Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩემი სისხლი ყავისფერია

დიახ,ბატონებო და ქალბატონებო,ჩემი სისხლი ’ყავის’ფერია(ოღონდ სიტყვაზე უნდა მენდოთ–ვენებს ხომ არ გადავიჭრი აბა?)

გემრიელი ყავის სურნელს რომელი სურნელი შეედრება!

უდიდესი სიამოვნებაა დილით ცხელი ფინჯანი არომატული ყავის მირთმევა!

უზომოდ მიყვარს ყავა და ამ პოსტში ამაზე ვისაუბრებ.

უკვე მერამდენე წელია არც მახსოვს,მგონი 12, რაც ყავა ერთადერთი სასმელია,რის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია.არ გავაზვიადებ,თუ ვიტყვი,რომ ეს უკვე მოთხოვნილებაა,რომელიც დამოკიდებულებაში გადაიზარდა.არა,მე არ ვამბობ იმას რომ  უბრალოდ ბანალური ჩვევაა და მეტი არაფერი,როგორც ზოგიერთი ’ამტკიცებს’,არა–ეს ჩემი ორგანიზმის მოთხოვნით ხდება.ყავისადმი ამგვარი დამოკიდებულება ყველა დაბალი წნევის მატარებელს ახასიათებს,რადგან ყავაში ჭარბი რაოდენობით შემავალი კოფეინი საუკეთესო მატნიზირებელი საშუალებაა,ის ჩემთვის ერთგვარი ’ენერჯაიზერია’.

უკვე მეორე წელია,რაც უშაქრო ყავას ვსვამ.მანამდე იმდენად ტკბილ ყავას გეახლებოდით ხოლმე,რომ ეხლა იმის გახსენებაზე ცუდად ვხდები.

გემოვნების შეცვლა მოხდა კონკრეტულ მომენტში! ადრე ადამიანი რომ ამბობდა,უშაქრო ყავა მიყვარსო,წარმოუდგენლად მიკვირდა–უშაქროს რა გემო აქვს-თქო.ჩევნი სამეგობროდან ნინოს გამოკლებით ყველა ’კამპოტივით’თურქულ ყავას ვსვამდით პროპორციით 1.5 შაქარი x 1 ყავა.ნინო კი ნახევარ კოვზ შაქარს ამჯობინებდა.ერთ მშვენიერ დღეს,როდესაც ოთხივე შეკრებილი ვიყავით და ყავას გეახლებოდით,მე ამ ჩვეულმა ტკბილმა ყავამ კინაღამ ცუდად გამხადა,იმდენად არ მესიამოვნა.მაშინ ნინომ ნაკლებ შაქრიანი ყავის მომზადება შემომთავაზა.და ჰოი საოცრებავ—ძალიან მომეწონა!მას მერე ყავას მცირედი შაქრით ვსვამდი,სანამ ერთ დღეს არ აღმოვაჩინე,რომ სახლში შაქარი გამთავებია,და ვიფიქრე,მოდი,უშაქრო გავსინჯო თქო.

წარმოუდგენლად მეგემრიელა!და აი უკვე 2 წელია,რომ სულმთლად უშაქრო ყავას მივირთმევ.

სადმე თუ ვარ და ყავას მომართმევენ ისე,რომ წინასწარ არ მკითხავენ პროპორციას და აღმოჩნდება,რომ ტკბილია,ძალიან მეხათრება ხოლმე,მაგრამ ბოდიშს ვუხდი დიასახლისს და უარს ვამბობ ყავაზე,თუ რა თქმა უნდა ძალიან ახლობელი არ არის და არ მომეხათრება,რომ ვუთხრა,რომ ახალი–უშაქრო მომიდუღოს.რა ვქნა–ვერანაირად ვერ ვსვამ ტკბილ ყავას!

სხვათაშორის,ადრე რომ ვამბობდი უშაქრო ყავას ვსვამ თქო,უკვირდათ –”შენ გახდომა რად გინდა?”-ო.მე მიკვირდა და ვაპროტესტებდი–ნეტა ერთი კოვზი ყავა როგორ უნდა ასუქებდეს-თქო.მაგრამ მერე მოპიძიე ინფო და აღმოჩნდა,რომ უშაქრო ყავა ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების ’დაწვას’.ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო და გირჩევთ თქვენც გაითვალისწინოთ!

სამწუხარო ის არის, რომ საღამოს,ასე 6 საათიდან,უკვე აღარ ვსვამ ყავას,რადგან იმდენად მოქმედებს ჩემზე, რომ ღამე აღარ მძინებს!არადა ადრე რა კარგი დრო იყო,ეჰ :(,ღამის 12 ზეც კი დამილევია ყავა და ძილისთვის ხელი არ შეუშლია!მაგრამ ახლა სხვაგვარადაა,ჩაიც კი არ მაძინებს საღამოს რომ დავლიო :).არადა საღამოსაც მომინდება ხოლმე ყავა და ამ დროს საღი აზრი სურვილებს ებრძვის(რათქმაუნდა საღი აზრი იმარჯვებს 🙂 )

დილით,გაღვიძებისთანავე გაზქურაზე შემოვდგამ ხოლმე ყავის მადუღარას.თურქული(ნალექიანი) ყავის პროპორცია

ასეთია : 3 კოვზი ყავა x ერთ მოზრდილ ჭიქაზე.–ბევრი ყავაა ,ხო? გეთანხმებით,ამგვარ ყავას ’ცხენის დოზა’-ს ვუწოდებ.ხოდა ჩემო კარგებო,ამ ’ცხენის დოზა’ ყავას დღეში ორჯერ ვსვამ და მერე კიდევ ერთ ’ნორმალურ’ ყავის ჭიქით! ეს ყველაფერი მაშინ,თუ სახლში მარტო ვარ, თუ სტუმრად ვარ ან მე მეწვია სტუმარი–კანონზომიერება ირღვევა მეტობა ან ნაკლებობისკენ 🙂

ყავას ვყიდულობ მარცვლებით და იქვე ვაფქვევინებ,1 ან 2 ლარზე მეტისას არ ვყიდულობ,რომ ყოველთვის ახალდაფქვილი იყოს,მაინც სულ სხვა სურნელი აქვს ახალ ყავას! მიყვას მარტო ლამბადა!თუმცა ცოტა პელეს ან ნესკაფეს ვარევინებ ხოლმე.აი არაბიკა და ბერძნული ყავის მარცვალი მძულს!

ხსნად ყავას რაც შეეხება,ადრე არ მიყვარდა! სასაცილო ისაა,რომ თურმე ტკბილი არ მყვარებია,თორე უშაქროს ამასაც კარგად გეახლებით!!!

.

.

.

ზაფხულში ძალიან მიყვარს ცივი,ათქვეფილი,ყინულებიანი ხსნადი ყავა!

ძალიან გამიგრძელდა რაღაც ყავისადმი სიყვარულის ახსნები …

.

.

.

.

დავამატებ,რომ ყავასთან ერთად არაფერი არ მიყვარს,არც შოკოლადი და არც სხვა ტკბილეული,just coffee–როგორც იტყვიან 🙂

ყავის მომზადების რამოდენიმე წესზე სხვა პოსტსი დავწერ 🙂

ხოდა, აგერ კიდევ რამოდენიმე მოძიებული მასალის ლინკს დავდებ,რაც ყავას ეხება,ხო იცით,დაკოპირებული მასალები არ მიყვარს,ასე რომ ლინკებზე თქვენ თვითონ გადადით:

ყავა ,кофе , coffee .

თქვენ როგორ ყავას მიირთმევთ ისიც გაგვანდეთ 🙂

პატარა poll-საც სემოგტავაზებთ,რათა გავარკვიოთ ჩემი სტუმართაგან ვის როგორი ყავა უყვარს(ნუ დაიზარებთ პასუხის გაცემას):

მანამდე კი ერთ ფინჯან გემრიელ ყავაზე გეპატიჯებით!

Advertisements

36 responses to “ჩემი სისხლი ყავისფერია

  1. Mari აგვისტო 19, 2011, 4:57 PM

    ჩემი სისხლიც ყავისფერია. ყავა რომ არა, ძილსი გავიპარებოდი ალბათ 😀 ხსნადი მიყვარს, ცოტა შაქრით.

  2. teennewson აგვისტო 19, 2011, 5:00 PM

    რა გემრიელი პოსტია.. მომეწონა…. : )

  3. sofo110ani აგვისტო 19, 2011, 5:02 PM

    რძიანი, ნაყინიანი ან კაპუჩინო))))

  4. ცისფიქრიანი აგვისტო 19, 2011, 5:03 PM

    ♥ ყავის სუნი მიტრიალებს ცხვირში და ტვინში..
    P.S. ახალი დიზაინი ♥

  5. Ibi აგვისტო 19, 2011, 5:14 PM

    უშაქრო ხსნადი ❤
    არ მიყვარს შაქრიანი არც ყავა და არც ჩაი ❤

  6. cuga93 აგვისტო 19, 2011, 5:15 PM

    ❤ ❤ ❤ მმმმ… რძიანი ყავა მომანდომე :))))

  7. ლიზიკუნა აგვისტო 19, 2011, 6:13 PM

    ყავა ჩემი ენერჯაიზერია))) ხანდხან მგონია სისხლის ნაცვლად ყავა მაქვს

  8. Teaa აგვისტო 20, 2011, 4:58 PM

    xandaan mixaria, rom barmenad vmushaobdi erti periodi… viswavle chemi usayvarlesi yavis momzadeba… 😛 chems dzargvebshic cxeli da qafqafa yava chqefs!!!………. :d :d

  9. Mia.. : >> აგვისტო 26, 2011, 8:26 PM

    ვაიმეე რძიანი ყავა ჩემი ტკივილიაა :D:D ნესკვიკიც მიყუარს ^^ ჩაიიც ^^ ხსნადიც.. რავი თურქუისგარდა ყველა მიყუარს / ketusi ყავას უშაქროს სვავს და ჩაიში 4 კოვზ შაქარს იყრის :D:D

  10. katerina აგვისტო 31, 2011, 1:46 AM

    ასე მეგონა მე ვლაპარაკობდი :). ყველაფერი დაემთხვა.ნუუუ ჩაის გარდა, მე მაგასაც უშაქროს ვსვამ

    • ketusi აგვისტო 31, 2011, 2:10 AM

      შემოგიარე და ვისიამოვნე კიდეც პოსტიტ.
      სამწუხაროდ wordpress -ის პროფილით ჭირს კომენტარის დაწერა,მძლივს დავწერე ^^

  11. Butterfly აგვისტო 31, 2011, 2:13 AM

    არომატული და გემრიელიიი…მმმ… ახლა ყავის არომატი მცემს : )) აუუ მეც უშაქრო მიყვარს ყველანაირი და ძალიან უკვირთ : ))

  12. Keti აგვისტო 31, 2011, 10:33 AM

    მე დაბალწნევიანი ვარ, მაგრამ ყავაზე ასე დამოკიდებული – არა 🙂
    ისე, კანიsთვის უზომო რაოდენობით ყავის მიღება არ ვარგა, გოგოებო. ცელულიტის გაჩენასაც უწყობს ხელს. დღეში 2 ჭიქა საკმარისია 🙂
    მეც ამდენს ვსვამ, შაქარს ზომიერად ვიყრი – თურქულში 1 კოვზი, ხსნადში – 2 : )

    • ketusi აგვისტო 31, 2011, 10:57 AM

      კი,არც კანისთვის ვარგა,არც ნაღველისთვის და არც კუჭისთვის.საბედნიეროდ არაფერი მაწუხებს.
      ოქროს შუალედი მართლაც აუცილებელია!

  13. natali აგვისტო 31, 2011, 10:56 AM

    სისხლი მეც “ყავის” ფერი მაქვს. :* მიყვარს, ვგიჟდები, ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ყავის გარეშე.. შენგან განსხვავებით უშაქროს ვერ შევეჩვიე,მაგრამ არც ტკბილს ვეტანები. (გულს მირევს).2ჩ/კ ყავა+1არსავსე შაქარი=სიამოვნებაა… :). დღეში 13 ფინჯან ყავას ვსვამდი(იყო დრო) ახლა 7-8 ფინჯანი გამომდის… მეც ყავის მანიაკი ვარ…:*

  14. Keti აგვისტო 31, 2011, 8:02 PM

    რას მერჩი, ქეთუსი – ამას წინათ ჩემი შვილის პატარაობის “არქივი” ხომ მაქექინე და მაქექეინე, ახლა ყავა მომანდომე… აშკარად ბევრი საერთო გვაქვს და თანაც ამ საერთოს თურმე ერთიდაიმავე სიტყვებითაც გამოვხატავთ 🙂 – სწორედ ამ დილით ვამბობდი: ჩემს სიხლძარღვებში სისხლის მაგივრად ყავა ჩქეფს-მეთქი 🙂 მაგარია… მაგრამ მე ხსნადი ყავა მირჩევნია – Nescafe Gold ნახევარი კოვზი შაქრით. ამ ბლოგზე ისე შემომიჩვიე, შეიძლება მალე ყავის ერთად დალევამაც მოგვიწიოს და რომ იცოდე, ყოველი შემთხვევისთვის :). უი, ნესკაფეზე გამახსენდა: ერთხელ ლექსიც კი მომიძღვნეს – ნესკაფესფერი თვალებიო და ა.შ. ხედავ, მე მარტო სისხლი კი არა, თვალებიც ყავისფერი მაქვს 🙂 აი, “ყავისფერებში ჩაცმული” კი (ანუ ძაან მურტალ ხასიათზე) თითქმის არასდროს ვარ ცხოვრებაში იმიტომ, რომ ყავა სიცოცხლის ხალისით მავსებს 🙂 მოკლედ, რაც მაგრები ვართ, ყავის მოყვარულები ვართ 🙂 გაუმარჯოს ყავას! ძირს ჩაი!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: