Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი

მეც ჩავერთე ამ თეგ თამაშში,და დავწერ პოსტს,როგორც ადოს აქვს დაწერილი.
მართალია,სახლშის მრავალი წერტილი რემონტის მდგომარეობაშია,ამჟამად მეტად ინტენსიურად შემოსასვლელის რემონტი კეთდება,იატაკი დავაცემენტეთ,კედლები იშპაკლება,დაბლა დაფენილი მაქვს რაღაცეები,რომ მტვერი ყველგან არ გავიდეს და რავი,ძალიან დიდი დისკომფორტი კი მექმნება ამ რემონტისგან და დომხალი მაქვს სახლში,ჩემი ოთახი ამ ყველაფრისგან ’ისვენებს’ ,ასე რომ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემ სახლში :),ოღონდ არ შეგეშინდეთ 🙂

ეს არის ჩემი შემოსასვლელი კარი,ახალი ჩაყენებულია,ჯერ კედელიც არ არის გალესილი

შემოვდივართ თუ არა სახლში--პირდაპირ ჩემი ოთახია,ამ წუთას კარებიც კი მოხსნილი აქვს :)(გასაწევი კარებია),კორიდორის იატაკი ახალი დაცემენტებულია,სარეცხი მანქანა ცოტა უკან,კედელთან დაიდგმევა ,კარადაში ჩამალული.

კორიდორი ხელმარცხნივ გრძელდება სადაც პირდაპირ--სამზარეულოა,ხელმარჯვნივ კი--მისაღები ოთახი(’ზალა’)

ლოგინის გადასაფარებელი დროებითია,სანამ რემონტი მორჩება

საწყალი,გამტვერილი ვენტილატორი 🙂

აქ მაგიდის თავთან სარკეც მოიაზრება(ვერ დავაწიე საშველი,რომ ვიყიდო)

ჩემი სამუშაო კუთხე ასე გამოიყურება 🙂 არ ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს,როცა სახლში ვარ

ესეც ჩემი გარდერობი!ჭერამდეა,მაგრამ მაინც მეპატარავება,არაფერი არ მეტევა :)ეხლავე შეგაჭყიტებთ შიც..

გარდერობის ამ მხარეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელის თაროები

მარცხენა მხარეს კი ჩანთების კუთხეც არის :)რა ვქნა,მიყვარს ჩანთები და ფეხსაცმელი ❤

კომპიუტერის მაგიდის ეს სათავსოები ’აითვისა’ ჩემმა კნუტმა,ეხლა ორივე გამოცარიელებული მაქვს,სხვანაირად ვეღარ ეტევა ❤

რა ქნას,უყვარს ტექნიკა 😀

აი ახლა,ამ პოსტის წერისას,ფანჯრიდან ასეთი ხედი მაქვს 🙂

ესეც მე,თქვენი ქეთუსი

P.S. ახალი ლოგინის გადასაფარებელი,ერთადერთი რაც მოუხდა

 

Advertisements

12 responses to “შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი

  1. ირმის ნახტომი სექტემბერი 1, 2011, 7:35 PM

    კარგი აზრია თუ განწყობა მექნა 😉

  2. ადო სექტემბერი 1, 2011, 7:55 PM

    აუაუაუაუ, ქეთუსი, ის ყვავილები რომ ჩანს საწოლის თავთან კედელზე შპალერია? რა ლამაზია ❤

  3. სოფო სექტემბერი 1, 2011, 7:56 PM

    ვაიმე, საყვარელი კნუტი, როგორი ვარდისფერი თათები აქვს ❤ ❤ ❤ კატების მიმართ გულგრილი ვერ ვრჩები :*

    • ketusi სექტემბერი 1, 2011, 8:00 PM

      ხო,Lucky უკვე კნუტი აღარაა,ლამის კატაა–ისე გაიზარდა :),თათები მართლაც ვარდისფერი აქვს,ძალიან საყვარელია.ვგჟდები კატებზე მეც 🙂

  4. teennewson სექტემბერი 1, 2011, 10:14 PM

    კარადა და სამუშაო კუთხე მშვენიერია.. : )

  5. tetiko სექტემბერი 23, 2011, 3:02 PM

    rogor miyvars am otaxshi yopna 😀 mshvenivrad vgrdznoob tavs ❤ chemi yvelaze gemovnebiani deiii ❤

  6. Pingback: ჩემი ოცნების სახლი « faifuris angelozi

  7. Pingback: ჩემი ოცნების სახლი | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: