

Advertisements

41 responses to “დომენის შეძენა wordpress -ზე

  1. კახი სექტემბერი 5, 2011, 12:07 AM

    მადლობაა ქეთუსიი :*

  2. teennewson სექტემბერი 5, 2011, 12:21 AM

    ra advili yofila.. me ufro rTuli procedurebi megona…. madloba :*:*

  3. nick სექტემბერი 5, 2011, 10:47 AM

    თანხა არ გინდა იშოვო ეხლა??

  4. Chiamaria სექტემბერი 5, 2011, 9:57 PM

    მე კიდევ მეგონა სულ სხვა რამეები სჭირდებოდა. მშვენიალურია : )))
    იქნებ კიდეც შევიძინო one day : )

  5. bex სექტემბერი 15, 2011, 4:52 AM

    ჯობს ცალკე აიღოთ ჰოსტინგი,ვინაიდან უფრო ბევრი შესაძლებლობები გექნებათ (დიზაინთან დაკავშირებით და ასე შემდეგ) ან თუ მანდამაინც,ვორდპრესის ვიპ პაკეტი შეიძინოთ,რომელიც ცოტა უფრო ძვირი ღირს : http://vip.wordpress.com/

  6. Teona gonashvili სექტემბერი 18, 2011, 2:13 PM

    გამარჯობა ქეთუსი. კაი გოგო ხარ და შენი ბლოგის ხშირი მკითხველი ვარ.
    ვისაც უნდა com დომენები არის ფასდაკლებით წელიწადში 1.7 ლარად.
    http://seo.ge/forum/index.php/topic/2533-აქცია-1and1com-ზე/

  7. presgeo ოქტომბერი 7, 2011, 11:57 PM

    me piradat sul ara mawuxebs … tumca ki kaia ……….. aq ert komentarshi wavikitxe “kursebi ara ginda gaxsnaoo” ise ki kai azria gaxseni shevaswavli blogs .. magarai martla dzaan gvexmarebi …

  8. ჯი-ნია-ნი ნოემბერი 20, 2011, 2:23 PM

    ქეთუსი,თემების არჩევა შეზღუდულია და რაც ვორდპრესს აქვს იმით უნდა დავკმაყფილდეთ? :დ

    • ketusi.com ნოემბერი 20, 2011, 2:28 PM

      რა თემების,ნია? დომენის სახელებს გულისხმობ? მაშინ კი, შეზღუდული ხარ,რაც შემოთავაზებაა,მარტო ის შეგიძლია აქედან გააკეთო.თუმცა თუ ვორდპრესის მომსახურებით არ ისარგებლებ და ადგილობრივ ჰოსტს აირჩევ,მაგალითად, მაშინ სხვა დომენებსაც შემოგთავაზებენ

  9. ჯი-ნია-ნი ნოემბერი 20, 2011, 2:33 PM

    არა ქეთუსი,თემა რომ დააყენო,დიზაინი ანუ ეგ ვიგულისხმე..
    ვორდპრესს რაც აქვს მარტო იმ დიზაინის დაყენება შეიძლება?
    ბლოგზე ამომივიდა ყელში ის დიზაინები და 😦

    • ketusi.com ნოემბერი 20, 2011, 3:12 PM

      ააა,ეხლა გასაგებია.
      ხო,ნია, მარტო რაც აქვს მაგას დააყენებ თუ უფასო სერვისით სრგებლობ.მაგრამ თუ ჰოსტს შეიძენ,მერე უკბვე სხვა ტემის დაინსტალირებასაც შეძლებ,არიოს საიტები, სადაც სხვა თემებიცაა

  10. ჯი-ნია-ნი ნოემბერი 20, 2011, 3:53 PM

    კარგი ქეთ,დიდი დიდი მადლობა..

  11. Jood იანვარი 11, 2012, 2:17 PM

    აუაუ ვერ ვაკეტებ მე მაინც :შ

  12. donguz აპრილი 19, 2012, 10:17 PM

    შენ გაიხარე, ძლივს გასაგებად არ არის.ბევრს ავიწყდება, რომ ბავშვს ბავშვურ ენაზე უნდა აუხსნა

  13. donguz აპრილი 20, 2012, 5:02 PM

    იქნებ მთვლელებზეც დაწერო გასაგებად.თხოვნაა

  14. erosi თებერვალი 21, 2013, 1:30 AM

    ამ დომენს რომ ვიყიდი და ვთქვათ ვორდპრესმა დამიხურა ჩემი ბლოგი წესების არ დაცვის გამო, ეგ დომენიც მეხურება თუ მრჩება თუ იცი?

  15. tatusha0108 მარტი 26, 2014, 11:01 PM

    gamarjoba. icit, ra mainteresebs. tu maqvs blogi wordpress-ze da shemdeg shevidzine domain com-ze , iq shemezleba chemi postebi da kvelapris gadatana? madloba cinascar.

  16. tatusha0108 მარტი 27, 2014, 9:02 PM

    qeti gavakete saidbar-ebic, didi madloba. mxolod facebook-is gverdi ratom unda shevqmna es ver gavige. anu rasac davpostav chems gverdze, ikac gamochndeba avtomaturad?

    • ketusi.com მარტი 28, 2014, 11:59 PM

      კი,დააყენებ ისე, რომ იქაც გამოჩნდეს.მერე ამ პოსტების დაშეარება შეგიძლია,მეტი ადამიანი ნახავს,მეტ ლაიქებს მიიღებ ბლოგზე,რაც ნიშნავს,რომ მასთან წვდომა მეტ ადამიანს აქვს—ეს ყველაფერი ბლოგის პოპულარიზაციისთვის არის საჭირო.თუ არ გინდა,რომ ბლოგი ვინმემ ნახოს,მაშინ ნუ გააკეთებ–შენი საქმეა 😉

  17. tatusha0108 აპრილი 1, 2014, 12:26 AM

    მადლობა ძალიან დიდი. არასოდეს იზარებ პასუხების გაცემას 🙂

  18. annaannefrank აპრილი 6, 2014, 4:05 PM

    ძალია კარგია ❤ მალე შევიძენ

  19. paata ივნისი 5, 2014, 1:01 PM

    სალამი ქეთი. ხომ არ იცი, თბს ბანკის IC@RD ბარათით შესაძლებელია დომეინის საფასურის გადახდა? http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/icard
    თუ „ინტერნეტით სარგებლობის ფუნქცია ჩართული” ვიზა ელექტრონი სჯობს? http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/electron/maestro-cards
    ან რომელია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი თბს-ს ბარათებიდან (კლასიკ სტანდარტზე ვიკითხე და 18 დოლარის რამე რომ შეიძინო ინტერნეტით, 15 დოლარია საკომისიო 🙂 )
    პლზ ხელფ…

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: