Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2011 წლის თმის ფერი

1იცოდით,რომ უცნობ ადამიანს თურმე თმით ვიმახსოვრებთ ?მე ეს ამასწინათ გავიგე,თუმცა კარგა ხანია მეც ამ ტაქტიკას ვირჩევ. თმის ფერი და ვარცხნილობა ყველაზე მეტად გვხვდება თვალში ადამიანის გარეგნობაში(თუ არ ჩავთვლით ძააალიან დიდ გაბარიტებს,რომელიც გინდა არ გინდა თვალში მოგხვდება).

თმის შეფერილობას მოდაც გვკარნახობს და შარშანდელი მანტრა ”შეცვალე”-სგან განსხვავებით წლევანდელი(2011) ტენდენციით მოდურია :

ყავისფერი , ქერა და წითელი თმის შეფერილობა!

მოდას აყოლილმა რამოდენიმე მოდელმა უკვე შეიღება თმა წითლად 🙂


არადა ადრე მოდელებს შორის ქერათმიანები უფრო ჭარბობდნენ.

აი ყავისფერი არასდროს მყვარებია,მაგრამ ძალიან ბევრს უხდება

მოდას ჩამორჩენილი არც მე ვარ,ამიტომაა,ამ 9 წლის განმავლობაში რანაირი თმის შეფერილობა აღარ მქონია!:D 😀
უკვე 6 წელია,რაც ქერა მაქვს თმა,თუმცა ეს რამოდენიმე თვეა,რაც მოყვითალო ქერა შევცვალე მონაცრისფერო ქერა ელფერით.ასე რომ წლევანდელი მოდური ტენდენცია ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს,როგორც იტყვიან 🙂

Advertisements

18 responses to “2011 წლის თმის ფერი

  1. cuga93 აგვისტო 20, 2011, 10:53 PM

    2 თვეა რაც თმა შევიღებე, ჯერ წითლად ვაპირებდი და ბოლო წამებში გადავიფიქრე (სალონში შესვლამდე დავინახე გოგო რომელსაც წითლად ქონდა შეღებილი და მივხვდი რომ ეს ის არ იყო რაც მინდოდა) საბოლოოდ თმა ცოტა გავიღავე ანუ მუქი ყავისფერი შევცვალე ღიათი და ძალიან მომწონს 🙂

    • ketusi აგვისტო 20, 2011, 11:48 PM

      ისე, სულ თავიდან მეც წითლად მინდოდა შემეღება და ამიტომ ჯერ გავიქერავე,მერე ეს ქერა მომეწონა და დავიტოვე 🙂

      • A Magazine აგვისტო 21, 2011, 3:06 AM

        მე წაბლისფერი თმა მაქვს ბუნებრივად მარა ბოლო 8 წლის მანძილზე ჩალისფერი, სტაფილოსფერ-წითელი, და შავი მქონდა. ეხლა შავის მოცილებაზე ვარ გადასული თან ისე რომ არ დავაზიანო და ნელ ნელა გამდის ფერი.
        ასე რომ წლევანდელ თმის ტრენდებში ვერ ვჯდები:)
        ისე ქერა არასდროს არც მიფიქრია. არადა რაღაც მომინდა ძალიან. :)))) იქნებ როდესმე ვსინჯო:) ჰაჰა, მაგრამ უკვე მეცინება ჩემს თავზე 🙂 რა კარგია რომ შენ გაიქირავე და მოგიხდა და დაიტოვე კიდევაც:)

  2. სოფო აგვისტო 21, 2011, 12:15 AM

    რა ფერის თმები აღარ მქონია, იასამნისფერ–ლურჯ–ვარდისფერ–ფერფლისფერი, ახლა რამდენი ხანია ბუნებრივ ფერზე მაქვს და ხანდახან გავხედავ ხოლმე იასამნისფერ ტონიკებს, მაგრამ თავს ვიკავებ.
    მოწითალოზე ვფიქრობ, მაგრამ ეჭვი მაქვს არ მომიხდება.

  3. Teaa აგვისტო 21, 2011, 5:04 AM

    me vapireb witlad shegebvas, radi eksperimenta 😛 magram ver vriskav mainc… 🙂 🙂 bunebrivad yavisferi maqvs da anu, chems wisqvilzec asxams wyals moda 😛 😛

    • ketusi აგვისტო 22, 2011, 1:15 AM

      ცოტა სარისკოა თმაზე ექსპერიმენტები 🙂
      თან წითლად თუ შეიღებე და არ მოგეწონა,მერე მხოლოდ მუქად თუ შეიღებავ

  4. nick აგვისტო 21, 2011, 12:14 PM

    მე რიჟები მიყვარსსსსსსსს!

    • ketusi აგვისტო 22, 2011, 1:16 AM

      ისე, ბუნებრივ რიჟრბს რა სულ სხანაირი ფერის თმა აქვთ თუ დაკვირვებიხართ,ვერანაირი სარებავით მასე ვერ დაიყენებ 🙂

  5. Apple Butaphory აგვისტო 22, 2011, 2:36 AM

    მე არასდროს შემიღებავს თმა 😀 ძალიან რბილი თმა მაქვს და იმდენად პანიკურად მეშინია არ გაუხეშდეს რომ ვერ ვრისკავ,თან ჩემი თმის ფერიც მომწონს..აი ვარცხნილობებით კი ნაწამები მაქვს თავი:))) როგორ აღარ მქონია….:D

  6. ლიზიკუნა აგვისტო 22, 2011, 10:37 AM

    ანუ გამოდის რომ ჩემი შავი თმა დემოდაა)))) უი რა ვქნა ეხლა))) შავს რომ არაფერი ეშველება ხომ იცით

  7. ლიზიკუნა აგვისტო 22, 2011, 10:38 AM

    მაგრამ მიხდება)))) ქეთუსი ერთი სავი რომ ჩაგემატებინა ფერებში არ შეიძლება))))))) ჩემს წისქვილზეც დაასხამდით))))

  8. Mia.. : >> აგვისტო 26, 2011, 8:13 PM

    მეე რიჟეეეეები და წითლები მიყუარს ^^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: